ლურჯი ღალატის ფერია II ანუ WE ARE LIVERPOOL !

6875__6896__managers

(თამაში ამ ორ ადამიანს შორის შედგა. თავად განსაჯეთ რომელია ღირსეული და რომელი უღირსი – მოსწავლე თუ მასწავლებელი . მგონი დაუკონკრეტებლადაც ცხადია. )

მოკლედ ასე. მართალია იყო დიდი თავის ტკივილი, ყვირილი, სიხარულიც, მიკრო–გმირობებიც, აღფრთოვანებაც, სირცხვილიც, ცრემლებიც. დავიმუქრე კიდეც მამადუ სახო კიდევ რომ ვნახო გუნდში და დანარჩენი ორი თამაშიც რომ ასეთი რამეები “ჩავიდინოთ” , ამ წითელ თმას ლურჯად შევიღებავთქო, მაგრამ ეს ყველაფერი ჯასთ ემოციები feel . 

და ახლა ცოტა ცივი გონებით უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. იმ ბინძური ღორივით რა , აი მაურინიოსავით. ნუ, მტრისგანაც უნდა ისწავლო ხოლმე რაღაცეები. ხო, წავაგეთ. იმიტომ, რომ ვითამაშეთ გულწრფელად უღირსებთან. რას ვიზამთ, იცის ამ ადამიანმა თამაშის მოგება. თან ყველანაირი გზებით. ეს იყო ერთი ცინიკოსი და გაიძვერა ადამიანის მიერ მოგებული თამაში. სხვა არაფერი. მან დღეს ენფილდზე ფეხბურთი მოკლა. 

მე მჯერა ლეგენდარული ბილ შენკლის სიტყვების, როცა ამბობდა , რომ:

თუ ხარ პირველი ე.ი. ხარ პირველი; მაგრამ თუ ხარ მეორე , მაშინ არაფერი ხარ.

დიახ, ჩვენ გუშინ არ ვიყავით პირველები და ამით ყველაფერი ნათქვამია. ამიტომ ლეგენდარული კაპიტანის ერთი უხეში შეცდომა და ჩვენ გავხდით “არაფრები”. მაგრამ ზემოთხსენებული ბილ შენკლი იმასაც ამბობდა, რომ

თუ არ შეგიძლიათ ჩვენს გვერდით იყოთ მაშინ, როცა ვაგებთ, მაშინ ნურც მაშინ იქნებით ჩვენს გვერდით, როცა ვიგებთ!

ასე რომ, ვინც გუშინდელი მატჩის მერე ამბობდა, რომ ჯერარდი დაბერდა, ჩაიჯვა და ფეხბურთი უნდა დატოვოს, იმ ადამიანმა თავად უნდა დატოვოს წითელი გულშემატკივრების რიგი სწორედ მაშინ, როცა ჩვენ გავიმარჯვებთ დარჩენილ ორ თამაშში!

ახლა კი ვიამაყოთ: მე ვამაყობ რომ ჩვენს გუნდს ბრენდანი ყავს, ძალიან ნიჭიერი ადამიანი და უბრალოდ ძალიან ღირსეული ადამიანი. ეს არის ადამიანი, რომელმაც შენკლის ადარებენ.  ვამაყობ, რომ ვგულშემატკივრობ ისეთ გუნდს, სადაც თამაშობს ჯერარდისნაირი ფეხბურთელი, ვამაყობ ჩემი გუნდის გულშემატკივრებით , რომლებიც დაუღალავად აფრიალებდნენ ბილ შენკლის გამოსახულებიან კაშნეებს.

ვამაყობ, რომ დედაჩემი ჩემთან ერთად უყურებდა ამ ფეხბურთად წოდებულ სანახაობას და კიდევ ერთხელ მადლობა მას, რომ ბოლომდე გულშემატკივრობდა როგორც ლივერპულს, ასევე ლივერპულურ ფეხბურთზე გადარეულ ქალიშვილს. ვამაყობ ჩემი კატით, რომელიც აყოლილი იყო ჩემო “მოქნილი” მოძრაობების რიტმს – სირბილს, ახტომას, დახტომას და არ ეზარებოდა ხელახლა ჩემს მუხლებზე ამობობღება და უშფოთველი ძილის გაგრძელება 🙂

ის, რომ ლივერპულის ფეხბურთი დღეს ცოცხალია , სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, რომლებსაც ყოველთვის სჯერათ თავიანთი ბიჭების. მთავარი ესაა. მთავარი ის სიამოვნებაა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი წითლების ასეთი თავგანწირული ბრძოლით. 1 აი, ამ სიტყვების მერე, რა ავტობუსა მაურინიო, კარგით რა. მინდა, რომ სხვა ქართველი გულშემატკივრებისთვის მაგალითი ვიყოთ და ვასწავლოთ რას ნიშნავს ლამაზი ფეხბურთის სიყვარული scarf 

მომწერა ძალიან ბევრმა. ძალიან მტკივა თავის ემოციებისგან, აღელვებისგან, ყვირილისგან, გინებისგან, სიცილისგან, კივილისგან, საკუთარ თმებზე ქაჩვისგან. ეს იყო ურთულესი თამაში. მაგრამ ახლა ჩემმა დამ დამამშვიდებელი ჩაი გამიმზადა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ასე რომ, მე არასდროს შევიღებავ თმას ლურჯად, იმიტომ რომ ლურჯი ღალატის ფერია!

Walk on through the wind
Walk on through the rain
Though your dreams be tossed and blown
Walk on, walk on with hope in your heart
And you’ll never walk alone
You’ll never walk alone 

პ.ს. მომიტევეთ, თუ ჩემი ჯერ კიდევ დაუწმენდავი ექსპრესიებით ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე. დამამშვიდებელ ჩაის ჯერ არ უმოქმედია 🙂 დანარჩენი რა ვთქვა… ევერტონის იმედი გვაქვს–ისტორიული მეტოქეების, რომლებიც მჯერა, რომ ბოლომდე ღირსეულად იბრძოლებენ სიტის წინააღმდეგ და ამით, ლივერპულური წითელი და ევერტონული ლურჯი, ღირსების და ღალატის ფერები კიდევ ერთხელ გაერთიანდება.

883339_10152504490917573_1885952350609377097_o

(მე ვამაყობ შკრტელის თავით 🙂 )

19 responses to “ლურჯი ღალატის ფერია II ანუ WE ARE LIVERPOOL !

  1. მართლაც ცხელ გულზეა დაწერილი, მაგრამ ვფიქრობ ეს ერთგვარ ხიბლს მატებს კიდეც… რაც შეეხება ავტობუსს, ამ თემაზე ბევრი კამათია ბოლო ხანებში 🙂

    • ნეტა როდემდე გამიგრძელდება ცხელგულობა.
      ხო, აქ მხოლოდ “ემოციებს ავყევი” , მიმოხილვისგან თავი შევიკავე.

  2. პარალელები შენი პოსტის სათაურებთან მომეწონა. კარგად მიაგენი. უემოციო ფეხბურთის ქომაგი არ ვიცი მე. ჩემმა ძმამაც კი, უბანში მატრიცას რომ ეძახიან, კოჭებამდე შავი პალტოთი და სათვალით რომ დადის, იმანაც ჩაიცვა წითელი და პაბში აყვირდა.
    წარმოვიდგინე კატის ისტორია შენს ფეხებზე))

  3. ოოი, როგორ მინდა, ფეხბურთში ვერკვეოდე

    • არ უნდა ფეხბურთს გარკვევა, უბრალოდ დაჯექი და უყურე მშვიდად. თუ ვინმეს გულშემატკივრობას დაიწყებ, სიმშვიდე აღარ შეგრჩება, სამაგიეროდ უბრალო სიამოვნებას გიჟური ემოციები დაემატება და ცხოვრება აზრს შეიძენს :დ
      ხოლო ფეხბურთის ცოდნა და წესებში გარკვევა ეგოისტი კაცების მოგონილი რაღაცეებია :დ

  4. ფეხბურთის ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ აღმაფრთოვანებს ხოლმე ასეთი სიყვარული მის მიმართ… რამდენი ემოცია მოაქვს ადამიანებისთვის – თამაშს, წაგებას, მოგებას…
    ახლა ერთ ბიჭს ვხვდები, რომელიც არსენალის გულშემატკივარია უკვე ბევრი წელია და ბოლო 8 თუ 9 წლის განმავლობაში ამ გუნდს თურმე ტიტული არ ჰქონია და რამდენიმე კვირის წინ მოიგეს და ნუ, ამის ემოციების ნახვა ერთ რამედ ღირდა.
    და კიდევ, ზუსტად ის ფრაზა მიტრიალებდა თავში, რაც თურმე ბილ შენკლის უთქვამს: “თუ არ შეგიძლიათ ჩვენს გვერდით იყოთ მაშინ, როცა ვაგებთ, მაშინ ნურც მაშინ იქნებით ჩვენს გვერდით, როცა ვიგებთ!” და ვფიქრობდი, ალბათ, რა ერთგულები არიან ის ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ,,,
    all my respects 🙂

    • რისპექტ იმ ბიჭს, რომელსაც ხვდები, მერე რა რომ არსენალის ფანია )) უბრალოდ ყველა ფეხბურთზე შეყვარებული ადამიანი მიყვარს და არა მხოლოდ ფეხბურთზე. თან ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარიც არსენალის გულშემატკივარია. სხვათაშორის, ლივერპულის და არსენალის ქომაგებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ 🙂 რაც შეეხება წაგებას….მე ყოველთვის წაგებულის მხარეს ვარ, სიმართლე მის მხარეს რომც არ იყოს 🙂

Leave a reply to ლა მაგა რაიუელა Cancel reply