ქებათა ქება სოლომონისა

EVELYN C. WHITE

ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი და მდინარე ვერწარხოცავს მას. კიდეც რომ გასცეს კაცმა სახლის მთელი დოვლათი სიყვარულის წილ, მაინც არ ასცდება სიძულვილი.

ქებათა-ქება სოლომონისა 8

ეს წიგნი იყო ეკას მცდელობის შედეგი. მას შემდეგ, რაც “ქებათა ქება სოლომონისა” წავიკითხე, გადავწყვიტე, რომ მხოლოდ მას შეეძლო ტონი მორისონის ენა ასე ეთარგმნა ქართულად.

რა იცით საკუთარი თავის შესახებ? ვინმე თუ გყვარებიათ? რაფერკანიანი ადამიანი გახსენდებათ მოყვასის სიყვარულზე? როდის გიგრძვნიათ ყველაზე დიდი სირცხვილი? როდის წაგკიდებიათ ცეცხლი უმწეობისგან?

სწორედ მაშინ, როცა საკუთარი თავი ვერ დავიცავი.

მერე კი შეიძლება დაისადგუროს სიძულვილმა, რომელიც სიყვარულისგან დაგიფარავს; ბრაზი, რომელიც დაგავიწყებს ზანგი ქალის რახრახა ხმას, მზის, ფიჭვის და ღვინის ერთმანეთში აზელილ მათრობელა სუნს , უფრთო ანგელოზებს, სასიამოვნო გარინდებას ქალის წინ . ამხელა სიყვარული იმდენად ძნელია, რომ უკვე ვეღარ ხვდები სად გადის ზღვარი იმ გრძნობებს შორის, რომლებიც სიყვარულის სახელით მხოლოდ ბოროტებას იმკიან.

დაბინდული თვალებით, შეიძლება ვერც კი დაინახო, როგორ შეიძლება იქცეს შენი ადამიანი-თავშესაფარი ყველაზე მძვინვარე მტრად. თავად კი გახდეს ქალი ღარიბი, ჭუჭყიანი , ხმაურიანი , უკონტროლო, უკიდურესად მოუწესრიგებელი ვნებებით , სადაც სიყვარული ყინულის სამტვრევი ჩხირით იკვლევს გზას. ამიტომაც არის, თავიანთი სიყვარული ისე ძალიან უყვართ, ნებისმიერს მოკლავენ, ვინც ამ სიყვარულს გზაზე გადაეღობებაო.

მაგრამ პირიქითაც ხდება, როცა სიბრაზე რაღაცნაირ ხალისობაში გადადის. საფრთხის მიუხედავად , სიცილი წაგსკდება და ახორხოცდები, რადგან ყველანი ადამიანები ვართ, ერთნაირები ვართ, – თეთრი თუ შავი; გამოგონილი თუ ათასწლოვანი სახელებით; მშიშარა თუ გულგაყინული. მიწაზე რომ დადგამ ფეხს, მხიარულებისთვის ესეც საკმარისი მიზეზია.

სიმღერასავით გადაბმულ ტექსტებში ტორტმანებ და უკვე იცი, რომ ღამის სიბნელეც ცისარტყელასავით ფერადოვანია. ზოგჯერ აბრეშუმისფერია, ზოგჯერ მატყლივით, ზოგჯერ მწვანე, კალიისფერი, ბოთლისფერი. ზოგჯერ კი ცარიელი და არაფრისფერია ღამის სიბნელე.

და მხოლოდ მათზე იყო გადმომხობილი მძიმე ღამე – ხატი წყვდიადისა, რომელსაც უნდა მოეცვა ისინი; თუმცა საკუთარი თავისთვის თავადვე იყვნენ წყვდიადზე მძიმენი.

სიბრძნე სოლომონისა. თავი მეჩვიდმეტე

მაგრამ ამ სიბნელეშიც ეძებენ მთავარი გმირები საკუთარ მიწას, მიწაზე სახლს, სახლში სიმღერას, რადგან მართლაც რომ გეოგრაფიაა მთელი ცხოვრება. მთავარია, ერთხელაც კარი გაიჯახუნო და შენს ყურთასმენას მისწვდეს ურდულის ჩხაკუნი ზურგსუკან.

სოლომონის ერთადერთო

ბუბა…ჯეი…ადე…

ტყუილად კი არ უწოდა ერთმა მუსიკოსმა საკუთარ ბენდს მთავარი პერსონაჟის სახელი – ” The Dead Milkmen “. მუსიკაა მთელი წიგნი, მრავალწლოვანი და უამარავი ადამიანის ცხოვრებით სავსე.

სიმარტოვით სავსე ცხოვრებაში ამასაც იტყვი:

მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე სული რომ მიიტანო, მეორე ადამიანი გჭირდებამ ადამიანის, რომლის სიახლოვე მალამოსავით დაგედება, რომელსაც თითქოს მიეკედლები.

55564150_434200500456030_8669081411812065280_n

Leave a comment