ვიფიქრე

227778_2074159_lz

ალბათ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ბედნიერი ვიყავი სწორედ მაშინ, როცა გარეთ თოვდა, მე სავარძელში კატასავით დაგორგლილი წიგნს ვკითხულობდი, ზეთისხილს ვასრუპუნებდი და არსად არ მეგულებოდა ადამიანი, რომელსაც შეიძლებოდა ასეთ დროს მოვნატრებოდი, ან მოვეკითხე, ან ჩამხუტებოდა, ან სუნთქვა შეეკრა ჩემთვის. მაშინ ეს ყველაფერი საშინლად მოსაწყენი მეჩვენებოდა და არც ვიცოდი მსგავსი ხასიათის სულგულიანობის სარეაბილიტაციო კურსის შესახებ – „ვუმკურნალოთ ადამიანებს ადამიანებით!“

ახლა კი რა ხდება? ვუყურებ ხოლმე ცოცხალ არსებებს – ჭიანჭველებს შემთხვევით ბუდე დავუნგრიე. მერე ვაკვირდებოდი, როგორ თავგზაარეულები დაფუსფუსებდნენ. იცით, მე გეტყვით, რომ ტყუილად ირჯებით. აი, ჩვენც ხომ, ამხელა გოლიათი არსებები ტყუილად ვიბრიდებით ათასი წვრილმანებით ყოველ დღე და თქვენ საერთოდ ვინ ხართ, რომ თავს იკლავთ გადასარჩენად. გულწრფელად გეუბნებით, ერთი იდიოტი ჭიანჭველები ხართ. მოვა მეორე ჩემნაირი იდიოტი და მეათასედ აგებულ სასახლეს თავზე გადაგაფშვნით. თქვენ კი ისევ ისე გააგრძელებთ. თუმცა, თქვენ სიზიფეს მითზე რა უნდა იცოდეთ. ზიდეთ და ზიდეთ–მე მაინც გბალეიშიკოოობთთთ!…….და გოოოოოოლ! უი, ეს აქ რა შუაში იყო. ჩემი საფეხბურთო სეზონი გუშინ დასრულდა და იქიდან გამომყვა. გაგიჟდება ადამიანი ამათი გადამკიდე.

ვუყურებ კატებს – დასუნსულებენ, ერთმანეთს სუნავენ, აკვირდებიან, ყოველ ჩქამზე თრთიან და ულვაშები უცახცახებთ. მოკლედ, თავიანთი იდუმალი სამყარო აქვთ. მეც მივდივარ, უხეშად ვიჭრები იქ და თავიანთ სათუთად მოპოვებულ ინტიმურობის შეგრძნებას მათთვის ხელის ერთი წავლებით ვაქარწყლებ. რას მიყურებ თავმოყვარეობაშელახული. ერთი ჩვეულებრივი კატა ხარ, მკნავანა, ქუჩაში ნაპოვნი, აბურძგნული დაეხეტებოდი და ყოველ გამვლელს ფეხქვეშ უძვრებოდი. მხოლოდ ჩემნაირი სულშეხუთული თუ მოგიყვანდა სახლში. ის ჰაერი უნდა გამეყო ვინმესთან ან რამესთან ერთად, რომელიც ჩემთვისაც არ მყოფნიდა.

დიდი ხანია წიგნი არ წამიკითხავს; დიდი ხანია ფილმები არ მინახავს – არც ჩემი საყვარელი მულტფილმები, არც სერიალები, არც ტელეგადაცემები; დიდი ხანია არ მილაპარაკია; დიდი ხანია ახალი ნახატები არ აღმომიჩენია, არც ახალი ადამიანები. ეს რაღაც მკვდარ პერიოდს დაემსგავსა–ან იქნებ ბნელ ლაბირინთში ბორიალს, სადაც საკუთარ თავს ემალები გამალებით, თუმცა რამდენიც არ უნდა იარო, ბოლოს ისევ საკუთარ თავთან გიწევს შეხვედრა გვირაბის რომელიმე ბნელ კუთხეში.

მომენატრა საკუთარი არსება. არსება, რომელსაც აქვს ჩემი თითები, ჩემი ფეხები, ჩემი თვალები, ჩემი თმები, ჩემი თვალები, ჩემი სუნი. მენატრება ის დრო, როცა ვიყავი მარტო, როცა ვიყავი მხოლოდ მე . ეს იყო დრო , როცა საკუთარ თავს ვფლობდი, ვაკონტროლებდი და ვმართავდი. მაშინ მეჩვენებოდა, რომ მე არ მყავდა ადამიანები, რომლებსაც ვეყრდნობოდი; ალბათ არც ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც მე მეყრდნობოდნენ.  მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ მე საკუთარ თავში მქონდა ნაპოვნი სამყაროს ცენტრი. ვისაც არ გამოგიცდიათ, გპირდებით, რომ ეს საოცარი შეგრძნებაა–იცოდე, რომ არავინაა შენთვის, შენს სასარგებლოდ და ასევე შენს საწინააღმდეგოდ, გარდა საკუთარი თავისა.

ვინმეს ეგონება , რომ დეპრესია მაქვს. მე და დეპრესია? არსად გადამეყაროს, დავამტვრევ ძვლებში. ესაა ჩემი კომენტარი. ხო, ახლა რისი თქმა მინდოდა.

არაევკლიდური გეომეტრიების–ლობაჩევსკის, ბოლაისა და რიმანის სისტემების გამოჩენისთანავე გეომეტრიაშიც ეჭვმა და უნდობლობამ მოიკიდა ფეხი. აუ, ვღადაობ. მართლა ამაზე კი არ მინდოდა საუბარი. სიმართლე რომ ვთქვა, სკოლაში ყველაზე კარგად გეომეტრიას ვსწავლობდი, დღემდე მიყვარს, ყოველ ამოხსნილ რთულ ამოცანაზე და ყოველ ჩემს ნახაზზე ორგაზმისმაგვარი კრუნჩხვები მეწყებოდა – რაღაცის სიყვარულიც ეგაა, რატომ გიკვირთ. უსულგულო არსებები რომ გიყვარდებათ და მაგათზე რომ სველდებით, მაგაზე რატომ არაფერს ამბობთ. იოლკი პალკი, როგორც ჩემი მეზობელი იტყოდა ყოველი წინადადების ბოლოს.

დავუბრუნდეთ ისევ იმას, რასაც ვამბობდი. გეომეტრია რომ არ იყო, ეგ ვიცი უკვე. იმის თქმა მინდოდა მხოლოდ, რომ მიყვარს ადამიანები; მაგრამ განსაკუთრებით ისეთი ადამიანები, რომლებიც თავიან მონაცრისფრო საბურველში არიან გახვეულები – აი, ჯერ ვერაფერს ამჩნევ, ჩაბურუსებულია (ეს რაღაც ახალი სიტყვაა; შანიძე, ჩიქობავა, მაპატიეთ ყველაფრისთვის , რაც ამაღამ შევცოდე თქვენი ხსოვნის წინაშე);  მერე თვალს აჩვევ, საბურველიც ნელ–ნელა ირღვევა და ბოლოს გხვდება ისეთი საოცრებები, რომ გბურძგლავს, გაკანკალებს. ჯანდაბა. საოცარი ადამიანი იბადება თქვენს წინაშე.

ვაღიარებ, რომ მეც მაგარი ვინმე ვარ. რატომაც არა – ვამჩნევ იმას, რასაც სხვები იშვიათად ხედავენ. ასე ვისაკუთრებ ადამიანებს და მათთან დაკავშირებულ მათრობელა შეგრძნებებს. ერთი მიდის, მეორე მოდის, მეორე მიდის, მესამე მოდის და ა.შ. ჩვენ ყველანი ერთმანეთს ერთმანეთით ვმკურნალობთ. მეც უცნაურმა ზიზღმა და აგრესიამ შემომიტია ამ საღამოს. არც თუ ისე უსაფუძვლოდ. ამ დროს რა ხდება – მოდით ვნახოთ ვენახი. არა, ვენახი კი არა– „კონტაქტები“ მობილურში. ჩამოვუყვეთ „ნეიმებს“, აღმოვაჩინოთ ნეიმი ნინო და ვთხოვოთ , რომ ჩაგვეხუტოს. თქვენი არ ვიცი და მე ასე მოვიქეცი. ის კითხვებს არ სვამს, ფეხებზე კიდია, რა , რატომ, როგორ, რანაირად, რისთვის, ვისთან, რასთან – უბრალოდ უცებ მოვიდა და „ხუტ“. უიჰ!

My girl, You’ve Truly Made My Night !

Advertisements

29 responses to “ვიფიქრე

  1. სოფელში ვარ. მინდორში წამოგორებული, ყურსასმენებში მუსიკა ხმადაბლაა, მოახლოებული ჭექა-ქუხილის და ბავშვების ტიტინი რომ მესმოდეს ისე. მერე წვიმას იწყებს. დედაჩემი მეწუწუნება რომ ვსველდები, არ გავცივდე, ფილტვების ანთება არ დამემართოს და არ მოვკვდე.(ნეტა!!). ვერ ვისწავლე რომ სოფელში დედაჩემთან ერთად არ უნდა წამოვიდე, სახლში შევდივარ და მეცადინეობას ვიწყებ. შუქი მიდის. მუსიკაც ნერვებს მიშლს. უცებ ტელეფონზე ესემესი მომდის. გახსნას არ ვაპრებ,ალბათ ისევ ტექნობუმია. მაინც ვხსნი და თან ყურსასმენებშიც “ის” მუსიკა იწყებს ჩაღვრას. უი თუმე მაგაა, ჩამი ჩახუტება უნდა. მეც მინდა. ჰუჰ ^_^

    • აი , “ისიც”–ჩემი წუხანდელი “ანტიდეპრესანტი” ^_^ დავიწყოთ იქიდან, რომ რა დროს ფილტვების ანთება და სიკვდილია, ხომ არ დაგავიწყდა რომ ჩვენ კიდევ დიდხანს უნდა ვიცოცხლოთ და კიდევ დიდხანს უნდა ვიყოთ უბედურები 🙂 ასეა ეს საჭირო. სადღაა არიან ახლა უბედური ადამიანები. მალე წითელ წიგნში ვიქნებით შესატანები. თან დავიჯერო კამიუსი ყველაფერი წაიკითხე უკვე? ჯერ სად ხარ 😀 მეორე–ტექნობუმს რამდენი ხანია არ მოუწერია და რა რამე ახალი ხომ არ ხდება მის პირად ცხოვრებაში? ხომ არ დაოჯახდა,ან რამე, მომენატრა. ხოდა მესამე – შენ გაქვს ჩემგან მეორე დიდი “ხუტ”! ❤

      • არა,არა. სიკვდილს მანამ არ ვაპრებ სანამ გერმანია მსოფლიოს არ მოგებს. და თუ მათ ლუზერობისკენ მიდრეკილებას გავითვალისწინებთ,მაშინ შეიძლება უკვდავებასაც გამოვკრა ხელი.
        აი არასდროს არ წამიკითხავს ტექნობუმის მესიჯები, ახლა ვნახე და თურმე მერსედესის მოგებას მთავაზობენ!!! ხედავ როგორ გვებრძვიან? 😀 😀 უნდათ მერსედესი მოვიგო რო თავი ბედნიერად ვიგრძნო. ამას არ დავუშვებ. დროა საზოგადოება გამოფხიზლდეს. მეტი უბედურების შეგრძნება ხალხს.

        • 😀 😀 😀 ბევრს ნუ მაცინებ, თორემ თავი შეიძლება ბედნიერად ვიგრძნო. ასე არ შეიძლება, ეს ხელშეკრულების პირობების დარღვევაა 😀 ახლა როგორ გითხრა ნეტა გერმანია კიდევ დიდხანს ვერ მოიგებდესთქო? ბოლოსდაბოლოს ინგლისმა ხომ არ მოიგებს, სირცხვილია 😀 და ლივერპულის გულშემატკივარს ლუზერობაზე ნუ მელაპარაკები, ვკომპლექსდები და შეიძლება გავბედნიერდე ამდენი უბედურებისგან 😀 ტექნობუმს მოკითხვა, ეტყობა ოჯახში შემოსავალმა იმატა 😀

  2. გამაგიჟებ შენ მე. ნინო შენც –
    თქვენი ჯიბრით მე მოვკვდები მალე თუ კარგია –

    :დ

  3. ჰმ…
    უნდა მეთქვა, რომ შენ ჩემზე არანაკლები ხარ 😀

  4. დღეს magarayuela.wordpress.com ავკრიფე და ვერ გიპოვე. კინაღამ გულყრა დამემართა. :/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s