ჩემი დეპრესიის ანთროპოლოგია

quotes-1162

იმის ხმამაღლა აღიარებამ ყველასთან, რომ დეპრესია მაქვს, ბოლო დროს ბევრი არაერთგვაროვანი მითქმა–მოთქმა გამოიწვია ჩემ მცირემასშტაბურ გარემოცვაში. სიმართლე გითხრათ, იმდენად ერთბაშად ამოხეთქა ჩემმა პრობლემებმა და იმდენად ძლიერ დამჭირდა სხვების დახმარება, რომ ეს ფაქტი არ გამითვალისწინებია.  თუმცა, ჩემმა ამ საჯარო გულწრფელობამ ბევრი ადამიანი განსხვავებული სახით დამანახა.  ბევრი ფიქრისგან კატეგორიებადაც კი დავყავი ეს ადამიანები – პირველი: ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვარ, მაგრამ მაინც ფარულ, ეგოისტურ კმაყოფილებას ჰგვრით ის ფაქტი, რომ კარგად არ ვგრძნობ თავს. მეორე: ადამიანები, რომლებსაც ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ ჩემს მიმართ და შესაბამისი რეაქციაც მოყვა მათი მხრიდან ამ ყველაფერს. მესამე: ადამიანები, რომლებსაც მართლა ვუყვარვარ და მართლა აწუხებთ ჩემი ცხოვრების დეპრესიული პერიოდი. მეოთხე: ადამიანები, რომლებსაც ძალიან აღიზიანებთ ჩემი ასეთი გულახდილობა ჩემი დეპრესიის თაობაზე. ზოგჯერ ნერვებიც კი მეშლება, როგორ შეიძლება ადამიანი ყველაფრისგან რაღაცას სწავლობდე–ყველაფრისგან გამოცდილებას იღებ, ფართოვდები და სივდები.

tumblr_nd5p2nE1Sk1tc6yhbo1_500

ახლა ვცდილობ ყოველგვარი ირაციონალური “აღმაფრენებისგან” განვთავისუფლდე და ჩამოვაყალიბო ყველაფერი, რაც ჩემს თავს მოხდა და რამაც მიმიყვანა ამ , პირველ რიგში, ჩემთვის არასასიამოვნო მდგომარეობამდე – პირველი: სერტიფიკატმა ვერ ჩამომისწრო , ეს გადაულახავ დაბრკოლებად იქცა და შესაბამისად ვერ ჩავირიცხე ტალინის უნივერსიტეტში. მეორე: დავკარგე ერთი კარგი სამსახური და დამრჩა ორი დამამცირებელი სამუშაო, რომელიც ვფიქრობ, რომ არანაირად არ შემეფერება არც ჩემი გამოცდილების და არც ჩემი განათლების გათვალისწინებით. მესამე: ჩემი დის დაოჯახება–ჩვენ სამნი ვართ, სამი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული და. ბავშვობაში არ მახსოვს დღე, რომ არ გვეკამათოს, არ გვეჩხუბოს, თმები არ დაგვეწიწკნოს ერთმანეთისთვის, მაგრამ ჩვენი ვიყავით სამი ერთმანეთზე დამოკიდებული ქალი, რომლებიც მხოლოდ ერთად წარმოადგენდნენ ისეთ ძალას, რომელსაც შეეძლო უმამობით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავება. მაშინ, როცა ერთი ჯაჭვის ერთი რგოლი ამოვარდა, ამან ღრმა შინაგანი სიცარიელე დამიტოვა. მიუხედავად იმისა, რომ მყავს არაჩვეულებრივი სიძე და პატარა მართა.

depression-misery-sad-sad-quote-Favim.com-725519

მეოთხე: სიცრუე, დიდი დოზით მიღებული სიცრუე – ბევრი ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანისგან ჰქონდა არაგულწრფელობას და სიყალბეს ადგილი. ამის აღმოჩენას კი ჩემს გაძლიერერებულ მგრძნობელობას ვუკავშირებ. არ დამითვლია, მაგრამ ასეთი ადამიანების რიცხვმა ამ ეტაპზე ოთხს მიაღწია. მეხუთე: ლივერპულმა დაკარგა თავის წამყვანი ძალა, სუარესი. მერე მოვიდა ძალიან ბევრი, გუნდი ადაპტირებს და ეს ცვლილებებიც, როგორც ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება, ჩემზეც არაპირდაპირ მოქმედებს. მეექვსე: ჩემი ლაბრადორი ბასკი მანქანამ გაიტანა. მეშვიდე: თავი მოიკლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანმა, ვეგანმა, ცხოველების უფლებათა დამცველმა და უბრალოდ არაჩვეულებრივმა გოგომ, რომელსაც ალბათ ვერც წარმოედგინა რამხელა გავლენას ახდენდა ჩემზე. მე მისთვის ღამის ოთხ საათზე დამირეკავს ქუჩაში ნაპოვნი ძაღლების გამო და ისიც ღამის ოთხ საათზე გავარდნილი მათ მოსაძებნად და შესაფარებლად. ის უბრალოდ ასეთი იყო – გამბედავი და უშიშარი.  მერვე: ის ფაქტი, რომ თავს ცუდად ვგრძნობ და ძველებურად ვერ ვიცინი, უფრო მიძლიერებს დეპრესიას.

ახლა ვფიქრობ მე , როგორც ერთი რაციონალურად მოაზროვნე ამება – როცა არსებობს პრობლემა, უნდა გადაჭრა პრობლემა 🙂 პრობლემა რომ გადაჭრა , უნდა გქონდეს მკაფიოდ დასახული გზა, ე.წ. სტრატეგია. სტრატეგიის შემუშავების შემდეგ უნდა ჩამოაყალიბო გეგმა.  გეგმას რომ დასახავ, შემდეგ უნდა განახორციელო . ლოგიკურად. (მენეჯმენტის პრინციპები, მესამე კურსი, 91 ქულა ). მე გადავწყვიტე, ვეძიო ნათელი წერტილები (იხ. ჩიპ ჰითის და დენ ჰითის „გარდატეხა (როგორ გავატაროთ ცვილელება, როცა ეს ასე რთულია)“ ).  საჭიროა ჩემი აბობოქრებული სპილო ცოტათი დავთრგუნო და მხედარს სწორი გეზი მივცე.  დავუბრუნდეთ ისევ ნათელ წერტილებს – პირველი: მყავს გარშემო ის ადამიანები, რომლებმაც სწორი რჩევების მოცემა არ დაიზარეს და თავინთი გამოცდილება გამიზიარეს (ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ). მეორე: უფრო დიდი გულისყურით მოვეკიდე რჩევებს და სხვა ადამიანთა გამოცდილების გაზიარების საჭიროებას. მესამე: მყავს ადამიანი, რომელსაც ზოგჯერ უსიტყვოდ ესმის. მეოთხე: მყავს დედა, რომლის ანარეკლიც ვარ. მეხუთე: უბრალოდ ცოცხალი ვარ. მეექვსე: ცხოვრება ყოველთვის გვაძლევს ახალ შანსს. მეშვიდე: ვისწავლე რჩევის დაფასება!

83292-Cute+love+pictures+with+quotes

ბოლოს კი, მეოთხე კატეგორიის ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ისინი ისედაც უკვე შორს არიან ჩემგან და არასდროს შეწუხდებიან ჩემი დეპრესიით და არც ჩემი კარგი განწყობით (ეტყობა, მათ უკვე იმდენჯერ გაიარეს მსგავსი პერიოდი, რომ უკვე მობეზრდათ სხვაშიც მსგავსი პრობლემების აღმოჩენა). მესმის , რომ ეს რაღაც მომენტში მართლაც მოსაწყენია, მაგრამ  რეალურად ყოველთვის მომღიმარ–მოცინარი ადამიანი ვარ, ზოგჯერ ზედმეტად კარგ ხასიათზეც ვარ ხოლმე, სასიამოვნო “თანამგზავრად” ვთვლი თავს, ამიტომ არ იქნებოდა ურიგო , რომ მათ ამ ერთხელ ჩემი გულახდილობაც დაეფასებინათ და თავმობეზრებული მეგობრის როლის თამაშის ნაცვლად, რჩევებით მაინც დამდგომოდნენ მხარში. სამაგიეროდ, ძალიან მალე, როცა მე ასეთ მდგომარეობას თავს დავაღწევ და ისევ ისე გულღიად გავიცინებ, მემახსოვრებოდა ამაში ვის მიუძღოდა წვლილი.

Advertisements

36 responses to “ჩემი დეპრესიის ანთროპოლოგია

  1. ჩემს დეპრესიას ყველაზე მეტად ადამიანური მხარდაჭერა შველის!განსაკუთრებით ძალიან ძვირფასი მეგობრის ერთი სიტყვაც კი საკმარისია შინაგანი სიცარიელე უცბად სიმშვიდითა და სიმყუდროვით აივსოს და მეც ძალიან ლაღი და მხიარული გავხდე!ოღონდ ეს ერთი სიტყვაც არ არსებობს ხოლმე და ჩემი დეპრესია მძიმე ფორმებში იზრდება!ზოგადად რამდენადაც ლაღი ვარ იმდენად დეპრესიული ადამიანი უკიდურესობები მახასიათებს!საშუალო და სტაბილურ მდგომარეობაში იშვიათად სამწუხაროდ

  2. რადგან ყველაფრის გადაჭრის გზებზე იწყებ ფიქრს ანუ არც ისე ცუდადაა საქმე და ყველაფერი კარგად იქნება.
    როცა არ იცი რა უნდა ქნა, არც ის იცი რა გინდა, რას წარმოადგენ, რა შეგიძლია , საუკეთესო რო იყავი და ახლა არაფერს წარმოადგენ. მერე პლატის ესთერივით რომ ვეღარ კითხულობ, ვეღარ საუბრობ, ვეღარ ფიქრობ, ვერაფერზე კონცენტრირდება, უმიზეზოდ ტირი, ცოტა მიზანთროპი ხდები, რომ აღარ გიხარია გაღვიძება, გადაწყვეტილებების მიღება რომ არ შეგიძლია და ძალიან ცდილობ ფხიზელი არ იყო, მარტო ისეთ ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილება რომ გაქვს , რომელთაც არ იცნობ, შენზე რომ არაფერი იციან, როცა ცუდის და კარგის ცნებები აღარ არსებობს … და ეს შიმშილის, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა რომ წლები გრძელდება და უბრალოდ არსებობ აი რას მირჩევდი. რა უნდა ქნა ? 😦

    • ფეი…იქნებ იმდენად იცის შეჩვევა ასეთმა მდგომარეობამ, რომ უბრალოდ ასეთი ნაჭუჭი გახდა სიმშვიდის გარანტი? მეც ვხვდები, რომ სწორედ აქეთკენ მაქვს შეტოპილი და ვეღარ ვაკონტროლებ ფაქტიურად, ვირგებ, ვეჩვევი. იქნებ არ ღირს. მართლა არ ღირს. არაფერი არ ვიცი.

      • ამ დროს უბრალოდ ელი ცვლილებას. შენ უუნარო ხარ რამე შეცვალო და ფუნდამენტურ ცვლილებას ელი, რაღაც ჯადოსნურს ან კატასტროფულს როგორც ფილმებში დაატყდება ხოლმე პროტაგონისტს.

  3. მოაზროვნე ადამიანის ანალიტიკური, თანმიმდევრული ნაშრომი. ისე მომეწონა!

    საკუთარი თავის შველა ყველაზე უკეთესად შენ შეგიძლია. მაგ ადამიანებმა აქეთ მოგმართონ 🙂

    უკეთესი უნივერსიტეტი გელის. თუ ტალინი არ გამოვიდა, სხვა გამოვა.

    ძალიან ვწუხვარ შენი მეგობრების გამო 😦 😦 ძნელია, როცა სიცოცხლე მთავრდება (რაღაც ფორმით, თორემ ისე არა).

    და კი არ დაგიკარგავს, ძმა შეგიძენია სიძის სახით. შენ რომ გათხოვილიყავი მასზე ადრე?

    “პირველი: ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვარ, მაგრამ მაინც ფარულ, ეგოისტურ კმაყოფილებას ჰგვრით ის ფაქტი, რომ კარგად არ ვგრძნობ თავს.” ატყობ, ხო? მეც. ჩვენი ეპოქის მახასიათებელია, ისედაც, ადამიანურია ეგოიზმი, ვერაფერს იზამ.

    რაღაც ყველაფერი ერთად მომხდარა და ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ უკეთესი იყო შენთვის ჩაფიქრებული and it will come your way!

    • რჩევებიც მესმის ასეთი ანალიტიკურ–თანმიმდევრული..:)
      ბოლო წინადადება რომ წავიკითხე, ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
      ❤ მადლობა ასეთი პოზიტივისთვის…

  4. დეპრესიაში მყოფი ადამიანები ვერ იტანენ სხვა დეპრესიულებს 🙂 (თუმცა რას გაიგებ).
    როცა დეპრესიაში ხარ მძაფრად აღიქვამ ყველაფერს + შეიძლება არასწორად 🙂 (თუმცა რას გაიგებ).
    კარგია, რომ დასასრულს უახლოვდება დეპრესია და ისიც გაარკვიე, ვის რა წვლილი ჰქონდა მაგაში, აწი (გ)ეცოდინებათ 🙂 (ამას ნამდვილად გაიგებ ადამიანი)

    • ეს პრობლემა ჩემი დეპრესიის გამომწვევ ფაქტორებში მეოთხე ადგილზე იყო განთესილი, ამიტომ შედარებით ნაკლებადმნიშვნელოვანია ან გამოსწორებას ექვემდებარება.
      არავის წვლილის ძიებას არ ვცდილობ. მე მხოლოდ ჩემს თავში ვეძიებ – მხოლოდ ჩემგან გამოწვეულს.
      სხვებისგან რაც მოდის ის ყოველთვის ექვემდებარება კონტროლს.

  5. დეპრესია არასოდეს მქონია, ამიტომ ვერაფერს გირჩევ.
    გისურვებ მალე დაგბრუნებოდეს ხალისი 🙂

  6. Ar vici tavad ra tipis adamians miekutvnebi, me maxsovs chemi tavi pirvelad chavardnili depresiashi (avaria momivida) adamianebi im dgèebis mere, amovdzirkve, rogorc damxmare dzala.. unda ipovo gmerti shenshi da kidev pozitivi, me martoobashi da simshvideshi gavacile chemi depresia… ipove is rac gclis emociebisgan, tirili, sicili, cera, xatva… mere daidzine da idzine xolme mshvidi da grma dzilit…
    Mere mogbezrdeba da depresiac gava.. nu daadanashauleb nuravis , adamianebs ar sdzaludzt, shen unda shedzlo da dadzlio eg problemebi..
    Deniros aqvs natqvami magra, roca depresia geckebat, icinet bevri.. depresia ifikrebs, rom idioti xar da gabrundebao.. carmatebebi 💋❤

    • დავმშვიდდი რაღაცნაირად…დიახ, მხოლოდ შენ თავს თუ დაეყრდნობი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ელემენტარულიც თანადგომაც კი მცირე სიმშვიდის პოვნაში გეხმარება, ამ დროს არ უნდა თქვა უარი სხვების დახმარებაზე,..ამ შემთხვევაში შენს რჩევებს ვგულისხმობ.

        • მხოლოდ საკუთარ თავში თუ იპოვი საყრდენ ცენტრს.
          მაგრამ ადამაინების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ახლა რომ წავიკითხე სრულიად უცხო ადამიანებისგან ეს გამოხმაურებები, მგონია რომ ეს უცხო ან მოუგვარებელი პრობლემა არაა, და შედარებით უკეთ ვგრძნობ თავს. მერე რა, თუ ეს დროებითია.

  7. ეს პოსტი ერთი კვირის წინ წავიკითხე. ახლა ისევ მომინდა წამეკითხა. მოვძებნე შენი ბლოგი და მეორედ გადავიკითხე. აბსოლიტურად სწორი აქცენტები გააკეთე მეგობრებთან მიმართებაში. მე მქონდა ზუსტად ასეთი განცდა ოქტომბერში- ყველა ჩემს ძალიან ახლო მეგობარს ვუსაყვედურე დროის არ ქონის გამო, იმის გამო, რომ ათასი გამოგონილი თუ ნამდვილი მიზეზი მოიგონეს, რათა არ შემხვედროდნენ და ამის გაცნობიერება ძალიან რთული აღმოჩნდა. მერე ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ რადგან 5 ადამიანს ვუსაყვედურე მე, გამოდის, რომ რაღაც პრობლემა არის თავად ჩემში. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც არავინ არ გინდა, მეგობარი კი არა, საკუთარი თავიც არ გინდა. არ გინდა და მორჩა!!! და კიდევ რაც მეტ სიყვარულს გასცემ, მით მეტ ადამიანს დაკარგავო ირაკლი ჩარკვიანმა თქვა და ესეც მართალია. ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ მეთქვა რასაც მივხვდი- არავინ არის შენს წინაშე ვალდებული და არც შენ ხარ ვალდებული არავის წინაშე. ამის ბოლომდე გაცნობიერება უკიდურესად ძნელია, თუმცა არა შეუძლებელი: ) Good Luck :)))) კარგი გოგო ხარ: ))))

    • სალომეას პირველ ნაწილში ვეთანხმები და მეორეში, ირაკლი ჩარკვიანის “აფორიზმის” გამო – არა :დ

      ვფიქრობ, რაც მეტს გასცემ, მით უფრო მეტი გიბრუნდება. სიყვარული იქნება ეს, დადებითი ენერგია, ემოცია, სიკეთე, თუ უბრალოდ ღიმილი.
      მხოლოდ მაშინ გეკარგება ყველაფერი, როცა რაღაცას იმისთვის გასცემ, რომ ის ან მასზე უფრო უკეთესი უკან დაგიბრუნონ.

      მე მქონდა ბიპოლარული დეპრესია პირველ კურსზე და ახლა რომ მახსენდება, სერიოზულად მეშინია, როგორ მივუშვი თავი იქამდე. მაგრამ მადლობა ღმ-ერთს, მერე თავისით გაიარა, არც კი მახსოვს, როგორ. ჩემს საყვარელ ფილმში “Prozac Nation” ამბობს ლიზი ვურცელი, დეპრესია როგორ შეუმჩნევლადაც მოდის, ისევე ქრებაო. ზუსტად ჩემი შემთხვევა იყო. შეიძლება ნანახიც გაქვს. მე მილიონჯერ მაქვს ნანახი და შემიძლია კიდევ ამდენჯერ ვნახო, თუნდაც მხოლოდ ლუ რიდის გამო.

      ყოჩაღ, რომ გაბედე და ამაზე დაწერე, ადვილი არ არის, ვიცი. მგონია, სხვებსაც მისცემ სტიმულს, რომ იცოდნენ, მარტო არ არიან და დეპრესია ყოველთვის მთავრდება, რადგან ესეც ჩვენი მრავალფეროვანი ცხოვრების ერთერთი პატარა ეტაპია.

      BIG SUNNY MAMA HUGS!!! 🙂

      • სალამი, ბიგ სანნი მამა სოფი ))* სალომეას იმ ნაწილში არც მე ვეთანხმები ბოლომდე.
        რაც შეეხება აღებ–მიცემას, არ ვიცი რა გავეცი და რა მივიღე, მაგრამ მგონია, რომ დეპრესია ისეთი რამაა, რაც შეიძლება ამის გარეშეც უბრალოდ მოვიდეს და წავიდეს, ზუსტად ისე, როგორც ძალიან საყვარელი ლიზი ვურცელი ამბობს “პროზაკ ნეიშენში”.
        ჩვენი ატიდეპრესანტი რელიგია, რომ არ იყოს, ჩვენც ნამდვილად პროზაკის ერი ვიქნებოდით–ქართველები, ან მინიმუმ ჩვენ ვიქნებოდით პროზაკის თაობა.
        მახსოვს სოფი ერთგან გქონდა აღნიშნული 20–25 წლის გოგოებს რა ედეპრესიებათო, მაგრამ ასე ზოგადად თქმა და დაჯგუფება ძალიან რთულია. არ აქვს მნიშვნელობა არც ასაკს და არც სქესს. როცა იცი, რომ ცხოვრობ ქვეყანაში სადაც არც შენ და არც შენს თაობას მომავალი არ აქვს, და ა.შ. და ა.შ. ყველა ჩუმად მიდის ამ დასკვნამდე, უბრალოდ შეიძლება მართლაც არ ადგეს ყველა ჩემსავით და არ იღრიალოს სახალხოდ დეპრესია მაქვსო. დიახ, როცა ამდენ სხვადასხვაგვარ რეაქციას გადავაწყდი ადამიანებისგან, მივხვდი რომ მართლაც გავბედე და მართლაც ვამაყობ საკუთარი თავით. პრობლემის აღიარება კი ნიშნავს იმას, რომ პრობლემა სანახევროდ უკვე გადაჭრილია. მართლაც ასე მოხდა, ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ რაღაცეები გამოსწორების პირასაა :)) მართლაც საინტერესოა ამ მრავალფეროვანი ცხოვრების ეს ეტაპიც, თუმცა, ელიზაბეტივით მეც ვისურვებდი, რომ დამევიწყებინა და გამეყინა ეს ყველაფერი.

        • აღარ მახსოვს, სად მაქვს ეგ ნათქვამი სამწუხაროდ. ვერ ვიხსენებ. სადმე როდეს პოსტზე ხომ არა?
          ნამდვილად “ბოროტ” კონტექსტში არ ვიტყოდი მე მაგას, ხომ იცი :დ ან ვიხუმრე და ან იმ მომენტში მე თვითონ ვიყავი ცუდ ხასიათზე და გავბრაზდი დეპრესირებულ ახალგაზრდებზე.

          ვისურვებდი, რომ გაყინო და გაიარო, მერე კიდევ უფრო იამაყებ და ჩემსავით გაგიკვირდება კიდეც, როგორ იყავი მაგ ეტაპზე 🙂

        • შენს კეთილ ზრახვებში მართლა არასდროს მეპარება სოფია ეჭვი, მართლა ძალიან საყვარელი ხარ რაც მინახავს შენგან იქიდან გამომდინარე ❤
          იმედია, მართლა გამიკვირდება ოდესმე.

  8. მახსოვს, ერთხელ ვისაუბრეთ ჩვენს დეპრესიებზე… თუმცა ჩემმა მართლაც რომ სწრაფად გაიარა.
    ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, ზედმეტად ზედაპირული ადამიანი ხომ არ ვარ, ასე ადვილად რომ გადამაქვს მეთქი ყველაფერი, მაგრამ აი ამ აზრმა შეიძლება მართლა ცუდად იმოქმედოს ჩემზე, ამიტომ ჩემს სულ სხვა თვისებებს წამოვწევ ხოლმე წინ და ჰოპ, ყველაფერი კარგადაა 🙂

    იმედია, შენც უკეთ ხარ.
    უკეთ კი არა და, კარგად ! 🙂

  9. მოვედი ისევ:) მერამდენედ ვეღარ ვითვლი. facebook- გავაუქმე და ძალიან სასაცილო რეაქცია მოჰყვა, თუ ლამაზ ფოტოს დავდები (ძალიან იშვიათად) მეუბნებოდნენ ვის ეპრანჭები, ძალიან გალამაზდიო, ახლა გავაუქმე და მეკითხებიან ვის ემალები, რატო გახდი დეფიციტურიო. მოკლედ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს სიყალბე აუტანელია. ჯერ მხოლოდ ორი კვირა გავიდა და თავი უკვე გმირი მგონია, მერე შენზე ვფიქრობდი, მაგამ თუ გადაიტანა, მეც გადავიტან მეთქი. გადასატანი არც არაფერია, უბრალოდ როცა კარგ ხასიათზე ხარ ზოგჯერ გინდა შენც ,,ხალხში გაერიო”, ახლა პირიქით, მინდა გავქრე და გუშინ მეუბნებოდა ჩემი მეგობარი ტელეფონიც რომ გაგეთიშა სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება დაგეწეოდა გზაშიო, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩემი აიფონი ჩართულია- სამსახურია. მართლა მთელი გულით მინდოდა ტელეფონიც გამეთითა. სრული იზოლაცია გარე სამყაროსგან. შინაგანი კონფორტის ზონა და მეტი არაფერი. შაბათ დღეს ვფიქრობდი მაგას ყავაზე დავპატიჟებ-მეთქი, მერე ვიფიქრე შეიძლება არც არაფერი გვქონდეს ერთმანეთისთვის სათქმელი და ჩუმად ჯდომას არ შეხვედრა სჯობია მეთქი. მოკლედ ბევრი ,,მეთქი” იყო ჩემს კომენტარში.whatever კიდევ ერთხელ კარგი გოგო ხარ და კარგი ბლოგი გაქვს.

    • გამარჯობა სალომეა. როგორ ხარ…სრული იზოლაცია გარე სამყაროსგან შეუძლებელია. ან სუპერტრამპი უნდა იყო, რომ ადგე, ყველაფერი დაწვა და ალასკაზე გადაიკარგო; ან რობინი უნდა იყო და ოთხი აქლემით და ერთი შავი ძაღლით გადაკვეთო ავსტრალიის უდაბნოები; ან ადამიანი–გრიზლი უნდა იყო, რომელიც წლობით ცხოვრობდა სამყაროს მოწყვეტილი გრიზლებთან ერთად; მსგავსი ადამიანები კი იშვიათები არიან. არ გეწყინოს, მაგრამ არც მე და არც შენ არ გვაქვს საკმარისი ძალა მსგავსი ნაბიჯების გადასადგმელად. ელემენტარული ფბს გაუქმება შეგვიძლია და მაშინაც თავი გმირი გვგონია. მე ოთხი თვე მქონდა გაუქმებული და მერე ისევ პრაგმატულმა მიზნებმა იმძლავრა და აღვადგინე. მოკლედ, ასე ეს….
      შეხვედრას რაც შეეხება, კარგი აზრი მოგსვლია, .. ზოგჯერ ჩუმად ყოფნაც შეიძლება ბევრის მთქმელი იყოს. თუმცა…თუმცა, დარმუწნებული ვარ ბევრ საინტერესოს გავიგებდი შენგან.
      მადლობა კიდევ ერთხელ!

  10. მართალი ხარ ამის ძალა ნამდვილად არ მაქვს და სიმართლე გითხრა არც სურვილი. სრულ იზოლაციაში ვიგულისხმე ჩემი პირადი სივცრის იმ ადამიანებისგან გაწმენდა, რომლებსაც მე თვითონ მივეცი საშუალება რამენაირად შემხებოდნენ ( თუნდაც facebook-ის საშუალებით გაეგოთ სად ვიყავი, რა გავაკეთე და ა.შ) შეხვედრაზე თუ შენც თანახმა ხარ შეგვიძლია მოვიფიქროთ დრო, ადგილი, გარემო და ა.შ და ა.შ.

  11. ვარსკვლავებს არ ჭირდებათ სიბნელე, რომ ჩანდნენ. სიბნელე უბრალოდ არ არსებობს, სინათლის არარსებობაა. ეს ჩვენი მზერაა შეზღუდული 3 განზომილებაში.

  12. სიცრულე ძვირფასი ადამიანებისგან ნიაღვარად წამოსული ან აღმოჩენილი მყისიერად, თავისთავში ატარებს ორლესულს ხმალს, რომელიც განაკუწებს, გჩეხს დაუნდობლად და უჰაეროს სივრცეში გფანტავს უმისამართოდ, სადაც სისხლისგან იღვრები უღმერთოდ, ვერც ვერავინ გშველის.

      • რამდენი მორფოლოგიური შეცდომაა ჩემს კომენტარში :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s