კატერინე მატილდა „ტილდა“ სვინტონ

ts_61

„ის არ არის მოლაპარაკე ადამიანი, ან ინტელექტუალი.ცხოვრების ამ ეტაპზე ის არის ქალი, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი არჩევანი.“

“მისი ყოველი სვლა მხნე, ენერგიული და საოცრად განწყობისეულია. მასთან ერთად სეირნობისას გიჩნდებათ შეგრძნება თითქოს ქარიშხალი დაგატყდათ თავს . ისე გაბრუებთ თავისი ზუზუნით, რომ თავის დაღწევის ძალაც არ გრჩებათ” – ეს ერთ–ერთი ჟურნალისტის დახასიათებაა იმ ადამიანის, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ უსქესო. მის ანდროგენულ იმიჯზეც დღმდე არ წყდება საუბარი. ქამელეონი, უცხოპლანეტელი, ძლიერი, იდუმალი, მისტიური – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დახასიათებებისა, რომლითაც ამ უსქესო არსებას ხშირად ამკობენ. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის უფლებას, რომ ის სხვა ჩვეულებრივი საშუალო ასაკის მსახიობებისგან გამოვყოთ. და უბრალოდ….გავაღმერთოთ.

ეს კატერინე მატილდა „ტილდა“ სვინტონია. ან უბრალოდ ტილდა სვინტონი. ან უბრალოდ ტილდა. შეიძლება ნამდვილ ინგლისელ არისტროკრატსა და უძველესი ანგლო–შოტლანდიური საგვარეულოს წარმომადგენელს ასე მიმართვა არ ეკადრებოდეს, მაგრამ ის ხომ ისედაც გაიგებს– თავისი ღვთიური უბრალოების და სიმარტივის წყალობით. თუმცა, ვისთვის მარტივია და ვისთვის ექსტრავაგანტული, მახინჯი, ყინულივით ცივი და პირგაცრეცილი ქალი.

კატერინე მატილდა ლონდონში დაიბადა–1960 წლის 5 ნოემბერს. ის მაიორ–გენერალ სერ ჯონ სვინტონის და ლედი სვინტონის, ყმაწვილქალობაში ჯუდიტ ბალფორის მყარი , ცივი, ლონდონური, წმინდა ინგლისური ოჯახური თანაცხოვრების ნაყოფია ორ უფროს ძმასთან–ჯეიმს და ალექსანდერთან და უმცროს უილიამთან ერთად. დედის ავსტრალიელობის მიუხედავად ტილდა თვლის , რომ ის მკვიდრი შოტლანდიელია.

ისწავლა ისე, როგორც მის უარისტროკრატესობას შეეფერება – ჯერ კენტის პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა, სადაც მისი თანაკლასელი მომავალი პრინცესა დიანა იყო, შემდეგ არანაკლებ პრესტიჟულ ედინბურგის კოლეჯში, ფეტსში გააგრძელა სწავლა (კოლეჯი თავის დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა დაამთავრა), თუმცა იქ მოსვლამდე მოგზაურობდა და მუშაობდა სამხრეთ აფრიკაში და კენიაში. მოგვიანებით კი – ნიუ-ჰოლში, კემბრიჯის უნივერსიტეტის ქალთა კოლეჯში პოლიტიკის მეცნიერებები შეისწავლა (ჩემი კოლეგაც აღმოჩნდა). კემბრიჯში სწავლის პერიოდში ჯერ კომუნისტურ პარტიას, შემდეგ კი შოტლანდიურ სოციალისტურ პარტიას შეუერთდა.

tumblr_ljboa1ByZs1qdwjb5o1_r1_500მე ის ძალიან მიყვარს. აი, ასე მარტივადაც შეიძლება სიყვარულის ახსნა. არ მინდა ვისაუბრო მასზე, როგორ ერთ–ერთ ოსკაროსან, წარმატებულ , გავლენიან და ძალიან ნიჭიერ მსახიობზე (ჯერჯერობით). უბრალოდ ვიცნობდეთ ტილდას, როგორც ერთ (არა)ჩვეულებრივ, სექსუალურ და გემო–ვნებიან შოტლანდიელ ქალს. როგორც თავად ამბობს, არსებობს უამრავი გზა, შეეცადო და აღმოაჩინო ადამიანი. აღმოაჩინოთ ჭკვიან ტილდაში ქალი,თან სექსუალური ქალი , ბევრისთვის რთულია, თუმცა ამის მცდელობა იმდენად ჩამთრევია, რომ ბოლოს შეიძლება სწორედ , ჩემს მიერ ზემოთ ნახსენები მარტივი ტილდა შეგრჩეთ ხელთ. თუმცა, ისევ ისეთი არაჩვეულებრივი.

როცა ტილდა ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოცხადდა თითქმის უმაკიაჟოდ, მოკლე, ოქროსფერი თმებით და შავი, სადა აბრეშუმის მანტიით, მისმა მეგობარმა და ასევე სტილისტმა ჯერი სტეფორდმა აღნიშნა, რომ შოტლანდიის მთიანი მხარის ამ მკვიდრს არ სჭირდება თავისი კანის დამალვა და მყვირალა, თვალისმომჭრელი მაკიაჟი. თავადაც იგივე დამოკიდებულება აქვს საკუთარი გარეგნობის მიმართ. და მართალიცაა. როგორც The Nerve-თვის ადრე მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, მისთვის მის გარეგნობაზე ასეთი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება სასაცილოც კია.

„თავდაპირველად, როცა ფოტოკამერების წინ დავიწყე მუშაობა, ვერავინ გებულობდა, როგორ შეიძლებოდა გავსულიყავი გარეთ პომადის, თვალის ჩრდილების და ზოგადად, მაკიაჟის გარეშე. პრობლემა იმაში იყო, რომ მე გამოვიყურებოდი ისე, როგორც ყველა ჩემს ოჯახში. ამიტომ ვერაფერს ვამჩნევდი ჩემში განსაკუთრებულს. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ვგავარ მამაჩემს ულვაშების გარეშე.“

შეგიძლიათ ნახოთ, აღელვდეთ და აღფრთოვანდეთ მისი განუმეორებლობით. ცივი, სრიალა, ფერმკრთალი, წყალივით უფერული. მაგრამ მყარი, თავდაჯერებული და ამაყი ძლიერი სექსუალური ენერგიით . არ მინახავს ქალი, რომელსაც ასე მტკიცედ ჩაებღუჯოს ხელში ოსკარის პატარა ქანდაკება.

2011 წელს გამოსულ „We Need to Talk about Kevin“–ის შესახებ აღნიშნა, რომ ეს ფილმი არის ისეთი ფაქტების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ოჯახებისთის, ერთმანეთთან კომუნიკაციისთის.

„მაგრამ ჩვენ ვთამაშობთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც რთულია ურთიერთობა. თუმცა, შეუძლებელია სათქმელი ჩაატიო ერთ მცირე წინადადებაში. ამიტომ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ დიდი დრო უნდა დამეთმო, იმისთვის რომ ფილმი გამოსულიყო. რწმენა მაყურებლის თვალებშია. ეს ფილმი არის კითხვების და არა პასუხების შესახებ. პასუხებამდე სწორედ ამ კითხვებს მიყავხარ ფილმის საშუალებით. “

ტილდას თავის სამუშაოსთან უჩვეულო დამოკიდებულება აქვს. როგორც თავად აღნიშნავს, ეს ჰგავს დიალოგს ორ ადამიანს შორის. თუმცა მის შემოქმედებაზე, კარიერაზე და ფილმოგრაფიაზე მოგვიანებით.

ტილდა ნარინში ცხოვრობს, შოტლანდიის ერთ–ერთ რეგიონში თავის ტყუპებთან და პარტნიორ სანდრო კოპთან ერთად. მისი მეუღლე კი, ტყუპების მამა ჯონ ბაირნი ედინბურგში ცხოვრობს თავის მეგობარ ქალთან ერთად. ტილდა ცხოვრობს ისე, როგორც დამოუკიდებელ, ყოველგვარი კომპლექსებისგან და ვალდებულებებისგან თავისუფალ ქალს შეეფერება. 2013 წელს ის თავისი უცნაური და განსაკუთრებული სტილის დამსახურებით The Guardian–ის მიერ შეყვანილ იქნა 50 საუკეთესოდ ჩაცმულ ადამიანებს შორის. როგორც აღნიშნა, მისთვის ძალიან კომფორტულია, თავს უცხოპლანეტელად გრძნობდეს.

274914ბოლოს რითიც ტილდამ გაგვაოგნა, იყო კრემლის წინ გადღებული ფოტო ლგბტ თემის წარმომადგენლებისადმი სოლიდაროს გამოსახატავად – ტილდა ხელში ცისარტყელას დროშით: „სიყვარულით რუსეთიდან“. რაც შეეხება მის დამოკიდებულებას სექსისადმი, ერთ–ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისთვის სექსუალობა, სექსი შესანიშნავი საშუალებაა ადამიანებს შორის ურთიერთობის, დიალოგის, ორი ადამიანის უფრო მეტად შეკავშირების და დაახლოების. თუმცა, ერთხელ ისიც აღნიშნა, რომ მარტოობა საუკეთესო გამოსავალია.

„მე არ ვმუშობ მომავლისთვის – მე არ მსურს ვიცოდე რა მოხდება მომავალში. ვთვლი, რომ არ მჭირდება რამის გარანტია. მე შეიძლება უსამართლო ვიყო ჩემი თავის მიმართ, მაგრამ  მთავარია, რომ მე ვიცი ეს“. Katherine Mathilda “Tilda” Swinton

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

7 responses to “კატერინე მატილდა „ტილდა“ სვინტონ

  1. შესანიშნავი ქალია, ძალიან მომწონს.

    [პოსტში გიფს რომ ვხედავ, ძალიან მიხარია ხოლმე <3]

  2. Kargi postia …adre am qalze ragac gadacema vnaxe da imis mere damainteresda…. tumca shens sasaxelod unda itqvas amdeni kargi da saimtereso faqti iqidanac ar gamigia…. Didi Like !:-) da saertod ra lamazi blogi gaqvs mec minda asetiiiiiii 🙂

    • უჰ, მადლობა შენ :* ტილდა, როგორც ასეთი, მეტს იმსახურებს.
      მერე რა უნდა ბლოგის “გალამაზებას”, ათასი რამ აქვს ვორდპრესს ამისთვის 🙂
      მე შენი ისედაც მომწონს. სადაა.

  3. Pingback: Wind diary of March | la maga rayuela·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s