რომენ გარ, ცხოვრება წინაა!

romain-garyუცნაური ბედი აქვს ზოგიერთ წიგნს. იმდენი შესანიშნავი წიგნი რჩება ხოლმე ყურადღების გარეშე, რომ გინდა ასეთი წიგნები ხელში აიღო; ან მოეფერო; ან გულში ჩაიკრა; ან ყველგან ატარო; ან გამოამზეურო; ან სულ ცხვირწინ გედოს; ან სულ მასზე საუბრობდე; ან უბრალოდ გინდა, რაც შეიძლება დიდხანს უფრიალო სხვებს თვალწინ. კიდევ ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება ასეთი წიგნების გასაფრთხილებლად.

სწორედ ასეთი წიგნია ჩემთვის რომენ გარის „ცხოვრება წინაა“. აგორას გამომცემლობა. 2011 წელი. საერთო ტირაჟი სულ რაღაც 1 000 ეგზემპლარი. თარგმანი არაჩვეულებრივი მთარგმნელის–თინა ღარიბაშვილის.

უამრავი რომენ გარი – რომენ გარის (1914–1980) თავბრუდამხვევი ბიოგრაფია ხომ მართლაც დიდი თავის ტკივილია. ვერ გაიგებ ეს ერთი ადამიანი რამდენ ადამიანობას ახერხებდა ერთდროულად. ჯერ ნამდვილი გვარი ხომ კაცევია, შემდეგ რომენ გარი გახდა და ბოლოს ემილ აჟარობაც მოასწრო. მის კალამს ეკუთვნის ოცდაათამდე რომანი, ესე, მოგონება, რომელთაც სხვადასხვა ფსევდონიმით აქვეყენებდა. ამის წყალობით გონკურის პრემიის ორჯერ მიღებაც მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრემია მხოლოდ ერთხელ ენიჭება მწერალს. პირველად 1956 წელს ნაწარმოებისთვის „ცის ფესვები“, მეორედ კი 1975 წელს რომანისთვის „ცხოვრება წინაა“, რომელიც ემილ აჟარის ფსევდონიმით იყო გამოცემული. ჟიურიმ არ იცოდა, რომ რომენ გარი და ემილ აჟარი ერთი და იგივე პიროვნება იყო.

aaroots7

“–კაცებს აქვთ სული.

–კარგი, მაგრამ ეს უფრო ხშირად უნდა გვაჩვენონ”. (ფილმიდან “ცის ფესვები”)

„ცის ფესვები“ რომენ გარის რიგით მეხუთე რომანია. რომანის სიუჟეტი თანამედროვე ეკვატორული აფრიკის ფრანგულ ნაწილში ვითარდება. ცხოვრებისეულ ორმოტრიალში ჩაბმული უამრავი პესრონაჟის ფონზე მორელი ერთადერთი თავისუფალი არსებების, სპილოების ჯოგის გადარჩენას გადაწყვეტს და ექსპედიციაში მიემგზავრება. მერყევი მოძღვრები, მიზანდასახული რევოლუციონერები, „დიდ კუშზე“ მოთამაშეები, კოლონიის ადმინისტრატორები, იარაღის გამყოდველები – ყველა მათგანი იდუმალი პერსონაჟის, მორელის, გარშემო ტრიალებს.

უსასრულო მოგზაურობა – საცხოვრებელი ადგილის გამოცვლაც ისე ხშირად უწევდა რომენ გარის, როგორც ფსევდონიმების. დაიბადა ებრაელი პოლონელების ოჯახში ლიტვაში, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. შემდეგ მისი მშობლები დაშორდნენ, რისი „წყალობითაც“ დედა რომენთან ერთად ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მიდის ემიგრაციაში ინგლისში, სადაც ეწერება დე გოლის მიერ ფორმირებულ ფრანგულ არმიაში. 1940–1944 წლებში კი მონაწილეობს აფრიკაში, აბისინიაში, ლიბიასა და ნორმანდიაში წარმოებულ ბრძოლებში. შემდეგ იყო სოფია, ბერნი, ლოს–ანჯელესი…

მთავარი  – მისწრაფებებიც მრავალმხრივი ჰქონდა – ჯერ იუსიპონდენციას სწავლობდა, შემდეგ კი სამხედრო მფრინავის პროფესიას დაეუფლა. იბრძოდა კიდეც. ომის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 1968 წელს ფილმსაც იღებს საკუთარი სცენარის მიხედვით – „ჩიტები პერუში კვდებიან“, სადაც მთავარ როლს მისი ცოლი ჯინ სებერგი თამაშობს. ამას მოჰყვა მეორე ფილმი – „კილი“. შემდეგ კი პოულობს თავისი უთვალავი ცხოვრებიდან „მთავარ ცხოვრებას“ – მას საბოლოო ჯამში ვიცნობთ, როგორც არაჩვეულებრივ მწერალს, ცხოვრების ტრაგიკული დასასრულით. 1980 წელს, ერთი წლის მოგვიანებით თავისი ყოფილი მეუღლის , ულამაზესი ჯინ სებერგის თვითმკვლელობიდან, რომენ გარი თავის მშფოთვარე ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს.

Jean-Seberg

(ჯინ სებერგს აქამდე ვიცნობდი ფილმიდან “სალამი, სევდავ!”, რომელიც ფრანსუაზა საგანის რომანის მიხედვითაა გადაღებული 1958 წელს , ოტო პრემინგერის მიერ. )

ცხოვრება წინაა – რომენ გარიმ დაგვიტოვა პერსონაჟები, რომელთა ცხოვრებაც წინაა. გამიგია სხვა „მისწიგნებწაკითხულებისგან“, რომ რომენ გარის წიგნები საოცრად ტრაგიკულია. მაგრამ მე ვიტყვი, რომ ეს ასეა არაა. არ შემხვედრია მწერალი, რომელსაც ასე უყვარდეს და ასე უფრთხილდებოდეს საკუთარი პერსონაჟების სიცოცხლეს. შეუძლებელია, ვერ დაინახოთ, როგორ უყვარს ამ მწერალს თავისი პატარა მუჰამედი – თავისი პატარა მომო. პატარა ბოზისშვილი მომო. მერე რა, რომ მომო საკუთარ თავს ასე უწოდებს–როცა იცი რომ დედაშენი მეძავი იყო, რომელიც ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა მამაშენმა, გაქვს იმის „ბედნიერება“ საკუთარ თავს ბოზისშვილი უწოდო. მუჰამედ–მომო ყველაზე გულწრფელი ხომ საკუთარ თავთანაა. თან მართლა ბავშვიც არ გეგონოთ, მერე რა, რომ სულ რაღაც 14 წლისაა. ეს ქვეყანა ხომ ძალიან სულელურად არის მოწყობილი. როგორც ჩანს, ბავშვებს ყველანაირი უბედურების უფლება აქვთ და ამ რაღაც გაგონილი სისულელეების ყურება, ან „დიდების“ სიტყვების გამეორება კი ეკრაძალებათ.

„–მე თქვენი პატარა არ ვარ და სიმართლე თუ გინდათ იცოდეთ, სულაც აღარ ვარ ბავშვი! დედაჩემი ბოზი იყო და მამაჩემმა მოკლა! აი, ხომ გესმით! როცა ასეთი რამეები იცი, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი იცი და ბავშვი აღარ ხარ!“

ეს უკვე მეორე მომოა, რომელიც წიგნებში შემხვედრია. ესეც ბავშვია–ჩვენეული გაგებით–პირობითად. ეს მომოც ცდილობს დროის გაჩერებას , დაბრუნებას , წინ გადახვევას. თავს როგორც გრძნობს, იმის მიხედვით. ის მომო მიხეილ ენდეს ზღაპრიდან იყო, ეს მომო კი რომენ გარის სასტიკი რეალობიდანაა. თუმცა, არის ერთი რამ, რაც მათ აერთიანებთ – უსახლკარობა და დროის აღქმის განსაკუთრებული უნარი.

LifeBeforeUsBanner-28ltv45„ცხოვრება წინაა“ მორალური სირთულეებისა და პერსონაჟების კომპრომეტირების ფონზე კარგად ასახავს მაშინდელი საზოგადოების სურათს. მუჰამედის გარშემო ბევრი პრაგმატული, ექსცენტრიკული, თაღლითი და კეთილი ადამიანია – ყოფილი მეძავი  მადამ როზა, ხალიჩების გამყიდველი ბატონი ჰამილი, ქოლგა არტური, მადმუაზუელ ნადინი, ბატონი ვალუმბა და მისი შავკანიანების ტომი, ექიმი კატცი, ყოფილი მეკრივე და ტრანსვესტიტი მადამ ლოლა. მერე რა, რომ არსებობენ გარეგნული ნიშნები ადამიანის შესაფასებლად. სინამდვილეში კი, ამ ნიშნებს არავითარი აზრი არ აქვს.

რომენ გარი მათზე იმედგაცრუებული ხალისით გვიყვება. შეუძლებელია არ გაგეცინოთ, როცა მუჰამედი ასფალტზე წვება იმ განზრახვით, რომ მოკვდეს, მაგრამ მერე გაიფიქრებს, რომ ასე შეიძლება გაცივდეს და მაშინვე წამოდგება. ცხოვრება ურჩევნია. სანამ რამის გეშინია, უნდა იცოცხლო. ბედნიერება ლამაზი ნაგავია, არაფერს გაპატიებს, ერთი ბოროტი ვინმეა, რომელსაც ჭკუა უნდა ასწავლო! მუჰამედმაც სწორედ ასე გადაწყვიტა. იმედი ამქვეყნად ყველაზე ძლიერი გრძნობაა. აი, ეს არის თუ არის ნამდვილი სიგიჟე.

რომენ გარის პერსონაჟებს არ სწამთ ღმერთის, ისინი ცაში არასდროს იცქირებიან. მათი სურვილებია მიწიერია. მათ სურვილებს მიწაში აქვთ ფესვი გადგმული და ყველა მათგანი აცნობიერებს კიდეც, რომ მათი ყოველი ქმედება სასოწარკვეთის გამოძახილია. ეს არის დამცირების ხარჯზე გადარჩენილი ადამიანების ამბავი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, სიცოცხლის სიყვარულს გინერგავთ.

EPSON scanner image

20691

Advertisements

9 responses to “რომენ გარ, ცხოვრება წინაა!

  1. Pingback: Wind diary of March | la maga rayuela·

  2. frangulad maqvs wakitxuli , mainteresebs internet sivrceshi tu shemidzlia qartulad movidzio da wavikitxo ? (La vie devant soi ? )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s