ნაივური

“anybody who rides a bike is a friend of mine”

უნგრული ზღაპრები მქონდა ბავშვობაში. და უნგრეთიც ზღაპრული ქვეყანა მეგონა. მაშინ სად მქონდა დროის აღქმის უნარი (თურმე რა ბედნიერი ვიყავი). ბევრი საათები, დღეები, იქნებ წლებიც გავიდა. დედა გეოგრაფიის მასწავლებელი მყავს და ერთხელაც რუკაზე მაჩვენა – აი , ეს არის შენი უნგრეთიო. ელდა მეცა, რუკაზე მონიშნული სხვა წითელი წერტილების მსგავსი წერტილი სულ არ ჰგავდა წარმოსახულ ზღაპრულ სამყაროს. ჩემს ოთახში ჩავიკეტე და რადიოს მოვუსმინე. ალბათ მაშინ ჩამომიყალიბდა სამართლიანობას ამოფარებული შეუბრალებელი ხასიათი. დრო მხრებზე დამაწვა და ვერაფრით დავუკავშირე საგნებს – მათმა ურთიერთმიმართებამ დამაბნია და იმ 25 წლის სტუდენტივით ამერია თავში ყველაფერი – ლამის მთელი დღე მეც მასავით ვაკანუნებდი დაფაზე უპერსპექტივოდ. არადა, პერსპექტივა ისეთი რამაა, რომელსაც კაცი იყიდდა და ვენაში შეიშხაპუნებდაო. ნაივურმა კაცმა ჩამომძახა ევროპის ცივი მხრებიდან.

დღეს კი, ალბათ ამიტომ ველოდი ასეთი მღელვარებით უნგრელ სტუმრებს – ჩამოვიდნენ თმახუჭუჭა, ქერა უფლისწულები და პრინცესები. მე ბავშვობიდან მხოლოდ სისასტიკე შემომრჩა – მაინც გავუღიმე ადამიანებს, რომლებმაც ბავშვობაში ასე გამიცრუეს იმედები და მივესალმე. მათთვის რომ მეთქვა , 10 წლის ასაკში უნგრულ ზღაპრებს ვკითხულობდი და თქვენზე ვოცნებობდიმეთქი – ალბათ შეცბებოდნენ და ერთმანეთს შეშფოთებულები შეავლებდნენ თავლებს. მაგრამ  ისევ გავიღიმე. ნაივურად. ალბათ ბოროტი სხივიც გამიკრთა თვალებში.

მართლაც რა უცნაურია იჯდე და ჩამოწერო საგნები ან ქმედებები , რომლებსაც პატივს სცემ. ან ცხოველები, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გინახავს. ან ნივთის ყიდვამდე, არ იცოდე რა ნივთის ყიდვა გინდა და მხოლოდ მისი თვისებებით ამოარჩიო ის ნივთი, რომელიც სინამდვილეში გინდა. მაგალითად, საგანი, რომელიც არის მრგვალი, წითელი და იაფფასიანი – ბურთი, ჯამი, საპონი… ამ დროს კი ამ საგნებს არანაირი კავშირი არ აქვთ ერთმანეთთან. ბედნიერები ალბათ მაშინ ვართ, როცა მსგავს რამეებზე ფიქრის დრო გვრჩება. ბედნიერებიც და უფრო კეთილებიც. მართლაც ნაივურია. სუპერიც.

10857854_10200143586269576_4454446559185379045_n

სახლში მივდივარ და ვამბობ ჩემი კატები მენატრებამეთქი. მე კი ამ დროს მხოლოდ ჩემს დებთან ყოფნა მინდა . და არა ჩემ კატებთან. არადა, სულ არ ვიყავი მათთან ერთად – ოთახში ვიკეტებოდი და ფანქრის წვერებს ვაგროვებდი. საჭმელზე მეძახდნენ. ის ეტაპი, რაც იმ 25 წლის სტუდენტ ბიჭს ჰქონდა, მე 10 წლის ასაკში გავიარე ალბათ. მაშინ ვფიქრობდი საგნებზე, დროზე, კოსმოსზე, მზეზე, ხეებზე, რადიოში მოსმენილ სიმღერებზე, ფანქრის წვერებზე. ახლა კი 23 წლის ვარ, ვიღიმი და ბოროტი სხივი მიკრთის თვალებში. თუმცა, არ გეგონოს, რომ კატები არ მენატრება _ უბრალოდ , რამდენიმე დღის წინ ერთმა მიკბინა ქუჩაში და ძალიან გავბრაზდი. არ ვიმსახურებდი.

გუშინ კონცერტზე ვიყავი, ზოგს ემინემის მაისური ეცვა, ზოგს ფარფლების, ზოგს აირონ მეიდენის, ზოგს ჯექსონის და ა.შ. მაინც მიხაროდა, რომ რაღაც აერთიანებდათ და თავს ისე გრძნობდნენ, როგორც უნდოდათ. იგინებოდნენ, იფურთხებოდნენ, კოცნიდნენ ერთმანეთს, ურტყამდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, სვამდნენ, იცნოდნენ – იცლებოდნენ დამპალი გარემოსგან ეს ლაწირაკი მიზანტროპები. მე კი ვიჯექი ფანჯარასთან და ვერც მივხვდი როგორ გამოვცალე მეგობრებთან ერთად შვიდი ბოთლი ლუდი. აღგზნებული ვიყავი, მხარიც გაბრუებული მქონდა . ასეთი რაღაც ჩავიდინე ლავიწებზე. უნგრელებს კი მშვიდად სძინავთ.

10460905_391843847651081_1390323074111124416_o

Advertisements

23 responses to “ნაივური

  1. უნგრეთი მეც ზღაპრული მეგონა რაღაც მომენტამდე :დ ხან ახლაც მგონია, მაგრამ უნგრელების გაცნობის შემდეგ, ლამის გადავიფიქრო ხოლმე :დ

    ეგ რა გიქნია ლავიწზე… ყოჩაღ შენს გამბედაობას. აშკარად დავბერდი, რომ ვერ ვხვდები, რატომ იკეთებენ ამ უცნაურ პირსინგებს ადამიანები. ერთ ჩემს მეზობელს ნესტოებს შორის აქვს ხარივით, მეორეს წარბებს შორის და ერთსაც ლოყებზე, ნასვრეტების ილუზიის შესაქმნელად.
    უცნაურია სამყარო… 🙂

    • ესენი საყვარლები არიან…^^ შენ “წაბილწულ” უნგრელებს იცნობდი, სოფო? :))

      ასეთი პირსინგები გგონია მე მომწონდა? არა 🙂
      მაგრამ სამსახურიდან ისეთი დაღლილი გამოვედი, რომ გზაში მომაფიქრდა, ალბათ ასეთი მომეწონებოდათქო ლავიწზე . და იმ დღესვე გავიკეთე. ერთგვარი განტვირთვა იყო ალბათ ჩემთვის 🙂 ჯასთ ით )))

  2. პოსტს წინ წამძღვარებული ფრაზამ, ყველაზე მეტად მომაწონა ეგ წიგნი ❤

  3. ახლა ვიფიქრე რადენი ხანია მაგას ბლოგზე არ შeმიხედავს მეთქი და დამხვდა ლავიწზე გაკეთებული პირსინგი და მე საერთოდ ვგიჟდები გამხდარ გოგოებზე, ლავიწის ძვლები რომ უჩანთ, რაღაცნაირად. well done:)

  4. წინ წამძღვარებული/რანაირი სიტყვაა. სავარაუდოდ, არასწორი/
    ფრაზის გამო წავიკითხე;

    ჰო, და არ ვინანე.
    ბავშვობის სიმწარეები ცუდია,
    მაგრამ მე ზოგი ‘ბავშვობის’ რამ , სულ ახლახანს ჩამიმწარდა, და უარესია , მგონი. არასწორად გახსენდება. искаженно, ქართულად არ ვიცი, როგორ იქნება. 🙂 და ჯობს , ალბათ, ბავშვობაშივე ‘გაჯახონ’ და სიმართლე იცოდე, და სწორად გახსოვდეს ბავშვობის პერიოდი, ვიდრე ისე, როგორც მე მენგრევა, თანდათან.

    • ისეთი არაფერია არ იყო, მაგრამ რატომღაც მაინც ძალზე მკაფიოდ დამამახსოვრდა უნგრეთის ამბავი .
      წინ წამძღვარებულ სიტყვას რაც შეეხება, “ნაივური” სუპერი”- ეს წიგნი იწყება ამ სიტყვებით. ამით შევეცადე მიმენიშნებინა, რომ ამ პოსტს წერის დროს ამ წიგნის იმპრეშენებს ქვეშ ვიყავი ))))

      • ^_
        ჰო, წვრილმანები უფრო გვახსოვს ზოგს :დ
        უნდა გავაბლოგპოსტო ერთხელ მეც ჩემი მოგონებები.

  5. ^_^ მარჯვენა ფოტო განსაკუთრებით კარგია, ასე მგონია მზეზე წვეთებივით უნდა აციმციმდეს :დ
    ძალიან მომწონს. მაგ ადგილზე არ მიფიქრია, მგონი არც მინახავს და რა ლამაზი ყოფილა

    პ.ს. და ყელსაბამი კიდევ სუპერ

    • მარჯვენა ფოტოს ეტყობა, რომ ჩემი გადაღებული არაა და იმიტომაცაა ალბათ უკეთესი 😀
      არც მე მიფიქრია არასდროს ლავიწზე, არც კი დამითვალიერებია სურათები, როგორი შეიძლება ყოფილიყო იქ პირსინგი.
      მმმ, ყელსაბამი ^_^

  6. ერთხელ მარიმ ამიხსნა კატის მისეული თეორია. რომ მნიშვნელობა არ აქვს რამდენად იმსახურებ მის კბენას ან მოფერებას, მთავარია, თვითონ რა უნდება.

  7. უნგრელებზე არასოდეს არანაირი წარმოდგენა არ მქონია, სანამ უცბად არ შემოიჭრნენ ჩემს ცხოვრებაში 🙂
    მომწონს შენი პირსინგი და შენ 🙂

  8. ლავიწი მომეწონა ❤ ნაივური სუპერიც მომწონს, თუმცა მეც გაცილებით პატარამ გავიარე ეგ ეტაპი. ქართველები სწრაფად ვიზრდებით 🙂

    • მადლობა თიკო, მიხარია, რომ აქაც ხარ ^^
      კი, სამწუხაროდ მალე ვიზრდებით… მიუხედავად იმისა, რომ მეც ადრე გავიარე ეგ ეტაპი, მაინც საინტერესო იყო .. :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s