მძვინვარება, როცა ღმერთი ამბობს ”ნახვამდის”

anne

მე მთელ მსოფლიოს დავამარცხებდი,

მაგრამ უიღბლო მეცნიერივით დავკარგე რუკა.

რთულია მოეწონო მკითხველს მაშინ, როცა საუბრობ ქალებზე, შავ მაგიაზე, მენსტრუაციაზე, ღმერთზე, ქორწინებაზე, სექსზე , აბორტზე, ნარკოტიკებზე, ინცესტზე და ა.შ. საკუთარ ცხოვრებაზე საუბარი ზოგ მკითხველს აჯადოებს და ზოგში კი ზიზღს იწვევს. დღემდე არსებობს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები მისი შემოქმედების შესახებ. გარდა დიდი ინტერესისა და ვნებათღელვისა მისი პოეზიის მიმართ, სექსტონის პოპულარობას ხელი შეუწყო მისმა არაჩვეულებრივმა ფიზიკურმა სილამაზემაც. მან დაამსხვრია იმ დროის წარმოდგენა პოეტი ქალის შესახებ, რომელიც აუცილებლად მასკულინური უნდა ყოფილიყო. თუმცა, გლამურულ ქალში ულამაზო და სამყაროს ინდიფერენტულობით და სისასტიკით შეშინებული ბავშვი იმალებოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ მის მშობლებს მისი დაბადება არ სურდათ, მასწავლებლები, რომლებიც ვერც მის ნიჭს და ვერც სწავლის მიმართ რამე მიდრეკილებას ვერ ხედავდნენ, განუწყვეტლივ უბრაზდებოდნენ და ენთან მოთმინებას კარგავდნენ.

tumblr_lz3x1ef0yT1rp32b4o1_500

სექსტონი 1928 წელს დაიბადა. ოცი წლის ასაკში ცოლად გაყვა ალფრედ მიულერ სექსტონ მეორეს და ცოტა ხანი ბალტიმორსა და სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა, სადაც მისი მეუღლე ფლოტში მსახურობდა. 1953 წელს ისინი მასაჩუსეთში დაბრუნდნენ, სადაც ლინდა გრეი სექსტონი დაიბადა. 1954 წელს ენ სექტონს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს და ნეიროფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, რომელიც შემდეგ არაერთხელ გახდა მისი თავშესაფარი. საავადმყოფოში ყოფნის დროს მას ხმები ესმოდა, რომლებიც თვითმკვლელობისკენ დაჟინებით მოუწოდებდა. ამ დროს დიდი როლი ითამაშა დედამ, რომელმაც ქალიშვილს თავის მოკვლა არ დაანება. თუმცა მეორე ბავშვის დაბადებიდან შვიდი თვის შემდეგ ისევ იგივე განმეორდა. ამ დროს ბავშვები მისი მეუღლის მშობლებთან  წაიყვანეს. ენმა მწვავედ განიცადა ბავშვებთან განშორება და თავისი დაბადების დღეზე თვითმკვლელობა სცადა. ეს იყო თვითმკვლელობის პირველი მცდელობა. შემდგომში ეს მცდელობები ხშირად მისი დაბადების დღეს ემთხვეოდა.

ენზე დიდი გავლენა მოახდინა მარტინ ორნმა, ახალგაზრდა ფსიქიატრმა, რომელიც მას შემდეგი შვიდი წლის განმავლობაში მკურნალობდა. მრავალი დიაგნოსტიკური ტესტის საფუძველზე მან დაადგინა, რომ მიუხედავად ენის წარსული წარუმატებლობისა, ის უაღრესად ნიჭიერი იყო. მისი აზრით, ის უნდა მიბრუნებოდა ლექსების წერა, რასაც ენი სკოლაში სწავლის დროს ცდილობდა. სწორედ ექიმი ორნის დაჟინება იყო, რომ ენს ჰოლმსის ვორქშოფში მიეღო მონაწილეობა. ჰოლმსის ვორქშოფში სექსტონმა პროგრესი მეტეორის სიჩქარით განიცადა. მისი ლექსები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა.

tumblr_lzmk1sjyeQ1rp32b4o1_500

წლების შემდეგ, როცა ენ სექსტონი ისევ შეიპყრო აზრმა, რომ ცხოვრებაში არაფერი გამოუვიდოდა, ის ეკლესიისკენ მიბრუნდა. მის მიმართ დიდი თანაგრძნობით და გაგებით განმსჭვალულმა ხანშიშესულმა მღვდელმა აუხსნა ენს, რომ ერთი ხელის მოსმით კათოლიკე ვერ გახდებოდა. თუმცა უთხრა ისეთი რამ , რამაც ენი დაღუპვისგან იხსნა: ”ღმერთი შენს საბეჭდ მანქანაშია”.

სექსტონი ხვდებოდა , რომ მას ხალხისთვის განკუთვნილი ორი მკვეთრად განსხვავებული როლიდან ერთ-ერთი უნდა აერჩია – ან პატარა გოგოსი ან ვამპირის. ბავშვის როლი ზედგამოჭრილი იყო შინ ინტერვიუების ჩასაწერად: ”როდესაც ბოსტონ გლოუბის” ჟურნალისტი მოვიდა, მე პატარა გოგოსავით გამოწყობილი დავხვდი: ”ფეხშიშველი სულ სხვანაირი – ვარაუდიც არ შემეძლო, როგორი სხეული შეიძლება მქონოდა”. მაგრამ ნიუ-იორკისთვის მან სულ სხვანაირი კოსტიუმი შეარჩია – ტვიდის მოიისფრო პიჯაკი, მის შიგნით კი კისერზე თასმით შეკრული, უზურგო და უმკლავებო ტოპი: ”მოწითალო-იისფერი, ღრმად გულამოჭრილი და შოკისმომგვრელი; ლიფს ზონრების გარეშე ჩავიცვამ; ტოპი ზურგზე წელამდე იქნება მოხსნილი. ყველაფერი კარგად დავგეგმე. როგორც კი ცოტას შევხურდები, პიჯაკს გავიძრობ.” სექსტონი ამტკიცებდა, რომ თუკი განიზრახავდა, ადამიანებისთვის თავისი ნამდვილი სახე ეჩვენებინდა, პატარა გოგოსავით ჩაცმული და უქუსლო ფეხსაცმლებიანი გამოჩნდებოდა მათ წინაშე: ”როცა პატარა გოგოდ ვიქცევი ხოლმე, სხეული არ მაქვს! ვერ ავხსნი, მაგრამ ასეა.”

89aaf904f43a6ec4cbbc48ffdb7b274e

განსაკუთრებულად ახლო კავშირი სექსტონს ბარბარა სოუნსთან ჰქონდა, იგი ერთ-ერთი გახლდათ იმ ორ მხატვართაგანა, რომლებიც სოუნსის ქილიკნარევი ტერმინით ”ნაღებ საზოგადოებას”, ანუ რედკლიფელ სწავლულთა პირველ ნაკადს მიეკუთვნებოდნენ. სოუნსი ადამიანებს ხატავდა და ისე ეცნობოდა. ”ენი მზეთუნახავი იყო და მე ჯიუტად ვცდილობდი, ჩავწვდომოდი რა იყო ამ მშვენიერი სახის მიღმა,-იხსენებს იგი, – ვერაფერი შეედრება მომენტს, როდესაც პორტრეტის ხატვისას ადამიანის შინაგან სამყაროს ხსნი.” ტილი ოლსენი ამბობდა: ”იშვიათად მინახავს ქალებს შორის ასეთი მშვენიერი ურთიერთობა, როგორიც ბარბარასა და ენს ჰქონდათ. ბარბარას გვერდით ენი უაღრესად ბუნებრივი ხდებოდა, ალბათ ასეთი თავის შვილებთან თუ იყო. ბარბარა სხვა სამყაროს ბინადარია.”

1963 წლის 12 თებერვალს ამერიკული გაზეთები ორიოდე ფრაზით იუწყებოდნენ, რომ ლონდონში პოეტი სილვია პლათი გარდაიცვალა.  პლათის სიკვდილმა დაასევდიანა სექსტონი, მაგრამ ამასთანავე სიკვდილის ის სურვილი ამოუტივტივა, არასდროს რომ არ ყოფილა მის არსებაში ღრმად ჩამარხული. თვითმკვლელობა,-დაასკვნა მან,-ნარკოტიკს ჰგავს: ნარკომანს არ შეუძლია ახსნას, რატომ უნდა ნარკოტიკის მიღება; არ არსებობს ჭეშმარიტი მიზეზი, – უთხრა მან ექიმ ორნს. სექსტონის ფსიქიურ მდგომარეობას ამ პერიოდში ამყარებდა რედკლიფის ინსტიტუტის ხელოვან ქალებთან ბედნიერი თანამშრომლობა, ახალი შემოქმედებითი შესაძლებლობები და პერფორმერის ნიჭი, რომელიც სულ უფრო და უფრო დიდ აუდიტორიას იზიდავდა, მაგრამ პლათის სიკვდილმა იგი ძველი აკვიატებისგან გამოწვეულ თვითგანადგურების დამყაყებულ ჭაობში დააბრუნა.

sexton

Advertisements

8 responses to “მძვინვარება, როცა ღმერთი ამბობს ”ნახვამდის”

  1. Wow!
    მაგა, ძალიან დიდი მადლობა ენ სექსტონის გახსენებისთვის, რომლის ლექსებსაც რამდენი ხანია წაკითხვას ვუპირებ და ვერაფრით ვიპოვე დრო და განწყობა.

    მართლა სასწაულად ლამაზი ქალია, ნახე თვალები.

    • გეთანხმები სოფი, ენის ლექსებს ყოველთვის ვერ წაიკითხავ, იმდენად განწყობისეულია.
      სილამაზე ხომ … სხვასაც მიიყვანს თვითმკვლელობამდე 😀

  2. “ვერაფერი შეედრება მომენტს, როდესაც პორტრეტის ხატვისას ადამიანის შინაგან სამყაროს ხსნი”. რა უცნაურია ამაზე მეც ხშირად მიფიქრია და მართლაც ამაღელვებელია ხოლმე როცა ადამიანს ასე ვეცნობი ^^

  3. ენი თავიდან გავიცანი შენი პოსტით…
    არ ვიცი ეს რამდენად შესაძლებელია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მისი მხოლოდ ერთი ან მაქსიმუმ ორი ლექსი წამიკითხავს, ძალიან დიდ სულიერ სიახლოვეს ვგრძნობ, she reachs into my veins

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s