ადამიანი-გრიზლი

1509265_268606536654386_2217989980487630415_n

კატმაის ეროვნულ პარკში ბინადრობს დაახლოებით 3000 ალასკური გრიზლი, რომელთაგან ერთი დაახლოებით იწონის 453.5 კილოგრამს. (Van Daele 2004)

ტიმოთი ტრედველზე მინდოდა რამის თქმა. ლამის ერთი თვე გავიდა, რაც ეს ადამიანი გავიცანი, მაგრამ არაფერი გამომივიდა –– ზოგიერთ ადამიანთან სიტყვები უძლურია. პირველი შემთხვევა არაა – ხშირად მეუბნებიან ხოლმე, ეს წაიკითხე, ამას უყურე, ამას მოუსმინე და მერე შენი აზრი მითხარი. მეც ვკითხულობ, ვუყურებ, ვუსმენ და თავში არანაირი აზრი არ მომდის. უბრალოდ, ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ვნახე, ვუყურე და მოვუსმინე. რა უნდა დავამატო.

მერე დრო გადის, ახალი დილა თენდება, ძველებურად სვამ მოცვის ჩაის, თავს იწესრიგებ, სახლიდან გადიხარ, მეგობრებს ხვდები, კითხულობ, სხვა ფილმებს უყურებ და ხვდები, რომ ყველა სხვა აქტივობების მიუხედავად, რაღაც ერთით ხარ დაკავებული – რაღაც ერთი პროგრამა გაქვს თავში გაშვებული, რომელიც გრკალავს , მოსვენებას არ გაძლევს და სხვა ამაოებანს შენთან მოახლოების უფლებას არ აძლევს.

2003 წლის 6 ოქტომბერს კატმაის ეროვნულ პარკში აღმოჩენილ იქნა 46 წლის დილეტანტი მკვლევარის, ფოტოგრაფის ტიმოთი ტრედველისა და მისი 37 წლის მეგობარი გოგონას ემი ჰიუგენარდის დათვის თავდასხმისგან დანაწევრებული სხეულები. კვირას, 2003 წლის 5 ოქტომბერს , დილის თერთმეტიდან თორმეტ საათამდე ტიმოთი და ემი სატელიტური ტელეფონის დახმარებით იუწყებოდნენ , რომ იმ დროისთვის სიმშვიდე იყო მათ გარშემო. თუმცა, ეს მოჩვენებითი სიმშვიდე აღმოჩნდა. ტიმოთი 13 ზაფხულის განმავლობაში ცხოვრობდა ველურ ალასკაზე, სხვადასხვა ეროვნულ პარკებში (ძირითადად კატმაის ეროვნულ პარკში) მრავალრიცხოვანი, უზარმაზარი გრიზლების გარემოცვაში.

Untitled

არ ვიცი ვინ იყო ტიმოთი, რა უნდა, რის მიღწევას ცდილობდა, მაგრამ ვიცი ის, რომ ამ ტრაგიკული ისტორიის ერთადერთი გმირი მისი მეგობარი გოგონა ემი ჰიუგენარდია – ქალი, რომლის შესახებაც ყველაზე ცოტა ვიცით. ის არც ჩანაწერებში ფიგურირებს, არც ტიმოთი მონოლოგებში, მაგრამ ვიცით, რომ ერთადერთი იყო, რომელსაც ბოლო წუთებამდე არ მიუტოვებია ეს დეტრუქციული ფსიქიკის მქონე პიროვნება.

ტიმოთი იყო ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მიემართა თავისი უსაზღვრო ძალა და ენერგია რამე კონკრეტული საქმისკენ, რომელიც დიდ ნებისყოფას და გამძლეობას ითხოვდა. სხვა შემთხვევაში ის სხვებისთვის იქნებოდა დამანგრეველი. ცნობილია, რომ ბავშვობიდან სვამდა, ეწეოდა, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაც ხშირად იმყოფებოდა. სხვადასხვა ეროვნული პარკებში დათვებს შორის ხეტიალისას ბევრჯერ შეუშფოთებია რეინჯერები სხვადასახვა წესების დარღვევით, რის შედეგადაც ბევრი საჩივარი დაუგროვდა მათი მხრიდან. ეს არ იყო ნორმალური. თუნდაც მისი ნევროტული ქცევა კამერასთან ჩემთვის დამთრგუნველი იყო – ტიმოთის შეეძელო ერთი ჩვეულებრი მონოლოგი სულ მცირე ოთხჯერ მაინც ჩაეწერა , თუ ისე არ გამოუვიდოდა, როგორც უნდოდა. თუ გადაწყვეტთ მისი ჩანაწერების ნახვას, დაინახავთ პატარა, ახირებულ ბავშვს, რომელსაც უზარმაზარი 1000 პაუნდიანი გრიზლი პატარა, სათამაშო ტედი ჰგონია. საბოლოო ჯამში , შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ დათვებმა აპოვნინეს ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. თუმცა, შეეწირა კიდეც საკუთარ “ამბიციებს”.

hh

ტიმოთის რომ ვუყურებდი, მეცოდებოდა და მშურდა კიდეც – წარმოიდგინეთ ადამიანმა იცხოვროს ამდენი ხანი ასეთ პირობებში გრიზლებთან ერთად. ერთი შეხედვით , ასეთი ნაბიჯის გადადგმა ხომ უდიდეს ძალას მოითხოვს! მაგრამ ისევ ილუზია ბუნებაში ურჩხულების არსებობის აუცილებლობის შესახებ, რომლებიც ახმაურებენ გარემოს, ქმნიან ბუნების “უწყვეტ ჩურჩულს”, როგორც ფუკო იტყოდა. თუმცა, ტიმოთის გულუბრყვილობის თუ თავზეხელაღებულობის შემხედვარე მიჩნდებოდა იმის შეგრძნება, რომ მისთვის მსგავს ხიფათებთან გამკლავება არანაირ ნებისყოფას არ მოითხოვდა. შეიძლება ითქვას, რომ არც არაფერი არ ჰქონდა დასაკარგი. ხიფათი მისი მოთხოვნილება იყო. აი, როგორც ადამიანს აქვს მოთხოვნილება ფანჯარა გამოაღოს და სუფთა ჰაერი ისუნთქოს, ისე იყო ტრედველისთვისაც გრიზლებთან თამაში.

ნებისყოფის სიძლიერე მოთხოვნილების სიძლიერის პირდაპირპროპორციული არ არის. მოთხოვნილების სიძლიერე თავის მხრივ აპირობებს იმპულსურ და არა ნებისმიერ ქცევას. სწორედ ამიტომაა, რომ ძლიერი პათოლოგიური აფექტი სრულიად გამოდევნის ხოლმე ადამიანის ცნობიერებასა და ნების ელემენტებს, მათ ადგილს იკავებს მხოლოდ უაღრესად უკიდურეს ვნებამდე მიღწეული მოთხოვნილება. ამიტომაც არამართებულია ნებისყოფის მოთხოვნილების ინტენსიობის შესაბამისად დახასიათება. ტრედეველის მაგალითზეც ნათლად ჩანს – უნებისყოფო ადამიანის უკიდურესი ვნება და ერთით მეტი ტრაგიკული ისტორია.

Advertisements

2 responses to “ადამიანი-გრიზლი

  1. გახსოვს, ის კაცი, ვერ ვიხსენებ სახელს, თუ არ ვცდები ავსტრალიელი იყო და ნეშნლ ჯეოგრაფიკის არხზე ჰქონდა შოუ ნიანგებთან. ანუ ახლოს მიდიოდა, უჩიჩხინებდა, აშკარად შეაწუხა და ბოლოს მათი მსხვერპლი გახდა :0(

    სასწაულად ჰუმანური ვარ და ადამიანები ჩემზე მეტად ვის უყვარს, მაგრამ ვერ ვხედავ ამაში ვერაფერ დიადს, რომ მიდიან ადამიანები და სიკვდილს პირდაპირ პირში უვარდებიან.
    და კიდევ, დაანებონ ამ ცხოველებს თავი, რატომ ურღვევენ პირად ზონას? ხომ არ მოდიან დათვები და დაგვდევენ, უყურებენ ჩვენს ყოფას?

    ან კიდევ, ზვიგენების არ იყოს, იმ დღეს წავიკითხე, სადღაც ზვიგენებზე ნადირობა გამოაცხადეს, რომ თურმე სერფინგისტების სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს. ამას ვეძახი მე სიღორეს. ზვიგენი თავის ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს და ასე შექმნა ღმერთმა, რომ ვინც მის ტერიტორიას გადაკვეთს, თავს უნდა დაესხას საკუთარი ტყავის დასაცავად. უცებ მოდიან უსაქმური ადამიანები, რომლებსაც ტალღებზე სრიალი მოუნდათ და უნდა დახოცონ ზვიგენები თავისი სიამოვნებისთვის 😦 მოკლედ, მე თუ დავიწყე, ვერ დავამთავრებ, ხომ იცი :დ (კაი, გეყო, სოფი, წადი დაიძინე, თუ ქალი ხარ!)

    ამ ტიმოთის კიდევ ისეთი ისტორია აქვს, ნარკოტიკები, სმა და ა.შ., ნებისყოფაზე საუბარიც ზედმეტია.

    • დიახ სოფი, ვიცი ის ადამიანი ნიანაგებს რომ უჩიჩხინებდა.კარგი გამახსენე. ადრე თითქოს აღფრთოვანებული ვიყავი, მაგრამ ტიმოთის და კიდევ სხვების მაგალითზეც დავრწმუნდი, რომ ისინი ცხოველებს, ცხოველებთან დაკავშირებულ თავიანთ სახიფათო თავგადასავალს უბრალოდ იყენებენ იმისთვის, რომ საკუთარი კომპლექსები, არასრულფასოვნების კომპლექსია თუ რაცაა, დაძლიონ, ადამიანებს მოშორდნენ , თან არც არაფერი აქვთ დასაკარგი. და პლუს თუ ამ შენ “ამპარტავნებას” პოპულარობაც მოაქვს, რატომაც არა?!
      მისი გერლფრენდი შემებრალა, თითქმის არ ჩანს მის ვიდეოებში, ან თუ ჩანს, მხოლოდ თმებჩამოფარებული-ჩვენ მას არ ვიცნობთ და არ ვიცით რა მიზნები ამოძრავებდა, მაგრამ ტიმოთის ახირებების მსხვერპლი გახდა თითქოს.
      ტიმოთი კი ___ გმირი არ არის 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s