ბორის ვიანის პატაფიზიკური ვნებანი

9782253006626FSQUIZ_Quiz-sur-lecume-des-jours-de-Boris-Vian_6510

მე რომ ვკითხულობ იმ განწყობით თუ კითხულობთ ბორის ვიანის პატაფიზიკურ რომანებს, მაშინ პირობას გაძლევთ მოკვდებით სიცილით. აი, ახლაც მეცინება 😀 სიცილი მერე იყოს და ახლა ვეცდები სერიოზულად ვილაპარაკო ამ ფრანგზე – ჩემს საყვარელ ბორის ვიანზე. ხო, აი მართლა ძალიან მიყვარს, პატარა გოგოსავით ჭკუა მეკეტება, არდა მხოლოდ მისი ორი რომანი მაქვს წაკითხული – ”დღეთა ქაფი” და ”გულსაგლეჯი”. ეს ის მწერალია, რომელმაც ყოველთვის იცის როგორ უნდა მომიშალოს ნერვები, როგორ დამარწმუნოს ყველაფრის ამაოებაში, როგორ გამიჩინოს საშინელი გულის რევის შეგრძნება და ამის პარალელურად როგორ უნდა მაცინოს მუცლის ტკივილამდე.

ფოტოებზეც ძალიან სასაცილოდ გამოიყურება თავისი საყვირებით ხელში. ხო, უკრავდა, სიმღერებსაც წერდა, ჯაზსაც უბერავდა, ინჟინერიც იყო, რაღაცეებს თარგმნიდა და პოეტობდა კიდეც. თან საოცარი ისააა, რომ ყველაფერი ერთი მეორეზე უკეთესად გამოსდის. მოკლედ, ბორისმა ბოლომდე იხმარა ცხოვრება. და … ჩვენც გვიხმარა. წაიკითხეთ და ნახავთ რა დღეში გექნებათ ნერვები – თავი გაგისკდებათ თითქოს ამდენი უაზრო ირონიით და მერე საკუთარ თავზე გაბრაზდებით, რომ მიუხედავად ამისა, ასეთი გულისამრევი წიგნის ხელიდან გაგდება არ შეგიძლიათ.

boris-vian-trouble-andains-L-eR1xUh

რომენ გარის არ იყოს, უამრავი ფსევდონიმით აქვეყნებდა საკუთარ ნაშრომებს (ვერ ვხვდები ამ ფსევდონიმომანიას რა მუღამი აქვს ). ბორისს არაფერი ენაღვლება. მდიდარი ოჯახისშვილია, თავზე ვლებიან და მამისისგან მემკვიდრეობით ბოჰემური ცხოვრების სიყვარულიც ერგო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობის იყო, რევმატიზმსაც დაუსხლტდა ხელიდან და მუცლის ტიფსაც. ძალზე იღბლიანი და წარმატებულია ნებისმიერ საქმეში, რასაც ხელს ჰკიდებს. საკუთარი ფიზიკური ტკივილების მიუხედავად, საკმაოდ დიდხანსაც იცოცხლა. თან ცხოვრებასაც გააჩნია – ნებისმიერი ინატრებდა ასეთ ვნებიან ცხოვრებას. თავად ასე ახდენდა ერთგვარ თვითიდენტიფიკაციას:

იცოდე ის, რომ ვნებები არსებობს და ვერ შეიგრძნო – საშინელებაა.

ხოდა, გააცნობიერა და შეიგრძნო კიდეც საკუთარი ვნებები – წერა და ჯაზი; ჯაზი და წერა. ხან ჯაზი , ხან წერა; ხან წერა, ხან ჯაზი. ქალებს რაც შეეხება, როგორც ერთგან აღნიშნავს, ქალები და კაცები ერთ სიბრტყეში ვერ ცხოვრობენ. ჯაზშიც და მწერლობაში ერთობ ვნებიანია და ამავდროულად ძალზე მარტივი და თეთრი. რა უნდა იყოს იმაზე მარტივი, როცა შეგიძლია აღმოაჩინო სიცივისგან მკვდარი ღრუბლები; ან ჯიბიდან ამოშვერილი ღრუბლის ნაფლეთები; ან ცისფერი ციყვის ღიმილი; ან ზღვა, როგორც კაცის ღია სველი ტუჩები; ან თხები, რომლებიც ავტოსპოტით დადიან; ან ჭერი, რომელიც ღიპივით ჰკიდია; ან დედა, რომელიც შვილებს ენით ულოკავს ტაკოებს და ა.შ. ხო, გეგონება, რომ გეკაიფება და ამ დროს საშინელ სიმართლეს გეუბნება საკუთარ თავზე. ორ უკიდურესობაში ვარდები – ან უნდა იტირო, ან უნდა იცინო. მე სიცილი ვარჩიე – ნერვული სიცილი.

ბორის ვიანს მხოლოდ მისი წიგნებით ვერ ამოწურავთ. მას უნდა მოუსმინოთ. შეგიძლიათ იკითხოთ და პარალელურად მოუსმინოთ. მაგრამ სავარაუდოდ ერთმანეთს ვერ დაუკავშირებთ. იქ სხვა ვიანია, იქ – სხვა. შემეძლო ახლა ვიანისთვის მომესმინა და ისე მეწერა მის რომანებზე ჩემი ”ღრმა” აზრები, მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა, რომ ჩართული მაქვს The White Stripes -ის ”I Think I Smell a Rat”, რაც ვფიქრობ უფრო უხდება ვიანის მიერ შექმნილ შთაბეჭდილებებს, ვიდრე თავად ვიანის გულუბრყვილო ჯაზი.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მარტივი მოგეჩვენოთ, თავის წიგნებში ვიანი უფრო მძიმეა; მელანქოლიური;  ხანდახან სისხლიანი მდინარეებით, სადაც მკვდარი ბავშვების ხელები დაცურავს და რომელსაც ნავით მოდარაჯე ტიპი ატკაცუნებს კბილებით;  ისეთ მოახლეებსაც ვნახავთ, რომლებსაც მხოლოდ წაკუზულებს ჟიმავენ; ხანდახან ფსიქოანალიტიკოს მკვდარჟაკსაც შევხვდებით, რომელიც ცარიელია, ვერაფერს გრძნობს და ჟესტების, რეფლექსების და ჩვევების მეტი არაფერი აბადია; ჭკუამხიარულ მღვდელსაც გადაეყრებით ერთ სოფლის ეკლესიაში თავისი ერთგული თანაშემწითურთ ერთობ კომიკური სცენებით; გიჟ და გადარეულ დედასაც მოჰკრავთ თვალს, რომელიც დედობრივ თვითგვემას მისდევს და თავის ოთახში ჩუმად აწყლაპუნებს აყროლებულ ბიფშტექს, შვილებისთვის ტაკოების ალოკვის რომ არაფერი ვთქვათ.

მე მაინც მგონია, რომ ბორის ვიანის ყველაზე დიდი ვნება ჯაზია. თავისი საყვირებით ხელში თავს ისე გრძნობს, როგორც აი ის პატარა ბიჭუნა თავისი ერ-ერთი რომანიდან – ჯიბეებიდან ამოშვერილი ღრუბლის ფთილებით.

AVT_Boris-Vian_6720

Advertisements

4 responses to “ბორის ვიანის პატაფიზიკური ვნებანი

  1. ზუსტად, ზუსტად, ზუსტად. რა კარგად აღწერე ვიანი და მისი წიგნები.
    ის გიჟი მღვდელი, არა ჭკუამხიარული ზუსტად შეეფერება, “დღეთა ქაფშია”, ხო?
    “წითელი ბალახი” მაქვს წაკითხული ვიანის და კიდეც რაღაც, რასაც ვერ ვიხსენებ, მოიცა ჩემი ძველი ვიდეოპოსტი უნდა ამოგიქექო.

    მაგარი ხარ, მაგა!!!

    • მღვდელი “გულსაგლეჯშია” . “წითელ ბალახს” ველოდები”. და კიდევ სხვა დანარჩენებსაც.

      მოგისმინე. ძალიან გავმხიარულდი ამ დილით და დადებითად დავიმუხტე ამ ვიდეოთი – ერთობ პატაფიზიკური განწყობა შემექმნა )))

      მადლობა! :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s