რომენ გარი, მზის იმპერია, ყოფის აუტანელი სიმძიმე და უსასრულო ღნავილი

tumblr_lqfo693Byv1qbmtjno1_500სამი დღეა გადაბმულად ვტირი. ე.წ. ტირილის ეპიდემია დამაცხრა თავს. გულისამრევი წასაკითხია. ტირილი ხომ მაშინვე ადამიანის სისუსტეზე მიუთითებს. ვიცი, რომ ასეა. ყველას ზარტუშტრები გვგონია თავი და სისუსტეს ვერ ვიტანთ, სხვებს დავცინით, თავს ვიწვალებთ, რომ სანამ ჩვენს სისუსტეზე მიუთითებენ, იქამდე ჩვენ დავასწროთ და ჩვენს ვიყოთ თითის მიმშვერები. თან ჩვენი ყველაზე დიდი სისუსტე ხომ უნდა დავმალოთ – ის, რომ ყველაზე მეტად სუსტები გვიყვარს. კუნდერა კი გვეუბნებოდა სუსტების სიყვარულია ნამდვილი სიყვარულიო, მაგრამ სისულელეა – სუსტს გინდ შეიყვარებ, გინდ–არა. სუსტი ვერაფრისთვის მოგთხოვს პასუხს. ზოგადად, კუნდერამ ბევრი მიჰქარა. ყველაფერში ხომ „დიადი“ ადამიანები არ უნდა დავიმოწმოთ.

იყო კუნდერას ტერეზა – სუსტი, აკანკალებული ხელებით, მუდამ ცრემლიანი, მაგრამ ადამიანებს იმონებდა.  თუმცა, ქალები აქ რა მოსაყვანია. მე ხომ ახლა არ ვსაუბრობ სისუსტეზე, როგორც იარაღზე. იყოს სისუსტე, როგორც სისუსტე – თავისთავადი მნიშვნელობით.

არადა, მშვენიერი რამეა ცრემლები. თუ ჩვენს სხეულს აქვს ტირილის და ცრემლისღვრის ფუნქცია, ე.ი. საჭირო იყო. სხეულს უნდა დავუჯეროთ. ის ერთადერთია, რაც გაგვაჩნია. დაე, ვიტიროთ ყველაფერზე, რაზეც გვეტირება – კარენინის ღიმილზე; მზის იმპერიაზე; რომენ გარიზე; ჩვენზე ძლიერ ბავშვებზე; მფრინავობაზე მეოცნებე ბავშვებზე; მძღნერის მჩხირავ ბავშვებზე; სარდაფებში გაზრდილ ბავშვებზე; ბოზიშვილ ბავშვებზე; მოკლედ, ათასნაირ ბავშვებზე – რა მნიშვნელობა აქვს. ცრემლი ცრემლია. გინდ დაღუპულ მშობელზე გიტირია და გინდ გზაზე გაჭყლეტილ კატაზე. ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე მლაშე სითხე გვდის ჩვენი საცრემლე ჯირკვლებიდან.

ღნავილის პირველი დღე – „მზის იმპერია“ ( Empire of the Sun )  – ტელევიზორში ვნახე. აქამდე Empire of the Sun მხოლოდ ავსტრალიელი ბიჭების „ბოიბენდმაფია“ მეგონა ლუკ სტილის მეთაურობით, თავიანთი ბუნდღლებით თუ ბუმბულებით, მძივებით, ჟღარუნა ტანისამოსით და არანაკლებ ჟღარუნა ელექტრონული მუსიკით. ვერაფერს ვიტყვი იმის გარდა, რომ ძალიან მომწონდა ბავშვობაში, მაგრამ მათი მოსმენისას ტირილით თავი არ მომიკლავს. იმას ვამბობდი, რომ ფილმიც ყოფილა იგივე სახელწოდების. მოძულებული კარტოფილის მზადებას თავი დავანებე და ვუყურე პატარა ბავშვის გულმოდგინებით. ბოლოს გემრიელადაც ვიღნავლე ზედ ამ ჩემს კარტოფილიზე.

მოკლედ, ყველა ამერიკელი და ინგლისელი ბიჭის ოცნება მფრინავობა როგორ უნდა იყოს და როდემდე უნდა ისაზრდოონ სცენარისტებმა ამ გულბრყვილო ბავშვების მისწრაფებებით და ოცნებებით, ვერ გეტყვით. მთავრი ისაა, როცა ამდენი ტანჯვისა და ვაი–ვაგლახის მერე ჩვენი ჯეიმი თავის მშობლებს იპოვის და უკვე ზრდასრული , დაბრძენებული კაცის თვალებით გამოგვხედავს დედამისის თმებში თავჩარგული, რაც შეიძლება ხამამაღლა უნდა ავზლუქუნდეთ.

ღნავილის მეორე დღე – ერთმა ჩეხმა გამიკეთა ეს. მილან კუნდერამ. დაწერა ერთი ასეთი წიგნი „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ , გამოიგონა ჭუჭყიან კედელს მიშტერებული ტომაში და ძაღლი კარენინი, გახდა ცნობილი მწერალი, დაიმსახურა საყოველთაო აღიარება, ბოლოს მოკლა ძაღლი კარენინი და ჩვენც ავზლუქუნდით.

ღნავილის მესამე დღე – აქ რომენ გარიზე უნდა მელაპარაკა, მაგრამ მერე ჩავთავლე, რომ ის ამ აბდაუბდა განწყობაზე უფრო მაღლა დგას და უფრო მეტს იმსახურებს.

მომავალ რომენ გარამდე ანუ მომავალ ღნავილამდე. იქამდე კი არატირილისმიერი განწყობისთვის მზის იმპერიისგან:

Advertisements

7 responses to “რომენ გარი, მზის იმპერია, ყოფის აუტანელი სიმძიმე და უსასრულო ღნავილი

  1. არ ვიცი როგორ ვთქვა, და მგონი ჩემთანაც უნდა დაიწყოს ღნავილის დღეები :დ
    ამბოლო დროს ისეთებს ვკითხულობ, გაშტერებული, თევზის თვალებით ვარ რამდენიმე დღე :)))

  2. დღეს ღამით ამ აუტანელი სიმსუბუქის დასრულება მიწევს და მეშინოდა შენს პოსტში არ დამესრულებინა მილანის სიმსუბუქე ; საბედნიეროდ გამიმართლა და ჩემი მწვავე ინტერესი შენი პოსტის მიმართ უსაფრთხო აღმოჩნდა ; და თანაც იმდენად კარგად წერ მილანის აუტანელი სიმსუბუქის დასასრულს ალბათ ვერც აქ მოვწყვეტდი თვალს;

      • დრო არის მეტად ფუქსვატი ჩემს მიმართ ; ხოდა როგორც კი ხელში ჩავიგდებ სიმსუბუქის შეგრძნებას ჩემს პოსტსაც შევძენ

        • ვფართხალებ , ლაყუჩებს ვათამაშებ , მიხარია ; შენი წყალი სასიამოვნო დინებისაა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s