Wind diary of March

  • MO-Photo-5-Credit-Andrew-Thomas-Lee-1024x682

ჩემი თვიური მუსიკალური ამოჩემებაა Manchester Orchestra – ამერიკულ როკ–ჯგუფი ატლანტიდან. მართალია, ჩემს სკაუზერულ გატაცებებს სრულებით არ შეეფერება არაფერი მანჩესტერული, მაგრამ ეს ბიჭები გამონაკლისები არიან 🙂 თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათაც ბევრი არაფერი აქვთ საერთო მანჩესტერთან სახელის გარდა. ისინი ერთი ჩვეულებრივი მამრები , მაგრამ არაჩვეულებრივი მუსიკოსები არიან ჯორჯიის შტატიდან. მოღვაწეობენ 2004 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში მოასწრეს ოთხი ალბომის ჩაწერა: I’m Like a Virgin Losing a Child (2006), Mean Everything to Nothing (2009), Simple Math (2011) and Cope (2014). აქამდე მხოლოდ რამდენიმე სიმღერით ვიცნობდი და ჩემი last.fm-ის დახმარებით ბოლომდე ავედევნე და ავყევი Manchester Orchestra–ს მუსიკალურ რიტმს 🙂 გიტარა რობერტ მაკდაუელი, პიანინო ქრის ფრიმენი, ბასისტი ენდი პრინცი, დრამერი ტიმ ვერი – ესეც მთელი მანჩესტერული ორკესტრი. 

ჩემი თვიური მხატვრული ამოჩემებაა ავსტრიელი ეგონ შილე (Egon Schiele). თუმცა, ვფიქრობ რომ ეს ამოჩემება ძალიან დიდ ხანს გასტანს. პრინციპულად არ ვახსენებ, როგორც კლიმტის პროტეჟეს. იცოცხლა 1890–დან 1918 წლამდე. სამწუხაროდ. თუმცა, ამ 28 წლის განმავლობაში შექმნა საოცარი ქალები – ქალები მთელი თავისი ხასიათით, სურვილებით, სიშიშვლით, ტკივილით და სხვა აუხსნელი გრძნობებით. ეგონი 15 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა, რის შემდეგაც ფინანსურად დამოკიდებული გახდა უყურადღებო ბიძაზე. თუმცა, მისი მხატვრული ტალანტის აღმოჩენის შემდეგ და შედეგად, 1906 წელს ვენაში Kunstgewerbeschule–ში ჩააბარა, სადაც ერთ დროს გუსტავ კლიმტი სწავლობდა.

  • csm_TD_-Egon-Schiele-1914_-_c_-Al_c4e2015b16

შემდეგ უფრო ტრადიციულ ბილდენდენის ხელოვნების აკადემიაში გადაიყვანეს, სადაც თავისი შედეგებიდან გამომდინარე ადოლფ ჰიტლერი არ მიიღეს. ამის შემდეგ ვრცელდებოდა ჭორები, თითქოს ეგონი შილე და ადოლფ ჰიტლერი ერთმანეთს იცნობდნენ, თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. იქ გამეფებულმა კონსერვატიზმმა მგრძნობიარე და ფრუსტრირებულ ეგონს მალევე მოაბეზრა თავი. 1907 წელს ეგონი გუსტავ კლიმტმა შეამჩნია, რის შემდეგაც აქტიურად უწყობდა ხელს ახალგაზრდა მხატვარს, ყიდულობდა მის ნახატებს, დაჰყავდა გამოფენებზე, აცნობდა დაინტერესებულ და პოტენციურ კლიენტებს. კლიმტის მხარდაჭერის თუ თავად ეგონის შრომისმოყვარეობის წყალობით 1908 წელს ეგონის პირველი გამოფენა შედგა კლოსტერნიუბურგში. 1909 წელს შილემ აკადემია დატოვა და სხვა უკმაყოფილი სტუდენტებთან ერთად ჩამოაყალიბა „Neukunstgruppe“ ( ახალი ხელოვნების ჯგუფი). 1909 წელს კლიმტმა თავისი ნახატების გამოფენაზე დაპატიჟა ვენაში, სადაც ეგონმა იხილა თვით მუნკის, იან ტუროპის , ვან გოგის ნამუშევრები. დახატა კიდეც მზესუმზირები – მაგრამ თავისებურად. რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ეგონ შილეა. ყოველგვარი გავლენისგან თავისუფალი ეგონ შილე.

This slideshow requires JavaScript.

ამის შემდეგ აკადემიური შეზღუდვებისგანაც თავისუფალმა შილემ უფრო თავისუფლად დაიწყო კვლევა ადამიანური ფორმის, ადამიანური სექსუალობის. ეგონის ნამუშევრები გამოირჩევა თავისი გრეხილი სხეულის ფორმებით, ექსპრესიული ხაზებით, გროტესკული, ეროტიკული, პორნოგრაფიული ფორმების მრავალფეროვნებით. ეგონი ფოკუსირებულია სექსუალობაზე, სიკვდილზე, აღმოჩენებზე. ეს შილეს მარტივად მოსმული ხაზების მიერ „ჩადენილი“ სასწაულია. მისი პირადი ცხოვრებაც ისეთივე მრავალფეროვანი და ამაღელვებელია, როგორც მისი შემოქმედება. თუმცა, მოკლედ ვიტყვი, რომ მისი ცხოვრების სტილი ქალებთან ბევრს აღიზიანებდა, ერთხელ არასრულწლოვანის შეცდენისთვის დაპატიმრებულიც ბრძანდებოდა. იყვნენ სხვა ქალებიც. მაგრამ ეს ალბათ ცალკე ისტორია. 1918 წელს მისი ექვსი თვის ორსული ცოლი ედიტი ესპანურმა ეპიდემიურმა გრიპმა შეიწირა, სამი დღის შემდეგ კი 28 წლის შილეც აღსრულდა. იმ სამი დღის განმავლობაშიც ხატავდა…ედიტს. შეიძლება ითქვას, რომ მისი ნახატებიც მისი ცხოვრების ერთგვარი ანარეკლია. ალბათ. როგორც ყოველთვის.

  • 936full-we-need-to-talk-about-kevin-screenshot

ჩემი თვიური ფილმოგრაფიული ამოჩემებაა „We Need to Talk About Kevin“ გადაღებული ლინ რამსის მიერ , 2011 წელს. ამბობენ, რომ წიგნიც ძალიან კარგი უნდა იყოს. ვინც არ იცით, ლაიონელ შრივერის იგივე სახელწოდების ნოველის მიხედვითაა გადაღებული ეს დრამა. როგორც აღმოჩნდა, წიგნი ბევრად „სისიხლიანია“, ვიდრე ფილმი. ალბათ, ოდესმე წავიკითხავ. რაც შეეხება ფილმს, ტილდა სვინტონისგან არაჩვეულებრივი შესრულების გარდა სხვას რას უნდა ველოდოთ. მართალია, ეს ფილმი ადრევე მაქვს ნანახი, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ მეორეჯერაც ვნახე და ისევ ისე აღვფრთოვანდი, ცხადია.ჯილდოების ჩამოთვლას არც დავიწყებ. ალბათ არასდროს მომბეზრდება ასეთი მანიაკალური ურთიერთობების (ამ შემთხვევაში, სიყვარულის) ასეთი არაჩვეულებრივი ჩვენების მრავალჯერ ნახვა, დაფიქრება, საუბარი და ა.შ.  ეს არის ევას ოჯახური ტრაგედიის ისტორია. თქვენ ნახავთ როგორ გახდა ევა მასზე არაადამიანურად შეყვარებული მკვლელი შვილის დედა.

  • Romain-Gary-e1323653749534

რაც შეეხება ჩემს თვიურ წიგნიერ ამოჩემებებს, ამ თვეში ბევრი არაფერი წამიკითხავს. მაგრამ რაც წავიკითხე, ის დღემდე შემომრჩა დასაფიქრებლად. ვსაუბრობ რომენ გარის არაჩვეულებრივ წიგნზე „ცხოვრება წინაა“. ეს პატარა მუჰამედის და როზას ძალიან თბილად და სასაცილოდ მოთხრობილი მტკივნეული ისტორიაა. ღირსეული წიგნია და იმსახურებს წაკითხვას. ქართულადაც არის ნათარგმნი. ასე რომ, შეგიძლიათ მოიძიოთ და ისამოვნოთ ამ პატარა წიგნისგან მიღებული შთაბეჭდილებებით. რომენ გარიზე გუსტავ ლე კლეზიო მახსენდება და გუსტავ ლე კლეზიოზე–რომენ გარი. იქიდან გამომდინარე, რომ კლეზიო ჩემი საყვარელი მწერლების ათეულში ბინადრობს, ვფიქრობ , იმ სიაში უკვე გარისთვისაც მომიწევს ადგილის გამონახვა.

Advertisements

15 responses to “Wind diary of March

  1. აუ შილე ❤ და კევინი, საოცრება. მინდა წიგნის წაკითხვაც და თავი ვერ მოვაბი :/ ამ ბენდს აუცილებლად გადავავლებ თვალს კიარადა ყურს

  2. ხო, მართლა, რატომ არ ვიცი, ან არ მახსოვს შენი სახელი?
    ან როგორ მოგმართო?:)
    პოსტს რაც შეეხება, იდეა მომწონს ძალიან ^^ ყოველ თვე შეგვიძლია ვწეროთ კონკრეტული თვის ამოჩემებებზე :))))
    და ჰო, იმდენად მომეწონა, ვფიქრობ მეც ხომ არ გავახორციელო. ხომ არ მიწყენ? 🙂

  3. ოოოოოო ❤ შილეს დანახვა ბედნიერება იყო ^_^ თანაც ჩემი საყვარელი ნახატები შეგირჩევია ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s