მიწის ანარეკლები National Geographic-დან

Frishmuth_Corot_09_slide„1991 წლიდან გატაცებით ვიღებ ფოტოებს სასტუმროს ნომრებიდან, რომლებსაც მაშინვე ოპტიკურ „კამერა–ობსკურებად“ ვაქცევ. ამ რამდენიმე წლის წინ დასავლეთ ტეხასში გავემგზავრე უდაბნოს გადასაღებად, მაგრამ მოგეხსენებათ, უდაბნოში ოთახები არ არის,ამიტომ, კარავი გახდა ადგილი,საიდანაც პეიზაჟის პროექცირებას პირდაპირ მიწაზე მოვახერხებდი. იდეამ, რომ ამ გზით დასავლეთის ყველა ღირსშესანიშნავი ადგილის გადაღებას სრულიად განსხვავებული რაკურსით შევძლებდი, ამაფორიაქა, რადგან ახლებურად გადაღება და აღქმა იმისა, რაც შენამდე მილიარდჯერაა გადაღებული, ძალიან ძნელია. „ერთგული მოხუცის“ რამდენი სურათი არსებობს? მაგრამ ვგრძნობდი, რომ ასეთი ტექნიკით თუ გადავიღებდი, ისედაც მნიშვნელოვან ლანდშაფტებს ახალ აქტუალობას შევძენდი. სურათები იმედივითაა: როცა გეჩვენება, რომ ძველმა სამყარომ დაგღალა, სწორედ მაშინ ჩნდება მისი ახლებურად დანახვის საშუალება“.

მე–19 საუკუნის დასაწყისში წამყავნ ფოტოგრაფებთან შედარებით, აბელარდო მორელი ანტიკვარიატის მოყვარულია, რადგან გამოსახულების მიღების ერთ–ერთ ყველაზე ადრეულ მექანიზმს – „კამერა–ობსკურას“ იყენებს. 90 – იანი წლებიდან მორელი ოპტიკის პრინციპებს შორის ყველაზე მთავარს მიმართავს. ვიწრო ხვრელიდან სინათლის ფოკუსირებას ბნელ ზედაპირზე. თავიდან ამრეკლავი სიბრტყე ოთახი იყო და ქუჩების, ხიდებისა და მინდვრების გამოსახულებათა პროექცირებას კედლებსა და იატაკზე ახდენდა. ფოტოაპარატით იგი სიურეალისტურ, ორმაგი გამოსახულების სურათებს იღებდა. მორელი იმავე მეთოდებით მუშაობს, ოღონდ ახლა ფონად მიწას იყენებს – ასე უხეშსა და ბუნებრივს.

მორელის ორი მიზანი აქვს: პატივი მიაგოს ძველ ფოტოგრაფებს და ღია ბარათებზე დაბეჭდილი პეიზაჟები ადამიანებს სხვა თავლით დაანახოს. ამიტომ, მას ყველა ეროვნულ პარკში თავისი “კამერა–ობსკურა“ აქვს გამართული. ასე იქმნება მორელის თვალით დანახული ბრაიდვეილის ჩანჩქერების ნაცნობი პეიზაჟი – ტილოზე დახატული წიწვებისს, ბალახებისა და სარეველების ზღაპრული ხედი.

ძალიან შთამბეჭდავი სურათების გადაღებისას მორელი თავისი დიდი წინამორბედების მიღწევების (მათმა ფოტოებმა ამერიკის პირველი ეროვნული პარკების დაარსება დააჩქარა ) გამეორებაზე არ ფიქრობს. იგი უბრალოდ, ცდილობს, ბუნების ეს საოცრებანი მიწად ჩამოსულ ზეციურ ქმნილებებად აღგვაქმევინოს.

Advertisements

2 responses to “მიწის ანარეკლები National Geographic-დან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s