სირცხვილი

disgrace

მარი შემოვიდა და მორიგი წიგნი დადო წაუკითხავად მაგიდაზე , – ნერვები მომიშალა, ერთი ბოზი კაცის ამბავიაო. გამეცინა და წავიკითხე. მართლაც ასეთი აღმოჩნდა, ორმოცდაათ გვერდამდე ისე ჩავიკითხე, რომ სული დამაწიწკნა დევიდ ლურის ე. წ. ბოზობამ, – ყოფილი ცოლები; ბევრი საყვარელი, ყველა კონტინენტზე, -“ბევრი “სიმდიდრე” ; ახლა კი სტუდენტი გოგოები… და ა.შ.  მაგრამ მოვითმინე და მალევე აღმოვაჩინე წიგნში წიგნი, – ძალიან სწრაფად ყველაფერი თავადაყირა დგება, დევიდ ლურის მოწესრიგებულ, გაპიწკინებულ, სამაგალითო ცხოვრებას და კარიერას ის ცხრათავა გველვეშაპი მსუბუქად გაჰკრავს თავის კუდს. რჩება მორევს ჩათრეული დაუცველი დევიდ ლური მარტოდმარტო. სადღაც . სამხრეთ აფრიკაში.

ამ წიგნს ჰქვია სირცხვილი. ეს წიგნი არის სირცხვილზე. უფრო სწორად , ეს წიგნი არის ადამიანებზე, რომლებსაც უნდა სრცხვენოდეთ. რისი? დღემდე გაუგებარი რჩება. გაუგებარია ისიც, სად გადის ზღვარი სირცხვილსა და სიამაყეს შორის; სირცხვილსა და ღირსებას შორის. ამ წიგნში და ამ წიგნის გარშემო ბევრი რამ არის გაუგებარი. ყველაფერს ფარდა ბოლო წინადადებით ეხდება თითქოს. – “ჰო, ხელი ჩავიქნიე”. მხოლოდ ეს არის სირცხვილი. სხვა ყველაფერი ადამიანურია, ელემენტარულია , – ყველგან გაკიცხავენ პროფესორს საკუთარი სტუდენტთან სასიყვარული კავშირისთვის; ქალს სოფელში ლესბოსური ცხოვრებისთვის; დანაშაულის არაღიარებისთვის ; უპატრონი ძაღლების დაწვისთვის; საკუთარი მიწისთვის ბრძოლისთვის.

ეს პრობლემები თითქოს სამყაროსავით ძველია და ერთ ადგილზე გაქვავებული, – ადამიანები ყოველ წამს, ყოველი მიმიკით, გამოხედვით, ქცევით თუ სიტყვებით ფარულად ვანიშნებთ ერთმანეთს, რომ უნდა გვეშინოდის ერთმანეთის – გვეშინოდეს მხოლოდ ადამიანების და მათში საუკენეების განმავლობაში წვეთობით ნაგროვები წესების, დოგმების, რიტუალების, ჩვეულებების. მათთვის გვერდის ახვევა ბევრს უცდია და ბევრს ჩაუგდია თავი საფრთხეში სიცოცხლის ფასადაც კი. მაგრამ განა ესაა სირცხვილი? ამისთვის არც მიწა გასკდომია არავის და არც ზეცა დამხობია თავზე. ეს უბრალოდ, ჩვეული ბრძოლაა ახალი წესების დასამკვიდრებლად. ბრძოლა კი მსხვერპლს მოითხოვს. ისე – სხვებისთვის სამაგალითოდ. ჩვენ ყველას ჩვენი წმინდანები გვჭირდება. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ზოგი წმინდანი თავად არ ირჩევს წმინდანობას. სწორედ ეს შეემთხვა პროფესორ ლურს.

უნდა გრცხვენოდეს მაშინ, როცა ამ ყველაფერს ეგუები. დევიდ ლური კი არაფერს ეგუება, – იბრძვის საკუთარი თავისთვის, საკუთარი ბედნიერებისთვის, საკუთარი შვილისთვის. ამ დროს კი მიდის უნივერსიტეტიდან (იმიტომ, რომ ეს მისი საქმე არაა და ეს ყველაზე უკეთ თავად უწყის); არ ტოვებს მელანიზე ფიქრები, ოცნებობს ( ბედნიერებას ანიჭებს მისი ქორფა სხეულის გახსნებაც კი); ცდილობს, რომ თავის ქალიშვილის ყველაფერი აღიარებინოს სამართალდამცველებთან (მომავალში მსგავსი უბედურებისგან თავის ასარიდებლად). რას აკეთებს არასწორად? რა არის სამარცხვინო? ყოველ შემთხევვაში ის არა, რომ სხვებს არ ჰგავს.

სირცხვილია მასზე შეყვარებული, იმ ბოლო ძაღლის გაწირვა. სხვის მიერ “დაწესებულ” მორალთან შეგუება . ხელის ჩაქნევა. ასეთი თავგანწირული ბრძოლა, ბრძოლა გარემოსთან, საკუთარ თავთან და ბოლოს….მაინც ხელის ჩაქნევა. თუმცა, მე რომ დევიდ ლური, იყო, ვიფიქრებდი, რომ ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი ღირდა მთელ ჩემს ცხოვრებად. ვფიქრობ, ავტორის მიზანი ხომ არ იყო ჩვენთვის ეჩვენებინა არა პერსონაჟების, არამედ ჩვენივე სირცხვილი? აი, თუნდაც როგორ გვრცხვენია, როცა წარმოვიდგენთ დევიდ ლურის საზრადულში თავჩარგული მთვრალ გოგონას; ან თუნდაც სასაიკვდილოდ განწირული ძაღლების წკმუტუნს; ან თუნდაც მიწის წიაღს შერწყმულ გაუპატიურებულ ლესბოსელ ქალს, რომელიც თანახმაა ერთი გაუნათლებელი შავკანიანის მესამე ცოლი გახდეს. ბრრრ. მე არ ვფიქრობ მათ შერცხვენაზე, მე ვფიქრობ იმაზე, რომ მე მრცხვენია. მრცხვენია ხელის ჩაქნევის.

Advertisements

24 responses to “სირცხვილი

      • თქვენ ქალბატონო ძალიან ბევრ რამეს კარგად ფიქრობთ, ჩემი აზრით

        • ქალბატონი უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მსგავსი შესაშური კომპლიმენტისთვის..

  1. ამ წიგნის მიხედვით ფილმიცაა გადაღებული.
    ოღონდ მაიკლ ფასბენდერი რომ თამაშობს, ის არა. ადრინდელი უფრო.

  2. კეტზე სამხრეთაფრიკელი მწერალია და შესაბამისად იმის სირცხვილი აწევს სულ, თუ როგორ ექცეოდნენ ევროპელი კოლონიზატორები ადგილობრივებს, როგორი გენოციდი მოუწყეს თავის დროზე, მანდელა როცა დიდხანს იჯდა ციხეში და მთავარი თემაც ესაა. როგორც ილია იტყოდა (ჭავჭავაძე), ხიდჩტეხილობაზე “სხვადასხვა ფერის” მოსახლეობას შორის, რომელიც დღემდე გრძელდება.

    ჯონ მალკოვიჩით მთავარ როლში ძალიან ძლიერი ფილმია!!! ფასბენდერის ვერსიაც თუ იყო, არ ვიცოდი.

  3. ძალიან საინტერესოა. საინტერესოდაც გიწერია. 👍( ისე მე მომაკვდავი ძაღლი შემეცოდა . გულზე მომხვდა. )

  4. ლაპარაკის უნარს რომ წაგართმევს ისეთი წიგნია, განსაკუთრებით იმ გოგოს ,,სირცხვილი” იყო იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე. როგორ ჩუმად აიტანა და გადაიტანა. უსიტყვოდ. სულ მიკვირდა ასეთი ადამიანების.

    • ნამდვილიდ, იმდენი საფიქრალი დატოვა…
      ამ დროს, მელანი რა უყურადღებოდ დარჩა ლუსის ტკივილის ფონზე. არადა, ისიც ჩვეულებრივი ძალადობის მსხვერპლია.

    • მართლა?… მაპატიე. მეგონა ლუსი იგულისხმე. ასე კი იმიტომ მეგონა, რომ ბევრთან ვისაუბრე ამ წიგნზე და ყველა ლუსის ტკივილზე უფრო აკეთებდა აქცენტს.
      თუმცა , როგორც ჩანს, არც მელანის გადაუტანია ასე ჩუმად თავისი ტკივილი, გაკვრით ახსენებს ავტორი, – მელანი რომ თავს იწამლავს .

  5. მაგა ეს ორი დღეა ვერ ვუგებთ ერთმანეთს: ))) მე ვიგულისხმე ლუსი, დევიდ ლურის ქალიშვილი, რომელიც მიუხედავად ამხელა დამცირებისა, შურისძიების გრძნობით კი არ არის განმსჭვალული, არამედ პირიქით, თითქოს შეეგუა არაადამიანობას, არაკაცობას და ჩუმად გადაიტანა ყველა ტკივილი. არ ვიცი როგორ გადმოვცე უფრო გასაგებად, სრულიად ნორმალური იქნებოდა პოლიციისთვის მიეცა ჩვენება, ერთი ამბავი აეტეხა, ებრძოლა თუნდაც აზრი არ ჰქონოდა ამ ბრძოლას, მაგრამ იგი პირიქით მოიქცა. მიჭირს აზრების დაწყობა.

  6. ძალიან კარგია! სულ ვფიქრობ მაგ თემაზე და სირცხვილი იქით იყოს და შიშიც ძალიან სერიოზული თემაა.

  7. მიყვარს ეს წიგნი, ძალიან ბევრი მაფიქრა. ფილმიც კარგია, რომელშიც მალკოვიჩი მონაწილეობს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s