გოგო

1.

  • მესამე გოგო.

  • არა უშავს….

2.

  • წამოხვალ ბუდაპეშტში ჩემთან ერთად?

  • ვერა, ლექციები მაქვს.

  • ………………..

  • ისეთ ამბავს გეტყვი, რაც არ გაგიხარდება.

  • მითხარი.

  • 28 – 4 იანვარს საფრანგეთში მივდივარ ქეთისთან ერთად.

  • …………………

3.

  • გული არ გწყდება, ძმა რომ არ გყავს?

  • არა.

  • წარმოდგენას ნუ დამიკარგავ შენზე !

4.

  • რამდენს დადიხარ, გოგო ხარ.

5.

  • რამ შეგაყვარა ლუდი

  • რა ვიცი, სასიამოვნოა მეგობრებთან ერთად.

  • გოგოს არ უხდება.

6.

  • სად მუშაობ?

  • მაღალმთიან სვანეთში.

  • არ ეგშინია, რომ მოგიტაცონ?

7.

  • აუ, ვითომ ძაან გიყვარს ახლა შენც ფეხბურთი.

  • ოკ.

8.

  • ვეღარ გიძლებ.

  • ეგეთები გადაგიტანია?

(სიცილი)

9.

გოგოა, მაგრამ კარგად ქაჩავს.

Advertisements

13 responses to “გოგო

  1. დაიჯერე 😊😊 ეს ალბათ საერთო სენია. საკუთარი ამბები ისე უმნიშვნელოდ რო გეჩვენება, მოყოლა აღარ გამოგდის, იმაზე ფიქრიც გეპარება, მაინც არავის აინტერესებს, არავინ მელისო 😊

  2. სკოლის მასწავლებელს უნდოდა, დედაჩემისთვის ჩემზე კომპლიმენტი ეთქვა და იცი, როგორ თქვა – კაცის ტვინი აქვსო.

  3. ყველა ეგეთი ადამიანი მეცოდება. ქალიც, კაციც, დიდიც, პატარაც.
    აღარც მოქმედებს ჩემზე.
    ჩვენ ხომ ვიცნობთ ერთმანეთს, ხომ ვხედავთ რამდენს ვაკეთებთ. არ გვჭირდება აღიარება. ჯანდაბაშიც წასულან.

    და ჩვენ შეგნება გვყოფნის, რომ თუ მაინც მოგვეშალა ამაზე ნერვები, არგუმეტები ისე არ მოვიყვანოთ კაცების ლანძღვა გამოგვივიდეს.

    მიხარია რომ შემიძლია მეგობრად ჩაგთვალო დაჯი. ჩემს შენდამი არსებულ ემოციებს შორის პატივისცემა ყველაზე დიდია. :*

    • გეთანხმები სოფი, საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო…
      იმ ქალებისაც არ მჯერა, სულ საკუთარი უფლებებზე საუბარში რომ გაჰყავთ დრო და ამ დროს მათ ნაცვლად ქიმიკოსები, ფიზიკოსები, ენათმეცნიერები და ფილოსფოსები კაცები რომ ხდებიან.
      ისინი კი ისევ დგანან და საკუთარ უფლებებზე საუბრობენ ხელების ქნევით.
      მოდი დაწყნარდი და შენი საქმე გააკეთე.

      მადლობა სოფ, მეც მიხარია, რომ მეგობარი ხარ ჩემი. და ყოველთვის შემიძლია შენი იმედი მქონდეს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s