ის შემთხვევა, როცა არ ვიცი.

glasხომ ათობით ახალი წიგნი მიდევს თაროზე წასაკითხად და მაინც უძველესი, ბაბუაჩემის დროს ნაყიდი უნდა გამოვქექო წასაკითხად. იალმარ სედერბერგის (1869-1941) „ექიმი გლასი“ და „სერიზოული თამაშები“ წავიკითხე ამ დღეებში. ვაღიარებ, დიდი ვერაფერი. თუმცა, ექიმი გლასი ბევრად ძლიერია, ვიდრე ზემოთ ხსენებული მეორე. აღნიშნული მწერალი შვედია. ხო, ჟურნალისტიც ყოფილა. ფორუმზე მისი შემოქმედების ქება–დიდებას რომ მოვკარი თვალი, ვიფიქრე, შემთხვევით სხვა რამ ხომ არ წავიკითხე–მეთქი. და საერთოდაც, ვაღიარებ რომ ძალიან ბევრი უსარგებლო წიგნებით და აზრებით ვიტენი ხოლმე თავს.

თავის დროზე დიდი ვინმე იქნებოდა. ხელწამოსაკრავიც ნამდვილად არ არის. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან საინტერესოდ ავითარებს რელიგიასთან და ფემინიზმიმთან დაკავშირებულ მოსაზრებებს. თუმცა, როცა ამბობენ რომ ძალზედ დატვირთულიაო ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური მომენტებითო, ვფიქრობ რომ აშკარად გადაჭარებებულია ასეთი შეფასება სედერბერგთან დაკავშირებით. ან შეიძლება არის კიდეც , მაგრამ ახლა თავისი პრიმიტიული კომპლექსებით და ვითომ ფართო წიაღსვლებით მისი პერსონაჟები ნამდვილად ვერ გამაკვირვებენ. ისე, ზოგჯერ საინტერესოდაც ხუმრობს ხოლმე. იალმარი იუმორის გრძნობას ნამდვილად არ უჩიოდა, როგორც ჩანს. ენაკვიმატი ეგ.

ექიმი გლასი მედიცინის ლიცენტიანტი გახლავთ. კაცი, რომელიც ამქვეყნად ცხოვრების 33 წლის მანძილზე ქალს ახლოს არ გაკარებია. თავიდანვე აღირებს რომ ექიმი ორი ერთშია – კაცობრიობის მეგობარი და პატივმოყვარე (ვერ ვიტან ექიმებს). იმასაც ამბობს, რომ ღამეები ვერ იძინებს. და საერთოდ, მე რომ მკითხოთ მაგრად აქვს დანძრეული და მთელი წიგნიც ამაზეა როგორ ენძრევა უფრო და უფრო მის აუტანლად მოსაწყენ არსებას. რაღაცით ერიკა კოხუტიც კი გამახსენდა ელფრიდე იელინეკის „პიანისტი ქალიდან“.

 და ამას ისინი გრძნობენ მტანჯველი და უცილობელი სიცხადით.ასეთი ხალხი ბედნიერებისკენ კი არ ისწრაფვის, არამედ ცდილობს  რაც შეიძლება მართებული სახე მისცეს თავის უბედურებას“ – ეს ის ყველაზე საინტერესო ნაწყვეტი მთელი სამასგვერდიანი წიგნიდან. შეგიძლიათ აქამდე მიხვიდეთ და მერე თავი დაანებოთ კითხვას.

იმდენად აუტანლად ვწერ, რომ ჯობია საერთოდ შევეეშვა ამ წიგნს.

ვაღიარებ, რომ არაფერი არ ხდება. საერთოდ არაფერი. თავიც ძალიან მტკივა. ღამეებიც საშინლად იწელება და არასდროს მთავრდება. ვერც ვკითხულობ, ვერც ვერაფერს ვუყურებ, ვერც ვმუშაობ, ვერც ვმეცადინეობ. სოციალური ქსელები გულს მირევს. წამოსვლა გადავწყვიტე და წამოვედი კიდეც, თუმცა ხანდახან მაინც შევავლებ ხოლმე თვალს. თან ჩავთვალე, რომ ამ ბოლო დროს ძალიან ვარ ლეიდი გაგათი და მისი პიროვნებით დაინტერესებული. ეს მაინც საიდან მოვიფიქრე.

ახლა ეს ყოველგვარ ლოგიკურ საფუძველს მოკლებული დიეტაც მოვიგონე ამ ყველაფერთან ერთად. დღეში მხოლოდ ერთ ნაჭერ პურს, ცოტა ხაჭოს, უშაქრო ჩაის ან ყავას და ორ ცალ სოსისს მივირთმევ. თუ გამიმართლა ჩემი და სალათის ფოთლებსაც მომიტანს. თუ კიდევ უფრო გამიმართლა და არ დამეზარა, ხილის წვენსაც მოვიმზადებ , რომ ბოლომდე არ გამოვიფიტო. იმედი, მაქვს ეს ყველაფერი დროებითია. თუ არადა, ნამდვილად არ მიდის ჩემი საქმე კარგად.

სხვა უცნაური მეტი არაფერი მახსენდება , კატებიც არიან თავისთვის. აივსო ოთახი ამათი ბეწვებით. დედა ამბობს, ერთს სხვას ვაჩუქეებ, მეტი არ შემიძლიაო. რაც უნდათ ის უქნიათ. მაინც მივდივარ ცოტა ხანში აქედან. ეს მე მგონია, რომ სადღაც მივდივარ, თორემ ერთ ადგილს ვტკეპნი. არაფერი არ მემატება. გუშინ დავრწმუნდი, რომ თუ სოფელი მართლაც ბოლო დანიშნულების ადგილია ადამიანისათვის, იქ ყველაფერი დასრულებულია. იქ განვითარება წყდება. ფილიპ კლოდელის ნათქვამის არ იყოს. მეზობელმა ცოლი მოიყვანა, ქალიშვილი არ იყოო ოცდაათი წლის ქალი და გაუშვა. ეს უკვე მესამე მცდელობაა მისთვის, მოიყვანოს მისი შესაფერი ცოლი. ვაღიაროთ ყველამ, რომ არცაა ცოლის ღირსი და საერთოდ, აქ ძალიან ბნელა.

ამის მოსმენა არ შემეძლო და გარეთ გავედი. ვარსკვლავებს ვუყურებდი. ოქროსფერი წვიმის შხეფებს ჰგვანან ხოლმე. როგორ იტანს, ამდენ უაზრობას დაჰყურებდეს ზემოდან ამდენი ხანი. გულის რევის შეგრძნება მქონდა, მაგრამ სუფთა ჰაერმა ცოტა აზრზე მომიყვანა. ღრმად ამოვისუნთქე რამდენჯერმე , ადამიანს რომ შემოეხედა , იფიქრებდა იხრჩობაო. ეგეც გასარკვევია. მერე ცოტა წავიკითხე რაღაც იდიოტობა და დავწექი. მერე მახსოვს იდიოზურ მესიჯებს რომ ვაგზავნიდი. მერე თვალების დამისივდა. მერე დამეძინა, თუმცა ვიგრძენი ყველაზე პატარა კატა როგორ მოიკუნტა ჩემს გვერდით მუცელთან. გამათბო და მეც გავეხახუნე თითებით. არ მახსოვს რა დამესიზმრა. ამ დილით გამიხარდა, რომ მესიჯები წაშლილი დამხვდა. ნამდვილად გული გამისკდებოდა, ეგ რომ მენახა.

აი, მეც გამიმართლა . გადავწყვიტე ერთი ადგილი ავწიო და ხილის წვენი მოვიმზადო. ვაღიარებ, რომ ვინც ამას კითხულობს იმ პიროვნებას ორმაგად გაუმართლა, რადგან ამ სისულელეების კითხვის გაგრძელება არ მოუწევს.

Advertisements

6 responses to “ის შემთხვევა, როცა არ ვიცი.

  1. იმ ბედნიერების ფრაზაზე, რჩევა მახსენდება, – საკუთარ მანკიერებაზე იმდენი ლაპარაკი, რომ ღირსებად აღიქვან.
    წერე, რადგან ვფიქრობ, შენთვის კათარზისია. მე კი წავიკითხავ.

    • მერც ანნა, შენი სიტყვების მრავალგვარად გაგება შეიძლებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოზიტიური კუთხით გაგება უპრიანი იქნება, ამიტომ მადლობა, მადლობა. თუმცა, ისიც არ მინდა რომ მხოლოდ შვებისთვის ვწერო : )
      მერჩივნა რამე ახალი და გამოსადეგიც გაეგოთ ხოლმე ჩემგან…

  2. ჯერ სედერბერგთან დაკავშირებით მოსაზრება არავისგან მომისმენია. სულ მეგონა ვიღაც უცნობი მწერალი იყო და მარტო მე მქონდა აღმოჩენილი 😀 😀 წლების წინ წავიკითხე. აი ექიმ გლასსზე გადავირიე. ზუსტად რაზე გადავირიე ვერ ვიხსენებ, მაგრამ მგონი უჩვეულო და თან ძალიან რეალური მეჩვენა ჩემს სულიერ მდგომარეობასთან მიმართებაში ან რავიცი. რუხია და სკანდინავიურად მელანქოლიური . აუცილებლად გადავიკითხავ!

    • სკანდინავიური ლიტერატურა და საერთოდ საკანდინავიურ ყველაფერი მიყვარს, წესით იქ უნდა დავბადებულიყავი. უბრალოდ, სედერბერგმა გამიცრუა საშინლად იმედები. მგონი ან წაკითხვა დამაგვიანდა ან თავად ვერ უსწრებს დროს. მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ წაკითხული გქონია ^_^ ექიმი გლასი, რა თქმა უნდა, ბევრად ძლიერია. უფრო გაშლილია. სერიოზულ თამაშებზე კი , მგონი, საერთოდ არ ღირს საუბარი ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s