მარტოსულობის უპირატესობანი

10455962_796035877098590_3283669596851380375_n
  • მარტოსულობის უპირატესობა 1. ხედავ იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ.
  • მარტოსულობის უპირატესობა 2. გრძნობ იმას, რასაც სხვები ვერ გრძნობენ.
  • მარტოსულობის უპირატესობა 3. გესმის ის, რაც სხვებს არ ესმით.
  • მარტოსულობის უპირატესობა 4. კითხულობ იმას, რასაც სხვები არ კითხულობენ.
  • მარტოსულობის უპირატესობა 5. წერ ისე, როგორც არ წერენ სხვები.
  • მარტოსულობის უპირატესობა 6. გიყვარს ისე, როგორც არ უყვართ სხვებს.
  • მარტოსულობის უპირატესობა 7. გყავს ისეთი მეგობრები, როგორებიც არ ყავთ სხვებს.
  • მარტოსულობის უპირატესობა 8. და ბოლოს – ხარ გიჟი. ან უკეთეს შემთხვევაში პოტენციური გიჟი.

“მარტოსულობის უპირატესობანს” შევყურებდი, მეხუთე ჭიქა ხილის ჩაის ვსვამდი და შემაწუხა იმ ფაქტმა, რომ ვიწრო სამუშაო კუთხეში ვერ ვეტეოდი. საშინელი უხერხულობა შემიქმნა საკუთარმა სხეულმა, თითქოს კანში ვერ ვთავსდებოდი. ბოლო დროს ხშირად ვგრძნობ გაუცხოებას საკუთარი სხეულისადმი. ვუყურებდი სემის და უცებ საშინლად მომინდა მქონოდა მისი სასაცილო კაბა – აი, ძალიან სასაცილო, ჭრელი, უაზრო, ნებისმიერი რომ დამცინებდა მსგავსი კაბის გამო-სწორედ ასეთი. ზოგადად ძალიან კარგი რამაა, ვერ წარმომიდგენია რას ჩავიცვამდი ხოლმე, რომ არ ყოფილიყო კაბები-საზაფხულო, ფერადები, თხელი, მსუბუქი, მოკლე კაბები. არ არსებობს ამაზე დიდი კომფორტი კოსმოსში.

მაშინ როცა პატარად ვითვლებოდი და უზრუნველად ვსარგებლობდი მარტოსულობის უპირატესობანით, მარწყვებიანი კაბა მქონდა, წითელი, საიდანღაც ჩამოტანილი – მის გარეშე ალბათ საკუთარი ფიზიონომია ვერ წარმომედგინა. სწორედ ის მარწყვები ასოცირდებოდა საკუთარ ბავშვურ სხეულთან – ძალიან გამხდარ კოღოებისგან დაკბენილ ფეხებზე; გრძელ ხელებზე და ბიჭურად შეკრეჭილ თმებზე. და მარწყვებიანი , მოკლე კაბა. არსებობდა სადღაც ასეთი კაბა მსგავსი არსებით. ახლანდელი სხეული კი არაფერთან ასოცირდება – მხოლოდ ღამისთევებთან, ბევრ სითხესთან და მასასთან , რომელიც 4 კილოგრამით მეტია თავის ნორმალურ წონასთან შედარებით. რა მოსაწყენია.

ძველი წელი ისე წავიდა და ახალი ისე მოვიდა, რომ არც გამიცილებია და არც დავხვედრივარ. ბევრი რაm მოხდა – ასე დრამატულად დავიწყებ. ახალ ბინაში გადავედი; დიდი დეპრესია გამოვიარე, შეყვარებული “გავიჩინე”, არ ვიცი რამდენი ხნით; დრიმქეთჩერების გაკეთება ვისწავლე; ვეგეტარიანელი გავხდი და ახლა ვეგანობისკენაც მიმიწევს გული; გამოვემშვიდოებე რადიკალიზმს და დუალისტურ საწყისებს შორის გავიჭედე, რამაც მეტი სარგებელი მომიტანა; რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე; ჩემი მრავალწლიანი გრძელი თმა გადავიკრიჭე ბოლომდე (გაიზარდა უკვე, რაც მახარებს); თავ-ფეხით გადავეშვი ანიმეებში; გავიკეთე პირსინგი ლავიწზე; ვნახე 150-ზე მეტი საშინელებათა ფილმი; ამის პროპორციულად იკლო წაკითხულ წიგნთა რაოდენობამ; დავლიე ძალიან ბევრი ლუდი, არაყი, ღვინო, ყველა ალკოჰოლური სასმელი; უფრო მეტად შევიყვარე მეგობრები და კასტანედა; ძალიან შემიყვარდა მელაკუდები; ვისწავლე კატების გარეშე ძილი საწოლში, ზოგადად მათ გარეშე ცხოვრება; სწავლა არ გამიგრძელებია დოქტორანტურაზე. მგონი სულ ეს იყო – კმაყოფილი ადამიანობის ერთით მეტი წელი.

რას ვაპირებ? ვივლი ძალიან ბევრს ფეხით; დოქტორანტურისთის დავამუშავებ თემას; ვეცდები უკეთესი სამსახურის შოვნას და გაზაფხულისკენ ერთკვირიანი ევროტურის მოწყობას; ვაპირებ ზაფხულისკენ დაგეგმილ გრძელვადიან ველოტურშიც მონაწილეობას; გუდრიდისთის შეპირებული ყველა წიგნის წაკითხვას; გერმანულის და რუსულის სრულყოფილად დაუფლებას; ფინანსებისკენ მიბრუნებას; ცხენის ყოლას სოფელში. ვუსურვებ ჩემს თავს საინტერესო ადამიანებთან ჩემი მარტოსულობის უპირატესობანით ტკბობას და ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების პირწმინდად შესრულებას. შეუძლებელი არაფერია.

თქვენ კი , მარტოსულნო, გილოცავთ თქვენს უპირატესობებს.

ღამის ბოდვანი.

Advertisements

15 responses to “მარტოსულობის უპირატესობანი

  1. მარტოსულობა არ ნიშნავს თავისუფლებას, მარტო ხარ და მორჩა, ხოლო ჩამოთვლილის გაკეთება ურთიერთობაშიც შეიძლება. უპირატესობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გვაქვს, თუ თავად ვირჩევთ მარტო ყოფნას და არ არის ეს იძულებითი. რაც შეეხება რადიკალიზმს, თუ ვეგანობისკენ მიიწევ, დუალიზმს შორდები.

    • : ) მარტოსულობა არავითარ შემთხვევაში არ დამიკავშირებია თავისუფლებასთან.
      მაინც მგონია რომ ყველა მარტოსულის მარტოობა იძულებითია და არა ნებაყოფლობითი. ზოგჯერ ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ნაძალადევ “რაღაცეებსაც” ჰქონდეთ უპირატესობანი : ) თუნდაც , ვთვლი, რომ ჩვენი დაბადება სულაც არ იყო ჩვენი არჩევანი, მაგრამ ის ფაქტი რომ ცოცხლები ვართ შეიძლება ერთ დიდ უპირატესობად ჩაითვალოს .
      ვეგანობა არ გადამიწყვეტია, უბრალოდ ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამისა. ყველი ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, რომ მხოლოდ სოფლის რძის პროდუქტებს და კვერცხებს შევჭამ და არა აქ ნაყიდს .

  2. ძალასა და იღბალს გისურვებ, ყველაფრის შესასრულებლად 🙂

    ვეგანობაზე მინდოდა მეთქვა, შეუძლებელი რა თქმა უნდა არაა და მაგასაც ისევე მიეჩვევი, როგორც უხორცობას, თუ როგორც ითქმის რა, მაგრამ საკვების ქიმიურ შემადგენლობაში გაერკვე თუ ვერ ერკვევი გირჩევ, აუცილებელია. იმდენ ნივთიერებას მოიკლებ ვეგანობით, აუცილებლად უნდა ჩაანაცვლო რამით :* კი ვიცი უკვე იფიქრებდი ამაზეც, მაგრამ მაინც :* თავს გაუფრთხილდი.

    • მადლობა : )
      ვეგანობაზე მხოლოდ ვფიქრობ, ძალიან მიმიწევს გული, მაგრამ ახლა ყველის და სალათის ფოთლების გარდა თითქმის არაფერს ვჭამ და გამიჭირდება.

  3. წიგნი მინდა მერე წავიკითხო, მხოლოდ სათაურის გამო ღირს 🙂

  4. მარტოსულობის უპირატესობა ისაა, რომ რამდენჯერაც ზურგში ჩაგცემენ დანას და დაიძახებ, შეენც ბრუტუს? იმდენჯერ ამოიძრობ, შეიხორცებ და ცხოვრებას განაგრობ.
    ყოველშემთხვევაში მე ეს მასწავლა.

      • არადა დიდი უპირატესობაა, ზოგი ამაყობს იმით, რომ ცხოვრებასთან ბრძოლა წააგო და დანებდა, არადა რაც უფრო ნებდები მით უფრო იჩაგრები.

    • ალბათ ეგეთი ადამიანებისთვის წაგება იმდენაა საამაყო, რამდენადაც ეს მათ უფრო სამართლიან და სხვებზე “მაღალ” ადამიანად წარმოაჩენს .

  5. ეგ პუნქტები ჰო.მაგრამ ზოგჯერ ძალიან ცუდი გრძნობაა მარტოსულობა,თანაც თუ ისეც მარტო ხარ. ბედნიერი და მხიარული არ ხარ, როცა მარტო ხარ და თანაც მარტოსული.

  6. ჩემი აზრით, მარტოსულობის უპირატესობა ისაა, რომ არაფერი გაქვს დასაკარგი, ყოველ შემთხვევაში იმაზე ცოტა, ვიდრე არამარტოსულობისას. ისე ცხოვრობ, თითქოს ისედაც რაღაც გქონდეს დაკარგული და უფრო ღია ხარ სამყაროსთვის. არამარტოსულობის რაღაც მონაკვეთშისიკვდილის შიშიც კი ავიკვიატე, რომ აღარ ვიქნები და ამ ყველაფერს დავკარგავ მერე რაღა ვქნა-მეთქი? ჰოდა არამარტოსულობისას როცა უფრო მეტი გაქვს დასაკარგი, მეტადაც უფრთხილდები და თუ დაკარგე მეტადაც გტკივა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s