შევეგუებით

book_5242c35d0e07f

წესიერი ქალივით ვიქცეოდი

იმ წუთიდან დედამ რომ მითხრა

დაჯდომისას მუხლები შეატყუპეო

ზოი ფირზადი თითქოს ერთი ჩვეულებრივი მწერალია. არაფერი განსაკუთრებული – ქალი, კაცი, ურთიერთობები, ოჯახი, ტკივილი, წამებში გაქვავებული ყრუ ბედნიერება. მაგრამ საკმარისია გაიგოთ, რომ ის არა მხოლოდ ჩვეულებრივი მწერალია, არამედ ჩვეულებრივი ირანელი მწერალი ქალი, რომ მაშინვე არაჩვეულებრივად მოგეჩვენებათ – როგორც ქალი და როგორც მწერალი ქალი. წაკითხვისთანავე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება შემექნა – მომეჩვენა, რომ ზოია ძალზე გულახდილია და ამასთანავე ზედმეტად ყალბიც. იქნებ სწორედ ასეთი ორსახოვნებაა დღეს ირანელი ქალების ტვირთი? მითუმეტეს, თუ ზოიასავით სომხურ-ირანულ ოჯახში ხარ გაზრდილი და ორივე ქვეყნის იდენტობის გათავისება და ტვირთვა გიწევს?

ერთი თვის წინ მე და ჩემი მეგობარი პიცას მივირთმევდით ერთ-ერთ კაფეში, როცა მოპირდაპირე მაგიდასთან მოკლათებულმა უამრავ თავშალში და მუქ სამოსში გახვეულმა ქალებმა მიიქციეს ჩემი ყურადღება. თანამოსაუბრეს რამდენიმე წუთით თავი გამოვტაცე და ფიქრებში გავეხვიე – ვისთანაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე, ყოველთვის არის წუთები, როცა ისე გაიტრუნები, როგორც ზამთარში ღუმელთან საკუთარ მაგიურ სამყაროში მთვლემარე კატა. ერთ-ერთმა როცა დანა აიღო სალათის ფოთლების დასაჭრელად, მკლავზე სამოსი შემოეხსნა და მხოლოდ მაშინ შევნიშნე ტატუ მის ხელებზე – ვარსკვლავები. ჩავთვალე, რომ ის ქალი თავიდან დაიბადა ჩემს წინაშე. თავი დიადი აღმომჩენი მეგონა, თუმცა ერთი უიღბლო მოგზაური კი გამახსენდა.

ჯონ როსი – რომელიც დედამიწაზე ერთ-ერთი უცნაური და მომაჯადოებელი ოპტიკური ფენომენის მსხვერპლი გახდა ინგლისიდან არქტიკისკენ მოგზაურობისას. მან ლანკასტერის სრუტეში დაინახა მთები, ჩათვალა რომ იქ დასრულდა მისი ექსპედიცია და იმედგაცრუებული უკან დაბრუნდა. თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ, როცა ხელახლა გაიგზავნა ექსპედიცია, ამჯერად პარიმაც დაინახა მთაგრეხილი, მაგრამ მათ შორის გაცურა. მთები მირაჟი იყო. ის მთები მართლაც არსებობდა, მაგრამ არა ოცდახუთი მილის მანძილზე, არამედ ორასი მილით დასავლეთით დაშორებულ კუნძულზე. როსი მწარედ მოტყუვდა.

შეიძლება ითქვას, რა შუაში იყო კაფეში მკლავზე შემთხვევით თვალმოკრულ ტატუსთან ეს ისტორია, თუმცა გარკვეულწილად ალბათ დროულად გამახსენდა როსის უიღბლო ექსპედიცია, რომელიც ყოველთვის სევდას მგვრიდა – რამდენი ილუზიის, მირაჟის მსხვერპლი ვართ ცხოვრებაში. იმ უამრავ მიზეზს შორის, რომელთა გამოც შეიძლება შეგვეშალოს, პირველი სწორედ პირველადი აღქმის და პირველადი შეგრძნებების ღალატია. ჩადრი, შავი სამოსი ერთგვარ მახასიათებლებად მიმაჩნდა და ვფიქრობდი მათ დაბეჩავებულ მდგომარეობაზე. თუმცა, ახლა გვერდზე გადავდოთ მათი სოციალური სტატუსი, ჩვენი „გულჩვილობა და თანაგრძნობის უნარი“. უბრალოდ ვცადოთ ის პირველადი შეგრძნებები, რომელიც ზოგდად ადამიანების შეცნობის მთავარ საშუალებად მიგვაჩნია, ცოტა ხანი უკან წავწიოთ, ე.წ. როსისეული დამთრგუნველი ოპტიკური ფენომენის მსხვერპლი არ გავხდეთ და არ ვიფიქროთ, რომ ძალიან ნათელია ის, რაც ძალიან შორსაა.

ალბათ ამიტომ შევადარე ის ტატუ იმ კროკერის მთაგრეხილს – ნამდვილს და არა მირაჟულს. მირაჟი სწორედ ის ჩადრებია. მათ დანახვაზე იმდენად ვართ გატაცებული ჩვენი პირველადი შეგრძნებებით – პროტესტის გრძნობით და აღშფოთებით, რომ ყველაფერი რაც მის მიღმა ხდება ჩვენთის ისევ დაფარული რჩება.

ზოია სწორედ ამიტომ მომეწონა – გვაჩვენებს , რომ ჩადრის გარდაც უამარვი წვრილმანი პრობლემებია, რომელიც ხანდახან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მძიმე შავი სამოსი ზაფხულის მწველ დღეებში. თურმე არსებობს განსხვავება ჩვენს მიერ აღქმულის ინტერპრეტაციებსა და „გარე რეალობას“ შორის. ფილოსოფოსები იმასაც ამბობდნენ, რომ რეალობა ჩვენი შეგრძნებების და აღქმულის მიერ მოწოდებული ინფორმაციაა, მაგრამ ხშირად ვრწმუნდებით, თუნდაც როსის უიღბლობის მაგალითზე, რომ ძალიან ხშირად „ინდივიდუალური“ რეალობების გარდა, „საერთო“ რეალობაც არსებობს.

ზოიას თვალით დანახული ირანული სინამდვილე სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა – სანამ ჩვენ მათ უუფლებობაზე და ბედკრულობაზე მოვთქვამთ, ისინი წარმართავენ საკუთარ ბიზნესს, ეწევიან, ჰყავთ მეგობარი მამაკაცები, საკუთრაი ავტომობილი და თუ ვინმეზე ხდებიან დამოკიდებულნი, ისევ და ისევ ქალებზე – დედაზე, დაქალზე, ქალიშვილზე და ა.შ. მაგრამ ჩვენი გულის „მოსაგებად“, მწერალი იმ რეალობაზეც მიგვანიშნებს დროდადრო, რომელსაც ჩვენც ვხედავთ.

პიროვნება არ არის პრობლემა! პრობლემა თქვენთვის ერთი ბღუჯა გაქვავებული ადათ-წესია.

თუნდაც ეს ერთი წინადადებაც საკმარისია:

სახლში რომ დავბრუნდით, ეზოში დედამ წითელი პომადა ცხვირსახოცით მოიწმინდა.

არ ვიცი რომელია მირაჟი და რომელია სიანმდვილე, მაგრამ ფაქტია, რომ ზოიას ქალებს იგივე პრობლემები აწუხებთ და იგივე რაღაცეები უხარიათ, რაც ჩვენ – ისინიც იცინიან, ტირიან, უხარიათ, განიცდიან, სუნთქვა ეკვრით საყვარელ ადამიანზე, დიეტაზე არიან, წუწუნებენ, თმებს იღებავენ, ეჭვიანობენ, ეწევიან, ზოგჯერ ქმრებზეც ძალადობენ, ჩუმად მიირთმევენ საყვარელ მურაბებს, პინიკებზეც დადიან და ტატუებითაც იმშვენებენ სხეულს.

როგორც ერთ-ერთი მისი პერსონაჟი ამბობს „ალასკიდან მანჯილამდე ქალები ერთსა და იმავეზე გიჟდებიან…“

shirin6

Advertisements

5 responses to “შევეგუებით

  1. საქართველოსგან დიდად არ განსხვავდება პრინციპში. რომ შეეძლოთ ჩადრებსაც ჩამოგვაფარებდნენ და სახლებჩის ჩაგვკეტავდნენ

  2. რა კარგად წერ…
    მეც მგონია, რომ ხშირად ძალიან მუქ ფერებში აღვიქვამთ მათ ყოფას. უბრალოდ “ფარდის” მიღმა არ ვიცით, რა ხდება…

    • მადლობა ქეთ…დიახ, მეც პირველად დავფიქრდი იმაზე, რომ შეიძლება რაღაცეებს უფრო რთულად აღვიქვამთ, ვიდრე ეს რეალურადაა… 🙂

  3. ნამდვილად კარგად წერ და შენს რეცენზიებს ერთი სულით ველოდები ხოლმე.

    ამ ქალების ცხოვრებას რაც შეეხება, ჩადრი იქნება, თუ უბრალო მანდილის თავზე მოხვევა, რაღაც მომენტში იმდენად რუტინული ხდება მათთვის, რომ სხვა პრობლემებში სრულიად იკარგება.
    თუმცა რამდენი ირანელი მეგობარიც მყავს, ყველა ერთი სულით გამორბის იქიდან, რომ თავზე მოიხადონ და შარვალი ჩაიცვან. თან იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ ირანში ქალების თითქმის 90% უმაღლესი განათლებისაა და რაც უფრო მეტი ცოდნა გაქვს, მით ძნელია ფუნდამენტალიზმს დაემორჩილო, ხომ იცი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s