ელემენტარული

image

რომ არაფერი ნამდვილი და მნიშვნელოვანი დღმდე არ არის დანახული…“ / რილკე

უელბეკის „ელემენტარულ ნაწილაკებს“ რომ ვკითხულობდი საჯარო ბიბლიოთეკაში ვიყავი და გარეთ შეყვარებული მელოდებოდა. მეგობართან მოტოციკლეტებზე საუბრობდა , ეწეოდა და აუღელვებლად მელოდებოდა – როგორც შეყვარებულ ადამიანს შეეფერება. ზოგჯერ ისეთებს წერდა ეს წყეული, მინდოდა იქვე მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე ყველა ნაწილაკებიანად. რამდენჯერაც აქეთ-იქით რომ გავიხედე, მივხვდი რომ ჩემს „ცოდვებზე“ არავის წარმოდგენა არ ჰქონდა და შემეძლო აწითლებული სახით მშვიდად გამეგრძელებინა კითხვა.

მხოლოდ მოგვიანებით გავიგე, რომ მასაც უყვარდა უელბეკი და მეგობრებიც ყოველთვის მხოლოდ მის წიგნებს ჩუქნიდნენ. და როცა ვიცი, რომ ის უკვე აღარსად არ მელოდება, უელბეკის კითხვისას ყოველთვის მაქვს იმის შეგრძნება, რომ სადაც არ უნდა იყოს, ის ისევ ისე დგას რომელიმე ბიბლიოთეკასთან, უდარდელი სახით ეწევა და მოტოციკლეტებზე ან თავის საყვარელ სუპერგმირებზე საუბრობს მეგობართან.

როცა ხვდები დაფარულის ამოხსნის აუცილებლობას, მაგრამ არ შეგიძლია რამე იღონო და ამ უღონობისგან გამოწვეულ შიშს გაუმკლავდე, ხდები რიგითი. ხო , ნიჰილიმზი და ყველა სახის ურწუმონოება სულიერ ღირებულებათა მიმართ ხომ იწვევს დეპრესიულ, აგრესიულ და ცინიკურ ტონს? თუმცა, მიშელ . როგორც არ უნდა ვეცადოთ, რომ ის შინაგანი პათოსი და ემოციური ინტენსიობა მსგავსი სახით შევფუთოთ, იმდენჯერ შეგრცხვება ჩვენს წინაშე , იმდენჯერვე შეგძულდებით, იმდენჯერვე ჩაიქნევთ ხელს.

მერე არაულებეკური დღეებიც იყო. როცა შეგიძლია იყო ბედნიერი, მხიარული მოჩვენება; გეცვას შავი გულ“უბრყვილო“ კაბა და ბინის კარების გამოხურვისთანავე იქცე შავ მონსტრად. კატასავით იჯდე საკუთარ თავში ჩაძირული და გაფართოებული თვალებით გადაყლაბო ცხრა ტაბლეტი გლიცინის, თუ რაღაცის; აი იმის, დები რომ გარიგებენ – მეხსიერებისთვის კარგია, დღეში სამჯერ მიიღე თითო აბი, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ , „ტვინს გაგიხსნის“. და ყლაპავ და ყლაპავ ერთდროულად და შენი მთელი მასა სრული სიმძიმით საფეთქლებს ეხლება.

ბორგვა. გაფართოება. სკდომა. ხრჩოლვა. მეცხრეც და მორჩა…ან იქნებ მეათეც.. მტკივა. იყოს ცხრა. მეგობრის შეშლილი თვალები. ზედმეტი კითხვები. ზედმეტი მზერა. სრულიად უადგილო. გადი, წადი. საფეთქლებთან სკდომის რიტმი, – დგ, დგ დგ. მარადიული , შეუჩერებელი. შენი მდინარე კი სადღაც შორს მისჩქეფს, შენგან შორს. გრძნობ და ხვდები შეჩერების აუცილებლობას და გარდაუვალობას. იმიტომ რომ ის ფანჯარაზე ზის ყვითელი თვალებით და გელოდება, როდის გადარჩები.

რილკეს გულის შიდა სივრცე და ზიდჰარტას შინაგანი მდინარე, – როგორც ერთი მნიშვნელობა და ერთი აზრი. როგორ უნდა მისდიო? – ჰესე გენიალურია იმდენად, რამდენადაც მაჩვენა, რომ შენი გზა ყოველთვის ყველაზე სწორია.

უნდა მისდიო შენს შინაგან მდინარეს და მისი მდინარება გაპოვნინებს შენს მიმართულებას, რომელმაც შეიძლება სულაც ქვეყნის დასალიერამდე მიგიყვანოს, ან სულაც ამერიკულ შოკოლადამდე, ან სულაც საკუთარ ქოხთან, რომელიც ისე მიგიღებს როგორც პატრონს. ეს იქნება სწორი იმდენად, რამდენაც ეს იყო შენი გზა.
შენ გზას კი სხვა ვერასდროს შეაფასებს.

მზად ხარ გახსნა შენი გულის შიდა სივრცე? თუ არა, მაშინ იქენი თუნდაც ურწმუნო, რადგან ვერ ირწმუნებ იმას, რომ ის, რაც მხოლოდ შენ შეიმეცნე საკუთარ არსებაში, შეიმეცნა სხვამაც. დაე საკუთარი ქოხი ყველამ თავად მოიპოვოს.

ოღონდ არ გაჩერდე, არსად შეჩერდე, იარე, ბევრი იარე, ირბინე, იმოძრავე, ღრმად ისუნთქე, ცხელი ჰაერი, – უდაბნოს ქვიშამ ამოგივსოს თვალები, წვიმის წვეთებმა ჩამოგბანოს, ყინვისგან ამოგეწვას ფრჩხილები. მხოლოდ გახსოვდეს , რომ ამერიკულ შოკოლადამდე, ან შენს ქოხამდე, ამ ქვეყნის დასალიერამდე დასარჩენი არსად არ არის. ვერსად ვერაფერს იპოვი იქამდე, და რასაც იპოვი იქნება მხოლოდ ის, რაც შენი შინაგანი მდინარის ნაპირისგან ძალიან შორს იქნება.

უგულებელყავი ყველაფერი, მაგრამ ნუ გაუცხოვდები მიწისგან, ჭერი იყოს შენი – ცა, მიწა იყოს ფეხქვეშ მყარი, – მოიკიდე ფეხი ისე, რომ ფეხისგულებიდან სისხლი გდიოდეს. და ნურასდროს იტყვი „რა უნდა ვქნა ამ ქვეყანაზე?“.

11914942_1117513364944114_5308598053653151591_n

6 responses to “ელემენტარული

  1. დამამშვიდა რაღაცნაირად. და შემახსენა კიდევ რაღაცებიც 😉

  2. იმისთვის,რომ იმ “რაღაცეების” გახსენებაზე თავი დამნაშავედ არ ვიგრძნოთ

  3. იყავი დიდხანს, წერე დიდხანს, რომ ჩემნაირმა გოგოებმა შანელის პუდრით რომ უძილო ღამეებს მალავენ თვალებში შეძლონ ცხოვრების გაგრძელება.

    • სალომეა…ალბათ იგრძენი, რომ ახლახან ჩემს ბლოგს ორი წელი აღუსრულდა ))
      როგორ მანებივრებ… ❤

  4. შენი foto წავიღე:*
    ვულოცავ შენს ბლოგს და ვულოცავ შენს მკითხველებს და ჩემს თავს:*

    • სალომეა, მადლობა…
      თურმე მსგავსი სისულელეების მილოცვაც შეიძლება…:)))
      რატომაც არა… ^^

Leave a reply to LA MAGA DE RAYUELA Cancel reply