ორი ღმერთის მსახურება #1

წინადადებად შეუმდგარი სიტყვები; მიტოვებული შუა გზაზე,- უკანარდაბრუნების პირობით. ზოგჯერ გაკვეთილის ახსნის დროს სიტყვები არ მყოფნის,_ სანამ ენისწვერზე მომადგებიან, ქრებიან და მე მახსენდება მისი სიტყვები, – „ვერ ვიტან შენს ლაპარაკს“. ამ დროს ვფიქრობ, რომ ყველა სიტყვა ერთად ამიჯანყდა და უბრალოდ დამტოვეს.

ახლა კი ისე დავბრუნდი, თითქოს არაფერიც არ მომხდარა; თმები ავიკარი, საშინაო პერანგი მოვიცვი და ხელები გავატკაცუნე, _ თითქოს , ასე ადვილი იყოს ამდენი ხნით მიტოვებულ სახლში დაბრუნება და იქაურობის მტვრის, ხავსების და აბლაბუდებისგან გაწმენდა , – ტალღებს და ქარიან ღამეებს საძირკველიც რომ შეურყევიათ მისთვის. „არაფერია“_აღვნიშნავ და სივრცეს ჯიუტად ვუსწორებ თვალებს.

გუშინ ბევრი უცნაური ფაქტი მოხდა, – ჯერ იყო და კარი , რომელიც აქამდე არაფრის დიდებით არ იღებოდა, ჭრიალით გაიღო და აივნისკენ მომისროლა; ვიფიქრე, აწი შემოდგომის გრძელ საღამოებს ამ აივნის კიბეებზეც ჩამოვჯდები, მოყანყალებულ მოაჯირზე ცხელ ყავასაც დავიდგამ, თავზე კაპიშონს ჩამოვიფხატებ და სიყვითლეშეპარული მთებიდან მონაქროლ ნიავს მივუფიცხებ ჩემს გამხმარ ფეხებსთქო.

ესეც არ მქონდა გაფიქრებული, როცა კატა მოვიდა. ჩვეულებრივი შავი კატა იყო, ყვითელი თვალებით და აქა-იქ შეოქროსფრებული ბეწვებით. ხმამაღლა ვთქვი, – კატა მოვიდა და საწოლზე წამოვწექი. იმანაც არ დააყოვნა და მაშინვე შინაურულად იგრძნო თავი, – ფანჯრის რაფაზე გაიზმორა, კუდი მეზობელი ხის სახლისკენ მოიქნია, აქაოდა მე უკვე ავირჩიე ჩემი ადგილსამყოფელიო და კატურ ძილს მისცა თავი.

ასე იყოს ეს ამბავი_ გრძელი გზა გამოვიარე ხეებით შეფენილ მთებს შორის, აქა-იქ ამოწვერილ ეკლესიებს და მეჩეთებს მოვკარი თვალი; _ გავიფიქრე, აქ ორი ღმერთი მეყოლება. ერთ ხის სახლთან გავჩერდი და შევედი საცხოვრებლად. ხმამაღლა ვთქვი, – ეს ჩემი სახლია და მაშინვე ამოვალაგე უზარმაზარი ზურგჩანთიდან ფერადი კაბები; თმის სარჭები და წიგნები._თითქოს მხოლოდ ეს იყო საკმარისი ცხოვრებისთვის; ორი ღმერთის მსახურებისთვის და სიკვდილისთვის.

-“მხოლოდ ომებს გადავცემ ერთმანეთს. წყეული მემკვიდრეობა.”- კატისკენ ვტრიალდები, ის  კი თვალებიდან ყვითელ სხივს ისვრის და ისევ ლულავს თვალებს. კატად ყოფნა იოლია. კატებს ღმერთები არ ჰყავთ. კატები მხოლოდ საკუთარ თავს ეთაყვანებიან.

“რომელი ჯვარცმა შეედრება ამ ჩემს წამებას,

ხელები მტკივა დახურული კარების ცემით”

/ ნიკო სამადაშვილი

მოვედი და ვთქვი :-“აქ ორი ღმერთი მეყოლება . ესაა განაჩენი- მსახურება ორი ღმერთისა”.  და მოვემზადე მსახურებისთვის. “მე ვიქნები მონა” – ვთქვი ასევე ხმამაღლა და ცას ავხედე თევზის თვალებით. მას მერე ვირწევი გულგრილი და თავისუფალი, როგორც მონა და ვკვებავ ჩემს ორ ხარბ ღმერთს;

“თითქოს წყალი სხვადყოფნაა ცეცხლისა”

ვიმეორებ და ვიხმობ წიაღიდან ცოდნას მივიწყებულს. რადგან ცხოვრება არაფერია სხვა, გარდა დავიწყებულის გახსენებისა. და თუ უილიამ ბლეიკი ამბობს, რომ ანგელოზმა ჩემი დაბადებისას თქვა,-” შეხედე, ქრება სიყვარული”- ეს არაფერია, თუ არა დავიწყება სიყვარულისა.

unnamed

Advertisements

One response to “ორი ღმერთის მსახურება #1

  1. მკითხე-რატომ ქრება სიყვარული
    და მე გიპასუხებ -არ ვიცი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s