მისტიკური, ბარბაროსული, მოწყენილი

1351374,VwhFldAt9VSesTlQO1wAKSzAvqPs01Lbqbf5kCRIWjxM1xxB7m5A6C93P67YzOOjlZaKygcQDjJaG9r5Npl0GQ==

დღეები ერთ ჭიქა ყავასავით გრძელდება – ერთი დიდი ჭიქა ყავა უდრის ერთ დღეს. დალევას ვიწყებ დილით და ვამთავრებ საღამოს.

წიგნები გრძელდებიან ზაფხულივით – გიუნთერ გრასის “თუნუქის დოლი” უდრის მთელ ზაფხულს.

ეს წიგნი ჩემთვის ახალი ხილი არ იყო. უფრო სწორად გიუნტერ გრასისეული “თუნუქის დოლი” კი იყო უცხო, მაგრამ “თუნუქის დოლი” ფოლკნერ შლიონდორფისეულად ჩემი ბავშვობის ყველაზე მძაფრ მოგონებად რჩება. ეს უკანასკნელი რეჟისორი და ამ რომანის ეკრანიზაციის ხორცშემსხმელია. მოიპოვა კიდეც კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი – “ოქროს პალმის რტო” და “ოსკარი” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.

მაშინ მარტო ვიჯექი ჩაბნელებულ ოთახში და გოგი გვახარიას ღამეულ კინობოდვებს ვადევნებდი თვალყურს, იმ იმედით , რომ რამეს გავიგებდი. დღემდე მახსოვს ზღვის ის მუქი ფერები და საზიზღარი, ცხენის მძორიდან ამოსრიალებული გველთევზები; სლიპინა გველთევზა, რომელსაც ერთ-ერთი პერსონაჟი უმად ყლაპავს. თითქოს პირში მოფართხალე იმ გველთევზას წარმოდგენა დღემდე მზარავს. და თევზიც სავარაუდოდ იმ დღიდან შემძულდა (როგორც საკვები „მასალა“ ). გველთევზები იქით იყოს და სხვა უამრავ რამეს იპოვით ამ წიგნში შემზარავს. შემდეგ უკვე მომაბეზრებელს.

მომაბეზრებელი ხდება იმდენად, რამდენადაც მე ერთდროულად ორ ან მეტ წიგნს ვერ ვკითხულობ და შესაბამისად, გამოვიდა , რომ მთელი ზაფხული მხოლოდ ამ ერთ წიგნს ვკითხულობდი. ხოდა მომბეზრდა ძალიან ოსაკრის ტყავით ცხოვრება. ყველა ერთად გავიხვითქეთ ოფლში – მე , მწერალი პერსონაჟებიანად. თევზის სუნად ყარდა ბოლოს წიგნი. ახლა დასანახად ვერ ვიტან. სადღაც ღრმად დავმალე წიგნების კარადაში.

იქამდე მომეწონა, სანამ ოსკარი ისევ უაზრო ზრდას დაიწყება. ვერაფერს მივუსადაგე მისი ზრდის იდეა. რა მოხდა საერთოდ? ვწუხდი ღრმად მის გამო, დედამისის გამო, იმ ენერგიაგამოცლილი კაცების გამო, ზოგადად იმ ადამიანების გამო, რომლებიც მსგავს პანიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სრულიად გაუაზრებლად. ყველა წუხს, მაგრამ ნამდვილი მწუხარება ნეიტრალურიაო, – ისევ გრასს მოვიშველიებ. ხოდა, თურმე შესაძლებელია სწუხდე და ასე ნეიტრალურად აღწერდე ყოველგვარ საძაგლობას და მშვენიერებას – : აგურის წვნიანის დაგემოვნებით დაწყებული , შუშების მსხვრევის მშვენიერებით დამთავრებული.

ძალზე ავყევი მწერლის რიტმს, იმასაც კი ვგრძნობდი, რომელ ეპიზოდზე რას შვებოდა, როდის იფხანდა ულვაშებზე, როდის ეწოდა, როდის სვამდა ყავას, როდის იღლებოდა, როდის წყვეტდა წერას და როდის აგრძელებდა. ყველგან ყველაფერი ეტყობოდა.  ფაქტიურად ერთად ვიშრომეთ, ერთად ვიწვალეთ, ერთად ვისიამოვნეთ, ერთად მოგვბეზრდა. წარმომიდგენია, ბოლოს როგორ სძულდა ოსკარი. ადამიანი, რომელსაც დააკისრა ამდენი სოციალურ-რელიგიურ-პოლიტიკურ-ბლაბლაა კრიზისი ეჩვენებინა საკუთარი ერთმეტრიანი არსებით.

აღფრთოვანებული ვარ გიუნტერ გრასის იუმორის გრძნობით. რამდენჯერმე გულიანად გადახარხარება გარანტირებული გაქვთ (თუ იქამდე მიაღწიეთ) – „ორი ჩინელი გოგონას შემხედვარემ, შეერთებას რომ ვერა და ვერ ახერხებდნენ, გერმანიის გაერთიანების იმედი დავკარგე“-ო. და ზოგადად, ძალიან მიყვარს გერმანული იუმორი, როცა შეიძლება საერთოდ არ გაგეცინოს და ამითაც რომ სასაცილოა.

რა დამიტოვა ამ წიგნმა? – არაფერიც არ დამიტოვა, – პირიქით წამართვა სხვა წიგნების კითხვაში გასატარებელი ზაფხული; ბევრი ემოციებიც დამიტოვა, ცხადია – ხახვის სარდაფის მოწყობის იდეა, რომელიც თავიდან ბოლომდე სიბრიყვეა , კაბეების ქვეშ შეყუჟვის სურვილი და ისევ უამრავი „არათევზკლა“, „არაბეღურათკლა“. არ ეგგონოთ რომ არ მომეწონა. ასეთი აბურდული პოსტი ზედმეტმა ემოციებმა იცის.

ჭამე ბალახი. დალიე რძე. იკითხე ბევრი.

Advertisements

16 responses to “მისტიკური, ბარბაროსული, მოწყენილი

  1. დღეები ჩემთვისაც ერთი ჭიქა ყავასავით გრძელდება, ოღონდ შენგან განსხვავებით მე ყოველთვის ნახევრად ვსვამ ყავას და ეს ნახევრად დალეული ყავის ჭიქებია ჩემი ცხოვრება. მისტიკური და აწ უკვე საშინლად მოწყენილიც. და საერთიდ მე ვფიქრობდი შენზე რატომ აღარ წერს-მეთქი. ზაფხული უგემურად გავიდა. წიგნებიც უგემური წავიკითხე.

    • მე კი რატომღაც მგონია, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება გაქვს სალომეა. თან მისტიური და მოწყენილი ერთდროულად შეუძლებელია, მაინცდამაინც გრასთან თუ არ გვაქვს საქმე ^^

      მოგვიყევი რა მერე შენს ზაფხულზე.
      და უგემურ წიგნებზეც.

      • საინტერესო ცხოვრება მაქვს ნამდვილად, უბრალოდ ბოლო პერიოდში საშინლად საინტერესო გახდა. გემოს ვეღარ ვაყოლებ ვერც წიგნებს, ვერც ცხოვრებას. გაივლის….

  2. ამ ამბის ემოცია, მხოლოდ ფილმით მაქვს შეცნობილი და ისიც გოგის პერიოდში და ბევრი რამ აღარც მახსოვს (როგორც უმეტესობა ნანახი ფილმისა და წაკითხული წიგნებისა :დ)

    • ჰო, გათხოვებ, ოღონდ ბექას მერე რიგში… :))
      ჩემი დღეები ჩემს ყავასავით იწელება.
      ღვინო არ მაქვს, თორემ ჩავანაცვლებდი :((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s