მომო

1521661270695988ანუ საოცარი ამბავი დროის–ქურდებსა და გოგონაზე, ადამიანებს მოპარული დრო რომ დაუბრუნა.

ეს გერმანელი მწერალის მიხაელ ენდეს ზღაპარ–რომანია დროზე, ადამიანების დაკარგულ თუ დაზოგილ დროზე, ან იქნებ უბრალოდ იმ აჩქარებულ ადამიანებზე, რომლებიც დროის შემნახველ სალაროში ზოგავენ დროს და მაინც ვერ ასწრებენ ცხოვრებას. ან იქნებ სულაც იმაზეა მომოს ამბავი, თუ როგორ დავინახოთ და მოვუსმინოთ სამყაროს ისეთს, როგორიც იყო თავიდან და არა ისეთს, როგორიც ჩვენ შევქმენით წლების, საუკუნეების, ათასწლეულების წინ, ჯერ კიდევ იქამდე სანამ  დიდი და პატარა ქალაქები, ან მდიდარი და ღარიბი ქალაქები, ან ეს უძველესი ამფითეატრები აშენდებოდა.

სამყაროს განვითარებაში ზოგჯერ განსაკუთრებული ჟამი დგება ხოლმე. ეს ის ჟამია, როცა ყველა საგანი და სულდგმული ერთიანდება და ერთმანეთს უკავშირდება. ამ დროს, ასეთ იშვიათ წუთებში, შეიძლება ახდეს ის, რაზეც ვერც მანამდე და ვერც შემდეგ ვერ იოცნებებდა ადამიანი. სამწუხაროდ, ადამიანებმა ეს არ იციან და ვარსკვლავთა საათიც ხშირად შეუმჩნევლად გაივლის ხოლმე. თუმცა, თუ ვინმე მიხვდება და ამოიცნობს, მაშინ სამყარო სრულიად შეიცვლება.

ასეთი სულიერის გამოჩენამდე კი, ერთ მშვენიერ დღესაც ადამიანს ყველაფრის ხალისი დაეკარგა, არაფერი აინტერესებდა, საშინელმა სევდამ შეიპყრო. ეს სევდა და უგუნებობა კი არ ქრებოდა, პირიქით დღითიდღე მატულობდა, ადამიანები ყველაფრის იმედს კარგავდნენ და მთელი სამყარო დაცარიელდა. მერე თანდათან ეს განცდაც გაქრა და საერთოდ აღარაფერს განიცდიდა, გულგრილი და რუხი ხდებოდა, მთელი სამყარო ეუცხოებოდა და არაფერი ესაქმებოდა მასთან, აღარც განრისხება შეეძლო და აღარც აღტაცება, არც უხაროდა, არც წუხდა, სიცილიც დაავიწყდა და ტრილიც, მერე სიცივემ დაიბუდა მის გულში, არავის და არაფრის სიყვარული არ ძალუძდა. როცა საქმე აქამდე მივიდა, ავადმყოფს ვერაფერი უშველეს. ჰოდა, დაეხეტებოდნენ მძიმედ სნეულნი და რუხ ბატონებს დაემსგავსნენ. დიახ, თავადაც რუხები გახდნენ. ახლა ამ ავადმყოფობას სასიკვდილო მოწყენილობა ქვია.

ზოგჯერ , როცა წინ ძალიან გრძელი ქუჩაა გადაჭიმულ, ამ უსასრულოდ მოწყენილ ადამიანებს შიში იპყრობთ, ასე ჰგონიათ ვერასდროს ეღირსებიან ბოლოში გასვლას. ამ დროს მოთმინება ეკარგებათ, ჩქარობენ და წამდაუწუმ ქუჩას გაჰყურებენ. აჩქარებით წინ ვინ წასულა, ისინიც ერთ ადგილს ტკეპნიან, ფეხს ვერ იცვლიან და, შიშით თავგზააბნეულნი, უფრო ჩქარობენ. მერე ისე იღლებიან, რომ ქანცგაწყვეტილები ნაბიჯსაც ვეღარ დგამენ. ქუჩას კი კვლავინდებურად არ უჩანს ბოლო. ასე არ შეიძლება.

ამიტომაც, ამ დროს ყოველთვის და ყველგან არსებობს ერთი პატარა თმაგაწეწილი მომო, რომლის ვინაობა და სადაურობაც კი არავინ იცის, რომელსაც ცოტა ახირებულად აცვია, ჭრელაჭრულა ნაკუწებისგან ამოკერილი ქვედაკაბა კოჭებამდე დასთრევს, რომ ჰკითხოთ ასი წლისაა და რომელსაც უამრავი მეგობარი ყავს ბავშვების, ბეპო–მეეზოვეს და ჯიროლამო–ჯიგის ჩათვლით . მომო ისეთი წმინდა და ისეთი პირველყოფილია, რომ ყველაფერს უსმენს. უსმენს ძაღლებსა და კატებს, ჭრიჭინებსა და ბაყაყებს, ხეებში აჩურჩულებული ქარი და წვიმაც მას უზიარებს გულისნადებს, ყველა თავ–თავის ენაზე ელაპარაკება. ხოლო თუ ვინმე მაინც ფიქრობს მოსმენაზე იოლი რა უნდა იყოსო, მაშინ ერთხელ მაინც სცადოს და მომოსავით მოუსმინოს ყველას და ყოველივეს! სწორედ ასეთმა არსებებმა უნდა დაუბრუნონ ადამიანებს დაკარგული დრო.

„ზოგჯერ, ნაშუადღევს, როცა ყველაფერი თვლემს და ირინდება პაპანაქება სიცხეში, სამყარო  მდინარესავით ანკარა და გამჭვირვალე ხდება. ამ დროს შეიძლება ფსკერსაც კი ჩააწვდინო თვალი. იქ სულ სხვა დროა დალექილი, იქ, ქვემოთ.“

ეს სხვისგან მოსმენილი ამბავია, ერთი უცნაური ადამიანისგან, მაგრამ გეგონება ყველაფერი ცოტა ხნის წინ მოხდაო. ან იქნებ, აწი უნდა მოხდეს ეს ყველაფერი.  კარგი იქნებოდა ყველას გვყავდეს ჩვენში მომო და ბრძენი კუ კასიოპეა, რომელიც ყველაზე რთულ დროს გვიჩვენებს ვარსკვლავთა საათს – დროს , როცა ყველა საგანი და სულდგმული ერთიანდება, ერთმანეთს უკავშირდება და ჩვენ გარშემო სამყარო იცვლება.

 momo1

Advertisements

3 responses to “მომო

  1. გარეკანის ამ ვერსიამ ფრიად მომხიბლა, სხვა დანარჩენთან ერთად )) წავიკითხო მეც ერთი

    • ჩემი წიგნის გარეკანი ჭუჭყიან შავ–თეთრებში იყო გადაწყვეტილი, პლუს ჩემს მიერ გადასხმული მაწონი. მაგრამ ეგ არაფერი. მაგით არაფერი დაკლებია მომიკონს ))

  2. Pingback: რომენ გარ, ცხოვრება წინაა! | ლა მაგა რაიუელა·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s