ერთი ქალი, ოთხი აქლემი და შავი ძაღლი

1408353305594_wps_36_UNSPECIFIED_AUSTRALIA_JAN

It’s a completely different way of being in landscape.

ფეი დიდი გოგოა, მაგრამ ჩემი აზრით, მაინც საშინლად ინფანტილურია. ფილმებსაც მსგავს გოგოებზე არჩევს და მირჩევს. “Tracks” რომ ვნახე, ვთვლიდი, რომ იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში მეც ერთი ქერა, ჭორფლიანი გოგონა ვიყავი შავი ძაღლით და ოთხი აქლემით. თან სად – ავსტრალიის უდაბნოებში მოხეტიალე. ღამის უძილობისგან შემცივნებული საოცრად გავთბი ამდენი სიცხისგან და ხვატისგან. თან რა ლამაზი სანახავი იყო – სულ მზე, ნათელი, მტვერი, ქვიშა, ქარი. მართალია, კლეზიოს უდაბნოსთან მოთამაშე ლალას ვერ შევადარებით თავზეხელაღებულ რობინ დევიდსონს, თუმცა არის რაღაც საერთო – უდაბნო. რობინს ვერც კრისტოფერს შევადარებთ “Into the Wild”-დან, მაგრამ კარგად თუ ვიფიქრებ, აქ უკვე აღმოვაჩენ საერთო ხასიათს .

1002492_203417509840536_1653499656_n

1977 წელს ავსტრალიელი რობინი 27 წლის იყო, როცა გუდანაბადი აიკრა და დიგიტისთან, დუკისთან, ბაბისთან, ზელეიკასთან და გოლიათთან ერთად 1 700 მილის სიგრძის უდაბნოს ფეხით გადაკვეთა განიზრახა. გულისამაჩუყებელი ისაა, რომ დიგიტი ერთი შავტუხა ემოციური ძაღლია და დანარჩენი ოთხი ზემოთხსენებულნი – აქლემები. ამ საოცარი მოგზაურობის ამსახველი კადრები National Geographic–ის ფოტოგრაფმა, რიკ სმოლანმა შემოგვინახა. გრძელთმიანი, მაღალი და აბეზარი რიკი ფიცხ და გულჩათხრობილ რობინზე გახლდათ შეყვარებული და თავად მისი დაჟინებული თხოვნა იყო, თავად მას აღებეჭდა ფირზე საყვარელი ქალის ცხრათვიანი მოგზაურობა. ის მას სულ სამჯერ უნდა შეხვედროდა მთელი ამ ხნის განმავლობაში.

1006047_185093588339595_906040632_n

რობინს თავდაპირველად არანაირი ინტერესი არ ჰქონდა იმისა, რომ მოეთხრო თავისი მოგზაურობის შესახებ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დათანხმდა, შეეთხზა სტატია National Geographic–თვის. სტატიის გამოქვეყნებისთანავე გოგონას თავგადასავალმა უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და რობინმაც გადაწყვიტა, რომ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოეცა, რომელსაც თან ერთვოდა რიკის ფოტოები. 2013 წელს კი ჯონ კურენის რეჟისორობით გამოვიდა მხატვრული ფილმი “Tracks” , სადაც რობინის როლს მია ვასილევსკა ასრულებს. ძალიან ლამაზი ფილმი გოგოზე, რომელსაც სურდა თავისი ერთფეროვანი ცხოვრების შეცვლა და რომელმაც ეს ყველაფერი მოახერხა.

462832599_2886143c

რობინი გარეგნულად ცივი, ნერვული, ფიცხი და გულჩათხრობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე. არადა, ჟურნალისტთა უმრავლესობა, რომლებსაც მასთან ულაპარკიათ, აღიარებენ, რომ მის სუფთა თვალებში ვერანაირი არაპირდაპირობის და უპატიოსნების კვალს ვერ ამოიკითხავთ. პირიქით, მისი გულახდილობა არის ის, რასაც მასში ყველაზე მეტად აფასებენ. არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კომფორტზე მეტად თავისუფლებას აფასებდა ყოველთვის, რაც იმას გულისხმობს, რომ არაერთხელ უგრძვნია თავი არაკომფორტულად. თუმცა მის მიერ მოპოვებული თავისუფლება, ალბათ ღირდა ამ მსხვერპლის გაღებად.

ლლლ

ყველას გაუჩნდებოდა კითხვა, რატომ მიიღო რობინმა გადაწყვეტილება ამ მგზაურობის შესახებ და რატომ აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ხუთ ცხოველზე ყოველგვარი სასიცოცხლო პირობების შენარჩუნების გარანტიის გარეშე. ძალიან დიდი რისკია 1977 წლის ავსტრალიაში 27 წლის ქალი ადგე და მარტოდმარტო გაუყვე გზას, რომელიც იცი რომ არსად არ მიგიყვანს უზარმაზარი ოკეანის გარდა; სადაც გზა წყდება და საიდანაც ისევ უკან უნდა დაბრუნდე. არადა შენზე უკეთ ვინ იცის, რომ ვერც სიმშვიდეს იპოვი და არც დედა გადაგისვამს თავზე ხელებს საკუთარ თბილ სახლში.

rrb

რობინი 11 წლის იყო, როცა დედამისმა თავი მოიკლა. ისედაც მელანქოლიური გოგონა ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, რომელიც გააღრმავა სახლთან, მამასთან და საკუთარ ძაღლთან დაშორებამ; უცხო გარემოსთან შეგუების აუცილებლობამ და ბუნდოვანმა მომავალმა. თუმცა, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს. რობინმა მოახერხა თავისი შინაგანი წუხილი და სევდა მისთვისვე სასარგებლოდ გარდაექმნა, მისგან სარგებელი ენახა და სწორედ ამის შედეგი იყო მისი ცხრათვიანი მოგზაურობა, რომელმაც დიდი სახელი მოუტანა. დღემდე მას იხსენიებენ, როგორც “the camel lady”–ს. როგორც თავად აღნიშნავს, ის დღემდე რჩება უდაბნოს ქალბატონად, თუმცა იმასაც არ უარყოფს, რომ ყავის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

R_Davidson_05-1024x682

საინტერესოა, ახლა როგორ გრძნობს თავს რობინი. “I just want to be by myself,”–ამბობს ფილმის ერთ–ერთ ეპიზოდში. “ამ მოგზაურობის შემდეგ, ძალიან ბევრჯერ მკითხეს რა იყო ამ მოგზაურობის მიზანი. ამ დროს მე ვამბობ, რომ თავად ეს მოგზაურობა მეტყველებდა ჩემს მიზანზე. თუმცა იმათთვის, რომლებიც დაჟინებით მეკითხებიან, იმასაც ვამბობ, რომ მე მიყვარს უდაბნო და უდაბნოს სივრცის შეუდარებელი შეგრძნება. ასევე მხიბლავს აბორიგენებთან ურთიერთობა, რადგან მათგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობდი. მომწონს როცა ჩემთვის ვარ – თავისუფლად”.

download (2)

ვფიქრობ, რომ ეს გამჭვირვალე გოგო უფრო აიტანდა ალასკის ყინვებს და კრისტოფერის განვლილ გზას, ვიდრე თავად კრისტოფერი. რობინი ძალზე ძლიერია; იცოდა, რომ ადამიანები არ უყვარდა და შეგნებულად ემალებოდა მათ; ეძებდა სიჩუმეს, მიაღწია სიჩუმის ზღავრს ოკეანესთან და ისევ უკან დაბრუნდა – უფრო ძლიერი, წარმატებული და ყოვლისშემძლე. კრისტოფერი კი ერთი დაბნეული, გულთბილი ყმაწვილი იყო, რომელსაც ვერც ადამიანების გარეშე შეეძლო ყოფნა და ვერც მათთან ერთად. ის უბრალოდ დაიღუპა. ყველაზე სევდიანი და დაბნეული ბიჭი.

წარმოიდგინეთ ოთხი აქლემით და ერთი ძაღლით ავსტრალიის უდაბნოში მოხეტიალე ცისფერთვალება სიუპერტრამპი–ყველაზე სევდიანი თავგადასავალის ყველაზე თბილი ვარიანტი.

1408353149975_wps_17_UNSPECIFIED_AUSTRALIA_JAN

Advertisements

5 responses to “ერთი ქალი, ოთხი აქლემი და შავი ძაღლი

  1. ერთადერთი, რაც ამ ისტორიაში არ მომწონს ადამიანების სიძულვილია.

    • იქნებ მე მომეჩვენა ასე? არადა, ძაღლი რომ მოუკვდება, ისტერიკებში ჩავარდება, რამდენიმე დღით ითიშება, ადამიანებს ემალება და ყვირის , რომ ადამიანები ეზიზღება.

  2. Pingback: WILD AGAIN | la maga rayuela·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s