როგორ ავაშენოთ ადამიანი რუდოლფ შტაინერის მიხედვით

steiner3-3ერთ დროს ეზოთერიკა და ანთროპოსოფია უფრო მეტად მაინტერესებდა. ილიას უნივერსიტეტში ერთ–ერთი სალექციო კურსიც კი მქონდა არჩეული ამ თემებზე. თუმცა, ჯერ კიდევ იქამდე გავეცანი რენე გენონს, მირჩა ელიადეს, კასტანედას, რუდოლფ შტაინერს – რაღაცეები გავიგე, უმეტესობა კი არა. ან ვერა. რენე გენონზე და ანრი ბერგსონზე ადრეც დამიწერია. ალბათ იმიტომ, რომ როცა ვწერ უკეთ ვიმახსოვრებ საკვანძო საკითხებს.

უმეტესობისთვის რუდოლფ შტაინერი უფრო ცნობადია. ქართულ ენაზე მისი ნაშრომების გარკვეული ნაწილიც ითრგმნა. ფილოსოფია, ანთროპოსოფია, ქრისტოლოგია, რელიგია, მისტიკა, ხელოვნება, არქიტექტურა, პედაგოგიკა, ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია – ძნელია იპოვოთ ისეთი საკითხი, რითიც ეს ადამიანი არ იყო დაინტერესებული.

იცოცხლა 1861–დან 1925 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში წამოვიდა სახლიდან, ისწავლა ეს ყველაფერი, იფიქრა, განიხილა, იმსჯელა, იკამათა, რაღაცეები დათმო კიდეც, ჩაწვდა გოეთეს, ნიცშეს, ღმერთს, ადამიანს, დაარსა „საყოველთაო ანთროპოსოფიული საზოგადოება“, დადგა ოთხი მისტიკური დრამა, დაგვიტოვა უამრავი ნაშრომი და რაც არც ისე მთავარია, 1922 წელს საკუთარი პროექტითა და ინჟინერიით ხის სახლი (გოეთეანუმი ანუ გოეთეანელთა სახლი) ააგო ედით ლუიზა მარიონთან ერთად, რომელიც მართალია მომდევნო წელს ხანძარმა იმსხვერპლა, მაგრამ მის ადგილას ახალი, მეტად ორიგინალური გოეთეანუმის მშენებლობა წამოიწყო, რომლის დასრულებასაც ვერ მოესწრო. პრინციპში მოესწრო კიდეც – იქვე დაკრძალეს. ბაღში.

First_Goetheanum

ძველი გოეთეანუმი

Dornach_-_Goetheanum4

ახალი გოეთეანუმი

ბოლოს , ის რაც წავიკითხე რუდოლფ შტაინერის, ბავშვის აღზრდას ეხებოდა. ვისაც გაინტერესებთ, ქართულადაც არის თარგმნილი მერაბ კოსტავას მიერ და იწოდება შემდეგნაირად : „ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით“.თუმცა, მეეჭვება ევას ამ წიგნის დახმარებით ქევინთან რამე გაეწყო ( ვსაუბრობ ფილმზე „We Need to Talk About Kevin“ (2011).

აღმზრდელობითი საკითხების სწორად დაყენება თვით ადამიანის განვითარების პროცესითაა განპირობებული. სულიერი მეცნიერება ამბობს, რომ ადამიანს მინერალურ სამყარისთან საერთო ფიზიკური სხეული აქვსო. ფიზიკური სხეულის სახით იგი გულისხმობს მხოლოდ იმას, რასაც ნივთიერებათა იმავე შემცველობით და იმავე კანონებით დაშლა–შენივთებისა და აგება–განზავებასთან მივყავართ, რომლებიც მინერალურ სამყაროში მოქმედებენ.

ფიზიკური სხეულის გარდა სულიერი მეცნიერება ადამიანში სხვა ბუნებასაც იცნობს. ესაა სასიცოცხლო ანუ ეთერული სხეული. არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, „ეთერულ სხეულზე“ ლაპარაკს ძალზე არამეცნიერულად თვლიდნენ. მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისისთვის ეს საკითხი უკვე აღარ მიაჩნდათ „არამეცნიერულად“. თანამედროვე მეცნიერება ყოველგვარი ცოდნის საფუძველად გრძნობათა გამოცდილებას მიიჩნევს, და შეუცნობლად თვლის ყოველივე იმას, რაც ფიზიკურ შეგრძნებათა საშუალებით ვერ აღიქმება. სულიერი მეცნიერება კი მიუთითებს, რომ ადამიანს, როგორც ამთვისებელ არსებას, აქვს ევოლუციის უნარი და რომ თავის თავში ახალი ორგანოების განვითარებით, იგი ამავე დროს ახალ სამყაროებსაც აღმოაჩენს.

„ვით ბრმაა სინათლითა და და ფერებით გარემოცული, რომელსაც იგი ვერ ხედავს მხედველობის ორგანოების უქონლობის გამო, ასევე ადამიანიც გარემოცულია მრავალი სამყაროთი,რომელთა ხილვას იგი მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც აღქმის შესაბამის ორგანოებს განავითარებს.“

შტაინერი ამტკიცებს, რომ შეიძლება აღქმის ახალი ორგანოების გაღვივება, რომელთა მეოხებითაც ადამიანის უჩინარი ორგანიზაცია ჩვენს თვალწინ ისე წარმოდგება, როგორც სინათლე და ფერები ოპერირებული ბრმის წინაშე. იმათთვის, ვისაც განვითარებული აქვს ცნობიერების უმაღლესი ორგანოები, ეთერული სხეული წარმოადგენს არა მსჯელობისა და გონებრივი დასკვნის საგანს, არამედ უშუალო დაკვირვების ობიექტს.

მესამე წევრი ადამიანის არსებისა–ესაა ასტრალური სხეული, ანუ გრძნობათა სხეული. იგი სიხარულის, მწუხარების, სწრაფვათა, სურვილთა და სხვათა მატარებელია. გრძნობის სხეული კი ადამიანის საერთო აქვს მხოლოდ ცხოველთა სამყაროსთან. მას შეიძლება ეწოდოს ყოველნაირ შეგრძნებათა სამყაროს მატარებელი.

Goetheanumდა ბოლოს, ადამიანს გააჩნია თავისი ბუნების შემადგენელი მეოთხე წევრი, რომელიც სხვა მიწიერ არსებებს არ გააჩნიათ. ესაა ადამიანის „მე“–ს მატარებელი წევრი. „მე“ ყველა სხვა სახელებისგან განსხვავებული სახელია. სახელით „მე“ ვერავინ განსაზღვრავს სხვა საგანს საკუთარის გარდა. არსება, რომელსაც აქვს უნარი თავისი თავის „მე“–დ სახელდებისა სამყაროა თავისსავე თავში. „მე“–სთან ერთად ადამიანის წიაღიდან გამოვლენას იწყებს ღვთაება. მაშინ როდესაც დაბალ არსებათათვის იგი მხოლოდ გარედან და მხოლოდ გარემომცველ მოვლენებში ვლინდება.

შტაინერი ამბობს, ადამიანთათვის მთელი კულტურული ევოლუცია დაიყვანება „მე“–ს მუშაობაზე მისი დაბალი სხეულების მიმართ, თვით ფიზიკური სხეულის ჩათვლითაც. „მე“–ს ზეგავლენით იცვლება ადამიანის ფიზიონომია, ჟესტიკულაცია, მოძრაობა და ფიზიკური სხეულის მთლიანი გამომეტყველებაც.

შტაინერის თანახმად, შეიძლება განვასხვავოთ ისიც, თუ როგორ სხვადასხვანაირად მოქმედებენ სხვადასხვა კულტურული და აღმზრდელობითი საშუალებები ადამიანური არსების ცალკეულ სხეულებზე. ჩვეულებრივი კულტურული სხეულები მოქმდებენ გრძნობის (ასტრალურ) სხეულზე. ხელოვნების ნაწარმოების ჩაღრმავება კი ეთერულ სხეულზე მოქმედებს. მხატვრული ქმნილებების მეოხებით ადამიანი ინვითარებს ისეთ მაღალ წინათგრძნობას, რომელიც გრძნობად სამყაროზე უფრო ამაღლებული და კეთილშობილურია. სწორედ ამით ახდენს იგი თავისი ეთერული სხეულის გარდაქმნას. ეთერული სხეულის განწმენდისა და გაკეთილშობილების კარგ საშუალებას რელიგია წარმოადგენს. აი რატომ აქვთ რელიგიური იმპულსებს ეგზომ დიდი მნიშვნელობა კაცობრიობის განვითარებისთვის. (???) (მერე რა რომ შტაინერია. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ.)

სწორედ ადამიანის რთული ორგანიზაციის ამ ოთხი „წევრის“ განხილვის საფუძველზე აღწერს შტაინერი ბავშვის განვითარების სტადიებს და გვაძლევს რჩევებს როგორ ავღზარდოთ ბავშვი სულიერი მეცნიერების თვალსაზრისის გათვალისწინებით 🙂 მაგალითად: ბავშვებთან ლაპარაკის დროს თვით მათივე საკუთარი განსაზღვრულობიდან და უშუალობიდან უნდა ვისესხოთ მეტყველების გამჭვრივალობა და განსაზღვრულობა. მათგან შეიძლება მეტყველების სწავლა ისევე, როგორც შეიძლება მათივე განსწავლა მეტყველების საშუალებით. მაშ, მოდით, ვისაუბროთ ქევინთან.

იმდენად რეალური და ყოველდღიურობაში იმდენად ადვილად შესასრულებელია შტაინერის მიერ ახსნილი თითოეული დავალება, რომ ეს ყველაფერი ღირს დაფიქრებად, გათვალისწინებად. ვენდოთ. შტაინერი მართლაც არქიტექტორია – ადამიანის არქიტექტორი.

გაფრთხილდით:

„ვინც კი სულიერ მეცნიერებას მიენდობა, დარწმუნდება, რომ ეს არ არის ფანტაზიორობა, როგორც ჯერ კიდევ ბევრნი ფიქრობენ. უმრავლესობა ანთროპოსოფებს ალბათ უყურებს, როგორც ფანტაზიორებსა და მეოცნებეებს. ზედაპირული შეხედულებებით სხვაგვარ დასკვნას ვერც გამოიტან.“   რუდოლფ შტაინერი

ყველა ბავშვში ცხოვრობს ქევინი – პოტენციური მკვლელი.

We-Need-To-Talk-About-Kevin

Advertisements

14 responses to “როგორ ავაშენოთ ადამიანი რუდოლფ შტაინერის მიხედვით

  1. ისევე როგორც ყველა ადამიანში ცხოვრობს ეშმაკიც და ღმერთიც. საინტერესო პოსტია, დიდი სიამოვნებით ჩავუღრამვდებოდი შტაინერს. დარწმუნებული ვარ, აღმოსავლური რელიგიებიც ექნებოდა შესწავლილი, საკმაო მსგავსებებია. როგორც ჩანს, მან ბევრი რამე შეისწავლა (რაც შენც აღნიშნე) და შეეცადა ამ ყველაფრიდან გამოედნო საერთო და სასარგებლო ადამიანებისთვის. მომწონს ასეთი მიდგომები.

  2. zalian momewona postii ^_^ martla saintereso iyo da gansakutrebit iman gamaxara rom astralic iyo naxsenebi.. ramdenixania vamtkiceb arsebobs astralitqo aravin mijerebs, racarunda mtkicebuleba moutano zogs mainc ver daajereb da gamxarda shenc rom gjera 🙂

  3. მომეწონა ქევინის მაგალითი შტაინერის ნააზრევთან. თან რომ გამახსენდა, რომ დედა-შვილურ სიყვარულს დემონურ სიყვარულად თვლიდა.. 🙂 სისხლზე ეგოისტურობის გამო 🙂

  4. და რა შუაში იყო აქ ამ ფილმის ხსენება საერთოდ რატომ აკნინებს ავტორი მის აშრომს?!((

    • კონკრეტულად შეგიძლია დამისახელო სად და როგორ დავაკნინე შტაინერის ეს ნაშრომი? – ეს პირველი.

      რომ “დავაკნინო”, ეს დაკნინება არ იქნება, რადგან ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი მოსაზრებებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე ნებისმიერი ავტორის ნაშრომი სუბიექტურად აღიქვას და შეაფასოს – ეს მეორე.

      ამ ნაშრომთან ამ ფილმის დაკავშირება ავტორს (მე) სრულიად არ მაკნინებს – ეს ჩემი აზრით ნიშნავს იმას, რომ ავტორს (მე) შემწევს უნარი მხოლოდ ერთ კონკრეტულ რაკურსში არ განვიხილო საკითხი – ეს მესამე.

      ამ ბლოგპოსტს არ ჰქონდა სერიოზულ რეცენზიობაზე პრეტენზია , იმიტომ რომ ეს ერთი კონკრეტული პიროვნების ბლოგია, ბლოგი კი თავისი მნიშვნელობით ალბათ იცით რას წარმოადგენს – ეს მეოთხე.

      მადლობა გამოხამაურებისთვის – ეს მეხუთე 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s