კორტასარი დროის მიღმა

cortazar_09_b

– სახელი და წარმატება სიამოვნებას განიჭებთ?

კორტასარი

მისმინეთ. გეტყვით იმას, რაც არ უნდა მეთქვა, რადგან ამას არავინ დაიჯერებს: წარმატება ჩემთვის სასიამოვნო სულაც არ არის. კმაყოფილი ვარ, რომ ლიტერატურით საარსებო სახსრებს ვშოულობ, ამდენად, უნდა შევურიგდე იმას, რომ წარმატებას საჯაროობა მოაქვს, მაგრამ უფრო ბედნიერი ვიყავი, როდესაც ჩემი სახელი არავინ იცოდა, – გაცილებით უფრო ბედნიერი. ახლა კი ესპანეთსა ან სამხრეთ ამერიკაში ათ მეტრსაც ვერ გავივლი, რომ ვინმემ არ მიცნოს. იწყება ავტოგრაფების თხოვნა, ხვევნა–კოცნა…

ეს ყველაფერი ძალიან გულისამაჩუყებელია, რადგან ეს ადამიანები ძირითადად, ძალზე ახალგაზრდა მკითხველები არიან. მიხარია, რომ მათ მოსწონთ ჩემი შემოქმედება, მაგრამ კერძო ცხოვრებაში ეს დიდ სირთულეებს მიქმნის. ევროპაში პლაჟზე ვერ გავსულვარ, ; ხუთ წუთში იქვე ფოტოგრაფი აღმოჩნდება ხოლმე. ისეთი გარეგნობა მაქვს, რომელსაც ვერ შენიღბავ; ტანდაბალი რომ ვიყო, წვერს გავიპარსავდი და მუქმინიან სათვალეს გავიკეთებდი, მაგრამ ჩემი სიმაღლის, გრძელი ხელების და ა.შ. გამო შორიდან მცნობენ.

მეორე მხრივ ძალიან სასიამოვნო ამბებიც შემმთხვევია. ერთი თვის წინ ბარსელონაში ვიყავი. გოტიკურ კვარტალს ვათვალიერებდი. იქ მშვენიერი ამერიკელი ქალიშვილი ასფალტზე იჯდა, შესანიშნავად უკრავდა გიტარაზე და მღეროდა, რათა ცოტაოდენი ფული ეშოვა, მისმა სიმღერამ ჯოან ბაეზი მომაგონა. ძალიან წკრიალა, სუფთა ხმა ჰქონდა. გოგონას ბარსელონელი ახალგაზრდები უსმენდნენ. ხის ჩრდილში შევჩერდი, რომ მისთვის მომესმინა. დაახლოებით ოცი წლის ლამაზი ჭაბუკი მომიახლოვდა და ღვეზელი შემომთავაზა: “ხულიო, აიღე ერთი ნაჭერი”. ავირე და შევექეცი. თან მადლობა გადავუხადე. მითხრა . ძალიან ცოტა გიწილადეთ იმის სანაცვლოდ, რაც თქვენგან მივიღეო. როგორ გეკადრებათ–მეთქი, შევეპასუხე. ერთმანეთს გადავეხვიეთ და დავცილდით.

ასეთი შეხევედრები საუკეთესო ჯილდოა ჩემი ლიტერატურული შემოქმედებისთვის. როდესაც ამგვარი ჭაბუკი ან ქალიშვილი გაგეცნობა და ერთ ნაჭერ ღვეზელს შემოგთავაზებს, ეს დიდებული საზღაურია შემოქმედებითი მუშაობისთვის.

Julio Cortázar, The Art of Fiction No. 83

Interviewed by Jason Weiss.

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ.

ნეტავ სადაა ახლა ის ჭაბუკი?

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s