უბრალო ამბები

10429252_732338466855284_1644100206278490677_n

ამბები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიწყოს იმ ამბით, თუ როგორ ძალიან მენატრება ჩემი შავი კატები.

გუშინ მე და ლიკა ვეგანების სარდაფში ვიყავით. გავიცანი გოთი შერი; ჰიპერაქტიური ოლეგი, რომელსაც ქართულად ერთი სიტყვაც არ ესმოდა; დახვეწილმანერებიანი ლევანი; ერთი ანარქისტი ბიჭი სკინად წოდებული და გამხმარი იტალიელი, რომელიც თურმე ყველას სისტემის მონებს გვიწოდებს. იყო მზესუმზირები, ქვაბში ჩამწვარი ბრინჯი, წიწიბურას ნარჩენები, მუყაოზე მიჩხაპნილი “ამბები” და შიშველი იდეები. ვთბებოდით, ვლპარაკობდით, მე და შერი დროდადრო ლიკას გულუბრყვილო კომენტარებზე ვხუმრობდით , ვგეგმავდით სარდაფის მოწესრიგებას და მხოლოდ საღამოს ცხრა საათზე გამახსენდა, რომ გარეთ “მეგობარი” მელოდებოდა ლივერპულიდან ლივერპულელი სტივენის გამოგზავნილი ლივერპულის მაისურით. ძალიან ლამაზი გამოდგა, თან ზუსტად მომერგო. სიტყვა “გამიხარდა” ვერ გადმოსცემს ჩემს წუხანდელ აღფრთოვანებას, რადგან დიდი ხანია ასეთი ლამაზი და ორიგინალური საჩუქარი არ მიმიღია. ვაკოცე, ის “მჩხვლეტავი აღგზნებაც” გადავყლაპე , ვუთხარი რომ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და ალბათ, კიდევ ერთხელ მოვიტყუე თავი (?).

webcam-toy-photo3

იმის თქმა მინდა, რომ კარგი რაღაცეებიც ხდება და უბრალოდ, მინდა, რომ აქაური დღიური ამას იმახსოვრებდეს – ერთხელაც ისევ რომ დადგება ცუდი დღეები, უნდა მახსოვდეს ის ძველი კარგი დღეები. არაფერი განსაკუთრებული. ახალი სამსახურიც დავიწყე__ლამაზ, მშვიდ გარემოში ვარ. სოციალურ ქსელებსაც შევეშვი_გერმანულიდა რუსული ენების თავიდან სწავლა მომინდა და ეკნონომიკა-ფილოსოფიისკენ ისევ მოტრიალება. სასხვათაშორისოდ მივაწერე კიდეც, კარგად იყავით ორი-სამი თვითმეთქი. DREAMCATCHER-ების შექმნასაც მივყავი ხელი, ეს პროცესი საოცრად მამშვიდებს __ ვფიქრობ გავაგრძელებ, თუნდაც ჩემთვის. ქვემოთნაჩვენები პირველი მცდელობაა ამისა; ცოტა ხანი მარი და სალოს ოთახში ეკიდა, მაგრამ მერე დედაჩემს გავუგზავნე ❤

10688064_993274254022175_6661462326865888893_o

ხოდა ჩემი ჯენისი აქაც უნდა იყოს, იმდენად მაბედნიერებს ხოლმე ამის გახსენება: ხშირად გამიგია გერმანიიდან ჩამოსული მორიგი გაწბილებული ქართველების წუწუნი გერმანელებზე, – ცივები, უხეშები, მათთან ხომ ვერ “ითანამშრომლებო”. ცხადია, ქართველთათვის ჩვეული ყველა წარუმატებლობის სხვებისთვის გადაბრალების კომპლექსი ვუწოდოთ , ხო, ან პრინციპში რამე უარესის მოფიქრებაც შეიძლება. ამ სურათს კი ახლახან გადავაწყდი. ხოდა , რისი თქმა მინდოდა___ ცხელა ერევანში; ყველა გაკრეფილი იყო ჰოსტელიდან-ერთნი რუმინელ ლამაზმანებს დასტრიალებდნენ ხის ჩრდილში; პორტუგალიელები ჩვეულებრივ ოხუნჯობდნენ თავიანთ ოთახებში; უკრაინელები ლეპტოპებს მისხდომოდნენ უკრაინული ზაფხულით დაზაფრულნი. მოკლედ, ყველა რაღაცით იყო დაკავებული. თავისუფალი დრო მოვიხელთე და გამახსენდა, რომ კაბის დაუთავება მინდოდა, უთოც მოვიძიე. მითხრეს ჰოსტელის გერმანელ მეპატრონეებს ვწვეოდი პირველ სართულზე, ხოდა, ბევრი ვიარე თუ ცოტა, დიდ მუხასთან რომ მარცხნივ გავუხვიე და მერე მარჯვნივ რომ ვიარე კიდევ დიდხანს, მივადექი ჯოზეფს და მის მეუღლეს.

10749962_10152746247995845_3418030679574922966_o

სხვაგან აღმოვჩნდი. დამავიწყდა, რომ მეორე სართულზე ერევანი მქონდა დატოვებული. გუთენ თაგ წავიბურტყუნე და უთოს ვეძგერე. რადიოა ჩართული; ხანშიშესული ჯოზეფი ლუდს წრუპავს და დროდადრო თვალებს წკურავს; მისი თმაგადაკრეჭილი, უფრო ასაკოვანი მეუღლეც ენერგიულად დაფუსფუსებს და დროდადრო თეთრ , გასიებულ კატას წაეკინკლავება ხოლმე. ვუყურებ, მეცინება-თავიანთი პატარა გერმანია აქვთ მოწყობილი ამ შორეულ, მიყრუებულ ერევანში. ხოდა, ამ დროს ჰოი საოცრებავ__ჯენისის ხრინწიანი პის ოვ ჰარტ მოასკდა რადიოდან ოთახს. უცებ თითქოს მიწა იძრა, მაგიდები, სკამები,ყველაფერი ერთად შეტორტმანდა და რას ვხედავ, 70 წელს მიღწეული ქალი ბედნიერებისგან ცქმუტავს, ბოლომდე უწევს ხმას და პატარა ბავშვივით ცეკვავს-მთელ ოთახს ავსებს ბზრიალით. ჯენისს თითქოს ესეც არ ყოფნისო და თავის ჩახლეჩვამდე სუფთა ბგერებს ყურებში გვიკიჟინებს. ჯოზეფი ულვაშებში იღიმის და სიცხისგან, ლუდისგან თუ ერთ დროს თავისი ულამაზესი ცოლისგან თავბრუდახვეული უფრო ნაბავს თვალებს. ცხოვრებაში პირველად ვინანე ჩემი მოკლე კაბებისადმი ვნება__მინდა რომ უფრო გრძელი იყოს და არასდროს დასრულდეს დაუთოვების პროცესი. რომ ვუყურო ამ სილაღეს, ამ ხმებს, მაგრამ უხერხულია. წელათრეული მივლასლასებ. კიდევ როდის მოვისმენ ასეთ ჯენისს.

შეხედე, აქ როგორ ძალიან იქალა:

10689668_631083800329647_3459554101202245775_n

ჩემი ლივერპულელი ბიჭები კი სულ გამოშტერდნენ და სულ აგებენ, აგებენ და აგებენ. არაფერი ისეთი. ყველგან აღმართ-დაღმართობანას არ ვთამაშობთ ხოლმე? წუხელ მეგობრები მესტუმრნენ-გამიხარდა მათი ბედნიერი სახეები. მერე ისევ “მულწიკები”_ბოლო დღეებში ვინ მოსთვლის რამდენს ვუყურე – დროებით თავისუფალი დღეებით უმოწყალოდ ვსარგბელობ. დღესაც ცხრა საათზე თათბირია__ახლა ვზივარ, სიმღერებს ვუსმენ და სურათებს ვათვალიერებ. ლივერპულში შორეული თუ არც ისე შორეული ესპანეთიდან გადმობარგებული პატარა ბიჭები კი ასე ერთობიან__ალბერტო მორენო და მანკილიო. ალბერტოს ძაღლი ალი მართლაც საძაგელი ვინმეა, არ ვიცი რა ჯიშის წარმომადგენელია ეს ღორისებური ცუგა, მაგრამ მაინც გამიხარდა რომ ალბერტო ცხოველთმოყვარულია, ისედაც კეთილი და პატიოსანი ყმაწვილი ჩანს, როგორც მოედანზე, ისე …

სიმღერებიდან ეს ავიჩემე. დანრჩენი კი…ვისაც გინდათ ლამაზ დღეებს გისურვებთ.

Advertisements

12 responses to “უბრალო ამბები

  1. ხმის ჩახლეჩვამდე სუფთა ბგერები :3

    ჰო, ლივერპულზე მინდოდა მეთქვა, კარგად მესმის ახლა შენი, მაგრამ რომ იცოდე მოგება აუცილებლად მოვა და ათჯერ უფრო გემრიელი იქნება, ვიდრე სტაბილურად მიღწეული გამარჯვებაა ხოლმე. ნერვებზე მოქმედებს, მაგრამ მერე გაგახსენდება, რომ ასე ჯობია (შენ კი არა მე ვერ ვივიწყებ თქვენს ბოლო ჩლ–ს. ეგეთი წითელი და ლამაზი მოგება არ მახსოვს).

  2. მე კიდევ ასეთი ოქროს წესი მაქვს, რომ საქმე არ დავიჭირო ყოფილი საბჭოეთის მოქალაქეებთან, თუნდაც ორმაგის გადახდა მომიწიოს გერმანულ სერვისთან. ანუ აქ არის მაგალითად რუსული მაღაზიები, ავტოსალონები, სადაც შედარებით იაფია საქონელი, მაგრამ ან ვადაგასული იქნება, ან ვიღაცა შენს გაცურებას შეეცდება და მოკლედ, ზედმეტი ნერვებისმოშლას რომ ავცდე, საერთოდ ვივიწყებ, რომ მეც საბჭოთა კავშირში დავიბადე ოდესღაც (1984) :დ
    ზუსტად ამიტომ წუწუნებენ ეტყობა ქართველებიც, რომ გერმანელები მათგან მოითხოვენ შრომისმოყვარეობას, პუნქტუალობას, საქმისთვის თავდადებას და ვის მოეწონება ასეთი საქმე? :დ

    დღეს მე და ეზრა ვსეირნობდით და ახალგახსნილ ვეგან კაფე-მაღაზიაში შევიარეთ. ნახე, შენ ვეგანი ყოფილხარ 🙂 მე არ ვარ, ბუნებრივია. ვეგეტარიანელობისკენაც კი არ ვიდრიკები, ხორცი და რძე ჩემთვის წმიდათაწმიდა საკვებია :დ უბრალოდ, ბევრი საკაიფო რაღაც იყიდება იმ მაღაზიაში და თვალიერება მომწონს. ფასები კი სასწაულად ძვირია, რა უბედურებაა, არ ვიცი, რა ბრილიანტებს უნდა უდებდნენ ტოფუს ყველსა თუ ძეხვში?

    • თავდადებას გადაჩვეულნი ვართ, რადგან სხვა უფრო “თავდადებულნი” (უფროსნი,მენეჯერნი და სხვა ხელისუფალთაგანი) არ აფასებენ ელემენტარულ თავდადებასაც კი 🙂 თუმცა ეს სხვა თემაა მაინც.

      ვეგანი არ ვარ – ვეგეტარიანელი ვარ. ჩვენთანაც ძვირია ახლა ყველაფერი, ამ დროს განსაკუთრებით, ერთი ცალი ბულგარული წიწაკა 1.80 ად ვიყიდე ამას წინათ ))

  3. რა მაგარია. ნეტა მეც ვიცოდე Dream catcherebis ქსოვა და ვუსმენდე ჯენის მიყრუებულ ადგილას, რომ მარტო ჩემთვის ჟღერდეს!!!!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s