სევდიან ქალაქებზე-დ

maxresdefault

ხშირად ვფიქრობ ქალაქების ბედზე , განსაკუთრებით ზღვისპირა ქალაქების. წარმოუდგენელია როგორ უყვარდებათ, ეახლობებათ და შემდეგ როგორ უჭირთ სხვა ქალაქებთან შეგუება, ამ შემთხვევაში თბილისს ვგულისხმობ, სადაც ზღვა ხელოვნურია, სხვა ყველაფერიც პრინციპში. მარის ბათუმზე გამომცხვარმა 2357-ე სტატუსმა გადამაწყვეტინა ამის დაწერა. მარი ბათუმზე უკიდეგანოდ შეყვარებული ერთი პატარა გოგოა. ძალიან კარგად წერს, მაგრამ რაც არ უნდა დაწეროს, ყველაფერი ბათუმამდე დაჰყავს.ამ ქალაქისადმი ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ მარისთვის არ შემიმჩნევია, მაგრამ შორს არ წავალ, ესეც საკმარისია. ალბათ მართლაც არის ამ ქალაქში რაღაც ისეთი, რაცც საკუთარ ნაჭუჭში გაგრძნობინებს თავს.

მე ზუგდიდიდან ვარ. როცა ზღვაზე გვინდა ხოლმე წასვლა, დავეჯღანებით საყვარელი, მზესმოწყურებული თალებით რომელიმე დაუზარელ ავტომობილიან , სათნო ადამიანს და ყველანი ერთად მივდივართ ან ანაკლიაში, ან განმუხურში. 15 წუთის გზაა. მაგრამ იქაურობა ზღვის სანაპიროა მხოლოდ. ნაპირს იქით ფიზიკური შრომისგან წელმოხრილი, მზემოკიდებული, ხელებგაუხეშებელი ადამიანები ცხოვრებენ, რომელთათვის ჩვეულებრივი განებივრებული, ფუქსავატი ახალგაზრდები ვართ. ამ დროს თხილს უნდა აგროვებდე, ძვირდება 🙂 სოფელია ერთი სიტყვით. ეს არაფერი. ზღვა მაინც მაგარია ხოლმე.

აი, ქალაქი სხვა საკითხია. ბათუმში და ქობულეთში ხშირად მიწევდა ხოლმე ჩასვლა გასულ წლებში, ვერაფრით დავიახლოვე იქაურობა. ზღვისპირა ქალაქები ხომ მხოლოდ მზე და ზღვა არაა. არის ფორთოხლისსუნიანი ხელები; ნაძვები; კაფეები; თეატრები; პატარა ლამაზი ნაგებობები და ადამიანები, რომლებიც უნდა გაკავშირებდნენ იქაურობასთან. შეიძლება ოდესმე ამის დროც დადგეს, იქ ხომ უკვე ვიპოვე მეგობრები, მაგრამ მაინც… ადრე და ახლაც ის ზღვისპირა ქალაქი, რომელიც შეიძლება საკუთარი არსების განუყოფელ ნაწილად ჩამეთვალა არის სოხუმი – ქალაქი , სადაც არასდროს ვყოფილვარ,  მაგრამ სადაც უცხოვრიათ ჩემს დებს, დედას, დეიდას, დეიდაშვილებს , მამაჩემს.

ვუყურებ შემორჩენილ ფერად ფოტოებს იმ საშინელ ეტაპამდე სოხუმის/საქართველოს ისტორიაში და ყველაფერი ჩემია თითქოს. დეიდა იქ ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. როცა ვსტუმრობ ხოლმე, ყველა მხიარულია, ლაღი, ძალიან ჭკვიანი, სუფთა, გაურყვნელი ადამიანები, (მე მხოლოდ ასეთ მეგრელებს ვიცნობ)- ერთი ეგაა, რომ იქ ყოველთვის უცნაური სევდა ტრიალებს – სოხუმური სევდა. ბიძაჩემი ცუდადაა, აქამდე სულ ამბობდა, აუცილებლად დავბრუნდები სოხუმშიო. ახლა უკვე ჩუმადაა, აღარაფერს ამბობს, არც ეშინია. წევს ყოფილი ბაღის შენობაში , აწ უკვე საკუთარ სახლში და მხოლოდ თავად თუ უწყის, რომ ნამდვილი სიკვდილი უკვე გამოსცადა მაშინ, როცა სოხუმის დაცემის დღეს თავისი ერთი შვილი მარტო გაუშვა გემით უმისამართოდ, მეორე კი ცეცხლმოდებულ სოხუმში დატოვა. სხვა ყველაფერი სისულელეა. რჩება მხოლოდ სევდა დარდის გარეშე.

Advertisements

9 responses to “სევდიან ქალაქებზე-დ

  1. რა კარგი იყო! ჩემი სათქმელიც თქვი.

    ახლა ერთი კრებული გამოვიდა, ქალაქი და წმინდანები, ასე ქვია. საქართველოს მიტოვებულ, ფუნქციადაკარგულ, სევდიან ქალაქებზეა. და იმ ქალაქების ახალგაზრდების დილემაზე. თავისი რომ ახლო და მტკივნეულია, მაგრამ უპერსპექტივო და თბილისი რომ ისევ სიღარიბეს და წვალებით არსებობას ნიშნავს.

    სოხუმზეა იქ ისეთი მოთხრობა, ვერ გადავრჩი. როგორ დაემთხვა, მეც დეიდა მყავდა სოხუმში და მთელი წელი ველოდი იქ წასვლას. სულ მეგრელები გვყავდა მეზობლები და თავისებური ქართულით ლაპარაკობდნენ. ის ლექსიკა მიყვარს და მენატრება, აქ რომ გავიგონებ, ვხვდები, რომ აფხაზეთიდან არიან. თუმცა, სულ მეგრელები არა: ბერძენი, სომეხი, აფხაზი, რუსი. ბერძნებს ასე ეხუმრებოდნენ: ხამსა ნე რიბა, გრეკ ნე ჩელოვეკ. :)))

    ❤ ❤ დასრულდეს იქნება ჩვენი ტანჯვა… (ხომ მეგრულად ვთქვი) და ყველა იყოს დაკავებული, საქმე ჰქონდეს, ფუსფუსებდეს და სადმე გადახვეწაზე არ ფიქრობდეს.

    :* :*

  2. ზღვის სუნი მომივიდა. :))) ძალიან მომწონა. მარის ბლოგსაც სიამოვნებით წავიკითხავდი. მიყვარს ხალხი ვისაც ბათუმი უყვარს. სხვანაირები ვართ, :)))

  3. ❤ ყოველ შემოსვლაზე ახალი ემოციებით გავდივარ ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s