ნიკა ტრუბინას მარადიულობის საიდუმლო

nika_4_1_4

გადავეჩვიე წერას. კითხვასაც გადავეჩვიე, თუ სიმთვრალეში ხმამაღლა წაკითხულ ფრედერიკ ბეგბედერის “ფრანგული რომანის”რამდენიმე გვერდს არ ჩავთვლით. ნიკა ტურბინამ ისევ დამაბრუნა. გაზაფხული ასეთი გენიალური ადამიანების აღმოჩენით რომ დაიწყება,მერე როგორ უნდა იყო ცხოვრებისგან უკმაყოფილო.

ნიკა 1974 წლის 17 დეკემბერს დაიბადა იალტაში. ნიკას მთელი საბჭოთა კავშირი იცნობდა. წერა-კითხვის სწავლამდე ახლობლებს სტროფებს ზეპირად კარნახობდა (გოგონას დედა და ბებია ზრდიდნენ), რომლებსაც ყველაფერი აკურატულად გადაჰქონდათ რვეულში. დედა – მაია ტურბინა მხატვარი იყო, პაპა – ანატოლი ნიკანორკინი – ცნობილი მწერალი. ბრონქიალური ასთმის მძიმე ფორმით დაავადებულ გოგონას ძილი არ შეეძლო, სიზმრების ეშინოდა, ღამეებს თეთრად ათენებდა. გრძელი ღამეების სიცარიელის შესავსებად კი ლექსებს თხზავდა. ეს იყო საოცარი ლექსები, არაამქვეყნიური…

nika_turbina“მე ყველაფერი ვთქვი ჩემი თავის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ, როცა მე მხოლოდ ბავშვი ვიყავი. მე არ მჭირდებოდა გავზრდილიყავი…”

ვუნდერკინდი იალტელი პოეტის შესახებ ხმა მთელ ქვეყანაში გავრცელდა და ევგენი ევტუშენკოს ყურამდეც მიაღწია. საბჭოთა გაზეთები გადაჭრელდა ნიკას ლექსებით და მის შესახებ სტატიებით. გოგონას ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, მას საღამოებს უწყობდნენ, 9 წლის ასაკში წიგნიც გამოსცა, რომელიც 12 ენაზე ითარგმნა. 1985 წელს ლიტერატურის ისტორიაში გაუგონარი მოვლენა მოხდა: 10 წლის პოეტს ვენეციაში ყველაზე პრესტიჟული პოეტური პრემია – “ოქროს ლომი” გადაეცა. ეს ჯილდო რუსი პოეტებიდან ანა ახმატოვას ჰქონდა მიღებული, 60 წლის ასაკში.

“როცა მე ვწერ, ვგრძნობ, რომ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი ის, რისი გაკეთებაც მას სურს. რამდენი ისეთი სიტყვაა ჩვენში, რომელსაც ჩვენ ვკარგავთ ხოლმე. ლექსები მოდის და მოდის ჩემთან დაუჯერებლად და სასწაულებრივად და შემდეგ ისევ მტოვებს.”

მალე ნიკას დედა დაოჯახდა და მეორე ქალიშვილი შეეძინა. მოგვიანებით ნიკა გულდაწყვეტილი იხსენებდა ერთ შემთხვევას: ერთხელ დედას ჰკითხა: დედა, მაშაც (პატარა დაიკო) გენიოსი გამოვა? დედამ კი დაუფიქრებლად და როყიოდ უპასუხა: ღმერთმა დამიფაროს, ერთი გენიოსიც მეყოფა. ეს ინცინდენტი ნიკას მწარედ დაამახსოვრდა.

ნიკას გარს ეხვეოდნენ პოეტები, ფსიქოლოგები, ექიმები.. ცდილობდნენ ჩასწვდომოდნენ მის ფენომენს, მისი გაუგონარი, ბრწყინვალე ტალანტის მიზეზები გამოეკვლიათ. მთელი სასკოლო ასაკის განმავლობაში გამუდმებით მოგზაურობდა, ევგენი ევტუშენკოსთან ან ბებიასთან ერთად.

1_80_18025_1305551639მოგვიანებით ნიკა ტურბინა ფილმში გადაიღეს, მცირე ხნით ცხოვრობდა შვეიცარიაში, შემდეგ ჩააბარა მოსკოვის კულტურის ინსტიტუტში, სადაც მისი მასწავლებელი და მეგობარი ალიონა გალიჩი გახდა. მუშაობდა მოსკოვში, ერთერთ თეატრ-სტუდიაში. თუმცა… პოეზიამ მიატოვა ნიკა, ამ დროს მას უკვე დაწყებული ჰქონდა სმა.

მალე სწავლამაც აღარ დააინტერესა. მცირე ხანი ფსიქიატრულ კლინიკაში გაატარა, რამდენიმე თვეში გამოვიდა და “ჩვეულ” ცხოვრებას დაუბრუნდა. ერთხელ ფანჯრიდანაც გადმოვარდა, მაგრამ გადარჩა. როგორც მისი ნაცნობები წერენ: ნიკას პათოლოგიურად ეშინოდა მარტოობის, თავისთან იწვევდა მეგობრებს. მიაჩნდა, რომ “მარტოობა სიკვდილის მეგობარია.”

ნიკას გარდაცვალების ეპიზოდს ხშირად ასე აღწერენ (თუმცა, ზუსტად მაინც ვერავინ გაიგო, რა მოხდა სინამდვილეში): “2002 წლის 11 მაისს, ნიკა და მისი მეგობარი საშა სტუმრად იყვნენ, დალიეს, საშა და ერთი გოგონა მაღაზიაში ჩავიდნენ, ნიკა მათ ელოდა, მეხუთე სართულზე იჯდა, ფეხები ძირს ჰქონდა გადმოშვებული. ეს მისი საყვარელი პოზა იყო, სიმაღლის არ ეშინოდა. ქუჩაში ძაღლთან ერთად მოსეირნე მამაკაცმა ყვირილი გაიგონა: “საშა მიშველე, თორემ გადავვარდები!” ნიკა ღმერთმა ვეღარ გადაარჩინა.

“ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ მისი სისოცხლე არ არის ხანგრძლივი. და თუ ის აფასებს სიცოცხლეს, მისი სიცოცხლეც იქნება ხანგრძლივი. და თუ ის დაიმსახურებს, ის გააგრძელებს მარადიულ სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგაც კი.”

2928436525_cefc98907d“Я — полынь-трава.
Я — полынь-трава,
Горечь на губах,
Горечь на словах,
Я — полынь-трава…

И над степью стон.
Ветром окружён
Тонок стебелёк,
Переломлен он…

Болью рождена
Горькая слеза.
В землю упадёт —
Я — полынь-трава…”

download

Advertisements

8 responses to “ნიკა ტრუბინას მარადიულობის საიდუმლო

    • არ ვიცი , თუმცა ერთ–ერთი საუკეთესო იყო იმათ შორის, რაც წავიკითხე ჯერჯერობით მისი ლექსებიდან.

  1. ფრანსუაზა საგანი წერდა- ,,მინდა ვიყვირო- შემიყვარეთ, მეშინია მარტოობის…”
    ნიკას და ფრანსუაზას ამით ვგავარ- სიკვდილზე მეტად მეშინია მარტოობის…

    • “გელაპარაკები, შენ მისმენ, მაგრამ ორივენი მაინც მარტო ვართ, გვერდიგვერდ, მაგრამ მაინც მარტო, გესმის ჩემი?” <<< როგორ გვესმის, არა? : )
      იქნებ ასეც ჯობია.

    • “ყველაზე უფრო კი ქალები მიმძაფრებენ მარტოობის შეგრძნებას. რა უბადრუკობაა! რა უბადრუკობა! როგორ მტანჯეს! ისინი კაცებზე მეტად მიქმნიდნენ მარტოსულობის გადალახვის ილუზიას!”

      ჰაააჰ 🙂 ასეთი კარგი მგონი არაფერი დაუწერია მოპასანს 🙂 მადლობა, რომ დამილინკე.

  2. მწერლის ნაწარმოები ჩვენზე გავლენას ახდენს იმდენად, რამდენადაც ჩვენ ამას ვგრძნობდით წარსულში ან აწმყოში და მწერალმა უბრალოდ ეს სიტყვებით გამოხატა: ) მოპასანის ,,მარტოობაც” ამიტომ მოგვეწონა ალბათ: ))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s