სოფი ოკსანენი – ქალი ჩრდილოეთიდან

meksiko_purgeოთახში ბუზი დაფრინავს. დიდი ბუზი. მე სოფი ოკსანენის „წმენდას“ ვკითხულობ – „Purge“ (Finnish: „Puhdistus“). წიგნს ჩრდილოეთიდან. და წიგნი იწყება ასე: „ალიიდე ტრუუ ბუზს, ბუზი კი მას უყურებდა“. ამის შემდეგ ალიიდე გადის სახლიდან და არყის ხეების ძირში ბოღჩას პოულობს, რომელიც საბოლოდ აღმოჩნდება გოგონა. ტალახში ამოგანგლული, ჭუჭყიანი და დაფლეთილი. სისხლისა და ხორცისგან შემდგარი და არა ციდან გამოგზავნილი და წინასწარმეტყველი. მის თავთან ხელჩანთა და ტალახიანი რუკა.

ალიიდე ვერ იჯერებს რომ ეს ბოღჩა გოგონაა. „პასუხი ყველაფერშია,–მთავარია, ვიცოდეთ, რას გვეკითხებიან.“ ალიიდე ტრუუ და გოგონა – ბოღჩა. რას გვეკითხება ეს ყველაფერი? ან რა პასუხი უნდა გავცეთ? ან საიდან მოვიკრიბოთ ძალა პასუხის გასაცემა? ეს ხომ წარსულის გახსენებას მოითხოვს. იმ წარსულის, რომელიც შავია და სასტიკი.

ეს ყველაფერი ძალზე უცნაურად მომეჩვენებოდა, ფილმი რომ არ მქონდეს ნანახი, თან საკმაოდ დიდი ხნის წინ. ყველაფერი ვიცი , მაგრამ მაინც ვკითხულობ – ორმაგად საინტერესოა, როცა შენს წარმოდგენებს, ფილმში ნანახს და წიგნში წაკითხულს აჯამებ. ბუზი კი ისევ არ მეშვება. ამ ოთხაში ძალიან თბილა.

სოფი ოკსანენი თანამედროვე ფინელი მწერალია. ის მხოლოდ 37 წლისაა და უკვე შეუძლია იამაყოს თავისი თავბრუდამხვევი წარმატებით. მამა ფინელი ელექტრიკოსია, დედა – ესტონელი ინჟინერი. საბჭოთა პერიოდში ისინი ესტონეთში ცხოვრობდნენ, 1970 წელს კი ფინეთში გადასხლდნენ.

“წმენდა” თავიდან ფინეთის ეროვნულ თეატრში დაიდგა, შემდეგ კი ბესტსელერი გახდა არა მხოლოდ ფინეთში, არამედ საზღვრებს გარეთაც და უმრავი ლიტერატურული პრემიაც ხვდა წილად, მათ შორის 2013 წელს Swedish Academy Nordic Prize! დაინტერესებულ პირებს ყველაფერი შეუძლიათ ნახონ მის შესახებ, მის პირად საიტზე, სადაც ასევე ზემოთხსენებული წიგნის ქართულ გარეკანსაც მოჰკრავთ თვალს.

უკვე მიხვდებოდით, რომ სოფი აქტიური ქალბატონია. ბისექსუალი. 2009 წელს მიიღო ჯილდო ორგანიზატორებისგან ჰელსინკის ლგბტ წარმომადგენლების მიერ გამართულ პარადში და სექსუალური უმცირესობების დასაცავად მიმართულ სხვადასახვა აქტივობებში მონაწილეობისთვის. გარეგნულადაც გამოირჩევა. ეს არის ქალი, რომელიც თავის სტილს ამკვიდრებს ყველგან, სადაც კი მოხვდება.

„წმენდაზე“ რა შეიძლება ითქვას, მომწონს დროით თამაში. სოფის კი ეს ძალიან კარგად გამოსდის. ეს წითელი ისტორიაა, რომელიც შავი სიცარიელით დასრულდა : ვნახავთ ღირსებაშელახულ ადამიანებს, წითელი არმიისგან ოკუპირებულ და მოსკოვისგან აბუჩადგადებულ, მერე კი დასავლეთ ევროპისგან უგულვებელყოფილ ბალტიისპირა პატარა ქვეყნებს.

საბოლოოდ გამოდის რომ არაფერი არ მთავრდება. იწყება წითლების ჩექმებით, გრძელდება ტყავისქურთუკიანი სუტინიორებით და ღმერთმა იცის რითი გაგრძელდება. “მანათები კრონებით იცვლება, სამხედრო თვითმფრინავები ალიიდეს სახლს იშვიათად თუ გადაუფრენდნენ, ოფიცერთა ცოლებმა ხმას დაუწიეს და რადიოში , ყოველ დღე, ესტონეთის დამოუკიდებლობის ჰიმნი ისმოდა, ქრომირებული ჩექმების ბრაგუნი არ შეწყვეტილა,–ძველ ჩექმებს ახალი ჩანაცვლებოდა, რომელიც შეიძლება სულ სხვა ყაიდაზე იყო აჭრილი,მაგრამ ყველანაირი ჩექმა მსხვერპლს ერთნაირად აჭერდა. გათხრილი სანგრები მიწას ამოევსო, ტყეში დაყრილი ვაზნები გამუქებულიყო, დაღუპულები მიწად ქცეულიყვნენ, მაგრამ ზოგიერთი რამ ისევ მეორდებოდა”.

ალიიდეს და გოგონას შეხვედრაც წარსულის და აწმყოს გადაკვეთაა. მაგრამ ეს ის წერტილია, რომელმაც ყველაფერს ნათელი უნდა მოჰფინოს. ეს გან–წმენდაა.

ჩემს ოთახში ძალიან ცხელა. მე კატა ვარ – დაგორგლილი, სითბოსგან აზრგაფანტული, გუგებგაფართოებული. ალიიდეს და მის სიყვარულსაც თავბრუდამხვევი მოტკო სუნი ასდის. ზოგჯერ მისი ქმრისგან გამოყოლილ ხახვის სუნსაც ვგრძნობ. მაგრამ უფრო ხშირად მისი ერთადერთი სიყვარულის–ჰანს პეკის სისხლის და მათი მშობლიური სახლის ქვეშ დაღვრილი ოფლის სუნი მცემს.

ყველაზე ხელშესახები კი მაინც, ამ საოცარი ქალის სასოწარკვეთისა და უსაზღვრო ძალისგან გამოწვეული ცრემლების სიმლაშეა.

ბუზი სადღაც მიიმალა. ალბათ წიგნებში ჩავარდა და დამძიმებულ ფრთებს ვეღარ ამოძრავებს. კატა რომ იყოს, მაშინვე გადასანსლავდა.

იქნებ თავისუფლება მართლაც სხვა სამყაროშია, რომელიც ამასობაში შეიქმნა.

sofi_2013_1

Advertisements

8 responses to “სოფი ოკსანენი – ქალი ჩრდილოეთიდან

  1. მადლობა, ამ წიგნს აუცილებლად შევმატებ ჩემს სკანდინავიურ თაროს.
    მგონი ეს პირველი ფინელი მწერალია, რომელიც ქართულად ითარგმნა.

    • არ ვიცი პირველი ფინელი მწერალია თუ არა…მაგრამ აშკარად რომ ღირდა ამის თარგმნა , ცხადია. მეორეც არის ამის თრაგმნილი, მაგრამ ის ჯერ არ ჩამვარდნია ხელში. ამის ემრე მეტად მაინტერესებს. დრო რომ გექნება, ფილმსაც უყურე აუცილებლად : )

  2. ათჯერ მაინც დავიწყე და სულ ხელი მეშლებოდა, 40 თუ რამდენიღაც გვერდს ვერ ვცდებოდი. და თან ყოველ ჯერზე თავიდან ვიწყებდი :დ

    ახლახანს ავიღე და სანამ არ მოვრჩი ჯიუტად ხელი არ გამიშვია წიგნისთვის.

    თან სასტიკად გამიჭირდა, გამუდმებით გულისრევა მაწუხებდა, ვერ ვხვდები როგორ წერს ასე, რამდენი სიტყვა აქვს, განსაკუთრებით სუნი – წიგნს გადაშლი თუ არა გამუდმებით რაღაცის სუნი გცემს და ალიიდესი არ იყოს, იხრჩობი.
    მარა თან იმას ვერ ვხვდები როგორ უნდა გამოიზოგო ეს წიგნი თუ ნორმალური ხარ.

    ახლა მეც მეორე წიგნი მინდა, მტრედები :/

    • თხრობით სწავლობდი იმ 40 გვერდს? )))
      ხო, სუნი კი ასდის ამ წიგნს თავისებური…
      მტრედები არ მაქვს წაკითხული, ვნატრობ დიდი ხანია.

      • ზოგჯერ ძალიან მიჭირს ხოლმე კითხვა, ის 40 გვერდი ალბათ ათჯერ მაინც წავიკითხე, მაგრამ ერთხელ წაკითხულივით თუ მახსოვს, რომ ვერ აღვიქვამდი იმიტომ ვერ ვაგრძელებდი :დ

        • უაზროდ კითხულობდი ეტყობა, ამ მხოლოდ იმისთვის რომ უბრალოდ წაკითხული გქონოდა :)) მე მაგ დროს ვერ აღვიქვამ ხოლმე.
          თუნუქის დოლზე დამემართა ახლა ეგრე, იმდენად მინდოდა წამეკითხა, რომ ვკითხულობ, ვკითხულობ და ვერ აღვიქვამ ))))

        • ჰო, ეგრე იყო. და სანამ ხასიათზე არ მოვედი ვერც წავიკითხე, რომ მოვედი გონს ერთ დღეში წავიკითხე. ლამის ერთი წელი მედო მაგიდაზე :დ

          თუნუქის დოლი წიგნიც ისეთია, თუ სწორ დროს არ აიღე ძლივს იკითხება, არადა როგორც ვთქვი, გონს რომ მოხვალ ადამიანი დაწყება და დამთავრება ერთია.

          პარალელურად რამე მსუბუქი წიგნების კითხვა მშველის მე, “კითხვის მუღამს” ვიბრუნებ და მერე უკვე უფრო სერიოზულისთვისაც მზად ვარ :დ

        • ხუთი წიგნის ერთდროულად კითხვის ფენომენი უცხოა ჩემთვის ჯერჯერობით :))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s