ის, რაც ავირჩიე მილან კუნდერასგან

Printის, რაც ვინმესთვის უნდა მეთქვა – კვირა დღე იყო და 12 საათამდე გადავწყვიტეთ ძილის გახანგრძლივება. მაგრამ ამ დროის დადგომამდე კატის კნავილმა გამაღვიძა. აღმოჩნდა, რომ წუხელ ჩემთან ერთად ეძინა და ახლა გარეთ გასვლა უნდოდა. ჩემი და რომ არ გამეღვიძებინა, წამოვდექი, გარეთ გავუშვი, ისევ დავწექი და წიგნი წავიკითხე . ხო, წიგნი წავიკითხე – პირველი წიგნი გრძელვადიანი იძულებითი შესვენების შემდეგ. ორ საათში დავამთავრე, დავხურე, ბალიშზე დავდე და ველოდებოდი. რაღაცას.

ჩემი და შეიშმუშნა, ფანჯარაში გადმოღვრილ ცას ახედა და აღნიშნა:

–შეხედე რა ლურჯია ცა.

–თამ, ეს ჭაღი ამ იასამნისფერ შპალიერთან რა შუაშია? დედამ იყიდა, არა? – ვუპასუხე, წიგნი დავდე და საშინლად მომინდა ტირილი.

მინდოდა მეთქვა, რომ ცა საშინლად ლურჯია, რომ ამ დლით ნაძვებიც ადამიანებივით ირხევიან და ჩასახუტებლად გვიწვევენ, რომ ეს შეუფერებელი ჭაღიც ძალიან ლამაზია, იმიტომ რომ დედას ნაყიდია და საერთოდ, ძალიან მიხარია, რომ ამ დილით გავიღვიძე, ვსუნთქავ, ვცოცხლობ და ყოფიერების ამ აუტანელ სიმსუბუქეს ვგრძნობ. მაგრამ მაინცდამაინც მაშინ მომინდა ამ ჭაღზე იდიოტური კომენტარის გაკეთება. ყოველთვის ისე ვიქცევით, როგორც ელიან ჩვენგან.

წიგნი, სახელად „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“.

წიგნი, რომელიც უკვე ლამის სრულიად საქართველომ წაიკითხა.

წიგნი, რომელიც ერთმა არაჩვეულებრივმა ქალმა მაჩუქა.

წიგნი, რომელიც ძლივს წავიკითხე.

წიგნი, რომელმაც მილან კუნდერასთან დაბრუნების სურვილი არ გამიჩინა.

წიგნი, რომელმაც სიყვარულზე არასწორი წარმოდგენები შემიქმნა.

წიგნი, რომლის პერსონაჟები სექსა და სიყვარულს შორის არჩევანს ვერ აკეთებენ.

წიგნი, რომელმაც ამდენი წლის მერე პირველად მატირა ყველაზე იაფფასიანი ცრემლებით წიგნზე.

წიგნი, რომლის გამოც ოდესმე ჩეხეთში ჩავალ და თავად ჩეხ ხალხს მოვთხოვ პასუხს ჩვენი შეცდომაში შეყვანისათვის.

წიგნი, რომლის ბოლომდე წაკითხვასაც დედაჩემს არ დავანებებ.

წიგნი, რომელსაც ხვალვე წიგნების თაროზე ყველაზე ბნელ კუთხეში შემოვდებ.

წიგნი, რომელიც მთავრდება იქ, სადაც უნდა დაწყებულიყო.

წიგნი, რომელმაც მასწავლა როგორ გავამართლო ღალატი.

Photo1539ისინი  – დავიწყოთ ბოლოდან. ფრანცი უყვარს მარი–კლოდს, მაგრამ უფრო მეტად წვეულებები უყვარს; ფრანცს უყვარს დედა, მაგრამ უფრო მეტად უყვარს საბინა; საბინას უყვარს ტომაში, მაგრამ ტომაშს უყვარს ტერეზა; ტერეზას არ უყვარს დედა, მაგრამ უყვარს ტომაში; ტომაშს კარენინიც უყვარს, მაგრამ კარენინს ყველაზე მეტად ტერეზა უყვარს. ტერეზას ტომაშზე მეტად კარენინი უყვარს. კარენინი ძაღლია და ბოლოს კვდება.

მათ ყველას ჩეხეთი აერთიანებთ. ისინი ეჭვებისგან იტანჯებიან. ამიტომ ისინი გამუდმებით ღალატობენ ერთმანეთს. ღალატი მათთვის სიმართლისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა.  თუ ღალატობ, ე.ი. გიყვარს.  გზა მთავრდება იქ, სადაც უკვე არავინ რჩება ისეთი, რომელსაც შეიძლება ვუღალატოთ. გზა მთავრდება იქ, როცა უკვე არავინ გვიყვარს და როცა ვერავის თანაუგრძნობ.

კარენინის ღიმილი – გუშინ კვირა დღე იყო და ზემოთხსენებულმა კატამ კარებთან დამახვედრა თაგვის თითები, კუდი და ნაწლავები. გულის რევის შეგრძნება გამიჩნდა და კარები სასწრაფოდ მივხურე. არადა, ჩემი რეაქცია უფრო გულის ამრევი იყო.

ჩვენ ყველა ერთმანეთს ვჭამთ. თაგვებს ჭამენ კატები, კატებს ჭამენ ჩინელები. გიჟი კი არა, სულელი იყო ნიცშე, როცა იმ ცხენს ჩაეხუტა აცრემლებული, რომელსაც მეეტლე მათრახით სცემდა. სულელია ტერეზაც, როცა ტომაშზე მეტად კარენინი უყვარს ან უბრალოდ, ყველაზე მეტად ეს ძაღლი უყვარს. ან ის ღრუტუნა გოჭები. ან ის მხიარული ძროხები, რომლებიც ტერეზას 14 წლის გოგონებს აგონებენ.

ისინიც ჭამენ ცოცხალ არსებებს. ადამიანებიც და არაადამიანებიც ცოცხალ არსებებს ვჭამთ და ვინელებთ. და მერე იმის კი არ გვრცხვენია, რომ ცოცხალ არსებებს ვჭამთ, არამედ იმის, რომ ამ ყველაფერს ვინელებთ და სხეულიდან ვიშორებთ განავალის სახით. სასაცილოა. განავალის გვრცხვენია და აბაზანაში ვიკეტებით, რომ არავინ დაგვინახოს. ჩემთვის ყველაზე სულელი არსება ხარ ტერეზა, როცა ცდილობ შენს საკუთარ სხეულს გაექცე, როცა მხოლოდ შენს სული–ერებაზე და კარენინის კარგად ყოფნაზე  გაქვს პრეტენზია. ალბათ, რა რთულია შენთვის იმის წარმოდგენა, რომ კარენინიც და სხვა ძაღლებიც ჭამენ ცოცხალ არსებებს. მშვიდად განუტევე, ტერეზა.

tumblr_ldc991uXzn1qfxph3o1_500სიმსუბუქე თუ სიმძიმე? – გუშინ კვირა დღე იყო და მე დედას დავსდევდი კუდში, რომელიც მიწას ამუშავებდა თავისი გაუხეშებული ხელებით. მე მირჩევნია ვიყო მძიმე და ვიყო მიწასთან ახლოს. ვიყო სიმძიმისგან თავჩაქინდრული, რომ ყოველთვის ვხედავდე ჩემს მომავალს–მიწას. ყოველთვის ვგრძნობდე მის სულს, სუნს, სუნთქვას. მე მინდა თავი დავადო და მოვუსმინო რას ეუბნება ის ხეებს.

მე არ მინდა ვიყო ტერეზა, რომელსაც ძაღლი კარენინი უფრო უყვარს, ვიდრე ტომაში–საკუთარი ქმარი. ქმარი, რომელმაც ტერეზას სისუსტის და მხოლოდ მისადმი თანაგრძნობის გამო ყველაფერი მიატოვა – ქირურგობიდან ფანჯრის მწმენდაობამდე, პრაღიდან სოფლამდე დაეშვა. მხოლოდ ტერეზას აკანკალებული ხელების და იმ ღამინდელი სიცხის გამო. მე მძულს ტერეზა, რომელსაც სურს თავისუფლება, სხვების ტყვეობის ხარჯზე.

მასწავლა მილან კუნდერამ – ის, რომ მე ვირჩევ სიმძიმეს და მირჩევნია არასდროს განვიკურნო ჩემი ანაქრონიზმისგან.

ის, რომ გავაგრძელებ ხორცის ჭამას და გავუფრთხილდები მცენარეებს. იმათ , ვისაც ჰაერი და მიწა ჰყოფნის საარსებოდ.

ის, რომ არასდროს შემრცხვეს საკუთარი სხეულის და მისი მოთხოვნილებების.

ის, რომ მიყვარდეს საკუთარი თავი საწოლში, უნიტაზზე, მეგობრებთან, სარკესთან ან უბრალოდ საკუთარ თავთან

ის, რომ რუსეთი ღორია და ღორად დარჩება.

ის, რომ ჯობია ისევ ჩემს უგემოვნო ჭაღზე ვილაპარაკო, ვიდრე ცაზე.

ის, რომ მე არასდროს დავუბრუნდები ამ ჩეხს და მის წიგნებს.

 330967e65676557bd7466cf1acf92e21b757f5კადრები ფილმიდან The Unbearable Lightness of Being .

Advertisements

30 responses to “ის, რაც ავირჩიე მილან კუნდერასგან

  1. მდააააააააააააააააჰ ))) არ ვიცი შენ რა მოგეწონა და რა არა კუნდერას ნაწერში მაგრამ შენი დაწერილი კი მე მომეწონა ძალიან, მართლა ძალიან )) ისე შენი შეფასებებიდან და კომეტარებიდან სულ სხვანაირ პოსტს ველოდი ) კარგად თუ დაფიქრდები მიხვდები რომ ღირს გააგრძელო კუნდრას კითხვა))

  2. ღალატის თემა ორ საათზე მეტი არ ვაჭაჭანე თავში, საშიშია ჩემთვის.
    და ისე კუნდერამ ასე იცის, წაგაკითხებს, შეგაზიზღებს და მაინც უბრუნდები უძღები შვილივით, ადრე თუ გვიან

  3. წიგნი, რომლის გამოც ოდესმე ჩეხეთში ჩავალ და თავად ჩეხ ხალხს მოვთხოვ პასუხს ჩვენი შეცდომაში შეყვანისათვის.
    წიგნი, რომელმაც მასწავლა როგორ გავამართლო ღალატი.
    და ბოლოს, რომელსაც ამდენი ხანია ვამტკიცებ: – თუ ღალატობ, ე.ი. გიყვარს.

  4. Pingback: რომენ გარი, იმპერიის მზე, ყოფის აუტანელი სიმძიმე, მარტოობის სამი დღე და უსასრულო ღნავილი | la maga rayuela·

  5. არადა მე მომეწონა ეს წიგნი. სულაც არ მომეჩვენა, რომ ერთი ჩეულებრივი ბესტსელერია.
    პ.ს. გარშემო ბევრი მკითხველი გყავს ეტყობა, რაკი თვლი, რომ “უკვე ლამის სრულიად საქართველომ წაიკითხა”. მშერს შენი გარემოცვის გამო 🙂

  6. Pingback: რომენ გარი, მზის იმპერია, ყოფის აუტანელი სიმძიმე და უსასრულო ღნავილი | ლა მაგა რაიუელა·

  7. არადა მაგარი წიგნია ჩემი აზრით. ღალატი სულ არ არის აქ თემა. ღალატი გულისმობს ერთგულების პირობის არსებობას და შემდეგ ღალატს. ტომაშის და ტერეზეას ურთიერთობაში არ არის / მე ვერ დავინახე/ ერთმანეთისთვის მიცემული ასეთი პირობა. ანუ რალატი არ არსებობს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s