WILD AGAIN

10009825_1576715245896261_1320868598798988836_n
შვილი რომ მეყოლება , ვასწავლი რომ წინ მოძრაობა გმირობაა. ზოგადად მოძრაობაა გმირობა. განა არაპირდაპირი მნიშვნელობით , პირიქით – სიარულს, სირბილს, ხეტიალს ვგულისხმობ.  უდიდეს პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბევრს დადის ფეხით. ფეხები თავის დანიშნულებას უნდა ამართლებდნენ. ერთი ციდა ქალაქი გვაქვს, ერთი ციდა ქვეყანა და მანქანების ხმაურში და ბუღში ვიხრჩობოთ. მაშინ როცა სხვა თუ არაფერი, დილით სირბილი უამრავი ვარსკვლავის , მწერალის ყოველდღიური რუტინაა – ჯოშ დიუჰეიმელი; რენე ზელვეგერი; გორდონ რამზი; ალანის მორისეტე; ჰარუკი მურაკამი და ა.შ. მოძრაობა ერთგვარი გადამდები ემოციაა, შემოქმედებითი აქტია, პერფორმანსია. იმდენს ნიშნავს ეს ჩემთვის, რომ მგონია, სულ არ ვაჭარბებ. რამდენი დანგრეული წინაღობა – ერთმანეთის მიყოლებით გადალახული სივრცის წერტილები. პოლ ოსტერიც ამიტომ მიყვარს – მისი პერსონაჟები იმდენს მოძრაობენ თითქოს სრულიად უაზროდ ამერიკის დიდ ქალაქებში, თითქოს მისტიურმა სულებმა გაიტაცეს თავიანთ გზაზე. თან უცხო ქუჩებში ისე კარგად ორიენტირებენ, თითქოს დაბადებიდანვე იყო დალექილი მათში დანიშნულების წერტილამდე მისაღწევი გზა.
63958_1570167956550990_3085756937682691697_n
თავისუფალი დრო რომ მაქვს, ფილმებს უფრო ვარ მიჯაჭვული , ვიდრე წიგნებს. ბოლო დღეებში ვნახე “I ORIGINS”; “WILD” ; “DIE WAND”; 127 HOURS”; “Happy People: A Year in the Taiga“. სხვა ფილმებიც ვნახე, ცხადია, მაგრამ ესენი გამოვყავი. რიზ უიზერსპუნისგან განაწყენებულს, ჩემს პატარა წითელ წიგნაკში კი მომინდა რაღაც შენიშნვების ჩაწერა, მაგრამ ზოგჯერ საწოლი და ტკბილი ძილი ყველაზე დიდი ბედნიერებაა. მახსოვს, რა გაბრწყინებულმა დავიფარე საბანი და პირჯვარიც კი გადავიწერე მადლიერების გამოსახატავად ამ ბედნიერების დემიურგისადმი. არადა, ველოდი და თან როგორ ველოდი ამ ფილმს. იმის გათვალისწინებითაც, რომ მოხეტიალე ქალები არასდროს მიმართლებენ იმედებს. არასდროს. როგორ არ მინდა, რომ მათი ეს ბოდიალი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე აწეწილი ცხოვრებისგან თავის დაღწევის საშუალება იყოს მხოლოდ და მხოლოდ.
ფილმი ავტობიოგრაფიულია. მოკლედ გოგო ცუდადაა, ჭაობშია. დედა აღარ ჰყავს. არც ქმარი. მხოლოდ უაზრო სამსახური, სექსი, ნარკოტიკები – ანუ ის უკვე ვერ აკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნებს. სოციალური ცხოვრება ხომ ბედნიერ ილუზიებს ემყარება – ადამიანებს მოსწონთ სხვების განსჯა, მაგრამ მათ არსებითად საკუთარ თავზე უკეთესად უნდა მიიჩნევდნენ. ჩერილ სტრეიდი კი უკვე ლუზერია. ოსტერის პერსონაჟის არ იყოს, თითქოს მისგან სანტიმეტრების მოშორებით ჩამოვარდა დიდი ძელი, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა. ამ დროს, ფაქტია, რაღაც უნდა შეიცვალოს. რადგან გადარჩი, ე.ი. კიდევ ერთი შანსი გაქვს ბრძოლისთვის. ასე წაათრევს ჩემს მიერ დიდხანს ნანატრ სახეტიალო ზურგჩანთას, რომელიც ლამის მთლიანად ფარავს (რის უიზერსპუნი ჩერილისგან განსხვავებით ერთი მოცუცქნული არსებაა) და აპირებს Pacific Crest Trail-ის ფეხით გადაკვეთას, რომელიც გადაჭიმულია მექსიკის საზღვრიდან კანადის საზღვრამდე  (4,286 km).
უბრალოდ საშინლად მოსაწყენია ადამიანი, რომელიც ასეთ ულამაზეს ადგილებში არის მარტო, წესით თავს სამყაროს ბატონ-პატრონად უნდა გრძნობდეს, ღამით ღია ცის ქვეშ ბედნიერებისგან უნდა ტიროდეს და ის ამ დროს პრეზერვატივების უზარმაზარ შეკვრას უფათურებეს ხელებს. ან ლაპარაკი – მიდის და მიბუზღუნებს, თითქოს გვერდით ვიღაც მოყვება. სწორია, რომ საზოგადოების სული იმანენეტურად არეკლილია ენაში , რომელზეც ის ლაპარაკობს. თუნდაც არავინ იყო გვერდით, თუნდაც მხოლოდ ფიქრობდეს, იგი მაინც ლაპარაკობს თავის თავთან. თუ ინდივიდუალური მე ინარჩუნებს სოციალური მეს არსებობას მასში, მას შეუძლია გააკეთოს მარტობაში ის, რასაც აკეთებდა საზოგადოების წახალისებით. როგორც კიპლინგს ჰქონდა ნათქვამი, რომ “რათა მარტოობაში არ დაკარგოს საკუთარი თავის პატივისცემა”. ასეთია ჩერილი. მისთვის ეს სასჯელია, რომელმაც უნდა განწმინდოს ძველი ცოდვებისგან და ტკივილისგან – არ იგრძნობა არანაირი სიამოვნება, ბედნიერება მონიჭებული ამხელა მანძილზე გადაჭიმული ლანდშაფტებისგან. მხოლოდ აუცილებლობა, ის ვალდებულია დაიტანჯოს ამხელა გზაზე.
რობინი “Tracks”დან სულ სხვა გოგოა. მასაც დედა უკვდება , ისიც დეპრესიაშია, მაგრამ უფრო ძლიერია და თვითგადარჩენის გარდა  სხვა მიზნებიც აქვს, უფრო არაეგოისტური, მიუხედავად იმისა , რომ შერილისგან განსხვავებით ნაკლებადაა მიჯაჭვული სოციუმს – თუმცა, ძლიერად კი განიცდის საზოგადოებრივ ვალდებულებებს. რომ ნახოთ რა საცოდავად ემალება შუა უდაბნოში ცნობისმოყვარეებს ხესთან მიყუჟული. უფრო ახლოსააა ბუნებასთან, ცხოველებთან – მზადაა მათთან შესახვედრად.
10898089_1605894416311677_5212438053408892767_n
ჩვენ გვაქვს ათასობით ვალდებულება, რომელთაგანაცა თითოეული მათგანი თავის საკუთრივ ახსნას და დასაბუთებას მოითხოვს. ჩვენც ვემორჩილებით და ამასობაში ეს ჩვევა ხდება. თუმცა ჩვენ რომ ვალდებულებებთან რაციონალური გზებით ვბრუნდებით , არ ნიშნავს იმას, რომ ეს ვალდებულება რაციონალურ სფეროს მიეკუთვნება. ეს ალბათ კარგად ჰქონდა გაცნობიერებული რობინს. ზოგჯერ გონება და ამდენი “საჭიროა , იმიტომ რომ საჭიროა” დამღუპველია – ის გონება, რომელიც ქმნის ამდენ მაქსიმებს, ამდენ გონივრულ დასკვნებს, და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ დავექვემდებაროთ სოციალურ მოთხოვნებს. რობინმა ეს ყველაფერი კარგად იცის და მზადაა ინდივიდუალური გამოწვევებისთის, იცის, რომ რაც უფრო ახლოსაა ადამიანი ბუნებასთან , მით უფრო მეტი შემთხვევითი და დაუკავშირებელი რამ არსებობს მასში. ჩერილი კი ერთი ფიცხი, მოუმზადებელი, გაუწონასწორებელი, ემოციური ტიპშაა, ლიჟბი წავიდეს და რაღაც დაუმტკიცოს თავის თავს, ამ დროს კი იმ ბოლო პრეზერვატივსაც ჩუმად ინახავს გულის ჯიბეში. ცანცარა.
Advertisements

17 responses to “WILD AGAIN

  1. “და მაინც, გზა ყველაფერია, უბრალო გზა.” (ნიკა ჩერქეზიშვილი) შეიძლება არაფერ შუაშია, მაგრამ რატომღაც გამახსენდა..

  2. რამდენი რაღაც დავწერე და ბოლოს ყველაფერი წავშალე :დ

    “საჭიროა, იმიტომ რომ საჭიროა” :/

    “ცანცარა.” )))

      • ვხვდები ჰო.

        იმის ახსნას ვცდილობდი, რომ არის თემები რომლებზეც ასოციაციურად შენ მახსენდები, ან პირიქით, შენზე მახსენდება ეს თემები და ეს ხეტიალიც ეგეთია მეთქი. რაღაც ვერ დავალაგე მოკლედ და წავშალე. მგონი ახლა გამომივიდა :დ

  3. და მე ჩემს სიცოცხლეში პირველად გადავკვეთავ საქართველოს საზღვარს და ჩავალ სტამბულში. არ მჯერა.

      • 13 თებერვალს.
        Soap&Skin-ის კონცერტზე მივდივარ. მერე დედამ ბარემ საითსინებიც ნახეო, ფული დამიმატა და ბარემ მერე მეც წამოვალო :დდ
        მოკლედ 3 დღეს გავატარებ უცხოეთში.
        არადა მარტო მინდოდა, მაგრამ არაუშავს. ;დ

        • ძალიან მაგარია ! არც ვიცოდი მათი კონცერტი თუ ტარდებოდა ასე ახლოს 😦
          დედა არ შეგაწუხებს დიდი ალბათობით, ამიტომ მადლობა დედას ))) ❤

        • მეც შემთხვევით გავიგე. ლასთ.ფმ-დან. დღეს ვიყიდე ბილეთი ინტერნეტით, თუ გინდა გეტყვი საიტს, ჯერ კიდევ არის ადგილები.
          დედა მშვენიერი პარტნიორია მოგზაურობისას, უყვარს ფეხით სიარული და ეს უდიდესი პლიუსია, შენ კი გეცოდინება ეს :დ ❤

        • აზრი არ აქვს, თებერვალში მაინც ვერ მოვახერხებ ვერსად წასვლას 😦 ისევ გაზაფხული–ზაფხულისკენ ალბათ…
          საყვარელი დედა…რისპექთ ❤

  4. როგორ მიყვარს, როცა ადამიანები ფეხით სიარულს აფასებენ და ბევრს დადიან. მაქსიმალურად ვცდილობ, ფეხით მეტი ვიარო… თანამოაზრე ვიპოვე ❤

    • ქეთი, ვიცი, რომ შენ გიყვარს ფეხით სიარული, ალბათ ფბ-დან გავიგე.
      ბევრს რომ დადიხარ მაგიტომ ხარ ალბათ ასეთ კარგ ფორმაში 🙂
      მეც ვცდილობ, რომ ბევრი ვიარო ფეხით…

  5. გასული წელი ფაქტიურად სულ სიარულში გავატარე, თან დეიდაჩემი დამჩხაოდა “იარე გოგო, მეტი იარე ფეხით!”. სხვათაშორის ყოველთვის დადებითი ემოციებით ვივსები, პოზიტიურად ვიმუხტები ‘ვოლქინგისას’ და თუ ირგვლივ ქალაქის ჩახუთული გარემოს ნაცვლად მწვანე და ლურჯი ფერებია, ხომ გადასარევი. იმედი მაქვს, ოდესმე (შემთხვევით მაინც) მოგვიწევს ერთად სიარული .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s