Joiners

hockney.pearblossom-highway

ყველაზე მეტად რომელიც შემიყვარდა – Pearblossom Hwy., 11-18 April 1986, #2

და თან ისე, რომ არც კი ვიცოდი ამ ნამუშევრის ისტორია. ამ ფოტოკოლაჟის შექმნა დაიწყო მაშინ, როცა Vanity Fair-ის დავალებით უნდა ეპოვა „გზა“ ლოლიტას მოსაძებნად. ამისთვის მას ცხრა დღე დასჭირდა. გადაწყვიტა ეჩვენებინა უდაბნოს გზა როგორც მძღოლის, ისე თანამგზავრის თვალით დანახული – ცისფერ და მკვეთრ ყვითელში გადაწყვეტილი. როგორც თავად ამბობს, ფოტოკოლაჟად ვერ აღიქვამს, – ეს მისთვის ნახატია. მიუხედავად იმისა, რომ ლოლიტას მოსაძებნად გაქცეულ ჰუმბერტ ჰამბერტს ვერაფრით ვუკავშირებ ამ ფოტონამუშევარს, მაინც არაჩვეულებრივად მეჩვენება.

დევიდ ჰოკნი. ინგლისელი ხელოვანი – ხელოვანი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით – მხატვარი, ფოტოგრაფი, დიზაინერი. დაიბადა 1937 წლის 9 ივლისს, ამჟამად 77 წლისაა და დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას. ამ დროისთვის ბოლო ნამუშევარი 29 დეკემბერს შექმნა … აიპადით. მაშინ როცა ხატავს ძირითადად ლანდშაფტებს, ხეებს, გზებს, ბუნებას – სიმწვანეს, წყალს. განსაკუთრებით საინტერესოა მისი დამოკიდებულება წყალთან, წყლის წვეთებთან. როცა ხატავდა წყლის შხეფს, აღნიშნა, რომ მას ორი კვირა დასჭირდა იმისა გამო-სახატად, რაც ორი წამი გრძელდება ხოლმე. როცა ჰკითხეს როგორ შეიძლება ოცდამეერთე საუკუნეში აგრძელებდე ლანდშაფტების და პეიზაჟების ხატვას,  მისი პასუხი ფრიად საინტერესო გამოდგა, სადაც მოკლედ გადმოსცა ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მთელი თავისი ფილოსოფია. მისი აზრით არ არსებობს ცუდი ტექნოლოგია, იმიტომ რომ ყველა რაღაცას ქმნის.  მიუხედავად ბუნებისადმი ასეთი ინტიმური ურთიერთობისა, დღემდე ინარჩუნებს ახლო ურთიერთობას ტექნიკასთან. და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ძალიან უყვარს ფაქსები.

2012 წელს ბრიტანეთის ყველა დროის ყველაზე გავლელიან ხელოვანად დაასახელეს. არ ჩერდება მიღწეულზე, ეძებს ახლა გზებს ახალი საგნების წარმოსაჩენად, სავსეა ენთუზიაზმით და როგორც აღნიშნავენ ის ფასეულია იმით რასაც აკეთებს და არა იმით, როგორ წარმოაჩენს ის საკუთარ თავს. ამჟამად მგონი ინგლისში ცხოვრობს, ვერსად გადავამოწმე დაზუსტებით, თუმცა 30 წელზე მეტხანს კალიფორნიაში ცხოვრობდა. მზე უყვარს, სითბო, ნათელი ფერები, მამაკაცური სილამაზე. რა გასაკვირია ნისლიან ბრედფორდში დაბადებული ადამიანისგან. ინგლისური სიდინჯე და სიმშვიდე კი მაინც არ სტოვებს – ბალანსის, წონასწორობისკენ მიდრეკილება – ძველმოდური თეთრთმიანი პაპა ხატავს მორიგ შედევრს აიპადზე და ამ დროს იხსენებს თავის განხორციელებულ ამერიკულ ოცნებებს, როგორადაც მას პიტერი ეჩვენებოდა – თავისი ყველაზე განსაკუთრებული ბოიფრენდი. არც მალავდა და თავისი ნამუშევრებში ბოლომდე შლიდა ფრთებს – განსაკუთრებით მომწონს მისი „Domestic Scene“.

tumblr_m1ojwqaMJF1qbch85o1_500

დიდი გავლენა მოახდინა მისმა მამამ, რომელიც იყო მოყვარული ხელოვნების. სწორედ მან აღმოაჩენინა დევიდ ჰოკნის მხატვრობა, უფრო სწორად დაეხმარა მისულიყო თავის გზამდე. ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, ატარებდა ორ წყვილ საათს, ჰქონდა სათვალეების კოლექცია და როცა დევიდი მამას იგონებს ამბობს რომ მან ასწავლა არ მიექცია ყურადღება გარშემომყოფთა აზრებისთვის. დედა ლაურა ჰოკნი ფრიად განსხვავებული ქალი იყო, მკაცრი პროტესტანტი, არ სვამდა და იყო ვეგეტარიანელი.

საინტერესოა მისი იდეები აღქმასთან დაკავშირებით – ამბობს, რომ მას არ უღალატია მხატვრობისთვის მაშინაც კი, როცა აამბობდნენ რომ ფერწერა მოკვდა და ის ჩაანაცვლა კინომატოგრაფიამ, ფოტოგრაფიამ… „ჩვენ ადრე თუ გვიან აუცილებლად დავუბრუნდებით მხატვრობას“. შეიძლება ფოტოგრაფია ასახავდეს უკიდურეს რეალობას, მაგრამ ის მას ასახავს მხოლოდ გეომეტრიულად. ჩვენ კი , ჩვენი თვალები, ჩვენი სხეული მას აღიქვამს როგორც გეომეტრიულად, ასევე ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, მთელი არსებით. და სწორედ ამ მრავალმხრივი ე.წ. „განცდის“ დახატვას ვცდილობთ ჩვენ. როცა მე ვუყურებ შენს სახეს, ის ჩემთვის ძალიან დიდია, რადგანაც მე მასზე ვარ კონცენტრირებული, მაგრამ საკმარისია თვალი მოგაშორო, რომ ის მაშინვე დაპატარავდება. თუ ძველი ეგვიპტელების ნახატებს დავაკვირდებით, რატომაა მათი თვალები ასეთი დიდი? არქეოლოგებმა გაზომეს მუმიების თვალის ჭრილები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ზომა არ აღემატება დღევანდელი საშუალო სტატისტიკური მოქალაქის თვალის ჭრილის ზომას. მაგრამ ეგვიპტელების წარმოსახვაში, მათი აღქმით ხომ დიდი იყო? ანუ ეს დიდი თვალები რეალობაა, მაგრამ სხვის მიერ სხვა გზით დანახული რეალობა. სწორედ ამიტომ არის მხატვრობა შეუცვლელი და საბოლოო დანიშნულების წერტილი ხელოვნებისთვის. კარგი მხატვარი კი ის არის, რომელიც ზედაპირის სკანირებას კი არ ახდენს მხოლოდ, არამედ დამკვირვებელიც არისო (ეს ჩემი ინტერპრეტაციით გადმოცემული მისი დამოკიდებულებაა ამ თემისადმი).

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მისი აიფოუნებით და აიპადებით შექმნილი სიმწვანე მეტისმეტად „ხელოვნური“, არადამაჯერებელი და დამთრგუნველია მისი შექმნის საშუალებების გათვალისწინებით, ის დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ხელოვანად მსოფლიო მასშტაბით. სხვა თუ არაფერი Pearblossom Hwy., 11-18 April 1986, #2 შექმნა.

Advertisements

One response to “Joiners

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s