ლურჯი ღალატის ფერია

two-friends-egon-schiele

Egon Schiele – 1912, Two Seated Female Nudes

ყველა ფილმს თუ წიგნს ფრთხილად ვეპარები – კატასავით ჩავუსაფრდები ხოლმე და საჭირო მომენტს ველოდები თავდასხმისთვის. თუმცა, ძირთადად ისე ხდება, რომ ეს ჩასაფრების პერიოდი ძალიან დიდ ხანს მიგრძელდება–იქამდე, სანამ სხვების თუ ჩემი მოსალოდნელი ემოციები, დამოკიდებულებები, აზრები, ფიქრები, გრძნობები თუ ემოციები არ დაიწმინდება და სანამ საღი აზრის გამოსამუშავებლად სრულ მზადყოფნას არ გამოვაცხადებ.

ეს აქამდე მეგონა ასე. ახლა კი ვხვდები, რომ ერთი შეშინებული თაგვი ვარ და რაც შეიძლება დიდ ხანს გავურბივარ ყველაფერ ახალს. იქნებ, მზად არ ვარ. იქნებ სუნთქვა შემეკვრება. იქნებ მეტკინება. ხომ შეიძლება, ემოციებმა იმდენად წაგლეკონ, რომ თავი ვერასდროს დაიხსნა? სწორედ ამიტომ , უკვე რამდენი ხანია თავს ვარიდებ ყველაზე თბილ ფერს – ლურჯს.

blue-mainწუხელ სიზმარი ვნახე – ეროტიკული ელემენტებით. ვერ ვიტყვი, რომ სასიამოვნო იყო. აბაზანას ეხებოდა. სიშიშვლეს. და კიდევ რაღაც სხვას….ბევრად მტკივნეულს. როგორც ყოველთვის, დაფეთებულმა გავიღვიძე. კიდევ კარგი, რომ ჩემს დას მკვდარივით სძინავს. მთელი დღე უცნაური შეგრძნება მქონდა. ორი დღის წინ განცდილი გამახსენდა–ძალიან ხშირად მიწევდა ისეთ პირობებში ცხოვრება, რომ ცხელი წყალი გაზზე უნდა დამედგა, უნდა გამეცხელებინა და ხელებით უნდა დამესხა. მეც მაქსიმლაურად ვამარტივებდი ამ პროცედურას და არც ვაცხელებდი ხოლმე. ახლა ყველაფერი უკეთაა. თუმცა, მაინც გრილ წყალს ვამჯობინებ. საკუთარი თავის გაფრთხილებას ვერ მივეჩვიე. ცივი წყალი გალურჯებს, მაგრამ გაფხიზლებს. ხომ გესმის?..

სწორედ ასეთი მორიგი გალურჯების დროს თვალები დიდხანს მქონდა დახუჭული. როცა გავახილე, გალურჯებული სხეულის ნაცვლად ვხედავ სისხლისფერ სხეულს. სისხლისფერ წყალს. და ეს იყო საოცარი შეგრძნება–მტკივნეული და ამაღელვებელი ერთდროულად.  გამეცინა და გავიფიქრე, სანამ თვალები დახუჭული მქონდა, თავი ხომ არ მოვიკალითქო? აღმოჩნდა, რომ მხოლოდ თმის წითელი საღებავია – თმიდან ჩამოსული. ღმერთმა დასწყევლოს, ახლა რატომ მოუნდა თმიდან ჩამოსვლა და ჩემი მოდღაბნვა? საბედნიეროდ, თმაც ისევ წითელია. ბევრად წითელი.

131028_r24159_p465

მე კი ლურჯ ფერზე უნდა დამეწერა.

ხშირად ვუპირისპირებდი ერთმანეთს ამ ფერებს–მეგონა, რომ წითელი მზისფერია,მცხუნვარე, გწვავს, გთენთავს, სუნთქვას გიძნელებს. ლურჯი კი ცივია–წყლისფერია, ცივ წყალში დამწყვდეული სხეულისფერია, სულისფერია, ოცნების ფერია. ხანდახან ჭუჭყიანი აბაზანის ფერია.

მხოლოდ ის ვიცოდი , რომ ლურჯი ლივერპულის მარადიული მეტოქის – ევერტონის ფერია.

აქამდე არც არავის უთქვამს, რომ ლურჯი ყველაზე თბილი ფერია.

არ უთქვამთ, რომ ლურჯი გარდაქმნების ფერია.

რევოლუციური ფერია.

ახალი ცხოვრების ფერია.

განსხვავებული სიყვარულის ფერია.

ხანდახან ღალატის ფერია.

არც ის უთქვამთ, რომ,ლურჯ ფერს მზისფერი უხდება. ან თაფლისფერი თვალები.

არც ის უთქვამთ, რომ სიზმარში ნანახი ლურჯი ფერის არასდროს უნდა შემეშინდეს.

არც ლურჯი სიყვარულის უნდა შემეშინდეს.

არავის უთქვამს……აბდელატიფ კეშიშამდე.

bluewarmestcolor

სცენა ფილმიდან Blue Is the Warmest Color (2013):

Advertisements

21 responses to “ლურჯი ღალატის ფერია

  1. ლურჯი სევდის და შიშის ფერიცაა.
    თუ მოახერხებ, ეს ანიმე ნახე და მიხვდები, რასაც ვგულისხმობ: http://www.veoh.com/watch/v20819683RjhR3ftp?h1=Perfect+Blue+sub
    (ტორენდებზეც არის, რუსულად გახმოვანებული).
    ჩემი არ იყოს, შენც ძალიან გყვარებია ანიმეები და ალბათ, მოგეწონება 🙂

  2. ნამდვილად გამორჩეული ფილმია მსგავს თემატიკაში.
    ისეთია, დიდხანს რომ ჩაგყვება და გაგყვება. მსახიობებიც არაჩვეულებრივი.

    • ხანდახან ვფიქრობდი, რომ გაწელილი იყო.
      ადელ ექსარკოპულუსი მართლაც არაჩვეულებრივია. დიდ ხანს გამყვება მოგონება იმისა, თუ რა საყვარლად ჭამს ეს გოგო სპაგეტს 🙂

  3. ჰაჰა, მეც მეზარება წყლის გაცხელება და ცივით ვიბან და მერე ვცივდები. კანისთვის კარგიაო, თავს ვიმშვიდებ )
    თბილი ფილმია ცხელი სექსით.

    • მე პირიქით, მგონია რომ გამიუხეშა კანი ცივმა წყალმა 😦 მაგრამ ეგ არაფერი 🙂
      რაც შეეხება ფილმს, იქ ერთადერთი ადელია თბილი.
      რაც შეეხება სექსს– ხო, ცხელა 🙂

  4. მეც ვწერ ამ ფილმზე ესეს, ჯერ კიდევ ვფიქრობ. როცა დავწერ გაგაცნობ.

  5. ემას გმირი საშინლად საინტერესოა იმდენი კითხვა დაბადა . არაა ადამიანური ადელისგან განსხვავებით, არის მასში რაღაც მისტიკური, ნიმფური ^^

    • რა განსხვავებულად აღვიქვია ემა 🙂
      ჩემთვის ემა ერთი პრგმატული ქალია, მიზანსწრაფული, ეგოისტი და უგულო ))) სხვა ვერაფერი დამიტოვა.

      ადელი კი სითბოს და ერთგულების ერთი დიდი გორგალია 😀

      • ჰმმ არ ვიტყოდი რომ ემა უგულოა, ახირებულ არტისტად მიმაჩნია ვერასოდეს რომ ვერ დაკმაყოფილდება და სულ მშიერი დარჩება

        • ადელიზე უკეთესი პირის ჩასატკბარუნებელი იპოვა მერე, ნეტა? 🙂
          ჩემი აზრით, ერთი მედროვე გოგოა…

          შენი აზრით, სექსუალური სცენები ამაზრზენი იყო? პ.ს. სუბიექტური მიზეზებით მაინტერესებს 🙂

  6. ამაზრზენი არ იყო , უბრალოდ ნატურალიზმია ასეთი დოზით ცოტა უცხოა კინოში და დამღალასავით, მარტო ჟინს ვხედავდიდა არა გრძნობას და მინდოდა მალე დასრულებუილყო

    • სრულიად გეთანხმები იმაში, რომ დამღლელი იყო,ცოტა გაწელილი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზი და დახვეწილი სცენაა…ჩემი აზრით…

      ერთ მეგობარს ვურჩიე ენახა ეს ფილმი. მერე რომ ვკითხე, მოეწონა თუ არა, ძალზე აღშფოთებული იყო ამ კადრებით–ამაზრზენი იყოო 🙂

      მერე ძალიან დიდხანს ვნანობდი, რომ ეს ფილმი ვურჩიე.

  7. ჩემი საყვარელი ფილმია 🙂 ძალიან მიყვარს და მომეწონა ძალიან პოსტი :3 პ.ს ფბ-ზე ვეღარ გნახე

    • FB არ მაქვს, ბრ’ე…:)

      მადლობა:* ფილმთან დაკავშირებით ბევრი შენიშნვები მაქვს, მაგრამ აქ ყურადღება არ გავამახვილე. მშვენიერი ფილმია, ისე 🙂
      თუმცა, მსგავს თემატიკაში უკეთესებიც მინახავს.

  8. ულამაზესი ფილმია. და სექსუალური სცენებიც ძალიან ლამაზად არის გადმოცემული ))

  9. დღეს ვუყურე ამ ფილმს. ცოტა დამღალა და თითქოს უფრო მეტი მოლოდინიც მქონდა, თუმცა ახლა რომ ვაანალიზებ ცუდ შეფასებას არ იმსახურებს… ალბათ, სადღაც საშუალოზე ცოტათი მაღლა დგას.

    საინტერესოა, მეორე ნაწილიც ექნება?

    • არა მგონია. და ან რა საჭიროა. ციდან სამ მეტრზე თუ რაღაც ეგეთი ერთი თინეიჯერებზე გათვლილი ფილმი რომაა, იმას დაემსგავსება მერე .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s