keeping away

რამდენიმე დღის წინ ყოფილმა თანამშრომელმა მთხოვა ერთ–ერთ კვლევაზე გავყოლოდი კიკეთში, გამომდინარე იქიდან, რომ სამუშაო პლანშეტში საჭირო პროგრამის გამოყენება არ იცოდა. მიუხედავად გადაღლილობისა, არ დავიზარე და გავყევი. კიკეთში არასდროს ვყოფილვარ და ვიფიქრე, რომ ერთი საყვარელი აგარაკებით დახნუძლული პატარა სოფელი იქნებოდა. ასეც აღმოჩნდა, მაგრამ მაინც ძალიან გამიჭირდა მუშაობა , თან იმის გათვალისწინებით, რომ საშუალოდ აუტანელ ადამიანთან ერთად მიწევდა ორი დღე ყოფნა. წარმოიდგინეთ გაურკვევლი ასაკის გაუთხოვარი, ხარბი ქალი, რომელიც მიზერულ თანხას დაჰფოფინებს თავს და ა.შ. ––– სხვა მრავალი. კიკეთი ძალიან პატარა სოფელი აღმოჩნდა–პატარა მთების. ირგვლილ ტყეები, მთები, ცა, ნისლი, ღრუბლები, წვიმა, საქონლის და ფოთლების სუნი.

თავიდან ერთი სული მქონდა, როდის მოვრჩებოდით და როდის მოვცილდებოდი ამ ქალს და იქაურობას. ამის პარალელურად ჩემი მობილურით სურათებსაც ვიღებდი ხოლმე–ისე, ინსტიქტურად თუ როგორცაა. მიდიხარ და მოწყენილობისგან წკაპ, წკაპ, წკაპ. თან იცი, რომ იმ სურათებში არც არასდროს არ შეხვალ–როგორც ყოველთვის. დარწმუნებული იმაში, რომ არც არაფერი მომხდარა აღსანიშნავი; რომ ეს დღეც ისეთივე აპათიური იყო, როგორც შენ და სხვა დანარჩენი დღეები; რომ ესეც ერთ–ერთი გასაყინ წუთებთაგანია. მერე რატომღაც შედიხარ მობილურის სურათებში და აღმოაჩენ, რომ პრობლემა გარემოში კი არა,შენშია. რომ შენს გარდა ყველაფერი ლამაზია; შენს გარდა ყველა კარგია; რომ მხოლოდ შენ ვერ აქციე ის წუთები ღირსშესანიშნავად; რომ სამყაროს მხოლოდ შენ ამახინჯებ.

ბურუსი; ხეები; ყვითელი; ეზოდან გამოპარული ბაჭია; ძილისგუდა სიამის კატა, სახელად ტიმატი; მისი უსაყვარლესი ქალბატონი; მთვრალი მამრის ერთგული ცხენი; (ცხენს და იმ მამრს ადევნებული ერთგული ძაღლის სურათი იგულისხმება) ; ღვთაებრივი მიტოვებული აგარაკი და დაცლილი აუზი – ფოთლებით სავსე; ფანჯრებთან ატუზული მაგა; სახლში თეთრი კედლები, ხის კიბეები, ბევრი ნახატები და შანდლები. და კიდევ ფერადი მთები, რომლებიც ასევე იგულისხმება. ვუყურებდი და ვფიქრობდი – ნუთუ ასეთი ლამაზი იყო ყველაფერი და მაინც არ ვიყავი ბედნიერი?!

Photo0051

Photo0047

Photo0077

Photo0064

Photo0065

Photo0075

Photo0056

Photo0053

Advertisements

5 responses to “keeping away

  1. აი, ხომ ხედავ, უკვე სულ სხვა თვალით შეხედე დღეს:) ბედნიერების უნარი კი არ დაგიკარგავს, უბრალოდ თანამგზავრი შეგხვედრია ცოტა კონტექსტიდან ამოვარდნილი:))))))

  2. კიკეთი ძალიან კარგია. ახლა იქ დიდი თოვლი დევს :დ
    წმიდად ძენ ბუდისტური პოსტია. ყველაფერი შენს ხელთაა 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s