მინდა ლუდი ზაფხულთან ერთად

Liverpoolგაზაფხულის მოსვლა ვიგრძენი იმით, რომ გაორმაგებული ძალებით შემომიტია ლუდისადმი ვნებამ. ერთადერთი მოვახერხე ის, რომ შორიდან დამეთვალიერებინა ცნობილი ბრენდების ცნობილი რეკლამები. უარესი აღმოჩნდა. ზაფხული მინდა. ლუდი მინდა. მთა მინდა. მეგობრები მინდა. ზაფხულში მთაში მეგობრებთან ერთად ლუდის წრუპვა მინდა. სწორად სუნთქვა მინდა. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ლუდი მინდა. არც ის უნდა გაგიკვირდეთ, თუ ლუდისმოყვარულთა კლუბში აღმომაჩენთ greatbrewers.com–ზე. განსხვავებული აზრის, მრწამსის, ორიენტაციის, კანის ფერის, განათლების თუ სქესისა, არის ერთადერთი რამ, რაც ამდენ განსხვავებულ ადამიანს გვაერთიანებს. ეს ლუდია. თუმცა თუ მსგავს კლუბებში მოხვდებით, ადვილად მიხვდებით, რომ მათ შორისაც შეიძლება დიდ უთანხმოება ჩამოვარდეს. სხვა რის გამო, თუ არა, სხვადასხვა ბრენდის ლუდის ბრენდებისადმი ერთგულების გამო.

მინდა გინესი: “გინესის” ისტორია პატარა ირლანდიურ სოფელ სელბრიჯიდან დაიწყო, სადაც ერთი შეძლებული არქიეპისკოპოსი არტურ პრაისი ცხოვრობდა. ის ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ყოველდღიური წვრილმანებით თავს რომ არ იწუხებენ, ამიტომ საქმეთა მმართველად არტურ გინესი დაიქირავა. დროთა განმავლობაში მათ შორის ისეთი მეგობრობა დამყარდა, რომ პრაისმა გინესის ვაჟი, არტურ უმცროსი მონათლა. ბიჭი მამას პრაისის მეურნეობის გაძღოლაში ეხმარებოდა. თავისუფალ დროს არტურ გინესი არქიეპისკოპოსის სარდაფში, სადაც ღვთის წყალობით, საამისოდ ყველაფერი იყო, ელს (ლუდის ნაირსახეობა) ხარშავდა. 1752 წელს პრაისი გარდაიცვალა. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, სწორედ ამ სამწუხარო ამბავმა დაუდო სათავე ლუდსახარში კომპანია Gუინნეს-ის ისტორიას. საქმე ის იყო, რომ არქიეპისკოპოსმა მამა-შვილს 100-100 გირვანქა სტერლინგი უანდერძა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ მსხვილი თანხა გახლდათ. გინესმა 1756 წელს ლეიქსლიპში ელის სახარში პატარა ქარხანა იქირავა. დამხმარედ კი უმცროსი ძმა, რიჩარდი აიყვანა. საქმე ისე კარგად წავიდა, რომ უკვე ოთხი წლის შემდეგ არტურმა დუბლინში გადასვლა გადაწყვიტა, ქალაქის გარეუბანში მან ნახევრად დანგრეული ლუდსახარში იპოვა, რომელიც ძალიან იაფად, წელიწადში 45 გირვანქა სტერლინგად ქირავდებოდა, მაგრამ… 9 ათასი წლით. 34 წლის არტურს შანსი ხელიდან არ გაუშვია. 9 ათასი წლით დაქირავების საბუთს კომპანია ახლაც ინახავს. გინესმა ტიტანური შრომა გასწია, რათა ქარხანა წესრიგში მოეყვანა, მაგრამ ჩიტი ბდღვნად ღირდა. საწარმოს სახელად ეწოდა “ლუდსახარში წმინდა ჯეიმსის კარიბჭესთან”. 1759 წელს დაფუძნდა კომპანია Arthur Guinness Son & Co. არტურის ქარხანა კვლავაც ელს უშვებდა, 70-იან წლებში კი მან პორტერის (მუქი ინგლისური ლუდი) ჩამოსხმა დაიწყო. ის მალე გახდა საფირმო პროდუქტი და 1799 წელს ელის ჩამოსხმა შეწყდა. ასე დაწყო ისტორია კრემისფერქაფიანი მუქი ლუდისა, რომელმაც ფირმა ირლანდიის ერთ-ერთ სიმბოლოდ აქცია. ოთხი წლის შემდეგ გამდიდრებული არტურ გინესი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა და მემკვიდრეებს 25 ათასი გირვანქა სტერლინგი დაუტოვა (ახლანდელი კურსით 865 ათასი გირვანქა სტერლინგი). დღეს კომპანია “გინესი” ლუდის ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული ბრენდია. ირლანდიაში კი ის განსაკუთრებული სასმელია, რომელსაც აქ ქვეყნის ყველა მცხოვრები ეთაყვანება. კომპანია დღეს ამუშავებს პირველ დუბლინურ ლუდსახარშს “წმინდა ჯეიმსის კარიბჭესთან”, აგრეთვე შეიძინა კიდევ უფრო ადრინდელი ლუდსახარში სოფელ ლეიკსლიპშიც. ალბათ, ესეც სწორი მარკეტინგული სვლა იყო – ბევრი ფირმა ვერ დაიკვეხნის 250-წლიანი ისტორიით.

This slideshow requires JavaScript.

მინდა ჰაინეკენი : ყველაფერი დაიწყო 1863 წელს. ჰოლანდიაში ნამდვილი ლოთობა მეფობდა. უმრავლესობა ერთადერთ სასმელს – ჯინს სვამდა. ჯერარდ ჰაინეკენის საკმაოდ შეძლებულ დედას ძალიან აღიზიანებდა ლოთები. ყმაწვილმა გადაწყვიტა, ერთდროულად რამდენიმე კურდღელი დაეჭირა – დედა დაეშოშმინებინა, მისი ფულის გამოყენებითა და თავისი ქვეყნისათვის სასარგებლო საქმის გაკეთებით, თავადაც ეშოვნა ფულიც. ჯერარდმა დედას ფული სთხოვა ლუდსახარშის საყიდლად. 22 წლის ახალგაზრდას კარგად ესმოდა, რომ De Hooiberg-ის ლუდის ხარშვის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. მას ჰოლანდიაში არ სვამდნენ და არც მომავალში დალევდნენ. ამიტომაც მთავარით დაიწყო – პროდუქტით. უპირველეს ყოვლისა, მან ყურადღება მიაქცია ცნობილი ბავარიელი მელუდეების გამოცდილებას – იქაური ლუდი მართლაც შესანიშნავი გახლდათ. ბავარიაში, ჰოლანდიისგან განსხვავებით. დადუღების ე.წ. დაბალ სისტემას იყენებდნენ, განსხვავებით ჰოლანდიისგან, სადაც მაღალი დადუღება იყო დამკვიდრებული. ტექნოლოგიური ცვლილების წყალობით ახალგაზრდა ჰაინეკენის ლუდი გაცილებით ღია ფერის და რბილი გამოვიდა. მან სახელწოდებაც შეუცვალა საკუთარ პროდუქციას და “მუშის ლუდის” ნაცვლად “ჯენტლმენის ლუდი” უწოდა. ეს იყო 1869 წელს. ფასის მომატების მიუხედავად, გაყიდვა იზრდებოდა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჯერარდმა კარგი საქმიანი თვისებები გამოავლინა და წმინდა მოგებაზე გასვლა ლუდის თავდაპირველი ბრენდითაც კი მოახერხა. წინსვლამ მეწარმეს საშუალება მისცა, კიდევ ერთი ქარხანა გაეხსნა. “ჰაინეკენმა” 1969 წელს შთანთქა თავისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი – “ამსტელი”, აგრეთვე სხვა ნაკლებად ცნობილი ფირმები. მაგრამ ალფრედის მთავარ მიღწევად მაინც ლუდის ბოთლებში ჩამოსხმა მიიჩნევა. მანამდე ჰაინეკენი მხოლოდ ჩამოსასხმელი იყო. ალფრედმა, შეიძლება ასეც ითქვას, პატარა ჰოლანდიური რევოლუცია მოაწყო, გაყიდვის თითქმის მთლიანი მოცულობა მან ბოთლებზე გადაიყვანა. ცხადია, “ჰაინეკენის” დღემდე საკულტო ბოთლის დიზაინიც სწორედ მის დროს შემუშავდა.

This slideshow requires JavaScript.

მინდა ბუდვაიზერი: ბუდვაიზერს წარმოება 1876 წლიდან იღებს სათავეს ადოლფ ბუშის და მისი მეგობრის კარლ კონრადის შრომისმოყვარეობის წყალობით. ადოლფმა 1857 წელს დატოვა გერმანია, გადავიდა აშშ–ში საცხოვრებლად, ცოლად შეირთო ლილი, რომლის მამა პატარა ლუდის ქარხნოს მფლობელი იყო. სწორედ მაშინ გაუნათდა გონება და მიხვდა , რომ ამ გზით დიდი ფულის შოვნაც შეიძლებოდა. ბუში დიდ ხანს მოგზაურობდა მთელ ევროპაში, იმისთის რომ დაკვირვებოდა და შეესწავლა ლუდის ხარშვის ტექნოლოგიები. მისი ენერგიულობის წყალობით ბუდვაიზერი დღემდე ყველაზე გაყიდვადი ლუდია ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი ბოთლის დიზაინი ისეთივე დარჩა, როგორიც თავიდანვე იყო – წითელი იარლიყით.

This slideshow requires JavaScript.

მინდა „სტელა“ :  Stella Artois არის ლუდი, რომელიც თავდაპირველად ბელგიის ქალაქ ლიუვენში დამზადდა. სახელი სტელა (Star) ლათინურად ვარსკვლავს ნიშნავს. იგი ბელგიური ლუდის წარმოების 75%-ს მოიცავს თუმცა ამ ლუდის დიდი ნაწილი გაერთანებულ სამეფოში იწარმოება.პირველი საგადასახადო ჩანაწერები, ქალაქ ლიუვენის დენ ჰორენის ლუდსახარშის შესახებ, 1366 წლით თარირდება. დენ ჰორენი იყო პაბი ბელგიის ქალაქ ლიუვენში, რომელსაც ეკუთვნოდა ეს ლუდსახარში (ჰორენ ბელგიურად საყვირს ნიშნავს და იგი გამოსახულია მის ეტიკეტზე ვარსკვლავთან ერთად).  1708 წელს სებასტიან არტო  დენ ჰორენის ლუდსახარშში ლუდის დადუღების მთავარი სპეციალისტი ხდება და ლუდსახარშს მისი სახელი 1717 წელს ეწოდა. 1926 წელს სებასტიანმა დაიწყო სეზონური ლუდის წარმოება, განსაკუთრებით, საშოაო ბაზრებისთვის. თავდაპირველად ის კანადაში იქნა გაყიდული და იმხელა კომერციულ წარმატებას მიაღწია, რომ ამ ბრენდის წარმოება მთელი წლის განმავლობაში დაიწყო და მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის წლების გარდა  მისი წარმოება დაწყების დღიდან არშემწყდარა.,, სტელა არტუას“ ამჟამინდელი ეტიკეტი და ბოთლის ფორმა 1988 წელს “ტეილორბრენდის” დამფუძნებელმა, დევიდ ტეილორმა შექმნა. ამ დიზაინმა შეცვალა 1960–იანი წლების დიზაინი და ის შთაგონებული იყო ორიგინალი 1926 წლის ბოთლის ეტიკეტით. დიზაინი აერთიანებს საყვირს, რომელიც იყო სიმბოლო დენ ჰორენის ლუდსახარშის, და 1366 წელს, რომელიც ქალაქ ლიუვენის ლუდახარშის ყველზე ძველი  ჩანაწერის თარიღია. ეტიკეტზე ასევე გამოსახულია მედლები რომლითაც ლუდსახარში   ბელგიაში გამოფენებზე დააჯილდოვეს XIX და XX საუკუნეში. ეტიკეტზე ნაწერი ,,Stella Artois“ ჩასმულია დეკორატიულ ჩარჩოში, რომელიც შთაგონებულია ლუვენის ფლამანდრიული არქიტექტურით, სწორედ მსგავსი სტილის ჩარჩოებით იყო დამშვენებული ლიუვენის შენობების ფანჯრები. (მადლობა ქილიფას მშვიდობიან ბლოგს, რომ თარგმნით თავი არ შემაწუხებინა).

pilsen-final

ყველაზე ძალიან მინდა კარლსბერგი: ერთ–ერთი მსხვილი დანიური ლუდსახარში კომპანიაა, დაარსდა 1847 წელს დანიელი მეწარმის იაკობ ქრისტიან იაკობსენის მიერ. ის ცნობილი ფილათროპი და ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი იყო. 1875 წელს დაარსა კარლსბერგის ლაბორატორია, რომელიც მოიცავდა ქიმიისა და ფიზიოლოგიის განყოფილებებს. იაკობსენი ლაბორატორიაში ლუდის ხარშვის მეცნიერულ საკითხებზე მუშაობდა.  1901 წელს ისევ კარლსბერგის ინიციატივით არქიტექტორმა და პროფესორმა დალერუპმა ააგო ოთხ სპილოზე აღმართული კოშკი, რომელიც როგორც ცნობილია, ინიციალია კარლის ოთხი შვილისა. ამჟამად კარლსბერგის ძველი ლუდსახარში ქარხანა ღიაა ვიზტორებისთვის და ტურისტებისთვის, რომელთა შორის ოდესღაც იყვნენ თავად უინსტონ ჩერჩილი, იური გაგარინი და დედოფალი ელიზაბედ მეორე. “ლივერპულის” გულშემატკივრებისთის ცნობილია, რომ ამ უდიდესი ლუდსახარში კომპანიისა და მათი საყვარელი საფეხბურთო კლუბის თანამშრომლობა უკვე 21 წელს ითვლის. ეს “გაუგებრობა” 1992 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ “კარლსბერგისთვის” ეს პირველი ბიზნესპროექტი იყო ინგლისურ საფეხბურთო კლუბთან. ამდენი ხანი პრემიერლიგის კლუბებთან არც ერთ სპონსორს არ უმუშავია, რაც კიდევ უფრო საამაყოა ორივე მხარისთვის.

This slideshow requires JavaScript.

 

Advertisements

8 responses to “მინდა ლუდი ზაფხულთან ერთად

  1. გისურვებ მალე აგსრულებოდეს ეს ამდენი “ლუდი”. მეც მიყვარს, მაგრამ ვერ ვერკვევი კარგად. ზოგადად სასმელებში ვერ ვერკვევი.
    დიზაინი მომწონს.

    • ხომ….კარგი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბუნება და სასმელი ერთმანეთს გამორიცხავს ჩემთვის. თუმცა, ლუდი ხომ უბრალო სასმელზე მეტია 🙂
      მადლობა ბექა. იშვიათად ვცვლი რამეს, მაგრამ …ასე ჯობია.

  2. არის ბევრი კარგი ლუდი და არის გინესი 🙂

    ბადს რაც ეხება – ეგ ლუდი არის ბადვაიზერი. ბუდვაიზერი არის მეორე, ჩეხური.
    უფრო ზუსტად – პირველი. ჯერ იყო ბუდვაიზერი ბუდვარიდან და შემდეგ ბადვაიზერი ამერიკიდან. უბრალოდ დიდი ლუდსახარშის გახსნა და ბოთლებში ჩამოსხმა ამერიკელებმა დაასწრეს, მაგრამ ბუდვარში ბუდვაიზერს ასხამდნენ შუა საუკუნეებიდან ჯერ კიდევ. ბრენდის დარეგისტრირება ვერ მოიფიქრეს და ამის გამოა ახლა ეს დიდი გაუგებრობა.

    • ეს ისტორია და მაგათი დაუსრულებელი დავიდარაბის ამბავი კი ვიცი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ორივეს ერთნაირად გამოვთქვამდი აქამდე :))
      ძალიან უცხოდ ჟღერს ბად ვაიზერი :/

      • კაი.
        მაგრამ ჩეხეთში თუ მოხვდი ბუდვაიზერი არ ახსენო. თორემ აღარ დაგელაპარაკებიან. 🙂

        • არა, მე კი შევეცდები აწი ბადვაიზერი ვთქვა, მაგრამ ხომ ვიცი, მერე ვინმე აუცილებლად შემისწორებს რა ბადვაიზერი გოგო – ბუდვაიზერიო 😀

        • თქვი მერე ბუდვაიზერი და დალიე ბუდვაიზერი 🙂 და ვერავინ შემოგედავება. ვერც აქ და ვერც იქ.

        • აღარ მინდა, საერთოდ არ დავლევ ამ ლუდს , შარიანი ვინმეა. ან თუ რამეა, ხელით ვანიშნებ 🙂

          დაე, იყოს ისევ კარლსბერგი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s