ზაპას ქიმია

რაც არ უნდა გვიან დავწვე, ყოველთვის ვრთავ პლეილისტს, ყურსასმენებს როგორღაც ვიმაგრებ პატარა ნიჟარებში და ასე ვიძინებ-თ. შუაღამით კი ყოველთვის მეღვიძება ზაპას ალბომზე. ზოგჯერ ვერ ვხვდები რა ხდება, სადღაც ტრანსცენდენტულ სამყაროში მგონია თავი, ნახევრად ძილბურანში, უწონადო მდგომარეობაში, – უცნაურიც კია, რომ ყოველთვის NIGHT SCHOOL-ზე მეღვიძება. ზაპა ჩემი ღამის გმირია. ლამის მთელი შემოდგომის.

პირველი იყო ბობი ბრაუნი. ამის შემდეგ ზაპას ორი წელია ვუსმენ, სვენებ-სვენებით, ალაგ-ალაგ; სუნთქვაშეკვრით. ნამდვილი ფრენკ ზაპა კი ამ წიგნიდან მეწვია , – მახინჯი კაცი თავისი ქიმიურ-ინჟინერულ-მუსიკალური სამაყაროთი და ცხოვრებისეული უბრალოებით. ქიმიური იმიტომ, რომ ჩემი ბავშვობის თავშესაქცევი თვითნაკეთი ასაფეთქებლების კეთება იყოო, რომელსაც კინაღამ მისი კვერცხებიც შეეწირა თურმე; ფიზიკური იმიტომ, რომ არანაკლებ აინტერესებდა საათების მარიონეტების და თვითმფრინავის მოდელების შექმნა ; და ბოლოს რაც მთავარია : მისი უდიდებულესობა მუსიკა!

ამავდროულად, ზაპა არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია აზრი ყველაფერზე, – ქორწინებაზე, უვიცობაზე, პასიურ მოწევაზე, პოლიტიკაზე, წყალბადზე, მამობაზე, შვილებზე, ცოლებზე, მინეტზე, მუსიკაზე, ინგლისზე, იდიოტობაზე, ამერიკაზე, სექსისტობაზე, საჭმელზე, საგადასახადო სისტემაზე, მასტურბაციაზე, პრაქტიკულ კონსერვატიზმზე, სამხრეთ აფრიკაზე, სუიციდზე, კომუნიზმზე, ნულოვან ტოლერანტობაზე, იესოზე და რეიგანზე.

„ჩემი აზრით კარგია, რომ წიგნები არსებობს, მაგრამ პირადად მე მათი კითხვისას მეძინება“- ეს ისაა. ძალიან სასაცილო და ამავდროულად ძალიან სერიოზული. რამდენიმე კვირის წინ არაჩვეულებრივი გეილ ზაპაც გარდაიცვალა, – ამ დროს სწორედ იმ ნაწილს ვკითხულობდი, სადაც ფრენკი საოცარი სითბოთი და სიყვარულით საუბრობს თავის დაუღალავ მეუღლეზე. გული ჩამწყდა, – კარგიც კია, რომ გეილამდე გადაინაცვლა სხვა ქვეყნად.

წიგნს რაც შეეხება, თავიდან რითაც დამამახსოვრა თავი, სწორედაც რომ სწორად შერჩეული ეპიგრაფები იყო, – იყავი მოწესრიგებული ცხოვრებაში, რათა იყო ორიგინალური და აგრესიული წერისასო. ხოდა, მის მწერლურ აგრესიას და იუმორს თუ გავითვალისწინებთ, შეუძლებელიც კია, ჩემეული ზაპა სცენაზე იდგეს და მძღნერს ჭამდეს. ამდენად შებერტყილიც არ ვარო – სწორედ ამას გვიხსნის და გვიწვრილმანებს თავის “ნამდვილ” წიგნში. სხვა თუ არაფერი, იმდენი ქნა, რომ ედგარ ვარეზს მომასმენინა. ეს ის კაცია, რომელთან დარეკვასაც თავისი მეთხუთმეტე დაბადების დღეზე ითხოვდა.

ვფიქრობ , მე და ზაპა კიდევ დიდხანს დავრჩებით ერთად. ეს ერთგვარი უსიტყვო შეთანხმებაა, – მოლაპარაკება იმაზე, რომ მე გავუძლებ მის სიმახინჯეს და სერიოზულობას მისი მუსიკის ხათრით. ის ხომ გამონაკლისი ერთეულია, რომელთან ერთადაც ნებისმიერ დროს დიდი სიამოვნებით დავლევდი ლუდს მისი არა-ჩვეულებრივი მუსიკის ფონზე. ფრენ ვინსენტ ზაპა ნამდვილად იმსახურებს ჩემგან ასეთ სიმარტივეს 🙂 უფრო მეტიც , – მზად ვარ ჩემს მომავალ ცხოველს დვიზლი დავარქვა.

Advertisements

2 responses to “ზაპას ქიმია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s