სახლში დამზადებული მთები

tumblr_mbz9afLBl71qbloa9o1_500

სახლში დამზადებულ მთებს მივირთმევ. ალინა ორლოვას სიმშვიდეს ვიხვევ თითებზე ძაფებად და ვუყურებ ლაქს თითებზე : ვარდისფერს, საქმიანი ადამიანებისთვის თვალის ასახვევს, – რომ მოეწონოთ, დამაჯერებლად ჩაგთვალონ და შემდეგ ეტაპებზე გადაგიყვანონ, როგორც ყველაზე წარმატებული, ყველაზე ამბიციური. თითქოს ამ ვარდისფერ ლაქზეა დამოკიდებული შენი კარიერა, შენი უფულობა-ფულიანობა, შენი მომავალი ცხოვრება. ცხოვრება, სადაც ვარდისფერი ლაქები და ჩამოსწორებული თმები გწყვეტს, – წელში, ფეხებში, მხრებში. მაგრამ გრძნობ და ისინიც გრძნობენ, რომ განუმეორებელი ხარ , – ვარდისფერი ლაქის გარეშეც, და ხელს გტაცებენ, „იცით თქვენ გადასული ხართ შემდეგ ეტაპზე და…..“ ბლა ბლა. ამ დროს სხვა გზა არ გაქვს.

მე კი ამ დროს ადამიანურად მენატრება ის, ვისი ღირსიც არ ვარ; რომელიც არ შემეფერება, რომელიც ჩემზე მეტია, – როგორც ეს ხე, როგორც ეს ცა, როგორც ყველაფერი მაღლა. მაღლაა და ვერც ვეხები, ვერც ვეფერები, ვერც ვნატრულობ. ასე ადამიანურად მოვთქვამ . ის კი წაიკითხავს და ვერასდროს ამოიცნობს საკუთარ თავს, მხოლოდ მელანქოლიურად ჩაიღიმებს და თავის ტკივილზე გააგრძელებს ეგოისტურად ოცნებას. თავის სიმღერებთან, ნახატებთან, ნივთებთან და ფერად თმებთან ერთად. მე კი ახლა დავწვები და ერთხელაც ბოლომდე წავიკითხავ „თუნუქის დოლს“, რომელსაც წვეთებად და შხამად ვიღებ, – საწყალი აგნესივით, რომელიც თევზების ჭამისგან მოკვდა. ის გკლავს, რაც ყველაზე მეტად გძულს. და ამით მთავრდება კიდეც შენი პროტესტი.

როგორ თრთის ვარდისფერი ფრჩხილები კლავიატურაზე და როგორ იხვევს ძაფებად ალინას სიმშვიდეს, რომელსაც უკვე ფორიაქის ნიშნები შეეპარა. ექვსი პენიც რომ აღარ ღირს შენთვის ეს მთვარე, რა უნდა ქნა?!….

Advertisements

12 responses to “სახლში დამზადებული მთები

  1. რა უცნაურია ხოლმე ეგ. ვერასდროს გაიგებ ვინ ვისზე ფიქრობს სინამდვილეში ://

      • რა ვიცი. ალბათ ზოგჯერ ჯობია, ზოგჯერ არა. ყოველ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ნამეტანი მოულოდნელია

        • სხვას ან რატომ უნდა გაუკვირდეს, ან თუნდაც რატომ არ უნდა გაუკვირდეს. სულერთია.

          მთავარია, რომ მისთვის ალბათ ძალიან მოულოდნელი იქნებოდა.

  2. მე არ მაქვს ეგ გამოცდილი, ეგრევე ვაჯახებ ხოლმე ყველას, თუნდაც ისინი ვერ მიტანდნენ. ძალიან ექსპრესიული ვარ. :))
    შემოვიხედე, მეთქი რამე ახალი ჩანაწერი დამხვდება.

    • რას აჯახებ, რომ უიმედოდ ხარ? 🙂

      ხო, ვერაფერი “დაგახვედრე”…
      ვერ ვართ ბოლო დროს მეგობრულად მე და ბლოგი.

        • ზოგადად, გამოუყენებელ სითბოზე უარესი აგრესიაც არ მგონია. მახსოვს, ბავშვობაში დავიფიცე კიდეც, რომ ყოველთვის შევეცდებოდი თავის გამოხატვას, ემოციის მხრივაც. ამიტომ, ჩემ ბოღმიან შემთხვევაში, მუდამ ასე ჯობია. გირჩევდი, რავი.

        • და უფრო მეტიც – გამოუყენებელი სითბო ბევრჯერ აგრესიად გარდამქმნია :))

          მშვენიერი რჩევაა, გასათვალისწინებელი .
          მადლობა. თუ გამომივდა ერთხელაც…შენს დამსახურებადაც ჩავთვლი ნაწილობრივ 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s