საათები

მაიკლ კანინგემი რომანში “სააათები” სამი საბედისწერი ქალის საბედისწერო საათებს გვითვლის – კიდევ ერთი დამთრგუნველი მონათხრობი ქალებზე. სიმართლე გითხრა, დავიღალე. ქალები ან იტანჯებიან, ან იმდენად იტანჯებიან, რომ იცინიან – ორივე ერთმანეთზე უარესია. ისინი ლამაზები არიან, ჭკვიანები, პატივს სცემენ კაცები, მაგრამ მაინც უბედურების შეგრძნებისგან ღაფავენ სულს. მათ უბრალოდ იციან, რომ არსებობს რაღაც, რაც სიყვარულზე მეტია და ერთადერთი, რაც ამისკენ გზას უკვალავთ, თავად სიკვდილია.

ერთი შეხედვით, შეიძლება ეს ყველაფერი ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თავად მაიკლ კანინგემის თხრობის სტილია საინტერესო და ისეთი, მე რომ ძალიან მიყვარს. ის ძალიან მარტივად შეეცადა წაეშალა ზღვარი მწერალს, პერსონაჟსა და მკითხველს შორის. ალბათ ამით იმის თქმას შეეცადა, რომ მწერალი არაფერს არ იგონებს – ვირჯინია ვულფსაც იგივე პრობლემები აწუხებს , რაც თავის პერსონაჟსა და თავისი წიგნების მკითხველ ქალებს.

tumblr_inline_naa5dknTwN1sm1vjv

მისის ვულფი (მწერალი) – ქალი, რომელიც შეშინებული დააბიჯებს ფეხის წვერებზე, რათა საკუთარ თავში გამომწყვდეული ურჩხული ისევ არ გააღვიძოს. უმანკო, გაუწონასწორებელი, მჭლე, რთული, ცხოვრებისა და ხელოვნების შეუძლებელი მოთხოვნებით დამარცხებული. ქალი, რომელიც ჯიბეში ჩაწყობილი ქვებით მდინარისკენ მიემართება. რა ტრაგიკულია. ნიკოლი ქიდმანი სწორედაც, რომ ზედგამოჭრილია ამ აწოწილი, გალეული და ფერმკრთალი ქალის განსასახიერებლად. ნიკოლს გამოხედვაც ისეთი ჭკვიანური აქვს, როგორიც სინამდვილეში ჰქონდა ამ ქალბატონს. თუ ნახავთ ამ ფილმს, არ ინანებთ. იშვიათია ასეთი ლამაზი ეკრანიზაციები, ისეთი ნიჭიერი ქალების შესრულებით, როგორებიც არიან ქიდმანი, მერილ სტრიპი და ჯულიანა მური.

tumblr_inline_naa5f5scck1sm1vjvმისის დოლოვეი (პერსონაჟი) – ქალი, რომელიც ერთი შეხედვით იმდენადაა თავის ყოველდღიური საზრუნავით დაკავებული, რომ ვერც კი ამჩნევს როგორ იშლება ნაწილებად – მეტისმეტად დესპოტური ამ თავის ოჯახურ ინტენსივობაში. მის სახლი სულ ერთნაირია, სულ სავსეა ყავისფერი სინათლით და ნესტიანი, ოდნავ ქიმიური სუნით, რომელიც არ გადის, როგორც საუკუნეების, დანაკარგის, იმედის დასრულების რეალური სუნი. ის არასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო წლების წინ – ახალგაზრდა და ნაზი, აივანზე გამოსული საცვლების ამარა. ის ახლა ერთი ჩვეულებრივი ქალია, რომელსაც შვილიც კი დასცინის გულში თავისი კეთილმოწყობისა და ლესბოსური იდენტობის შესახებ შეხედულებების გამო.

tumblr_inline_naa5eb89CN1sm1vjv

მისის ბრაუნი (მკითხველი) – ქალი, რომელიც არასდროს არაა თავისი თავის სრულყოფილი ხატება. ის შეიძლება ნახოთ ფეხმძიმე, სამზარეულოში დაჩოქილი თავის სამი წლის ბიჭთან ერთად, მაგრამ ამ ქალსა და ნამდვილ მისის ბრაუნს შორის დიდი სხვაობაა. ნამდვილი მისის ბრაუნი უცნაური ქალია, პათეტიკური, ახირებებითა და სიშმაგეებით სავსე, პირქუში, მარტოხელა არსება, რომელსაც იტანენ, მაგრამ არ უყვართ. ის გამუდმებით ყლაპავს პანიკის მსგავს მჩხვლეტავ აგზნებებს და ასე ემზადება ყველაზე უარესისთვის, რაც შეიძლება მოხდეს მისთვის და მისი ოჯახისთვის.

tumblr_najli1PddG1r00wa5o1_500

კაცები – კაცები კი ყველაზე მიამიტი არსებები არიან. თავიანთი ოჯახური სიტკბოებით გაბრუებულები ვერც კი ამჩნევენ რა მძიმე და უიმედო მდგომარეობაში არიან მათი ქალები. ჰგონიათ რომ ყველაფერი კარგადაა, ჰგონიათ რომ ყველაზე ლამაზ და მხიარულ ქალებთან ცხოვრობენ, თავი სუპერმენებად წარმოუდგენიათ და ამ დროს სამივე ქალი თავისი სიცოცხლის უკანასკნელ საათებს ითვლის.

არ ვიცი ამ ქალების შველა როგორ შეიძლება. სასაცილო იცი რა არის? სამივესთვის ერთ ჩაბნელებულ ოთახში რომ მოგეყარა თავი , ვერც ერთი ვერ გააგებინებდა თავის ტკივილის მეორეს. ალბათ აუტანელი სიჩუმე ჩამოვარდებოდა და უფრო მეტად დაიტანჯებოდნენ თავიანთი უთქმელობით. სულ ეს იყო.

ახლა კი სიცხე მაქვს, ვკითხულობ მიშელ როსტენის ყოვლად მოსაწყენ და დამთრგუნველ წიგნს „შვილი“, სადაც თავისი სიკვდილის ამბავს ყვება თავად მიცვალებული მთელ 150 გვერდზე და ვხვდები, რომ ცოტაც და ჭკუიდან შევიშლები. სულ კარგად იყავით.

tumblr_n9se2uqjob1thyswjo1_1280

Advertisements

10 responses to “საათები

  1. ბოლო სურათის და ეპიზოდის სასიკვდილო დარტმა მაქვს გადატანილი. ვირჯინია როდესაც თავს დადებს და მკვდარ ჩიტს ჩახედავს თვალებში. და ის მუსიკა, რომელიც ამ დროს მიდის.

  2. Pingback: მელანქოლია | la maga rayuela·

  3. ამ ფილმის ყურება არ მწყინდება, მაგრამ თან იმას გავურბი, რასაც მიტოვებს/მიღვიძებს სულში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s