ვცოდავ, მაშასადამე ვარსებობ

10525624_4547555264121_5196786479040395961_n

“ადამიანები, რომლებიც არ გეთანხმებიან,რეალურ სამყაროში არ ცხოვრობენო. სინამდვილეში ვგულისხმობთ, რომ ისინი სამყაროს ჩვენეულ მოდელში არ ცხოვრობენ”

იქნებ ქეთრინ შულციც ბევრ რამეში ცდებოდა, როცა წერდა წიგნს “როცა ცდები”,მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ she didn’t care at all 🙂 თურმე, არც ისე ცუდი და სულელურია,როცა შეცდომებს უშვებ. პირიქით, შეცდომის ზღვარზე შეიძლება ისეთი თავგადასავლები გადაგხდეს, რომ ყოველთვის „მართალ და შეუმცდარ“ ადამიანებსაც კი შეშურდეს მსგავსი „მორალური დეგენერაცია“, რომელსაც შეცდომები იწვევს, ბევრის აზრით. ვისთვის სიმართლის განცდა და საკუთარი ეგოს დაჯილდოებაა არსებითი გადარჩენისთვის და ვისთვის მხოლოდ სწორხაზოვნად და უფათერაკოდ განვლილი გზა უფრო მნიშვნელოვანისკენ (ეგეც საკითხავია რამდენად მნიშვნელოვანია „ის“ რაღაც 🙂 ).

“რაც არ უნდა დამამცირებელი იყოს ჩვენი შეცდომები, ისინი უფრო ფასეულია საკუთარი თავის შესამეცნებლად, ვიდრე იმის განცდა, რომ მუდამ მართლები ვართ“-ამბობს ქეთრინი და ამის დასასაბუთებლად უამრავი მაგალითი მოჰყავს საკუთარი თუ სხვების ცხოვრებიდან. მოკლედ, ქეთრინი ძალზე განათლებული და საინტერესო ქალბატონია. გული მწყდება, რომ თავის დროზე , მაშინ როცა საქართველოში იყო ჩამოსული თავის მკითხველებთან შესახვედრად, ვერ მოვახერხე მასთან შეხვედრა.

მე ერთი საკმაოდ მაღალი გოგო ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ჩემზე მაღალი ადამიანებიც არსებობენ. მე საკმაოდ მაღლა ვცხოვრობ მიწისგან-მეცხრე სართულზე,მაგრამ ვიცი, რომ ჰონკონგში ცათამბჯენებია, სადაც ასევე ცხოვრობენ გოგოები. ჩვენი ყველანი გარკვეულ კოორდინატთა საზღვრებში ვართ მოქცეულნი, რომლებსაც ვერ გავცდებით და მთლიან რეალობას შორეული თავლსაწიერიდან ვერ დავინახავთ – ჩვენი შეცდომებიც ამით აიხსნება. მე ვერ ვხედავ იმას, რასაც სხვა გოგონები ხედავდნენ თუნდაც იმ დაწყევლილ დღეს ტყუპი ცათამბჯენებიდან, მაგრამ ისინი ვერ ხედავდნენ იმას, რასაც მაღლა მდგომი, მიწისგან ყველაზე შორეული ხედავს. ვუწოდოთ მას ღმერთი. მის თვალსაწიერში ყველა და ყველაფერია მოქცეული. როგორც ჰაიდეგერი იტყოდა, ის დროისა და სივრციის მიღმაა. სწორედ ამიტომ არის უშეცდომო – მხოლოდ ისაა ჭეშმარიტი და რომც იყოს შეუმცდარი, მხოლოდ მას არ ეპატიება შეცდომები. მე? მე “მეპატიება” – ერთი სხვებზე მაღალი და კიდევ სხვებზე დაბალი გოგო ვარ მეცხრე სართულიდან.

თუმცა, რაში გვჭირდება იმის გახსენება, რომ ღვთის წყალობა დავკარგეთ, ჭეშმარიტებას დავშორდით და ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეცდომებს ვუშვებთ?!

ჩვენი შეცდომები ყველაზე სწორი და უტყუარია. ყველაზე მართალი მაშინ ვარ, როცა ვცდები. ეს არ არის მხოლოდ ქეთრინის სიტყვები, ქეთრინამდეც ასე იყო და მისი დამსახურება ისაა, რომ მისი სახით კიდევ ერთი თანამოაზრე ვიპოვე. ბოლოს დეკარტის ნაშრომებს ვკითხულობდი-მან ყველაფერში დაეჭვება განიზრახა მიზნად და ამით მიაღწია იმას, რომ დღემდე ერთ-ეერთ ყველაზე გავლენიან ფილოსოფოსად ითვლება . ეჭვი-ღრმა, სისტემატური, მუდმივი და ყოვლისმომცველი. სწორედ ეეჭვი გვაყენებს სწორისა და არასწორის გასაყარზე. ჩვენ ან სწორ გზას ავირჩევთ, ან არასწორს. მაგრამ მთავარი ეს კი არაა, არამედ ის, რომ ის გვიბიძგებს, მოძრაობას, აზროვნებას გვაიძულებს. ასეთი შეცდომები საკუთარი შინაგანი სამყაროს გზავნილებია. ის მოგზაურობა და ისტორიაა-„მარცხი თავგადასავალია!“. მუდამ შეუმცდარობისკენ ისტერიული სწრაფვა კი ზედმეტ თავდაჯერებულობას იწვევს. თავდაჯერებულობა კი…როგორც ამერიკელი სატირიკოსი ამბროზ ბირსი იტყოდა, ბოლო ხმაზე აწეული შეცდომაა.

თავდაჯერებულობა თავის მხრივ რაღაცისადმი ურყევ რწმენას იწვევს, ან პირიქით. ისიც ფაქტია, რომ მსგავსი რწმენა და საზოგადოება ერთმანეთს აძლიერებს. ამიტომ საკუთარ საკუთარ რწმენას ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ ისე, რომ გარკვეული საზოგადოების წევრობიდან გამომდინარე საყრდენის, სტატუსისა თუ იდენტობის დაკარგვის საფრთხე არ დაგვემუქროს. ეს ძალიან რთული მოსასმენია ჩვენი საზოგადოების „გადამკიდე“, მაგრამ თუ საკუთარ თავს „ვაპატიებთ და გავუგებთ“ შეცდომებს. საზოგადოებაც იძულებული იქნება ადრე თუ გვიან მიგვიღოს ამ „შეცდომებით“. თუ არა და I don’t give a shit 😀 ამიტომ ისიამოვნეთ  საკუთარი შეცდომებით, შეცდომებით მოტანილი თავგადასავლებით და ეძიეთ რაც შეიძლება მეტი „სარგებელი“ მასში. ფრომ ქეთრინ ენდ მაგა.

wrongsumm_1723466a

Advertisements

11 responses to “ვცოდავ, მაშასადამე ვარსებობ

  1. ეს პოსტი კიდევ ბევრჯერ უნდა წავიკითხო. მანამდე უნდა ვიკითხო, სანამ არ დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ გუშინ ჩადენილი “საშინელება” სინამდვილეში სულაც არაა ისეთი საშინელება, როგორადაც წარმომიდგენია, და რომ შეცდომები ყველას მოსდის, რადგან ეს ძალიან ბუნებრივია ცოცხალი ადამიანისთვის. დიდი მადლობა ამ პოსტისთვის! ძალიან დროული იყო ჩემთვის ამის წაკითხვა, ზუსტად ეს მჭირდებოდა საკუთარ თავში გასარკვევად

    • ანი, ჩემმა ერთმა მეგობარმაც ეს მითხრა, ამის წაკითხვა დროული იყოო ჩემთვის და ამას არ ჯობია ახლა ადგეთ და პირდაპირ ეს წიგნი წაიკითხოთ? დამიჯერე, ძალიან საინტერესოა. ძალიან ბევრ რამეზე დაგაფიქრებს…და შეცდომები კი მხოლოდ თავგადასავალია ^_^

  2. ქეთრინ ენდ მაგა, იუ არ მაი ნიუ ფეივრით გალზ!!! :დ
    აი ასეთ პოსტებს ვიკითხავდი და ვიკითხავდი. ხშირად წერე რა, მაგა!!!

  3. შენი პოსტების კითხვას რაღაც ამაღლებული განწყობა ჭირდება ხოლმე… აი, თავს უნდა გრძნობდე არა ჩვეულებრივ არსებად და მხოლოდ შემდეგ შემოხვიდე აქ და წაიკითხო, გაიაზრო და კიდევ ერთხელ მოიხიბლო 🙂

  4. ყველაზე კარგი და ძალიან ძალიან ბევრის მომცემი პოსტი ჩემნაირი უნიჭო და შეცდომებით დახუნძლული ადამიანისათვის.. ალბათ საუკეთესო პოსტი რაც წამიკითხავს. შეიძლება ვაჭარბებ მაგრამ რომ ჩავამთავრე კითხვა ამ აზრმა გამირბინა თავში. მადლობა! :*

  5. მუდმივ ეჭვს ადამიანი ძნელად უმკლავდება. რა თქმა უნდა უნდა დასვას შეკითხვები და იძიოს და თავის დააღწიოს პირობით მოვლენებს, მაგრამ როდესაც სწორედ მაგ ეჭვის გამო გადაწყვეტილებებს საერთოდ ვერ იღებ რა უნდა ქნა? როცა იმდენად ყველაფერი გაეჭვებს, რომ ქაოსის მეტი აღარაფერი რჩება?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s