ჩემი საყვარელი ორეული

არიან გოგოები, რომლებსაც სძულთ ცერეცო, ცერეცოს ჩაი, საკუთარი ტკივილადქცეული სიყვარული და ლოდინი. არიან გოგოები, რომლებსაც უნდათ მოწევა, მაგრამ ვერ ეწევიან , – იმიტომ რომ ეს არამწეველი ქმრის მანქანაა და  ვალდებულები […]

Read Article →

კელი

ამ დილით რომ გავიღვიძე და გვერდით ყავაგადაღვრილ „შავ წყალს“ მოვკარი თვალი, გავიფიქრე რა ჯანდაბად ვკითხულობ ამდენ უაზრო წიგნსთქო და ისევ დავხუჭე თვალები. თუმცა, როცა მსგავსი აზრები აფუთფუთდებიან, ძილის გახანგრძლივება რთულია. […]

Read Article →

პერსეპოლისი. Princess of darkness

ხო. ვფიქრობ იმაზე, რა შეიძლება ითქვას მარჯან სატრაპის პერსეპოლისზე , – იმაზეც ვფიქრობ, ვინც ეს ლურჯი წიგნი მათხოვა და იმაზეც, მართლა ყველაზე თბილი ფერია თუ არა ლურჯი (?) არ ვიცი, […]

Read Article →

ზაპას ქიმია

რაც არ უნდა გვიან დავწვე, ყოველთვის ვრთავ პლეილისტს, ყურსასმენებს როგორღაც ვიმაგრებ პატარა ნიჟარებში და ასე ვიძინებ-თ. შუაღამით კი ყოველთვის მეღვიძება ზაპას ალბომზე. ზოგჯერ ვერ ვხვდები რა ხდება, სადღაც ტრანსცენდენტულ სამყაროში […]

Read Article →

მდინარ,ება

ასეთია წესი – კლავიატურას რომ უახლოვდები ყველაფერი ერთბაშად გავიწყდება, სრული ამნეზია და გამოცარიელება. არაფერი არ შველის ამ ამბავს, არც ფილმის ჩართვა და არც სიმღერები, – პინქფლოიდის ბოლო ალბომი სრულიად უაზროდ […]

Read Article →

ელემენტარული

რომ არაფერი ნამდვილი და მნიშვნელოვანი დღმდე არ არის დანახული…“ / რილკე უელბეკის „ელემენტარულ ნაწილაკებს“ რომ ვკითხულობდი საჯარო ბიბლიოთეკაში ვიყავი და გარეთ შეყვარებული მელოდებოდა. მეგობართან მოტოციკლეტებზე საუბრობდა , ეწეოდა და აუღელვებლად […]

Read Article →

მისტიკური, ბარბაროსული, მოწყენილი

დღეები ერთ ჭიქა ყავასავით გრძელდება – ერთი დიდი ჭიქა ყავა უდრის ერთ დღეს. დალევას ვიწყებ დილით და ვამთავრებ საღამოს. წიგნები გრძელდებიან ზაფხულივით – გიუნთერ გრასის “თუნუქის დოლი” უდრის მთელ ზაფხულს. […]

Read Article →

კედელი

იყო ასეთი გერმანული ფილმი „Die wand” – კედელი. იმ ბარიერზეა საუბარი, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდება ქალის საკუთარ სამყაროსა და გარე სამყაროს შორის , პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. ეს ის კედელია, რომელთანაც […]

Read Article →

სახლში დამზადებული მთები

სახლში დამზადებულ მთებს მივირთმევ. ალინა ორლოვას სიმშვიდეს ვიხვევ თითებზე ძაფებად და ვუყურებ ლაქს თითებზე : ვარდისფერს, საქმიანი ადამიანებისთვის თვალის ასახვევს, – რომ მოეწონოთ, დამაჯერებლად ჩაგთვალონ და შემდეგ ეტაპებზე გადაგიყვანონ, როგორც ყველაზე […]

Read Article →

With God on our side

ადამიანი ათასი წელია შვრიის ფაფას ჭამს და არამგონია რვა წლის ბიჭს ამის შეცვლა შეეძლოსო __ ითქვა ასე ერთ ფილმში და ცხადია, არაფერიც არ შეცვლილა – ყველაფერი პატიებით და ლოცვით დასრულდა. […]

Read Article →

ჭიანჭველები

ჩამოდიხარ ძალიან შორიდან; უზარმაზარ მარკეტში შეშინებული ეძებ ხილს, ერთ ცალს, ტკბილს. დაღლილობისგან თვალები ციებიანივით გიელვარებს; წიგნების მაღაზიაც. მუცელზე ოფლისგან დასველებულ თხელ მაისურზე ჩანთას იფარებ და ფრთხილად ეკითხები გამყიდველს. ჭიანჭველები. უნდა […]

Read Article →

სულის გეომეტრია

მე შემეძლო ვყოფილიყავი ძალზე გულწრფელი, შენ კი უბრალო შემფასებლის როლსაც ვერ შეითავსებდი ალბათ. ბოლოს მოხდა ისე, რომ ჩემი გულწრფელობა უბრალო ზრუნვაზე გავცვალე . ვზრუნავდი ყველგან როგორც შემეძლო – წინასწარმომზადებული ღიმილით; […]

Read Article →

სირცხვილი

მარი შემოვიდა და მორიგი წიგნი დადო წაუკითხავად მაგიდაზე , – ნერვები მომიშალა, ერთი ბოზი კაცის ამბავიაო. გამეცინა და წავიკითხე. მართლაც ასეთი აღმოჩნდა, ორმოცდაათ გვერდამდე ისე ჩავიკითხე, რომ სული დამაწიწკნა დევიდ […]

Read Article →