როგორ თანავცხოვრობ ჩემს სხეულთან

vintage-sandwich-1

ჩემი ”მძიმეწონოსნობა” დაიწყო მაშინ, როცა მე ორი თვით სახლში გამოვიკეტე სამეცადინოდ. იმ არცთუ ისე კარგად სახსენებელ ორ თვემდე ვიწონიდი 62 კილოგრამს და მიუხედავად იმისა, რომ ნორმალური სიმაღლის ვარ (177 სმ), მაინც ვთვლიდი , რომ საკმარისად გამხდარი არ ვიყავი. მაგრამ თქვენ უნდა გენახათ ჩემი დაუდევრობისა და საკუთარი სხეულის უპატივისცემულობისგან გამოწვეული ჩემი აღშფოთება, როცა სულ რაღაც 15 დღის წინ მინის თხელ ფირფიტაზე აღმართულმა ფეხის თითებთან 69 კგ. დავაფიქსირე. ვერ დავიჯერე , რომ ის სხეული, რომელიც 69 კილოს იწონიდა ჩემი იყო. ეს იყო ჩემი ორი თვის ”მონაგარი” შვიდი ზედმეტი კილოგრამი, რომელიც აშკარად მაწუხებდა, მღლიდა და მაკომპლექსებდა. ვიღაც იტყვის, რომ ეს მეტიჩრობაა, რომ მაღალი ვარ და მერე რა მოხდა, მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არაა. შევეცდები ავხსნა:

1. როცა ასეთ მცირე დროში იმატებ შვიდ კილოგრამს, ნორმალურია იფიქრო, რომ არასწორად იკვებები. ანუ შეიცვალა ის რაციონი, რომლითაც დიდი ხნის მანძილზე იკვებებოდი და აშკარაა, რომ ეს ძალიან ლამაზად არ აისახა შენი სხეულის სილამაზეზე-შენს ფიგურაზე.

2. როცა ასეთ მცირე დროში იმატებ შვიდ კილოგრამს, ნორმალურია იფიქრო, რომ იკვებები ბევრად უფრო მაღალკალორიული საკვებით, რაც შენი აღნაგობის გარდა , აისახება შენს ჯანმრთელობაზეც. არ მესმის იმ დედების, რომლებიც ყველაფერს აჭმევენ შვილებს , თან რაც შეიძლება მეტს, ოღონდ ბავშვმა ჭამოს და ოღონდ ბავშვი იყოს პუტკუნა და ”ჩასაკბეჩი”. რის შედეგადაც, ხშირად შემხვედრია ავადმყოფურად ”მძიმეწონიანი” ბავშვები.

3. როცა ასეთ მცირე დროში იმატებ შვიდ კილოგრამს, ნორმალურია იფიქრო, რომ ემსგავსები იმ ქართველ დიასახლისებს, რომლებსაც გასაგები და ხანდახან არც ისე გასაგები მიზეზების გამო, დღე და ღამე სამზარეულოში უწევთ დაუღალავად ტრიალი ახალ-ახალი კერძების მოსამზადებლად მრავალრიცხოვანი ოჯახისთვის. ეს უკვე ნიშნავს, რომ განგაშისთვის უნდა მოემზადო.

4. როცა ასეთ მცირე დროში იმატებ შვიდ კილოგრამს, ნორმალურია იფიქრო, რომ სცილდები საკუთარ სხეულს, არ ზრუნავს შენს სასიცოცხლო ორგანოებზე, არ უვლი და ვერთანაცხოვრობ მათთან. ეს აისახება შენს განწყობაზე, ხასიათზე, ადამიანებთან დამოკიდებულებებზე, ემოციებზე, თან არც თუ ისე კარგად, ცხადია. არ მინდა ფილოსფიურ თუ რელიგიურ საკითხებზე გავამახვილო ყურადღება, მაგრამ შენი სხეული ერთადერთია, რომელმაც შენი არსება შეიფარა.

5. როცა ასეთ მცირე დროში იმატებ შვიდ კილოგრამს, ნორმალურია იფიქრო, რომ ზაფხულში ზღვაზე შენც აღელვდები და ზღვასაც ააღელვებ.

ამიტომ, ერთადერთი რაც ამ დროს დაგრჩენია ისაა, რომ თანაუგრძნო მას-შენს სხეულს, როგორც შენი არსებობის მოკავშირეს და დაიცვა ეს ოხერი დიეტა, რაც სხვა არაფერია, თუ არა ჯანსაღი კვება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე რამე მეღონა, მაგრამ ყოველგვარი ძალდატანების, შიმშილობების და მითუმეტეს, ყველის რაციონიდან ამოღების გარეშე (ყველაფერზე მეტად მიყვარს) . მივიღე მსგავსი რამ:

1. მივირთმევ ყოველთვის ერთი და იგივე დროს – დღეში სამჯერ : დილის ათ საათზე (უკეთესი იქნებოდა თერთმეტ საათზე, მაგრამ იქამდე ვერ ვძლებ და მერე გეტყვით რატომაც); შემდეგ სამ საათზე და ბოლოს შვიდის ნახევარზე (აქაც ჯობდა ექვსზე, მაგრამ ასე არ ეგების და ამასაც მერე გეტყვით რატომ 🙂 )

TMcoverJPEG

2. მივირთმევ ყველაფერს რაც მინდა. დილით ჩაის ჭვავის ან ქატოს პურთან და ყველთან ერთად; შუადღეს მოხარშულ კვერცხს, რაც შეიძლება ბევრ ბოსტნეულს, ხანდახან ცოტა ხორცს , მოკლედ ყველაფერს რაც მინდა; საღამოს ვსვამ ყავას, მივირთმევ ყველანირ გემრიელობებს.

food-collage

3. საღამოს ცხრა საათზე მივდივარ სავარჯიშოდ – ამისთვის ბევრი არაფერია საჭირო. მთავარია, გქონდეს კარგი,მსუბუქი , კომფორტული ბოტასები, რომელიც თითებს არ გატკენს, შეგიძლია თითების შეიხვიო კიდეც, მაგრამ ვფიქრობ ეს სრულიად ზედმეტია;  უნდა გეგულებოდეს სტადიონი, სადაც შეიძლება ბავშვები თამაშობდნენ ფეხბურთს, მაგრამ დამერწმუნეთ, ბავშვებს მაყურებლები ძალიან უხარიათ ხოლმე და ეს არც თქვენ შეგიშლით ხელს და არც ბავშვებს-პირიქით, ბევრად მოტივირებულები ითამაშებენ 🙂 ; უნდა წაიღო ყურსასმენები და მობილურში ან რაშიც გინდა ჩაწერილი უნდა გქონდეს ძალიან, ძალიან კარგი სიმღერები; და უნდა ირბინო.

tumblr_n0trnlrGhh1s22klwo4_500

როცა დაბრუნდებით, ცხადია, გადაივლებთ და უფრო ცხადია , რომ ძალიან, ძალიან მოგშივდებათ. სწორედ ამიტომ ვახსენე ზემოთ, რომ ჯობია შვიდზე მიირთვათ რამე, ვიდრე უფრო ადრე. ამ დროს გაიხეხეთ კბილები, აიღეთ წიგნი და დაწექით. დილით ბევრად ენერგიულები და ხალისიანები გაიღვიძებთ და რაც მთავარია, უფრო ჯანსაღი სხეულით.

სულ ესაა. ჯერ სულ რაღაც 11 დღე გავიდა , რაც მსგავს ”საქმეებს” ჩავდივარ შეძლებისდაგვარად და მე უკვე 65 კილოგრამს ვიწონი , ანუ – 4 ზედმეტი კილოგრამი. ვიცი, რომ ეს ჯერ არც თუ ისე კარგი შედეგია, მაგრამ მთავარია ის , რომ ამ შედეგს ძალიან მშვიდად, აუჩქარებლად, სასიამოვნოდ და სრულიად ჯანსაღი გზით მივაღწიე.  თავს ბევრად უფრო ჯანმრთელად ვგრძნობ. უკეთეს ხასიათზეც ვარ ხოლმე 🙂

gain-weight-elvgren-a

Advertisements

22 responses to “როგორ თანავცხოვრობ ჩემს სხეულთან

  1. ჰმ, ყოველდღე ვცდილობ შემოვუძახო საკუთარ თავს, რომ მეც ვირბინო ან ვივარჯიშო, მაგრამ ჯერჯერობით სულ შემოძახებით იწყება და იქვე მთავრდება ეს მცდელობები 🙂

  2. გამხდარი წარმომედგინე. აი, თურმე ჭკვიანი ხალხი რატომ სუქდება. 9 საათზე არ გირჩევდი მე ვარჯიშს. ჯანმრთელობისთვის ცუდია. ჯერ კიდევ არაა ორგანიზმი გაღვიძებული. მე მოვიმატე ნახევარ წელში ათი კილო და ცოტა მეტი.

  3. კარგი პოსტია, სტიმულის მომცემი 😀 წარმატებებს გისურვებ! 🙂

  4. ეს ნახეთ რა. ჩემი სიმაღისა და წონის ადამიანი 😀
    პარადოქსი, რაც მე დამემართა ბოლო რამდენიმე დღეა თუ კვირა, არის ის, რომ წელი და მუცელი გამიდიდდა. ეს არ არის იმდენად პარადოქსი, რაც ის, რომ მარჯვნივ უფრო მოვიმატე, ვიდრე მარცხნივ. აზრზე ვერ მოვდივარ, რატომ. ნუ ვენდისებმა და ანტრეებმა თავისი მიქნა სამწუხაროდ. ნელნელა უნდა მივატოვო მანდ სიარულები, თუმცა დღის ან საღამოს საათებში სახლში რომ არ ხარ, ნებისმიერი კაფე გაკმაყოფილებს, სადაც საჭმელი იყიდება. საშინლად მაღიზიანებს ჩემი ასეთ სხეული და აუცილებლად უნდა ჩამოვიდე 62 კგ-ზე. ან უფრო ნაკლებზე.

    რა კარგია, რომ დადიხარ სავარჯიშოდ. მეც სულ მინდა და ვერ დავაწიე საშველი 😦

    • ჩემი ძველი წონის თუ ახალი წონის? 😀
      თურმე მთავარია ძალიან გინდოდეს და მერე ადვილი ყოფილა ყველაფერი.
      შენ ეტყობა გულის სიღრმეში გაკმაყოფილებს შენი წონა…ამიტომ რა პრობლემაა?

  5. ეხ დილით რომ გადიხარ სამსახურში და საღამოს 9ზე ან გვიან მოდიხარ დამშეული და ვარჯიშის კიარა ერთი გვერდის წაკითხვის თავი აღარ გაქვს, მთელ დღეს მჯდომარე პოზაში ატარებ და ტეძოები გიმრგვალდება რა უნდა გააკეთო 😀

    • რაც არ უნდა დაღლილი იყო, იმის ძალა ყოველთვის გექნება რომ ნახევარი საათი წაუვარჯიშო. მთელ დაღლილობას აგინაზღაურებს, ოღონდ მაშინვე არა…შეეჩვევა სხეული.

  6. ნახევარი საათი წაუვარჯიშოო ვაიჰმე :დ არ მჯერა რომ ისე არ დაღლილხარ, რომ დაძინებაც კი არ შეგიძლია :დ
    დღე-ღამეში 4-5 საათი რომ გძინავს, დღეში 5 კილომეტრს მაინც ფეხით სიარული გიწევს, 2 საათს მიკროავტობუსში ატარებ :/ 😀 და შენ მაინც გინდა თქვა რომ ამის მერე ნახევარი საათი ვარჯიშს შევძლებ? თან ისეთი მომსუქნო ვარ, მალე ვიღლები :/
    მე რომ გნახე რამდენი იყავი? o.O

      • ჰო მარა იცი რა სუსტი ვარ? :/ მარტო გასახდომად ხო არაა ვარჯიში.

        ეგრეც მომწონხარ მე, კარგ ტანზე იყავი, მაგრამ თავის ბუნებრივ წონას ყველა თავად გრძნობს, მესმის შენი

  7. Its also really fucking annoying when no one takes me seriously, if i tell them that i feel fat and i want to loose weight. << ესე ხდერბა-ხოლმე )) როგორ მესმის შენი ნეტა იცოდე, მეც მოვიმატე ამ ზამთარს, ნუ იმის შემდეგ ცოტა დავიკელი და 62 კილო ვარ და 1.78. რო ვამბობ რო კიდე უნდა გავხდე და ჩემს წონას დავუბრუნდე (-5კგ მაინც) ყველა გიჟივით მიყურებს და უკვე აღარც ვამბობ )) ვოტ ტაკ

    • 🙂 მე შენგან განსხვავებით მეუბნებიან, რომ მოვიმატე, რაც ალბათ იმას ნიშნავს, რომ დაკლება არ მაწყენდა 😀

  8. Moica, gogoebo, tqven blogerebi xart tu modelebi? 😀

    4 tvis bavshviani deda ra wonis var, amas gamovtoveb 😉 magram tavis droze 60 kg-ze naklebi ar vyofilvat da 165cm var, ubralod sportuli viyavi yoveltvis da ashkarad kuntebi mamzimebs lol 😀 I feel fine either ways.

    Anyway, yvela tviton grznobs tavis sxeuls uket da Maga, imedia shens sasurvel wonas daubrundebi.

    • სოფი, სწორედ ეგაა…საერთოდ არ მაქვს პრობლემა წონასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ შეიძლება “მახინჯი” ვჩანდე ამის გამო.
      უბრალოდ მე თავად მაწუხებს ის ფაქტი, რომ ეს ჩემი “ნორმა” არაა.
      ვიღაც შეიძლება ძალიან გამხადარი იყოს და მისთვის ეს ნორმა არ იყოს…
      მთავარია, კომფორტულად იყო საკუთარ სხეულთან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s