ჭიანჭველები

les-fourmis-coverჩამოდიხარ ძალიან შორიდან; უზარმაზარ მარკეტში შეშინებული ეძებ ხილს, ერთ ცალს, ტკბილს. დაღლილობისგან თვალები ციებიანივით გიელვარებს; წიგნების მაღაზიაც. მუცელზე ოფლისგან დასველებულ თხელ მაისურზე ჩანთას იფარებ და ფრთხილად ეკითხები გამყიდველს. ჭიანჭველები. უნდა გქონდეთ. არანაკლებ გადაღლილი გოგონას მტკიცე უარი. ხელებს აღელვებული ისრეს და უღონოდ ისევ წიგნებისკენ ტრიალდები. და სასურველი , მაგრამ არაფრისმთქმელი წიგნი შენს პირდაპირ. უცნაური, ნარინჯისფერი გარეკანით. გასაკვირია, რომ გოგონამ ასე ცოტა რამ იცის იმის შესახებ, რასაც ყიდის. როგორ ყიდის? ალბათ ჩემნაირი გახელებული გოგოები ხელის ცეცებით ეძებენ. ისინი კი ბრაზობენ , რომ პროგრამაში ჭიანჭველებს ჭიანჭველები არ ჰქვია. ხელში იღებ. წიგნს ჭიანჭველებზე. ბერნარ ვერბერის წიგნს.

წიგნი ეკუთვნის ავტორს, რომლის შესახებ თითქმის არაფერი არ იცი და გრძნობ როგორ გივლიან უკვე მუცელში ჯერარგაცნობილი ჭიანჭველები.

ეს არის ყველაზე უცნაური და ამაღელვებელი – კონკრეტულ წიგნამდე მისვლა. თითქოს გიყვარს წიგნები. მაგრამ რამდენადაც გიყვარს, იმდენად გიჭირს ხელში აღება. შიში და კრძალვა ავტორისადმი, პერსონაჟებისადმი, სიახლისადმი. მაგრამ გადალახვადია. ყველა წიგნს ეჩვევი ისე ადვილად, როგორც ყოველგვარ რუტინულ საქმიანობას – დილით ადრე ადგომას; კაბების არჩევას; კატისთვის თევზისუნიანი მარცვლების დაყრას;  ხუთი წუთით აივანის ცივ ფილებზე ჩამოჯდომას ცარიელი ჭიქით. და ფიქრობ იმაზე, რომ თითქოს ათასწლულები აკეთებდი ამ ყველაფერს. თუმცა, ისეთი დროც გამოერევა ხოლმე , როცა მხოლოდ სხვების დღეებით ცხოვრობ – გაჭიანჭველებული ადამიანების , თუ გაადამიანურებული ჭიანჭველების ცხოვრებით.

დრო გადის და ერთ დღეში წაკითხულ წიგნზე ერთ სიტყვასაც ვერ ამბობ. არადა, არიან გოგოები , რომელებიც ისე ჩამოწიწკწიკებენ ხოლმე პუნქტებად თავიანთ არგუმენტებს, შეფასებებს, რომ სირცხვილი გერევა და უთავბოლო აზრებს ბოლომდე ეკარგებათ ორიენტირი. ბიჭებიც მათ შორის – თუნდაც ზემოთხსენებული ბერნარ ვერბერი, 16 წლის ბიჭი იწყებს თავისი დიდი ჩანაფიქრის განხორციელებას ჭიანჭველებზე , ყოველგვარ წინააღმდეგობას ბრძნულად არიდებს თავს, გარს უვლის და ნელა მიიწევს თავისი პროექტის სრულყოფისკენ. ვერც კი ხვდები რომელი ისტორიაა უფრო აღმაფრთოვანებელი – თავად “ჭიანჭველები”, თუ “ჭიანჭველების” შექმნის ისტორია. ვერბერი, როგორც უდიდესი ჭიანჭველა ჭიანჭველებს შორის.

ჰენრი დევიდ თორო ყვებოდა, რამდენი საოცარი ქმნილება ცხოვრობს ველურ ბუნებაში ლაღად და თავისუფლად, ადამიანისგან შეუმჩნევლადო. იქვე დაამატა პატარა ამბავი შეშის ფარდულში დატრიალებული ჭიანჭველური ვნებათღელვანისა, თუ როგორ გადაწყვიტეს ამ საოცარმა პატარა არსებებმა “სიკვდილი ან გამარჯვება”. ერთი კია, იმ საღამოს სიმშვიდე ვერ დავიბრუნე, თითქოს ზედ ჩემს კართან , ადამიანთა სასტიკი და სისხლიანი ბრძოლის შემსწრე გავმხდარიყავიო. დაეჯერებოდა ამ მრავალგამოვლილ ადამიანს. თვითნასწავლ ახლაგაზრდა გიჟს კი რომ არ დაეჯერებოდა, ვერბერმა საკუთარ თავზე იწვნია სკეპტიკოსი და მოგებაზე ორიენტირებული გამომცემლებისგან.

შეიძლება იცოდე, რომ ვერასდროს იქნები რვა წლის , მურაბით ხელებმოთხვრილი გოგო, რომელიც ბავშვური შეუბრალებლობით აცლის ქილას ჭიანჭველების არმიას, – მაგრამ შეიძლება გაიზარდო, გახდე დიდი და უბრალოდ დააკვირდე, შეისწავლო და აღიარო, როგორც სამყაროს თვალთაგან დაფარული კიდევ ერთი სიბრძნე, – ჭიანჭველად ყოფნის უზენაესი ნება.

Advertisements

15 responses to “ჭიანჭველები

  1. წარმატებები დაჯი.

    “დრო გადის და ერთ დღეში წაკითხულ წიგნზე ერთ სიტყვასაც ვერ ამბობ. არადა, არიან გოგოები , რომელებიც ისე ჩამოწიწკწიკებენ ხოლმე პუნქტებად თავიანთ არგუმენტებს, შეფასებებს, რომ სირცხვილი გერევა და უთავბოლო აზრებს ბოლომდე ეკარგებათ ორიენტირი. ” _ როგორ მესმის.

  2. ჰაჰ, მადლობა..
    ასეთი გოგოები სასიამოვნოდ მაოცებენ,თუმცა ზოგჯერ ვამჯობინებ არ მოვუსმინო და უფრო არ დავიბნე :)))

  3. კოსმოსი უსასრულო, დაუსრულებლად უსასრულო სივრცის ერთი მთლიანობაა, სადაც წესრიგი სუფევს, წესრიგი ყველა ობიექტის, პლანეტის, ბუნებრივად შექმნილი შავი ხვრელების, ვარსკვლავების თუ ციური მნათობებისა, მაგრამ წესრიგი არ სუფევს ჩვენთან, დედამიწაზე. რაღაცისკენ ვილტვით, რაიმე დიადისკენ, რომლის არსობის ჩვენვე გვჯერა და უსაფუძვლოდ ვასაბუთებთ, ვადგებით საზღრვებს, რომლის კვლევა ძიებაც ჩვენს ძალებს აღემატება და ჩვენვე ვუშვებთ შეცდომებს, ვიქნევთ ხელს და შუა გზაზე ვჩერდებით. ამით ვაი, რომ არ ვგავართ ჭიანჭველებს.

  4. ჩემი დაჯმაჯუნა ხარ შენ ❤
    მიყვარს ეს ბლოგი.
    არ მიყვარს, რადგან მეშინია მისი :/
    მიხვდები რატომაც.

    “თითქოს გიყვარს წიგნები. მაგრამ რამდენადაც გიყვარს, იმდენად გიჭირს ხელში აღება. შიში და კრძალვა ავტორისადმი, პერსონაჟებისადმი, სიახლისადმი. მაგრამ გადალახვადია.” ოჰ, :ხელის დაქნევა:

    წარმატებები ისეც, ასეც და ზოგადადაც.

    • რა არ უწოდებიათ ჩემთვის და დაჯმაჯუნა არავის ! ჰაააჰ 😀 ❤
      მადლობა ქეით.
      დაჯმაჯუნა ეცდება ყველაფერი კარგად იყოს…

      • დაჯმაჯუნა ცუდი არ გეგონოს. ვისაც დაჯი ჰქვია ახლობელს, ყველას ეგრე ვეძახი მოფერებით. 😀 ❤

        ჰოდა, კარგია რომ ბლოგერი ხარ. ვოტ ტაკ. :დ

        • დაჯმაჯუნა მაჯლაჯუნა :დ მომწონს მე უკვე ^^
          მე და ბლოგერობა სასაცილოები კი ვართ, მაგრამ რაცაა ეგაა :)))

        • ჰოდა მაჯლაჯუნას კარგად ერწყმის ❤ და უფრო საყვარელს გხდის 😀

          კარგია კარგი. შენც და ეგეც.

  5. ყოველთვის გავურბოდი ჭიანჭველების, ობობების, კალიების ხოცვას. ამ წიგნის მერე უფრო მეტად. მე და ჩემი გოგო მივადებთ ხოლმე ცხვირებს ერთმანეთს და გრძნობებს გადავცემთ, ესეც ამ წიგნის გავლენით. ერთ-ერთ გადაცემაში ჩემი წიგნების სადგამზე ჩამოვაცვი სტაფილოსფერყდიანი “ჭიანჭველები” და ასე გავუგზავნე მადლიერება მის უსაყვარლეს გამომცემელს, მარის.

  6. მიახლოების შიშზე რა კარგად თქვი, სხვაგანაც გეწერა, კატასავით ვეპარებიო. მე უფრო მუსიკაზე მჭირს ასე, თუ რეკომენდაციას მიწევენ, მითუმეტეს, რაღაცნაირად ვალდებულად ვგრძნობ თავს და თითქოს მაჩქარებენ, რომ დროზე გავეცნო. მერე კია ტკბილი და კარგი იცოცხლე მაგრამ მიპარვის პროცესი მიჭირს 🙂

    • მესმის 🙂
      მუსიკაზე მეც მემართება ასე, – მაგრამ სხვა მიზეზით, – მერე მხოლოდ იმ ადამიანებს ვუკავშირებ იმ მუსიკას.
      ის ადამიანები კი შეიძლება ერთხელაც ადგნენ და წავიდნენ.
      ამ დროს , ამ მუსიკის მოსმენის დროს. მხოლოდ სიცარიელე რჩება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s