პიკასო. ვიოლინო და ყურძნის მტევნები

(1912 წ. ზეთი, ტილო, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი, ქალბატონ დევიდ მ. ლევის შეწირულობა). Bild

პიკასო ალბათ იმ მხატვართა რიგს მიეკუთვნებოდა, რომლებმაც ხელი აიღეს  საგნის იმგვარად გამოსახვაზე, როგორც ჩვენი თვალი ხედავს. ეს ის მოუხელთებელი მირაჟია, რომლის დევნაც უაზრობაა.

მათ არ სურდათ ტილოზე წარმავალი წამის წარმოსახვითი შთაბეჭდილება აღებეჭდათ. მათი მიზანი რაიმეს კონსტრუირება იყო და არა ასლის გაკეთება. მათ შეეძლოთ ერთდროულად მის სხვადასხვა ასპექტებზე ეფიქრათ და ფიქრობდნენ კიდეც. ზოგი მათგანი ფიქრისას იმდენად მკაფიოდ გამოიკვეთება, ისეთი გრძნობა გვიჩნდება, თითქოს შეგვიძლია შევეხოთ კიდეც, ზოგი კი საკმაოდ ბუნდოვანია. ს

სწორედ ამგვარი მსჯელობა დაედო ალბათ საფუძვლად პიკასოსოს  ისეთ ნახატს, როგორიცაა ნატურმორტი ვიოლინოთი. სახებათა ეს უცნაური ნარევი ნამდვილ ვიოლინოს უკეთ ასახავს, ვიდრე ნებისმიერი მომენტალური ფოტო ან დაწვრილებითი ნახატი. გარკვეული თვალსაზრისით, ეს იმ პრინციპებისკენ მიბრუნებასაც ჰგავს, ეგვიპტურს რომ ვუწოდებთ- ე.ი. საგანი იმ კუთხით იხატება , რომელიც საუკეთესოდ  წარმოაჩენს მის ყველაზე დამახასიათებელ ფორმას.

ვიოლინო ხვეული გვერდიდანაა დანახული, როგორც ის  ვიოლინოზე ფიქრისას წარმოგვიდგება. რეზონატორები მეორე მხრიდან, თითქოს წინხედში მოჩანს. გვერდიდან ისინი არც კი გამოჩნდებოდა. სიმები და ხემი სადღაც სივრცეში დაფარფატებს.  სიმები ორჯერაც კი არის გამოსახული.

თითქოს დაუკავშირებელი ფორმების  ამგვარი, სრული აღრევის მიუხედავად , სურათი სულაც არ ჩანს მოუწესრიგებელი. ამის მიზეზი ის არის , რომ მხატვარმა იგი მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი ნაწილებით შეადგინა, ისე, რომ სურათი მთლიანობაში ერთგვაროვნების შთაბეჭდილებას გვიქმნის. ეს კი მას პრიმიტიული ხელოვნების ნიმუშებთან აიგივებს.

Leave a comment