ხეტიალჰოლიკი გოგოები

10930919_815838121797688_3316422352039147962_n

მიყვარს ბლოგების კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ ძველი და გამოცდილი ბლოგერი არ ვარ, უკვე ვხვდები, რომელი ბლოგის წაკითხვა ღირს და რომელ ბლოგერთან – მეგობრობა. მაინტერესებს ყველაფერი, რას კითხულობენ, რას უყურებენ, რას გრძნობენ , რა აწუხებთ , რა გადახდათ დღეს თავს – რაც არ უნდა იყოს ყველაფერს ვკითხულობ და ემპათიით ვარ განწყობილი მათ მიმართ. არც მოწონებებს ვიშურებ ხოლმე და არც კომენტარებს, თუ რამე სათქმელი გამიჩინა მათმა ნაამბობმა. თუმცა, ბოლო დროს ვხვდები, რომ ყველაფრის კითხვა გარკვეულწილად დროის კარგვაა, მაშინაც კი , როცა ეს დრო შეიძლება თავზესაყრელად მქონდეს 🙂 ვერ დავეთანხმები ზოგიერთ ბლოგერს და ვერ ვიტყვი, რომ ქართულ ბლოგოსფეროშო კრიზისია. უკვე მაქვს სია იმ ქართველი ბლოგერების, რომელთა ყოველ ახალ ბლოგპოსტს დიდი ინტერესით ველოდები, მაგრამ მათზე ალბათ მერე ვისაუბრებ… ახლა კი ჩემს ფავორიტ მოგზაურ ბლოგერ გოგოებზე მინდოდა საუბარი. ვინაიდან უყვართ ხოლმე ადამიანებს ეს ათეულები, დიდი გაჭირვებით მოვაქციე ყველა ჩემთვის საინტერესო ბლოგი ამ ათეულში. მიხარია, რომ მათ შორის ერთი ქართველიც მოხვდა (რა პატივია 🙂 )

10498208_729082767170145_4226286003357537378_o

საფრანგეთი. ბრუკი ლავანდებში.

1. http://www.worldofwanderlust.com/

ამ მოგზაურობით და ქუდებით გატაცებული გოგოს ბლოგი ნამდვილი სამოთხეა ჩემთვის. რომ შეხედავ, ვერაფრით იფიქრებ რომ ამ თეთრ, გამხდარ, ფაქიზ არსებას 13 წლის ასაკიდან შეეძლო 49 ქვეყანაში , 6 კონტინენტზე ეხეტიალა, დედამიწისთვის გადაეფრინა 99-ჯერ და გადაეღო 198,740,277,703 ფოტო. ეს ბრუკ სეივარდია ავსტრალიიდან, რომელიც ფაქტიურად ჩემოდნებზე ცხოვრობს. თავისი გამოცდილების და თავგადასავლების გასაზიარებლად შექმნა არაჩვეულებრივი ბლოგი, სადაც მსგავსი მოგზაურობაჰოლიკებისთვის ბევრ საინტერესო რჩევებს გადააწყდებით. უკვე არის ავტორი წიგნისა The World of Wanderlust, სადაც მისი “სხვა” ცხოვრების შესახებაც ბევრს გაიგებთ.

1069847_488262081264267_1973498214_n

ოდრი ტაილანდში.
ოდრი ბერგნერიც ბავშვობიდან ბევრს მოგზაურობდა, მაგრამ ამ საკითხს უფრო სერიოზულად თვრამეტი წლის ასაკში მიუდგა. ვეროპა, არგენტინა, ქორწილი ინდოეთში, მუშაობა კორეაში…როგორც თავად ამბობს იქით მიიწევს ხოლმე, საითაც ქარი დაუბერავს. არის ძალიან კომუნიკაბელური, მხიარული, უყვარს უცხო ენები და ადამიანების მოსმენა. რაც ძალიან მომწონს, ერთობ დაინტერესებულია ადგილობრივი ფუდით, უყვარს უცხო კერძების დაგემოვნება. ფიქრობს, რომ ყველა მოგზაურისთვის საჭიროა ბლოგი ან მსგავსი სივრცე, სადაც შეძლებენ სხვებსაც გაუზიარონ თავიანთი თავგადასავლები. ვიღაცისთვის ეს შეიძლება  აღმოჩნდეს სტიმული, ახალი სამყაროს აღმოსაჩენად!
10394615_10153310677348776_9215188850665118403_n
ქითი შრი-ლანკაში
ქეითი მართლაც არანორმალურია, აღტაცებული ვარ მისით. გიჟია ეს გოგო 🙂 30 წლისაა, რუკაზე უკვე 53 ქვეყანა აქვს მონიშნული. ახლა ნიუ-იორკშია, 27 იანვარს უკვე კოსტა-რიკაში იქნება, თებერვლის თვეში ნიკარაგუაში, მარტში გვატემალაში. მერე კიდევ ვინ იცის სად ამოყოფს თავს. თავისი ოცნების ახდენა ონლაინ მარკეტინგის საშუალებით შეძლო. ამ დროისთის უკვე ჰყავს სპონსორები ტურისტული სააგენტოების სახით, რომლებიც გარკვეული ადგილების ვიზიტისთვის უხდიან ფულს. მაინტერესებდა, მაგრამ ამ საკითხს ჯერ არ ჩავღრმავებივარ. ამიტომ ისევ მის ფილოსოფიაზე ვისაუბრებ, რამაც შეუძლებელია ქალების მოწონება არ დაიმსახუროს. ძირითადად მარტო მოგზაურობს- არა იმიტომ, რომ იძულებულია, არამედ იმიტომ, რომ თავად ასე მოსწონს. აღნიშნავს ხოლმე ხშირად, ის რითაც ქალებს აშინებენ, რომ მარტო მოგზაურობა სახიფათოა მითიაო. მარტო მოგზაურობა შეიძლება ბევრად მარტივი, სახალისო და უსაფრთხო იყოს!
10366084_785613778118599_2157355041940631150_n
ჯოდი საიგონში.
ეს სამართლიანი მომთაბარე ჯოდი ეტენბერგია. მომწონს მისი ბლოგი, თავს მყუდროდ ვგრძნობ და თან იქაურობას თითქოს სხვადასხვა სანელებლების სუნი ასდის. 2008 წელს შეწყვიტა ადვოკატად მუშაობა, ესტუმრა ძალიან ბევრ ქვეყანას, გადაიღო ბევრი ფოტოები, დააგემოვნა ძალიან ბევრი სუპი მასპინძელ ქვეყნებში და რაც მთავარია, უკვე გამოსცა თავისი პირველი წიგნი გურმანი მომთაბარეებისთვის “The Food Traveler’s Handbook“, სადაც საუბრობს , თუ როგორ შეიძლება მიირთვათ იაფად, უსაფრთხოდ და გემრიელად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მეექვსე წელი მიიწურა, რაც ჯოდი მოგზაურობს. როგორც აღნიშნავს, მოგზაურობამ თავი უკეთეს და შემდგარ ადამიანად აგრძნობინა . რა იქნება შემდეგ? “And of course, many many bowls of soup.” -Jodi 🙂
The-Beatles-Ahram-in-Rishikesh
სხვა თუ არაფერი, ამ ბლოგს ჯერ სახელი აქვს ისეთი, რომ გვერდს ვერ ავუვლიდი. ასე უფრო ვიტყოდი – “კლასობანა დედმიწის ზურგზე”. კრისტენ სარა კიდევ ერთი თავზეხელაღებული გოგოა, რომლისთვისაც მოგზაურობა პროფესიად იქცა. ბლოგი ძირითადად სათავგადასვალო, სახალისო ვიდეოებს გვთავაზობს, მაგრამ ამის გარდა შეიძლება გადავაწყდეთ უამრავ რჩევებს, შეთავაზებებს, რივიუებს, სახალისო ისტორიებს და რაც მთავარია, მარტო მოხეტიალეთათვის საყურადღებო საკითხავებს. არ უნდა იყოს ურიგო მოსამსმენი 35 ქვეყანაში ნამყოფი ქალისგან.
1292996_1372538059441549_1985895727707279415_o
ეს გოგო განსაკუთრებით მიყვარს – “მაიმუნები და მთები”. ბლოგი ჩემთვის ორ ყველაზე საინტერესო თემაზეა ფოკუსირებული – ცხოველებზე და ხეტიალზე. ლორენ რობინსი სულით მაწანწალა, კატათმოყვარული სოციალური მედიის ექსპერტია. უყვარს ციხე-სიმაგრეები და ჯერ მხოლოდ გერმნიაში 24 900 მათგანს უკვე ესტუმრა. დიდ ქალაქებს პატარა ქალაქები ურჩევნია. როგორც აღნიშნავს, მისი საუკეთესო მოგონებები ან მოგზაურობას უკავშირდება, ან ცხოველებს, ან ორივეს ერთად. განსაკუთრებით უყვარს მაიმუნები და ზვიგენები (აქ ცოტა შემეშინდა). არის მოხალისე და ა.შ. მოკლედ, ძალიან საინტერესო გოგოა. წარმატებები მას თავის კეთილ საქმეებში.
1091142_828942663792675_2978797614358350726_o
ეს კანდეიკ როუზ რარდონის ბლოგია. ის მწერალი, ილუსტრატორი და ძალიან ლამაზი გოგოა. ბევრს მოგზაურობას და რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემს – ხატავს. ხატავს რუკებს, ღირსშესანიშნაობებს, საკვებს, ადამიანებს. ყველაფერს , რასაც შეიძლება მოგზაური გადააწყდეს. მიყვარს მისი ფერები. უყვარს მექსიკური კერძები, უიმედოდაა შეყვარებული ვეს ანდერსონზე, აგროვებს საფოსტო მარკებს და ლუდის ეტიკეტებს. ვერ იტანს მუსიკოსებს და კბილის ექიმებს. კიდევ ერთი ნაკლი აქვს – კატებიც არ უყვარს.
DSC_0249-copy1
ეს საბინას ბლოგია. ერთი პრანჭიკელა და სასაცილო გოგოა, უყვარს მოდა, ცხოველები (ბიჭებიც მათ შორის) და მოგაზურობა. თუმცა,  ძალიან მონდომებული ვინმეა, ბევრ მოგზაურობს და ბლოგიც ყოველთვის მოწესრიგებული აქვს. ეტყობა, რომ ყველა საქმეს, რასაც ხელს კიდებს პასუხისმგებლობით ეკიდება. უკვე შემოგვთავაზა ის ქვეყნები და ქალაქები, რომელსაც 2015 წელს აუცილებლად უნდა ვესტუმროთ. ესენია შოტლანდია; ლაპლანდია; კუბა ; ინდონეზია; სლოვენია; ლას-ვეგასი; ისლანდია, მოროკო; ახალი ზელანდია და სამხრეთ ამერიკა. ველოდები საბინას ისტორიებს კეიპთაუნიდან 🙂
DSC03532
ეს ქერა რეიჩელის ბლოგია. ჰიპობს და მოგზაურობს. 2014 წელს აფრიკაშიც უბოდიალა- კენია და უგანდაში. ამჟამად გოაში. თუ ინდოეთში წასვლას გადაწყვეტთ, რეიჩელის რჩევები გამოგადგებათ, მარტო მოგაზურობის მსურველ ქალებს განსაკუთრებით 🙂
1966868_10202853391808945_1519347940_n
და დამ. ეს წითური პერწკლია. ალბათ ერთადერთი ქართველი ბლოგერი გოგონა (სხვებს ჯერ ვერ მივაგენი), რომელიც ბევრს გვიყვება თავისი ფოტოებით თუ სიტყვებით საქართველოს ძალიან ლამაზ ადგილებზე. მიყვარს ისეთი ბლოგები, რომლებიც ერთ კონკრეტულ თემაზე არიან ფოკუსირებულნი და ყველაფერს არ მიედ-მოედებიან (ჩემსავით). პერწკლი “ჩანთა წამომითრიე” გოგოებს არ ჰგავს. სულით მოხეტიალე, მამაცი,დაუღალავი. სულ ერთი წუთით ვნახე, როცა წიგნები გავცვალეთ, მაგრამ იმ ერთ წუთში მთების და ბალახების სუნიც კი ვიგრძენი მის სიახლოვეს. დიდი ინტერესით ველოდები მის ყოველ გამონათებას რიდერში, რადგან ვიცი, რომ კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი უცნობ ადგილებზე მომიყვება. ოდესმე იქნებ გადავეყარო მთის ბილიკებზე. ვნახოთ.
Advertisements

35 responses to “ხეტიალჰოლიკი გოგოები

  1. მე მახარებსხოლმე ყოველთვის მაგას რომ მოწონს ჩემი პოსტი. პოსტებსაც ყოველთვის ინტერესით ველოდები და მიხაარია , ხშირად რომ წერთ.

  2. რა კარგი გოგონები ჩანან ყველანი.
    როგორ უნდა იყო თან ნორმალური ადამიანი, და როგორ არ უნდა შეგშურდეს მათი? გამორიცხულია :დ

  3. ეჭვი მაქვს რატომღაც, რომ მეც ხეტიალჰოლიკი გოგო ვარ.
    არა, მართალია ჯერ პატარა ხარ და დაეტიე სახლშიო მეუბნებიან, მაგრამ ერთ დღეს ხომ გავიზრდები :3 მერე მიყურეთ!

  4. მიყვარს შენი ბლოგი ❤ ერთერთი საუკეთესოა ჩემს საყვარელ ბლოგებს შორის. პერწკლის ბლოგიც მიყვარს, შენსავით ველოდები ხოლმე მის პოსტებს იმის მიუხედავად, რომ სალაშქროდ არასდროს ვყოფილვარ და წარმოდგენა არ მაქვს, რეალურად როგორი შეგრძნებაა, როცა სალაშქროდ მიდიხარ. ეს პოსტიც ძალიან მომეწონა, ყველა ბლოგს დავათვალიერებ 🙂

    • ანი, შენ ❤
      იქნებ ერთხელ შემოგვიერთდე? გემო გაუგო ამ "ამბავს"?
      შეგეხმიანები ამ საკითხზე, როგორც კი რამეს დავგეგმავთ 🙂

  5. გამარჯობა:)მშვენიერი პოსტია და მშვენიერი ბლოგიც. მოვედი კიდევ ერთი ხეტიალჰოლიკი. თუმცა მე დაოჯახებული,შვილიანი მოწანწალე ვარ და დიდი მაშტაბებით ვერ დავიკვეხნი,ჯერჯერობით საქართველოს ვლაშქრავ:) ჩემი ყველაზე შორეული ლაშქრობა არხოტში,ინგუშეთის საზღვრამდე იყო და ეს იყო ნამდვილი 5დღიანი სიგიჟე. ეხლაც მეორე ბავშვზე ვარ ორსულად და უკვე მოასწრო ჩემმა პატარამ მთების მოვლა. ძალიან მიხარია თქვენნაირი გოგოების პოვნა და იმედი მაქვს სადმე საცალფეხო ბილიკებზე გადავაწყდებით ერთმანეთს ❤

    • აული, სალამი მთის შვილს :)) პირველ რიგში დიდი მადლობა. გამიხარდა კიდევ ერთი ხეტაიალჰოლიკი გოგოს ბლოგის აღმოჩენა. თან როგორი საპასუხისმგებლოცაა, იყო დაოჯახებული, შვილიანი მაწანწალა ოფიციალურად. არ ვიცი რატომ, მაგრამ მეც ვიგრძენი თავი ამაყად. შენთვის ალბათ მთა ისედაც ერთგვარი მოთხოვნილებაა. ჩვენ, ბარად დაბადებულმა ადამიანებმა ვიკითხოთ )) ბევრ ბედნიერ ხეტიალს გისურვებ შენ ორივე პატარასთან ერთად ❤
      იმედია…

  6. იმხელა კომენტარი გამომივიდა, წავშალე და მერე პოსტად ვაქცევ :დ
    მადლობა ამდენი ინფორმაციული ბლოგისთვის.

    • უკვე მერამდენედ მეუბნებიან , რომ დიდი კომენტარი გამოვიდა და შლიან ))) რას წერთ ასეთს 😀
      ველოდები, ოღონდ მალე :*
      პირიქით.

  7. აუ აუ აუ აუ აუ აუ !!!!!
    შენ ჩემი ერთერთი ფავორიტი ბლოგერი ხარ, ზუსტად ასეთი საინტერესო პოსტების გამო. ყველს ჩავაგდებ ხვალ რიდერში!

    ჰოდა, კიდევ ამ პოსტის ნახვა მინდოდა მე? 😦
    რამდენი ხანია, თავი ვერ მოვაბი სამოგზაურო პოსტების დაწერას 😦
    სამაგიეროდ, სოფისთან ვიყავი და ფრიად გულახდილი პოსტიც დავუწერე. კიარადა, რაც იყო.

    მოკლედ აბა შენ იცი. ველოდები შენს ახალ პოსტებს.

  8. ყველა ადამიანი ბედნიერია, ვისაც მოგზაურობის საშუალება აქვს. განსაკუთრებით, ყველა გოგო:) ძალიან მინდა, ვახერხებდე ამას

    • მთავარი მონდომებაა, თორემ საშუალება ყოველთვის იქნება – ღრმად მწამს ^_^

  9. ჩემი ოცნებაა ოდესმე ავდგე და “უკანმოუხედავად” ვიმოგზაურო :))

      • იმიტომ ჩავსვი ბრჭყალებში, რომ ცოტა სხვა მნიშვნელობით ვიგულისხმე :)) აი, უცბად რომ დაჰკრავ ფეხს და მოკურცხლავ 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s