მწვანე

10710796_611603505632462_6260656343124487810_nიმაზე ლაპარაკიც დამღლელია, თუ როგორ დავიღალე, რა რთული დღეებია, როგორ მიჭირს გაძლება, როგორ არაკომფორტულად ვგრძნობ თავს , როგორ არ მრჩება დრო ჩემი საყვარელი საქმიანობებისთვის და ა.შ. ამიტომ სათქმელიც გამომელია. არანაირი საზრდო ჩემი გონებრივი განვითარებისთვის, წინსვლისთვის. საერთოდ არანაირი. ამიტომ იმაზე მაინც ვილაპარაკებ, რასთანაც უფრო მეტი შეხება მაქვს ჩემი საწოლის შემდეგ – ანუ საჭმელზე 🙂

რაც ვეგეტარიანელი გავხდი, მივხვდი რამხელა არჩევანი ყოფილა ჩემს წინაშე. თითქმის ყოველ დღე, როცა სახლში ვბრუნდები, იმდენად მსიამოვნებს მწვანე ფერი, მცენარეულობა, რძის პროდუქტები ჩემს პატარა მაცივარში, რომ რაც არ უნდა გადაღლილი ვიყო, მაინც ვახერხებ რამე ახალი მოვიფიქრო და გემრიელად მივირთვა ჩემს მეგობრებთან ერთად. მარიამიც ვეგეტარიანელია, ჩემი დამზადებული თითქმის ყველაფერი მოსწონს და ყველაფერს მიირთმევს, თუ ცხადია გვიან მოსულს რამე დარჩა 🙂 სალომეს რაც შეეხება, აქ უფრო რთულადაა საქმე – თითქმის არასდროს არ მიირთმევს ჩემს დამზადებულ “კერძებს” და შორიდან ამრეზით გვიყურებს მე და მარის. თუმცა, ამ ბოლო დროს ამ მხრივაც წინსვლა იგრძნობა. მიხვდა, რომ არც ისე საშინელ რამეებს მივირთმევთ. იმედია, თავადაც მალე გადაეჩვევა ზედმეტად ცხარე საკვებს.

Photo0100გუშინაც თითქმის 15 წუთში სამი გემრიელობა გავაკეთე. ზაფხულში, სომხეთში ყოველ დილით ძალიან გემრიელ რამეს მივირთმევდით. გამახსენდა, მომინდა, ვიყიდე არაჟანი და მწვანე ხახვი, არაჟანს ცოტა წყალი დავამატე , ხახვი წვრილად ჩავაჭერი, ცოტა მარილიც და ძალიან გემრიელი სოუსი გამოვიდა. სალომემაც კი მიირთვა 🙂 მეორე კერძი ვეგეტარიანული ცეზარი გამოვიდა. პური დავჭერი კუბიკებად, მოვხალე ტაფაზე, გადავიტანე ჯამში, დავამატე სალათის ფურცლები, გახეხილი სულგუნი, ცოტა მაიონეზი, მარილი, მდოგვი და გამოვიდა ძალიან გემრიელი. საბედნიეროდ მარისთვისაც მოგვრჩა ცოტა.

Photo0096Photo0098შემდეგ სუპიც მომინდა. ორი პატარა კარტოფილი, ორი ბულგარული წიწაკა წვრილად დაჭრილი, ხახვი, პატარა ვარსკვლავების ფორმის ვერმიშელი, ბევრი ქინძი, გალინა ბლანკა და სუპიც მზადაა. ძალიან მარტივად და ძალიან მოკლე დროში ვნაყრდებით საშუალოდ სასარგებლო საკვებით.

Photo0103თუმცა…შეიძლება დილით სულ სხვა სურათი დაგხვდეთ. რას ვიზამთ, ამასაც ვერ ავცდებით 🙂

Photo0109

Advertisements

10 responses to “მწვანე

  1. სოიო არ გიცდია? 🙂 გაარკვიე სად შეგიძლია იყიდო და როგორ მიხედო, ძალიან გამოსადეგი რამეა. ცილებს რომ შეიცავს მაგითი ხომ არის კარგი, კარგადაც ანაყრებს და ძალიან ბევრი რამ გამოდის, ხორცს ჩაგინაცვლებს ბევრ რამეში.
    კიდევ კარტოფილის კატლეტებს გასწავლი თუ გინდა, კარგი რამეა :*

    • ერთი პერიოდი, ადრე, სოიოზე ვიყავი “შემჯდარი”. მაშინ ამოვწურე ყოველგვარი ლტოლვა სოიოს მიმართ. ახლა ორ თვეში ერთხელ თუ შემიძლია მივირთვა პომიდორით და ხახვით. თან აქ საშინელება იყიდება. ყრია ტომრებით და თან რამხლები, ხომ ეტყობა ისედაც რომ ქიმიური მუტანტია.
      კარტოფილის კატლეტები ძალიან მიყვარს, დედა მიკეთებს ხოლმე ❤ მე ჯერ არ მიცდია გაკეთება და ვიზამ ერთხელაც.
      მადლობა..

  2. ეს ყველა კერძი ნაცნობია ჩემთვის, ვეგეტარიანელი რუმმეითი მყავდა 🙂 მე მაქვს ერთი საფირმო ქათმის სალათა და როცა ვამზადებდი ხოლმე, სუზანისთვის ცალკე ვაკეთებდი ქათმის გარეშე, რა თქმა უნდა, და ერქვა “ქათამი გაიქცა” :))

  3. სამსახურში განსაკუთრებით ვიტანჯები ნორმალური საკვების მიღების საშუალება რომ არ მაქვს. სახლში ღამის 11 საათზე ვბრუნდები და დედას გაკეთებული კერძი რომ შევჭამო ჩემი ფრანგული წონა ვერ გაუძლებს და ,,უთავმოყვარეოდ გასუქებულ ქალთა” რიგებში აღმოვჩნდები. თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გურმანი ვარ და ჭამა მიყვარს და კიდევ ძალიან პრეტენზიული მჭამელი ვარ, ეს N1 პრობლებად იქცევა ხოლმე:))) შენი პოსტი იყო პირდაპირ ცეცხლის წაკიდება: )))) სიამოვნებით დავაგემოვნებდი.

    • 10–15 წუთის ამბავია. შეგიძლია გააკეთო ღამით გემრიელი სალათა და კონტეინერით წაიღო სამსახურში, მიირთმევ გემრიელად.
      ბოლო დროს ასე ვაკეთებ და ძალიან მიხარია გარეთ ნაყიდ ლობიან–ხაჭაპურებს რომ არ ვჭამ ხოლმე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s