ცხოვრება და სხვა წვრილმანები

Cy Twombl, Untitled, 1955

საი ტვომბლის ერთ-ერთი ნახატია ასეთი, _ თეთრ კედელზე ნაფხაჭნი აბურდული ხაზები. უამრავი რამ შეიძლება იფიქრო, თითქოს თეთრ კედლებში გამომწყდეულმა შეშლილმა ქალმა თმის სარჭი გამოიძრო თმიდან და მონდომებით დაიწყო საკუთარ ახალ ენაზე საუბარი; ან შეიძლება ბავშვობის ტრავმული მოგონებაც ამოტივტივდეს, როცა რუსულის მასწავლებელმა თქვა, გოგოლი ცოცხლად დამარხეს და შემდეგ კუბო რომ გახსნეს, ფიცრები სულ დაფხაჭნილი იყოო.

მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა, ინტერნეტიც და ნებისმიერი ბიბლიოთეკაც ხელმისაწვდომი გახდა, მაგრამ ეს ინფორმაცია არასდროს გადამიმოწმებია,_ შეიძლება აღმოვაჩინო, რომ სულაც არ მომხდარა ასე, მაგრამ ალბათ ჯობია, რაღაცეებს ხელი არ ვახლოთ და ზოგიერთი მოგონება იყოს დაკონსერვებული, სულის ბნელ საკუჭნაოში მტვრით დაფარული.

შეიძლება იმ უკმაყოფილო ბავშვს გასჩენოდა ფრჩხილებით სახლის კედლებიდან გაღწევის სურვილი, რომელიც მარტო უსმენს Röyksopp-ის „What Else Is There?“, უყურებს როგორ დაფრინავს ტერფებგაშეშებული თეთრთმიანი ქალი ბნელ, დროდადრო ელვით განათებულ ქუჩებში, მინდვრებში, მფრინავ სახლებში და როგორ იღვრება მისი ჯინსებიდან რძე, ალბათ ძალიან ცივი, ხელები კი დაკრუნჩხულია , თითქოს კედლების საფხაჭნად დაჭიმულიც.

მოგონებები განცდილზე ქმნიან მომავალ წარმოდგენებს სამყაროზე, წიგნებზე, ნახატებზე. მეხუთეკლასელი მოსწავლემ შეიძლება თქვას, რომ საის ნახატზე სკოლის ვანდალიზმია ნაჩვენები, ისიც ფანქრით შესრულებული და არა ბასრი ნივთით. დროთა განმავლობაში კი სამაყაროში არსებული ნივთები საკუთარ თავს პოულობენ ან პირიქით, ჩვენს მიერ განცდილს ემსგავსებიან, _ ვისაკუთრებთ მათ და ვბრმავდებით. ასე ემსგავსება ფანქრით შესსრულებული ნახატი საკუთარი ცხოვრების ისტორიას, _ დაჭიმული თითებით დაღარულ კედლებს.

„იმ დროინდელ, ამორფულ წლებში, საიდანაც მეხსიერება იწყებოდა, როცა ცხოვრება მხოლოდ დასაწყისებისგან შედგებოდა, დასასრულები საერთოდ არ არსებობდა“.

არადა, რაც არ არსებობს, მტკივნეული საერთოდ არ არისო. საბოლოოდ, ყველაფერი წვრილმანია, _ მოგონებებიც, ნივთებიც და ადამიანებიც. თავად მე ამ წვრილმანების ღმერთი ვარ, – უმნიშვნელო ეპიზოდებით, ჩვეულებრივი ნივთებით და ახალი აზრებით დატვირთული ჩემი ცხოვრების ისტორიის ჩონჩხი. როგორია ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რამაც ადამიანი აიძულა თავისი თავიდან გაესხვისებინა, გაეუცხოებინა საკუთარი არსება და წარმოედგინა იგი ღმერთის სახით? იქნებ სწორედ დამოკიდებულების გრძნობის გამო, რომელიც ვლინდება არა აბსტრაქტულად, არამედ სწორედ ისეთ უაღრესად ცხოვრებისეულ “წვრილმანებში”, როგორიცაა სიკვდილი, ავადმყოფობა, შიმშილი, სიმდიდრე, სურვილი, იყო ბედნიერი, ძლიერი და ა.შ. ამ დამოკიდებულების გრძნობას კი იწვევს შიში. ეს კი გვაიძულებს , რომ გადავლახოთ ეს საარსებო აუცილებელი პირობები, მოვახდინოთ ამ მოვლენათა ჰიპოსტაზირება და მივაწეროთ ის ჩვენგან განდევნილ ღვთაებას. ჩვენში კი ვტოვებთ ამ ე.წ. “წვრილმანების ღმერთს”.

tumblr_mqpytolog31sb48aco6_250tumblr_mqpytolog31sb48aco3_250

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s