ყველაზე თბილი ფერი წითელია

“I want to say something so embarrassing about September that even the leaves start blushing and turning red.”
― Jarod Kintz.

liverpool-fc-wallpaper-2013-172

წითელი ჩემი საყვარელი ფერია. არა. ფამუქის „მე მქვია წითელი“ თუ „მე წითელი მქვია“ არ წამიკითხავს. დავიწყე და არ დავასრულე. მე ხომ სამყაროს უკანასკნელი მკითხველი ვარ. როცა ყველა ყველაფერს წაიკითხავს და ერთხელაც უსაქმურობისგან ამოწყდებიან, მე დავჯდები და წავიკითხავ სწორედ იმ წიგნებს, რომლის წამკითხველიც იმ დროს არავინ იქნება.

სახლში ყოველთვის კაბა მაცვია. მყუდრო და ინტიმურ გარემოს, სამყაროს ყველაზე შენს ნაწილს კაბა უხდება–ასე მგონია.

მაპატიე. მოკლედ წინადადებები შემიყვარდა. აზრის გაწყვეტა. აფორიაქება და მერე ყველაფრისთვის თავის მინებება.

საღამოა. ხელები დავიბანე, კიბეებზე ავირბინე და ოთახში შესვლამდე ნაძვის ხეებიდან ამოჩრილ მთებს გავხედე – შორს. გზის იქით. მზე ჩადის და ცა წითელია – თეთრი წვეტებით. მკლავებს ვწევ და ვცდილობ სათითაოდ დავადო თითები ჰორიზონტზე გაწოლილ მწვერვალებს. ცის წვეთებს გვანან.

თოვლი მინდა მოვწმინდო–აი, როგორც ბავშვობაში ერთ ძველ ფილმში მაქვს ნანახი-მამა თოვლისგან უსუფთავებს თვალებს თავის გოგონას–თავიდან ნაზად, კრძალვით, ცდილობს არ ატკინოს, მაგრამ შემდეგ შეშინებული, სწრაფად და უხეშად აცლის გახურებული კანისგან გამდნარ თოვლს.

თითქოს თოვლიც აკრძალული იყოს ბავშვებისთვის . ისე როგორც ღამით ტელევიზორის ყურება, ან ზამთარში შოკოლადის ნაყინი.

როცა ასე მბეზრდება, ვცდილობ მთლიანი ხელისგულით გადავფარო. არ გამომდის–ერთი მთისწვერი მაინც მრჩება დაუფარავი. ან როგორ უნდა დავმალო, ერთი ჩვეულებრივი საპნის სუნიანი ხელებია.

ეს ოთახი ახლა თეთრია. ცარიელი. გრძელიც – თეთრ კედლებში მომწყვდეული სივრცე დასასვნებელად გაწოლილ ადამიანს მაგონებს. აბსურდული ასოციაციების დედა ვარ, როგორც დედაჩემი იტყოდა.

წიგნები უწესრიგოდ აწყვია კუთხეში. ჩემს მიერ მოფიქრებული ახალი წიგნის კარადის „აშენების“ იდეას განხორციელება არ უწერია.

მეორე კუთხეში მე ვჯდები და იმ თეთრ კედელს ვაშტერდები, რომელიც ადრე პლაკატებით იყო დაფარული. რას ვერ იპოვიდით აქ.

კედლის ყველაზე დიდი ნაწილი წითელი იყო. ლივერპულით იყო დაკავებული. მეორე მხარეს მსახიობები განისვენებდნენ. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. ახლა ყველა კედელი თეთრია და მთელი ბავშვობა წაშლილია.

თეთრი ამაზრზენი ფერია. მცდელობა იმისა, რომ ყველაფრით არ ვყოფილიყავი გატაცებული და რაღაც სასიცოცხლო ნაწილები მომეგლიჯა ჩემი ცხოვრებისგან, უშედეგოდ დასრულდა. დარჩა ყველაზე მკვეთრი ფერები.

“Red”, I write “is the color of life. It’s blood, passion, rage. It’s menstrual flow and after birth. Beginnings and violent end. Red is the color of love. Beating hearts and hungry lips. Roses, Valentines, cherries. Red is the color of shame. Crimson cheeks and spilled blood. Broken hearts, opened veins. A burning desire to return to white.”
― Mary HoganPretty Face

თეთრი ვერასდროს დაფარავს:

პოკაჰონდასს, ლივერპულს, წიგნებს, კალათბურთს, ვინი პუჰის, ფანქრის მომტვრეულ თავებს, კედლებზე პატარა სტიკერებს, გამხმარ ფოთლებს, ფერმკრთალი ბავშვებს, ინგლისს, ქარის სიყვარულს, ინდიელებს და ხეების სიყვარულს. ნემოპჰილისტი ვარ.

ისევ წითელი ფერი. ვფიქრობ იმაზე, რომ ლივერპული 71 ქულით ლიდერობს. და ვფიქრობ აკუმლიატორზე შეერთებულ ტელევიზორში ნანახ 2005 წლის სასწაულზე.

მერე რა, რომ დიდი ხანია არავისთან მილაპარაკია. ეს საინტერესოა.

მაგრამ მაინც………….ძალიან გთხოვ, გაიაზრე, გაიზიარე ემოცია (!):

Advertisements

11 responses to “ყველაზე თბილი ფერი წითელია

  1. მშვენიერია… წითელი ფერი მეც მიყვარს… და სტამბოლურ ფინალს მეც აკუმულატორის ტელევიზორში ვუყურე… არ მეგონა ფეხბურთთან ასე ახლოს თუ იყავი… სასიამოვნოა…

  2. ჰმ, მილანთან ათენური ანგარიშები გაქვთ გასასწორებელი? ახლანდელი მილანისთვის ფინალი ისევე შორსაა, როგორც ჩვენთვის ევროკავშირი და ნატო :)) პ.ს. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მიჩნდება სურვილი ტიკი-ტაკამდელ ფეხბურთს შევავლო ხოლმე თვალი… სტამბოლურ სასწაულსაც ვნახავდი სიამოვნებით იუთუბზე…

    • არ მიგულისხმია არც მილანი და არც სტამბოლი. მილანი :დ
      უბრალოდ, ზოგადად ვუსურვე ასეთი თავგანწირული თამაში და ახალ–ახალი სასწაულები ლივერპულისგან მის გულშემატკივრებს )))
      ხვალ კი ვესტჰემთან კიდევ ერთი მოგება 🙂

  3. იმედია მოიგებთ ^_^ ჩემთვის შენ და კიდევ ერთი ის ადამიანი გულშემატკივრობს ლივერპულს, რომელიც ჩემს დაზე ნაკლებად არ მიყვარს, მის გამო ბაიერნსაც ვუღალატებდი, საჭირო რომ იყოს 🙂 ჰოდა დაე მოიგოთ, მინდა. ჩემპიონთა ლიგაზეც გახვიდეთ და იქაც ბევრი კარგი ‘ჩაიდინოთ’ ❤
    პ.ს. ვერ გავიგე შენს პოსტებს რომ ვკითხულობ სულ შენთანვე კამათის ხასიათზე რატომ ვდგები. სულ მინდება რომ არაფერში დაგეთანხმო

  4. you”ll never walk alone. ლივერპული მეც მომწონს, მაგრამ მე წითელი მძულს. ამიტომ ერთხელ გადავწყვიტე თმა წითლად შემეღება. წითელი ფანქარი წამესვა ტუჩებზე. წითელი ფეხსაცმელი მცმოდა. ასე გაგრძელდა მთლიანი შემოდგომა. ვამბობდი, რაღაცას მეუბნება მეთქი ეს ფერი. მივიღე. ზიზღი ამოვწურე. გავათავე.

    • ანუ გამოდის, მე რომ ასე ძალიან მიყვარს ეს ფერი, ამიტომ არ მაცვია არასდროს წითელი და არ მაქვს არაფერი წითელი, გარდა თმისა? ისიც ალბათ იმიტომ, რომ სარკეში იშვიათად ვათვალიერებ საკუთარ თავს და ვერ ვხედავ.
      მესმის შენი. ყველაზე მეტად კალია მძულდა და კალია ვჭამე ამ შიშისგან გასაქცევად, მაგრამ შენგან განსხვავებით ვერ მოვახერხე – ახლა უფრო მეტად მეშინია.

      • უფრთხილდები წითელს რომ ყოველდღიურად არ აქციო? იქნებ ამისიც გეშინია. ჯერ მიზეზს მიაგენი რის გამო გეშინია კალიის. მიზეზს უმკურნალე და არა შედეგს.

        • საზიზღარია. წვრილია, დიდი თვალები აქვს და დახტის 😦
          რაც შეეხება წითელს, შეიძლება ვუთრთხილდები კიდეც. არ დავფიქრებულვარ ამაზე… მაგრამ ფაქტია, რომ ვცდილობ ყოველდღიურობაში თავი ავარიდო ამ ფერს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s