ზაფხულის კატები

10177392_10152374846657286_7896087241704511460_n

მე და ერთი გოგო ვართ – ქართველები. აი , ის მხარე გვიყვარს რუკაზე – ევროპის თავზე გადმოფხატული ქუდივით რომაა. იქ კარგი ადამიანები იბადებიან – ხო, მეტყვი რომ ეს “სიკარგე” პირობითია, რომ ვიღაცისთვის კარგები ეს თოვლივით თეთრი და გამჭვირვალე ადამიანები კი არა, დასავლეთელი შავგრემანი , ხორცსავსე ლამაზმანები არიან და ა.შ. ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულ ადამიანებზე და ადგილებზე ვარ მიჯაჭვული, მაგრამ იქ დაბადებაზე ნამდვილად მიოცნებია – სულაც არ დავკარგავდი ჩემს თავს, ხასიათთა სრული შეთანწყობა, ემპათია, თანაგრძნობა, შესაბამისობა ამ მიწაზე დასახლებულ ჩაკეტილ ხალხთან. ასეთები არიან, – მშვიდები, აუმღვრეველი ღია ფერის თვალებით; ქერა თმებით; ფართო თეძოებით. ჰიბიტებივით დიდი ფეხის ტერფებით დააბოტებენ ჩუმად , ბალახის და თოვლის სუნს ერთად ისრუტავენ, საღამოობით ლუდით ამოიყორავენ ხოლმე მუცელს და მაშინაც კი ვერ ხვდებიან სად წაიღონ მიჩქმალული პროტესტის გრძნობა რიგი მოვლენების მიმართ.

ასეთია მოლი ნილსონი. ამჟამად გერმანიაში. შვედი, თეთრი, ცისფერი გამოსხივებით, – და მღერის ამ ყველაფერზე. ჩემ ერთ მელომან მეგობარს ლამის სულ ჩხუბით და ხელების გავაცანი ,– ეს საზიზღარი, დამპალი გოგო, რა კარგია, როგორ ამომეჩემა! დავბადებულიყავი იქ,– იქნებ სულაც მე მომსვლოდა თავში დინოზავრების ცრემლებზე, ზაფხულის კატებზე და მახინჯ გოგოებზე მემღერა. მოლი , ეს ერთი და სხვები?! ჯერჯერობით მომწონს მუსიკის შვედებისეული გაგება. მიკაელ ნიემის ერთ უწყინარ წიგნზეც ჩვეულზე უფრო დიდხანს ვფიქრობდი – “როკ–ენ–როლის სოფელზე” ვამბობ… მოკლედ არ ვიცი რაშია საქმე, მაგრამ შვედეთი ხან ბუნებით მაოცებს , ხან მუსიკით. ამ ბოლო დროს რამდენიმე საშინელებათა ფილმიც მიემატა შვედურ “განყოფილებას” 🙂

მოლი მართლაც საზიზღარი გოგოა – არ ვიცი ვის სიკვდილზე ოცნებობს, მაგრამ მის სიმღერებს შორის ყველაზე პოპულარული სწორედაც ეს სიმღერაა – “I Hope You Die”. ასევე ჩემ საყვარელ სიმღერად რჩებოდა მანამ, სანამ დინოზავრების ცრემლებს ვიხილავდი. მოლი უფრო ჭკვიანი ქალია, ვიდრე არაჩვეულებრივი მუსიკოსი. უკეთესებიც მინახავს ბოლო დროს, მაგრამ ასეთი დამახასიათებელი ინტელექტით ძალიან ცოტა. თავისი მიწისთვის დამახასიათებელ სიმშვიდეს და გულგრილობას ესეც ბოლომდე ინარჩუნებს, მაგრამ არის წამები, როცა ცეცხლი გიკრთება მისი სიმღერების ტექსტების წაღიღინებისას – შენ ხარ ჩემი აბსტრაქტული ნამუშევარი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში…პატარავ, ჩემი სიყვარული უფრო დიდია, ვიდრე ფეხბურთის მოედანი…ხანდახან ჩვენ ვიგებთ , ან ვაგებთ ჩვენს ოცნებებს, მაგრამ მე ყოველთვის შენი გუნდის ფერებში მაცვია…მეცნიერებმა არ იციან რატომ ტირიან დინოზავრები…– ყრუდ ექსპრესირებს მოლი ამდენ უთვაბოლო საკითხებზე, თითქოს მხოლოდ თავისთვის.

მოლის შარმი იმაშიცაა, რომ რაც შეიძლება მცირე ტექნიკური ჩარევებით ცდილობს შექმნას “დიდი” მუსიკა. მისი სიმღერები ძირითადად ვოკალზე და ვინტაჟ ელექტრონიკაზეა აგებული. 2008  წლიდან დღემდე ექვსი ალბომის გამოცემა მოასწრო –  These Things Take Time” (2008); Europa (2009);  Follow the Light (2010); History (2011); The Travels (2013); Sólo Paraíso (2014). მის ბოლო ალბომს რაც შეეხება, ამბობენ, რომ მოლიმ საკუთარი თავი 2014 წლის ზაფხულში ბუენოს–აირესში მოგზაურობისას იპოვა და ამით შთაგონებულმა შექმნა “summer cats”. რა სიმბოლურია , – მოლი მოგზაურობს ჩემს საოცნებო ქალაქში , ჩემი საყვარელი მწერლის ქალაქში და ფიქრობს ზაფხულის კატებზე – შავ კატებზე 🙂 იმედია, ასე ნაყოფიერად გააგრძელებს და სიახლეებსაც შეიტანს თავის შემოქმედებაში. მე კი ახლაც მაშფოთებს, რა დემონსტრაციულად მღერის ასეთ “შავბნელ” მომენტებზე:– “I Hope You Die” –, ისეთი სადღესასწაულო ეფექტი დაჰკრავს ხოლმე ამ დროს მის ხმას, სხეულზე კანის ხოჭოები მასხდებიან.  წყნარი, მაგრამ ცუდი გოგოა მოლი.

10906183_1030268466989420_5247399639970586646_n

Advertisements

8 responses to “ზაფხულის კატები

  1. ძალიან დამაინტერესა ამ გოგომ- მოლიმ. მოვუსმინე და მართლაც საოცარი იდუმალება დაჰკრავს. ზედმეტად თავისებურია. არასოდეს მომისმენია შვედი მომღერლების მუსიკა, და კიდევ ბევრია ვინც არ მომისმენია.. შენი პოსტის მერე დავფიქრდი ამაზე..

  2. მეც ყოველთვის მიყვარდა ევროპის ეგ ნაწილი. მიუხედავად რომ ნაცისტებითაა სავსე, კიდევ უფრო მეტი კარგი გოგოები და ბიჭები ჰყავთ. მით უმეტეს, თუ ამ გოგოს ასტრიდ ლინდგრენის გოგოებს დავუმატებთ, ყველაფერ უარყოფითს გადაფარავენ.

  3. soko გამახსენა რაღაცით არადა, სულელური ასოციაციაა, არაფრით არ გავს მგონი 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s