მერაბ ღაღანიძე “ხულიო კორტასარის უხმაურო მშფოთვარება”

ბურუსი - BURUSI

მერაბ ღაღანიძე - Merab Ghaghanidze მერაბ ღაღანიძე – Merab Ghaghanidze

მერაბ ღაღანიძე “ხულიო კორტასარის უხმაურო მშფოთვარება”

თავისი რომანის “ჯილდოების” ბოლოთქმაში ხულიო კორტასარი წერდა: “წიგნი ძველებურად რჩება ჩვენი სახლის იმ ერთადერთ თავშესაფრად, სადაც თავი უშფოთველად შეგვიძლია ვიგრძნოთ”. ეს სიტყვები 1960 წელსაა დაწერილი და დღეს ბევრად უფრო მეტი მშფოთვარება შემოჭრილა ჩვენს სახლებში, თავშესაფარიც ბევრად უფრო ძნელი მოსაპოვებელი გამხდარა და წიგნსაც სულ უფრო ნაკლებად მოაქვს უშფოთველობის ის მშვიდი განცდა, რასაც ბოლო ხანებამდე კიდევ მოელოდნენ მისგან… მაგრამ, საფიქრებელია, “ჯილდოების” ავტორი ახლაც, ამჟამინდელ გარემოშიც ამასვე იტყოდა, რადგან მას – მკითხველსა და მწერალს – წიგნი და წიგნში ჩაწერილი სიტყვა ყოველთვის სანდო საყრდენად მიაჩნდა თავისთვისაც და სხვისთვისაც. მას, ალბათ, სჯეროდა, – და, ალბათ, ასეც იყო, – რომ მისი საკუთარი წიგნებიც თავშესაფარი აღმოჩნდა არა მარტო მწერლისათვის, რომელიც მათ სუნთქვაშეკრული დაჟინებით წერდა, არამედ იმ არაერთი მკითხველისათვისაც, რომლებიც მათ გატაცებითა და მადლიერებით კითხულობდნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში.

მაგრამ ის, რაც კორტასარის წიგნებში ეწერა, თავად იყო მშფოთვარების გამოძახილი და თავად იწვევდა მშფოთვარებას, თუნდაც ეს გრძნობა თითქოსდა უხმაურო…

View original post 1,421 more words

Advertisements

6 responses to “მერაბ ღაღანიძე “ხულიო კორტასარის უხმაურო მშფოთვარება”

  1. მითხარი კორტასარი როგორ შევიყვარო, რა წავიკითხო, რომ შემიყვარდეს?

  2. მოთხრობები წავიკითხე და არ მომეწონა:((( უფრო სწორად სიყვარული არ მოვიდა. ამიტომ გკითხე.

    • არ ვიცი როგორ მოდის მწერლის სიყვარული.. 😦
      საერთო ტკივილის შეგრძნებით ალბათ…

  3. საერთო ტკივილი ვერ დავინახე სწორედაც იმ მოთხრობებში, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოთხრობები იყო. ერთ კარგ გოგოს უყვარს და შენ ეს მწერალი და ამიტომ მინდოდა მეც მეგრძნო, მაგრამ ეტყობა არ უნდა კორტასარს ჩემთან:)))))

    • კლასობანა სცადე, იქნებ მოუნდეს შენთანაც. რაღაცნაირად, შენც “საკორტასარო” ჩანხარ ჩემ თვალში…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s