ნიკოლას სპარკსის ცხოვრების დღიური

sparks_5საჩემო მწერალი ნამდვილად არაა. წარმოუდგენლად არასაჩემოა. სხვანაირად როგორ ვთქვა არ ვიცი, როცა მის წიგნებზე მეტად თავად ავტორი მომეწონა. მეც ვიფიქრე, აქაც მომეყოლა თავად მასზე–ნიკოლას სპარკსზე. ცნობილია თავის სევდიანი და რომანტიკული ნოველებით, რომლებიც უმეტესწილად ბანალური „ჰეფი ენდით“ არ მთავრდება. მისი წიგნები ერთიმეორის მიყოლებით მსოფლიო ბესტსელერებად იქცა. მას კითხულობენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ცნობილი და მოდურია, არამედ იმიტომ, რომ წერს მარადიულ თემაზე – სიყვარულზე. მისგან სხვა არაფერს უნდა ელოდოთ.

ნიკოლასი 1965 წლის 31 დეკემბერს ომახაში,  ნებრასკას შტატში, ახალი წლის დადგომამდე ზუსტად 8 წუთით ადრე დაიბადა. მამა, პატრიკ მაიკ სპარკსი, უნივერსიტეტის პროფესორი გახლავთ, დედა, ჯილ ემა სპარკსი – დიასახლისი. მათი ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელსს. მინესოტა, კალიფორნია, ლოს ანჯელესი…ოჯახს ძალიან უჭირდა. როგორც ნიკოლასი იხსენებს, ის ფხვნილისგან მომზადებულ რძესა და კარტოფილზე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბავშვობა ყოველთვის ენატრება, ფიქრობს რომ ეს წლები საუკეთესო იყო და დამერწუმებით, რომ მისი ეს „მონატრება“ მის შემოქმედებაზეც კარგად აისახა.

1984 წელს ნიკოლასმა სკოლა დაამთავრა. ის სწავლაშიც ნიჭიერი იყო და სპორტშიც, კერძოდ მძლეოსნობაში წარმატებებს აღწევდა, მაგრამ ერთ–ერთი შეჯიბრის დროს ტრამვა მიიღო და სპორტს საბოლოდ ჩამოშორდა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ დაწერა დღემდე გამოუქვეყნებელი რომანი, სახელწოდებით „წარმავალი“, ამას მოჰყვა კიდევ ერთი, საზოგადოებისთვის უცნობი რომანი „სამეფო მკვლელები“.

ნიკოლასმა სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა ქალაქ ნოტრ–დამის კათოლიკურ უნივერსიტეტში. 1988 წელს კი შეხვდა ქალს, რომელიც შემდეგ მისი ცოლი გახდა–კეტრინ კოუტს. ერთი წლის შემდეგ იქორწინეს კიდეც და საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდნენ. თუმცა ყველაფერი ასე ბედნიერად არ დასრულებულა. 6 თვის შემდეგ დედამისი ჯირითისას ცხენიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ მამაც ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მაშინ ნიკოლასი უკვე ცნობილი მწერალი იყო.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ  ამაოდ ცდილობდა ლიტერატურის სფეროში კარიერა შეექმნა, გამომცემლობებს საკუთარ ნაწარმოებებს სთავაზობდა, მაგრამ უცნობ დამწყებ მწერალთან თანამშრომლობას ყველა თავს არიდებდა. 1992 წელს გადაწყვიტა, კიდევ ერთი შანსი მიეცა საკუთარი თავისთვის. სწორედ ამ პერიოდში დაწერა ცნობილი რომანი „დღიური“. ორი წლის შემდეგ კი ის ლიტერატურის აგენტმა ტერეზა პარკმა აღმოაჩინა და კომპანია „ტაიმ უორნერს“ წარუდგინა. ვარსკვლავური დროც დადგა – კომპანიამ მწერალს „დღიურისთის“ მილიონი დოლარი გადაუხადა. 2004 წელს რეჟისორმა ნიკ კასავეტისმა ამ რომანის მიხედვით ფილმი გადაიღო.

„დღიური“ გაყიდვების პირველივე კვირას „ნიუ იორკ თაიმსის“ ბესტსელერების სიაში მოხვდა. ეს ნაწარმოები ნიკოლას სპარკსის პირველი ყველაზე სახელგანთქმული რომანია. სპარკსი სხვადასხვა თაობისა და გემოვნების მკითხველის საყვარელ წიგნად იქცა. ცოტა ხნის წინ კი ქართულადაც ითარგმნა.

მწერლის ახალი რომანი „წერილი ბოთლში“, რომლის შთაგონების წყარო მისი მშობლების ურთიერთობა იყო, 1998 წელს გამოვიდა. მომავალ წელს ეკრანებზე გამოჩნდა ამავე სახელწოდების ფილმიც. სპარკსმა დღემდე 15 წიგნი გამოაქვეყნა. ყველა მათგანი დიდი ტირაჟებით იყიდებოდა და იყიდება არა მარტო ამერიკაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. მათ შორისაა „გადარჩენა“, „უკანასკნელი სიმღერა“, “ღამეები როდანტში“, „ქორწილი“, „ძვირფასო ჯონ“, „პირველივე ნახვისას“, „სამი კვირა ჩემს ძმასთან ერთად“, „იჩქარე გიყვარდეს“ და სხვა.

2010 წელს ჯული ენ რობინსონმა გადაიღო ფილმი „უკანასკნელი სიმღერა“, რომელიც წარმოადგენს ნიკოლას სპარკსის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას. ეს მწერლის ერთადერთი ნამუშევარია, რომელიც თავიდანვე იმ მიზნით დაიწერა, რომ მასზე ფილმი გადაეღოთ. რომანი 2009 წლის 1 სექტემბერს გამოვიდა, ხოლო მწერალმა სცენარზე მუშაობა 2009 წლის იანვარში დაასრულა. ფილმის ბიუჯეტი 20 მილიონ დოლარს შეადგენდა, საბოლოოდ კი მისმა შექმნელებმა 88 927 198 დოლარის მოგება მოუტანა. რაც შეეხება რომანს „იჩქარე გიყვარდეს“, მისი დაწერისაკენ მწერალს დის გარდაცვალებმა უბიძგა. ადამ შერკმანმა ამ რომანის ეკრანიზაცია 2002 წელს განახორციელა.

ნიკოლასს სულ 17 რომანი აქვს დაწერილი. 2011 წლის ივნისსში მან თავის ახალ ნამუშევარზე „საუკეთესო ჩემში“ ფილმის გადაღების უფლება მოიპოვა.

ამჟამად ნიუ ბერნსში ცხოვრობს, სამხრეთ კაროლინაში, ცოლთან და ხუთ შვილთან (სამი ბიჭი და ტყუპი გოგონები) ერთად. როგორც მორწმუნე კათოლიკურ ოჯახში აღზრდილებმა, თავიანთი ხუთივე შვილი მათაც კათოლიკურ სკოლაში შეიყვანეს. ნიკოლასს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ცოლი და შვილები ჰყავს.

tumblr_lqlpa0Az3P1qkmpj8o1_500

Advertisements

5 responses to “ნიკოლას სპარკსის ცხოვრების დღიური

  1. წაკითხული ნამდვილად არ მაქვს ვერაფერს ვიტყვი , მაგრამ ეკრანიზაციებზე ნუ რა უნდა ითქვას ძალიან ბანალური ისტორიებია გულღიად რომ ებრძვი მთქნარებას და ტელევიზორის დამტვრევას აი ისეთი , რა საშინლად გამოვიდა , მაგრამ ასეთ განცდას იწვევს 😦

    • ჩემთვის ნამდვილად არაა უცხო შენი განწყობა სპარკსისადმი.
      ერთჯერადი მოხმარების მწერალია.რა საშინლად ჟღერს, მაგრამ ასეა….
      მსგავსი დანიშნულების წიგნებზე თუ მიდგება საქმე ამას მაინც მარკ ლევი მირჩევნია.

  2. წაკითხული არაფერი მაქვს ნამდვილად. თუმცა ნიკოლასი ვიცი და მისი წიგნების მიერ გადაღებული ფილმებიც ნანახი. ყველაზე მეტად მიყვარს a walk to remember. პერიოდულად ვუყურებ ხოლმე. the notebook რომ მეზიზღება, ეგრე კინო არ მეზიზღება მგონი. ალბათ იმიტომ, რომ შეყვარებულმა მაყურებინა. ფუ რა. “last song”-იც წავა რა. ჰემსვორთის ხათრით. safe haven ბანძია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s